განაჩენი

სისხლის სამართლის 21.11.2018
საქმის ნომერი
820100118002264531
ინსტანცია
თარიღი
21.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 820100118002264531

საქმე №1/ბ-562-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

21 ნოემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე

 

პროკურორის - რ----- ბ---–----ის,ადვოკატის - ჯ----– კ-----ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ-–- თ-----ის ძე მ–------ის მიმართ, დაბადებული 2---------წ. პირადი N6----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, განქორწინებული, მცხოვრები: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ს--–-------ი;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ვ-–- მ–------ემ ჩაიდინა:

 

1.1 დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ვ-–- მ–------ემ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით 0,04 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს’’, რაც 2017 წლის 16 დეკემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ს------------–------–-------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული მისი ზედაპირული შემოწმების დროს იქნა წარმოდგენილი.

 

1.2 სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (თ----- ც--–--ის და გ---–----- დ---–--ის ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 30 ოქტომბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. ბათუმი, მ-------–--–----------–---–----–-–---–---–-- ქ. №9-ში, ვ-–- მ–------ემ სიტყვიერად და მეტალის საგნის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თ----- ც--–--ეს და მის მეუღლეს გ---–----- დ---–--ეს, რა დროსაც მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

1.3. ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ფსიქოლოგიური ტანჯვა, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ვ-–- მ–------ე 2017 წლის ივლისიდან, 20 ივლისამდე დროის პერიოდში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ს--–-------ში საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, სისტემატიურ შეურაცხყოფას აყენებდა თავის მეუღლეს ნ----- ც--–--ეს, რაც იწვევდა ნ----- ც--–--ის დამცირებას და ფსიქოლოგიურ ტანჯვას. 2018 წლის 20 ივლისს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ს--–-------ში საცხოვრებელ სახლში, მასთან სტუმრად მყოფი თ----- ც--–--ის და მის მეუღლეს გ---–----- დ---–--ის თანდასწრებით, ფიზიკური ძალადობა განახორციელა მეუღლის ნ----- ც--–--ის მიმართ, ხოლო შემდეგ დანის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა ადგილას ფიზიკური დაზიანება მიაყენა თ----- ც--–--ეს, მიყენებული დაზიანების შედეგად ნ----- ც--–--ემ და თ----- ც--–--ემ განიცადეს ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

1.4. ადევნება, პირადად, სისტემატურად არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის და ელექტრონული საშუალებით, რამაც გამოიწვია პირის ფსიქიკური ტანჯვა და რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს; აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის ივლისის თვიდან 2017 წლის დეკემბრის თვემდე პერიოდში, ქ. ბათუმის ტერიტორიაზე, ვ-–- მ–------ე მისი ყოფილი მეუღლის ნ----- ც--–--ის მიმართ სისტემატიურად ახორციელებდა ადევნებას, აკითხავდა საცხოვრებელ სახლში ქ. ბათუმში მე------–--–----------–---–---–-–---–---–------ში და მოითხოვდა შერიგებას. ამავდროულად ვ-–- მ–------ე მობილური ტელეფონის საშუალებით ახორციელებდა არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას და ითხოვდა ნ----- ც--–--ესთან შერიგებას, რის გამოც ნ----- ც--–--ეს ორჯერ მოუხდა მობილური ტელეფონის ნომრის გამოცვლა. სისტემატიური არასასურველი კომუნიკაციის შედეგად ნ----- ც--–--ეს ჩამოუყალიბდა შიში, რის გამოც დამოუკიდებლად თანხმლები პირის გარეშე ვერ გადაადგილდებოდა, ყოველივე ზემოაღნიშნულმა გამოიწვია ნ----- ც--–--ის ფსიქიკური ტანჯვა და ამ უკანასკნელს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებდა.

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის განაჩენით ვ-–- მ–------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-1511-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ვ-–- მ–------ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით; ვ-–- მ–------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 16 დეკემბრიდან.

 

ამავე განაჩენით, ვ-–- მ–------ეს, `ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად 05(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 (ათი) წლის ვადით.

 

2. სააპელაციო საჩივრის მოტივები:

 

2.1 აპელანტი - ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი რ----- ბ---–----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში შეტანილ იქნას მსჯავრდებულის საუარესო ცვლილება და ვ-–- მ–------ეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით განესაზღვროს მუხლის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელი; ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი უსამართლოა, სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილ ქმედებათა სიმძიმე, მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

2.2 აპელანტი - მსჯავრდებულ ვ-–- მ–------ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ჯ----– კ-----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენი ვ-–- მ–------ის მიმართ და გამოტანილ იქნას გამამართლებელი განაჩენი, შემდეგ მოტივებზე მითითებით:

 

სასამართლო განხილვის, საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა გამოკვლევის და შესწავლის შემდეგ უდავოდ დადგინდა და დადასტურდა, რომ ვ-–- მ–------ის მიმართ შერაცხული ბრალდებები აგებული იყო მხოლოდ და მხოლოდ ამ უკანასკნელის, მეუღლის, სიმამრის, სიდედრის და მეუღლის სხვა ნათესავების, ასევე საქმეზე დაინტერესებული პოლიციელების ჩვენებებზე და ამ უკანასკნელების მიერ უკანონოდ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმების დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებზე, ასევე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვის ბრალდება ეფუძნება ბრალდების მხარის მიერ ფალსიფიცირებულ მტკიცებულებებს, ვ-–- მ–------ის 2017 წლის 16 დეკემბრის ადმინისტრაციული დაკავების ოქმი სასამართლოს დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა ეცნო, რაც არ განხორციელებულა, ადმინისტრაციული დაკავების ოქმში დრო არის ჩასწორებული, რაც ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული მტკიცებულება მოპოვებულია საპროცესო კოდექსის არსებითი დარღვევით. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის და შესწავლის შემდეგ დადგენილ იქნა, რომ არ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, ანუ არ არსებობდა სასამართლოს მიერ ვ-–- მ–------ის მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებებში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ის ერთობლიობა, რაც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ვ-–- მ–------ის ბრალეულობაში. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ვ-–- მ–------ეს ბრალდების მხარის მიერ შერაცხული არც ერთი დანაშაული არ ჩაუდენია, რის გამოც იგი გამართლებულ უნდა იქნას.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორს რ----- ბ---–----ეს, რომელიც დაეთანხმა თავის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

აპელანტს- მსჯავრდებულ ვ-–- მ–------ის ინტერესების დამცველ ადვოკატს, ჯ----– კ-----ეს, რომელიც დაეთანხმა თავის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქმეში წარმოდგენილი გამოძიების აღრიცხვის ბარათითა და პატაკით ირკვევა, რომ 2017 წლის 16 დეკემბერს გამოძიება დაიწყო ოპრატიული ინფორმაციის საფუძველზე, კერძოდ, 2017 წლის 16 დეკემბერს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ს--–-------ში მცხოვრებ ვ-–- მ–------ეს, ადმინისტრაციული დაკავების დროს პირადი გასინჯვისას შარვლის მარჯვენა ჯიბეში აღმოაჩნდა საკეცი დანა და ქურთუკის მარცხენა ჯიბის სარჩულში აღმოაჩნდა ვერცხლისფერ კონვალუტაში შეფუთული ხუთი ცალი აბი წარწერით SUBOXONE, რომელიც სავარაუდოდ წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალებას.

 

მოწმის სახით დაკითხულ, შსს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს კახაბრის პოლიციის უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ზ------ შ-------ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 16 დეკემბერს მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე კ---- წ---–-----ესთან და მ------- ა----–--ესთან ერთად გაემზავრა ს-----ში ვ-–- მ–------ის ადმინისტრაციულად დაკავების მიზნით. მათ ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით ადმინისტრაციული წესით დააკავეს ვ-–- მ–------ე, რომელსაც პირადი გასინჯვისას აღმოაჩნდა საკეცი დანა, დაახლოებით 10-12 სმ. სიგრძის, ასევე ვ-–- მ–------ემ ნებაყოფლობით წარმოადგინა შავი ქურთუკის მარცხენა მხარეს არსებული ჯიბის ქვემოთა სარჩულში მოთავსებული 5 ცალი ტაბლეტი ვერცხლისფერ კონვალუტში, წარწერით სუბოქსინე. ვ-–- მ–------ეს არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწევია.

 

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დგინდება მოწმის სახით დაკითხულ კ---- წ---–-----ის და მ------- ა----–--ის ჩვენებებით.

 

ვ-–- მ–------ის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ვ-–- მ–------ე დაკავებული იქნა 2017 წლის 17 დეკემბერს, ქ. ბათუმში, ფრ. ხ--–--–-ს გამზირი N239, კახაბრის პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში.

 

ნარკოლოგიური გამოკვლევის დასკვნით N------- და მოწმე რ--------- ხ--–--–-ს ჩვენების თანახმად ირკვევა, რომ ნარკოლოგიური გამოკვლევის შედეგად ვ-–- მ–------ეს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების ბუპრენორფინის და მარიხუანას მოხმარების ფაქტი.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2017 წლის 17 დეკემბრის ექსპერტიზის №----- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი 05 ცალი ტაბლეტი შეიცავს 0,04 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს.

 

ბიოლოგიურ (გენეტიკური) ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად ირკვევა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი 5 ცალი ცარიელი კონვალუტის ჩამონაჭერზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ვ-–- მ–------ეს.

 

საქმეში წარმოდგენილი გამოძიების აღრიცხვის ბარათით, ნ----- ც--–--ის განცხადებითა და შეტყობინებით ირკვევა, რომ 2017 წლის 30 ოქტომბერს ნ----- ც--–--ემ განაცხადა, რომ მისი ყოფილი მეუღლე ვ-–- მ–------ე მას აწუხებს, ითხოვს მასთან შერიგებას, აკითხავს თავის საცხოვრებელ სახლში, რის გამოც ითხოვს პოლიციის დახმარებას.

 

დაზარალებულ ნ----- ც--–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2015 წლის სექტემბრის თვეში ცოლად გაყვა ვ-–- მ–------ეს, მათ შორის ხშირად იყო უთანხმოება, კერძოდ, ვ-–- წინააღმდეგი იყო და უკრძალავდა მშობლებთან მისვლას, ემუქრებოდა მოკვლით, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც იგი ხშირად ტიროდა, 2017 წლის ივნისის დასაწყისიდან 2017 წლის 20 ივლისამდე განიცდიდა როგორც შიშს მუქარის გამო, ასევე სულიერ ტანჯვას. იმის შიშით, რომ მისთვის და მშობლებისთვის რამე არ დაეშავებინა ითმენდა ყველაფერს და არაფერს ამბობდა. 2017 წლის 20 ივლისს მათთან ოთახში სტუმრად მივიდნენ მშობლები, თ----- ც--–--ე და გ---–----- დ---–--ე, რა დროსაც მამამისს თ----- ც--–--ესა და ვ-–- მ–------ეს შორის მოხდა კონფლიქტი იმ მიზეზის გამო, რომ მათი მოსვლისთანავე ვ-–- მ–------ემ დაიწყო გინება, რატომ მოვიდნენ ესენი აქო, აღნიშნულის გამო მან უსაყვედურა ვ-–-ს, რის საპასუხოდაც ამ უკანასკნელმა ყავის ჭიქა ჩაარტყა თავში, რა დროსაც ჭიქა გატყდა და სახის არეში მიიღო დაზიანება. აღნიშნულის გამო კონფლიქტი გაგრძელდა თ----- ც--–--ესა და ვ-–- მ–------ეს შორის, ამ უკანასკნელმა თ. ც--–--ეს დანა დაარტყა რამდენჯერმე სხეულის სხვადასხვა ნაწილში. დაზარალებულის განმარტებით, ამ კონფლიქტის შემდეგ იგი დაშორდა ვ. მ–------ეს და საცხოვრებლად გადავიდა მშობლების სახლში, ყოფილ მეუღლესთან მაინც ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა, იგი არ ანებებდა თავს, წერდა ტელეფონზე, აკითხავდა სახლში და აწუხებდა, თხოვდა შერიგებას, როცა უარს ეუბნებოდა, წერდა მუქარის შემცველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს.

 

2017 წლის 30 ოქტომბერს, მშობლებთან ერთად იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც საღამოს დაახლოებით 21:00 საათზე, მათთან კიდევ ერთელ მივიდა ნასვამი ვ-–- მ–------ე, დაუძახა, დაიწყო გინება, გარეთ გავიდნენ თ----- ც--–--ე, გ---–----- დ---–--ე და სტუმრად მყოფი ბიშაძვილი ს------- ც--–--ე. მამამისმა თ----- ც--–--ემ ვ-–- მ–------ეს მშვიდად განუმარტა, რომ წასულიყო, რადგან მასთან საერთო არაფერი ჰქონდათ და სალაპარაკოც არაფერი იყო. ვ-–- მ–------ე თავისას არ იშლიდა, იგინებოდა, ყვიროდა. ნ----- ც--–--ის განმარტებით, მას შემდეგ რაც მან განაცხადა, რომ აპირებდა პოლიციაში საჩივრის შეტანას, ვ, მ–------ე კიდევ უფრო აგრესიული გახდა, დაიწყო მუქარა, დაგხოცავთ ყველას, სათითაოდ გამოგჭრით ყელსო, რა დროსაც მოვიდნენ მეზობლები, ტ------– ც--–--ე და ავთანდილ ც--–--ე, რომლებმაც შეძლეს ვ. მ–------ის გაყვანა, მაგრამ დაახლოების ერთი საათის შემდეგ ის ისვე დაბრუნდა, ისეც დაიწყო ხმამაღალი ყვირილი და გინება, ასევე იმურქებოდა ,,ყველას დაგხოცავთო’’, ისევ გამოვიდნენ მეზობლები ტ------– ც--–--ე და ავთანდილ ც--–--ე, ვ-–- მ–------ემ ამ დროს რაღაც მეტალის ნივთი ესროლა ჭიშკარს, რამაც წარმოშვნა ნაპერწკლები, სავარუადოდ იყო დანა. აღნიშნულის გამო იგი იყო ძალიან შეშინებული, დარწმუნდა, რომ ვ-–- მ–------ეს მართლაც შეეძლო მათთვის ზიანის მიყენება, რის გამოც დარეკა პოლიციაში და მოითხოვა ვ-–- მ–------ის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემა.

 

დაზარალებულის განმარტებით, შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდეგ ვ-–- მ–------ე მისი მშობლების სახლთან აღარ მისულა, თუმცა კვლავ აგრძელებდა მისთვის შეურაცხმყოფელი და მუქარის შეცველი მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნას, როგორც მის, ასევე მშობლების ტელეფონის ნომრებზე. მისი აკვიატებული ქმედებების გამო დაკარგა მოსვენება, შიშის გამო უჭირს დაძინება, ცხოვრება გახდა აუტანელი და განიცდის ფსიქიკურ ტანჯვას, ვინადან ყოველწუთიერად ელოდება საფრთხეს ვ-–- მ–------ისაგან.

 

დაზარალებულ თ----- ც--–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ მისი შვილი ნ----- ც--–--ე იყო ვ-–- მ–------ის მეუღლე, მისთვის გვიან გახდა ცნობილი, რომ მეუღლეებს (ვ-–-ს და ნ-----ს) შორის იყო დაძაბული ურთიერთობა, ვ-–- მ–------ე ნ----- ც--–--ეს ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა მას, აღნიშნული სიტუაციის გამო 2017 წლის 20 ივლისს თვითონ და მისი მეუღლე გ---–----- დ---–--ე ესტუმრნენ შვილს, ნ----- ც--–--ეს, მათი მისვლისთვანავე ვ-–- მჟვანაძემ მათი მისამართით დაიწყო ლანძღვა-გინება, ნ-----ს უყვიროდა, ხომ გეუბნებოდი ესენი არ მოსულიყვნენ და რატომ მოვიდნენო. თვითონ მოერიდა კონფლიქტს და არ ჩარეულა აღნიშნულ სიტუაციაში. შემდეგ ვ-–- მ–------ე მივიდა მასთან და უთხრა, რატომ ერევი ჩემი ოჯახის საქმეებშიო, აღნიშნული გამო მას შენიშვნა მისცა ნ----- ც--–--ემ, მამაჩემს როგორ ელაპარაკებიო, რაზეც გაბრზადა ვ-–- მ–------ე, მივარდა ნ-----ს, იქვე მაგიდიდან აიღო ყავის ჭიქა და დაარტყა სახის არეში, რის გამოც ნ-----ს გაეჭრა ლოყა და წამოუვიდა სისხლი. იგი ცდილობდა ნ----- და ვ-–-ს გაშველელებას, ნ-----ს სიტუაციისგან გარიდებას, შემდეგ ვ-–- მ–------ემ ცემა იგი, ასევე ხელთ არსებული დანა დაატყა ტანის სხვადასხვა ადგილას, სულ მიიღო ოთხი ზედაპირული ჭრილობა. ამ კონფლიქტს ასევე შეესწრო ვ-–- მ–------ის მამა თ----- მ–------ე და კიდევ უცნობი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებმაც შეძლეს ვ-–-ს შეჩერება. აღნიშნულის შესახებ მათ პოლიციისთვის არ უცნობებიათ. დაზარალებულის განმარტებით, ამ შემთხვევის შემდეგ ნ----- გაშორდა მეუღლეს და საცხოვრებლად მათთან (მშობლებთან) გადავიდა, თუმცა ვ-–- მ–------ე მას თავს არ ანებებდა, სთხოვდა შერიგებას და ხშირად ამის გამო ჰქონდათ კონფლიქტი.

 

თ----- ც--–--ის განმარტებით, 2017 წლის 30 ოქტომბერს, საღამოს საათებში, იმყოფებოდნენ სახლში, რა დროსაც მათთან მივიდა ვ-–- მ–------ე, რომელიც იყო ნასვამი, მას შემდეგ არც ნ-----მ უარი უთხრა შერიგებაზე, მან დაიწყო გინება და ყვირილი, აღნიშნულის გამო თვითონ და მეუღლე გ---–----- დ---–--ეც გავიდნენ გარეთ, სთხოვდა ვ-–-ს რომ წასულიყო, რადგან მასთან საერთო აღარაფერი ჰქონდათ, მაგრამ იგი აგრძელებდა მუქარას, დაგხოცავთ, ყველას სათითაოდ გამოგჭრით ყელსო, რა დროსაც ადგილზე მოვიდნენ მეზობლები ტ------– ც--–--ე და ავთანდილ ც--–--ე, რომლებმაც მოახერხეს ვ-–- მ–------ის ადგილიდან გაყვანა, მაგრამ დაახლოებით ერთი საათის შემდეგ იგი კვლავ დაბრუნდა, ყვიროდა, იგინებოდა, იმუქრებოდა მათი მისამართით სიცოცხლის მოსპობით, შემდეგ რაღაც მეტალის ნივთი ესროლა ჭიშკარს და დაიძახა თ----- ც--–--ე მოკვდიო, შემდეგ აიღო მის მიერ ნასროლი ნივთი და გაიქცა. მეტალის ნივთი სავარაუდოდ იყო დანა. აღნიშნულის შემდეგ ვინაიდან საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ ვ-–- მ–------ეს ნამდვილად შეეძლო მათი ოჯახისთვის ზიანის მიყენება და მუქარის რეალურად განხორციელება, ნ----- ც--–--ემ მიმართა პოლიციას და მოითხოვა შემაკავებელი ორდერის გამოცემა. მართალია ორდერის გამოცემის შემდეგ ვ-–- მ–------ე მათთან აღარ მისულა სახლში, თუმცა იგი განაგრძობდა მათთვის მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი მესიჯების გაგზავნას.

 

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებებია დადგენილი დაზარალებულ გ---–----- დ---–--ის ჩვენებით, ასევე მოწმის სახით დაკითხულ ციური ც--–--ის ჩვენებებით.

 

მოწმის სახით დაკითხულ ტ------– ც--–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 30 ოქტომბერს იგი ორჯერ შეხვდა ვ-–- მ–------ეს თ----- ც--–--ის სახლთან, რომელიც უყვიროდა და აგინებდა თ----- ც--–--ეს და მისი ოჯახის წევრებს, იგი და მისი ძმა ავთანდილ ც--–--ე ჩაერივნენ სიტუაციაში და ვ-–- მ–------ე გაიყვანეს ეზოდან. დაახლოებით ერთ საათში, მათ კვლავ შემოესმათ თ----- ც--–--ის სახლიდან ვ-–- მ–------ის ხმა, ის ისევ ემუქრებოდა და აგინებდა თ----- ც--–--ეს და მისი ოჯახის წევრებს, იძახდა, მოგკლავთო, ძმასთან ავთანდილ ც--–--ესთან ერთად ისევ გავიდა თ----- ც--–--ის სახლთან, რა დროსაც ვ-–- მ–------ემ მეტალის ნივთი, რომელიც სავარაუდოდ იყო დანა, ისროლა თ----- ც--–--ის და მისი ოჯახის წევრების მისამართით, დანა მოხვდა ჭიშკარს, დაეცა ძირს, რომელიც აიღო ვ-–- მ–------ემ და გაიქცა. მისთვის ცნობილი იყო, რომ ვ-–- მ–------ე ნ----- ც--–--ეს სთხოვდა შერიგებას, ხშირად აკითხავდა სახლში, ემუქრებოდა მას და მისი ოჯახის წევრებს, ასევე ტელეფონზე წერდა მათ შეურაცხმყოფელ და მუქარის შემცველ მესიჯებს.

 

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დგინდება, მოწმის სახით დაკითხულ ავთანილ ც--–--ის ჩვენებით.

 

მოწმის სახით დაკითხულ ს------- ც--–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 30 ოქტომბერს სტუმრად იმყოფებოდა ბიძაშვილთან ნ----- ც--–--ესთან ოჯახში, რომელიც გაშორდა მეუღლეს ვ-–- მ–------ეს და ცხოვრობდა მშობლებთან ერთად. საღამოს საათებში მივიდა ვ-–- მ–------ე, იგი აგინებდა, ლანძღავდა სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა თ----- ც--–--ეს, გ---–----- დ---–--ესა და ნ----- ც--–--ეს.

 

მოწმის სახით დაკითულ თ----- მ–------ისა და ზ--- მ–------ის ჩვენებით ირკვევა, რომ ისინი არიან ვ-–- მ–------ის მშობლები, მათთვის ცნობილია ის გარემოება, რომ ვ-–- მ–------ეს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ყოფილი მეუღლის მშობლებთან, თ----- ც--–--ესთან და გ---–----- დ---–--ესთან, ვინაიდან მათ აბრალდებდა ოჯახის დანგრევს.

 

საქმეში წარმოდგენილი N------ შემაკავებელი ორდერით ირკვევა, რომ ორდერის შედგენის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ 2017 წლის 30 ოქტომბერს, 21:00 საათზე, ნ----- ც--–--ის ყოფილი მეუღლე ვ-–- მ–------ე, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში, ნ----- ც--–--ის ნების საწინააღმდეგოდ მივიდა ქ. ბათუმში, შ-–---–---–---------ში მდებარე ნ----- ც--–--ის მშობლების საცხოვრებელ სახლშში, რასაც მოჰყვა კონფლიქტი.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 26 დეკემბრის №0-------- დასკვნით, პირადი შემოწმების მონაცემებით თ----- ც--–--ეს აღენიშნებოდა ჭრილობების შემდგომი ნაწიბურები.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2017 წლის 27 დეკემბრის ექსპერტიზის №–------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი დანა არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო შეტყობინებების დათვალიერების ოქმებით დგინდება, რომ ვ-–- მ–------ის მიერ სისტემატიურად იგზავნებოდა მუქარისა და შეურაცხყოფის შემცველი შეტყობინებები ნ----- ც--–--ის მისამართით.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, ვ-–- მ–------ის გამართლების თაობაზე, რომ მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, რომ მსჯავრდებულის მიმართ ბრალდებები აგებულია მხოლოდ დაინტერესებული პირების ჩვენებით და რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ვ-–- მ–------ის ბრალეულობა, აღნიშნულს სასამართლო არ იზიარებს და სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების, პოლიციის თანამშრომლების ზ. შ-------ის, კ. წ---–-----ის, მ. ა----–--ის ჩვენებებით დადგენილია, რომ ოპერატიული ინფრომაციის საფუძველზე, 2017 წლის 16 დეკემბერს ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა ვ-–- მ–------ე, რომელსაც პირადი გასინჯვისას აღმოაჩნდა საკეცი დანა და 5 ცალი ტაბლეტი ვერცხლისფერ კონვალუტაში, წარწერით სუბოქსინე.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ვ-–- მ–------ისაგან ამოღებული 05 ცალი ტაბლეტი, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად შეიცავს 0.04 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, ხოლო საქმეში წარმოდგენილი ნარკოლოგიური გამოკვლევის დასკვნით ასევე დასტურდება, რომ ვ-–- მ–------ეს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანასთან ერთად დაუდგინდა ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის მოსაზრებას ვ-–- მ–------ის მიმართ ადმინისტრაციული დაკავების ოქმის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის თაობაზე, პალატა არ იზიარებს, ვინაიდან აღნიშნული ოქმის შედგენის დროს დაშვებული ტექნიკური ჩასწორება არ წარმოადგენს საპროცესო კოდექსის ისეთ არსებით დარღვევას, რაც ადმინისტრაციული დაკავების ოქმის უარყოფის საფუძველი იქნებოდა.

 

პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოწმე პოლიციელები საქმის შედეგით დაინტერესებული პირები არიან, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება მოცემული სისხლის სამართლის საქმის შესწავლის შედეგად.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ ვ-–- მ–------ემ ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა.

 

პალატა ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას ვ-–- მ–------ის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 111-1511-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების თაობაზე და ერთხელ კიდევ ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს, კერძოდ: დაზარალებულების: ნ----- ც--–--ის, თ----- ც--–--ის და გ---–----- ც--–--ის ჩვენებებით დასტურდება, რომ 2017 წლის 30 ოქტომბერს, ვ-–- მ–------ე მივიდა მათ საცხოვრებელ სახლში, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც გაუჩნდათ მუქარის განხორციელების შიში, მხოლოდ მეზობლების ჩარევის შემდეგ მოხდა ვ-–- მ–------ის განრიდება. მოწმეების: ტ. ც--–--ის და ა.ც--–--ის ჩვენებებით ირკვევა, რომ ვ-–- მ–------ემ 2017 წლის 30 ოქტომბერს თ----- ც--–--ეს და მისი მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე დაემუქრა მათ სიცოცხლის მოსპობით, მათ შეძლეს ვ-–- მ–------ის გაყვანა თ----- ც--–--ის სახლის ეზოდან, მაგრამ ის მალევე დაბრუნდა და განაგრძობდა მუქარას. მოწმე ს. ც--–--ის ჩვენებით ასევე დაადასტურებულია, რომ 2017 წლის 30 ოქტომბერს, ვ-–- მ–------ის მიერ განხორციელდა თ----- ც--–--ისა და გ---–----- დ---–--ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი.

 

ამდენად, დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრულია და პალატას მათში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია. საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ვ-–- მ–------ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, კერძოდ, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ვ. მ–------ემ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ფსიქოლოგიური ტანჯვა, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ; ადევნება, პირადად, სისტემატურად არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის და ელექტრონული საშუალებით, რამაც გამოიწვია პირის ფსიქიკური ტანჯვა და რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს.

 

შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ვ-–- მ–------ის უდანაშაულობა არ დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე ახალი მტკიცებულება ან არგუმენტი, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მსჯავრდებულის მიმართ შერაცხულ დანაშაულთა ჩადენას.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ვ-–- მ–------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება და სასჯელის მიზნების განსახორციელებად დაუნიშნა შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე და ზომა, რაც პალატას სამართლიანად მიაჩნია, რის გამოც ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, გასაჩივრებულ განაჩენში სასჯელის ნაწილში საუარესო ცვლილების შეტანის თაობაზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი ვ-–- მ–------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე, 298-ე, 302-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულ ვ-–- მ–------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ჯ----– კ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის განაჩენი ვ-–- მ–------ის მიმართ დარჩეს უცვლელი:

 

ვ-–- მ–------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით;საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-1511-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ვ-–- მ–------ეს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

მასვე, `ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ~ საქართველოს კანონის შესაბამისად 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას : სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის , პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 (ათი) წლით.

 

ვ-–- მ–------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 16 დეკემბრიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

- ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი 0,04 გრამი, რომელიც ინახება ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს კახაბრის პოლიციის განყოფილებაში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს დადგენილი წესით გასანადგურებლად.

- ვ-–- მ–------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ტელეფონი, ფულადი თანხა, პლასტიკური ბარათი, ქურთუკი, დანა - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

- თ----- ც--–--ისგან და გ---–----- დ---–--ისგან ამოღებული ტელეფონები დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე