განაჩენი

სისხლის სამართლის 29.05.2019
საქმის ნომერი
080100118002487026
ინსტანცია
თარიღი
29.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-708-2018 წელი

№080100118002487026

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

9 იანვარი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

სახელმწიფო ბრალმდებლის – ნ---- ზ-------–ვილის,ადვოკატის – ე-–------ ზ--------ის,მსჯავრდებულის – ზ---- გ--------ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, გა-ნიხილა ზ---- გ--------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ზ---- გ--------ე, დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები წ---–--------------------------–--------ში, მსჯავრდებულია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინე-ბული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და განაჩენთა ერთობლ-იობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

aRwerilobiTi nawili:

ზ---- გ--------ეს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედო ქურ-დობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის მართლსა-წინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც დიდი ოდე-ნობით ზიანი გამოიწვია, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 30 აპრილს, დაახლოებით 14:30 საათზე, ქ-------–---------------------------ში, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ორჯერ ნასამართლევმა ზ---- გ--------ემ მოტყუებით, თითქოსდა იყო სოციალური მუშაკი, უკანონოდ შეაღწია გ-------- კ--------ის საცხოვრებელ სახლში, ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა გ------- კ--------ის კუთვნილ ოთხ ცალ სამამულო ომის ვეტერანის მედალსა და ოთხ ცალ ორდენს. რის შედეგადაც, დაზარალებულ გ------- კ--------ეს მია-დგა ქონებრივი ზიანი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენით ზ---- გ--------ეს წარდგენილი ბრალდებებიდან ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება, რო-გორც ზედმეტად წარდგენილი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პროკურორმა ნ---- ზ-------–ვილმა, მსჯავრდებულმა ზ---- გ--------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ე-–------ ზ--------ემ.

აპელანტი, პროკურორი ნ---- ზ-------–ვილი თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ზ----- გ--------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ხოლო დანარჩენ ნაწილში განაჩენის უცვლელად დატოვებას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ უსამართლო და დაუსაბუთებელია სასამართლოს შე-ფასება დაზარალებულისათვის მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით, როცა აქცენტი გა-კეთებული იქნა მტკიცებულებათა არასაკმარისობაზე. დაზარალებულ ზ------ კ--------ეს მისი განმარტებით მიადგა14000 ლარის, დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი. მან სასამარ-თლოშიც განმარტა თუ რატომ მიუთითა აღნიშნული ოდენობის ზიანი და რა საშუალე-ბით იქნა დაანგარიშებული ნივთების ღირებულება. ვინაიდან ნივთები სრულად ვერ იქ-ნა ამოღებული, მათზე სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარებაც შეუძლებელი იყო. მათი ღი-რებულების განსაზღვარა შესაძლებელი იყო დაზარალებულის, ანუ ამ ნივთების მეპატ-რონის მიერ, ხოლო სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარება სავალდებულო ხასიათს მო-ცემულ შემთხვევაში არ ატარებდა, რადგან მათი ღირებულება განსაზღვრული იყო მე-პატრონის მიერ.

აპელანტი, მსჯავრდებული ზ---- გ--------ე და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ე-–------ ზ--------ე თავიანთი სააპელაციო საჩივრით ითხოვენ ზ---- გ--------ის მიმართ შეფარდებული სასჯელის შემცირებას მინიმუმამდე. მოთხოვნას ასაბუთებენ იმ მოტივი-რებით, რომ დაცვის მხარე ვერ გაიზიარებს განაჩენის შეფასების იმ ნაწილს, რომ ბრალ-დებულმა არ აუნაზღაურა ზიანი დაზარალებულს. სინამდვილეში ზ---- გ--------ემ დი-დი სურვილისა და მცდელობის მიუხედავად მართლაც ვერ შეძლო ზიანის ანაზღაურება რეალური ზიანისა და დაზარალებულის მხრიდან ზედმეტად დიდი მოთხოვნის არა-პროპორციულობის და ასევე ზ---- გ--------ის მიერ შეთავაზებულ თანხაზე უარის მიღე-ბის გამო. ზ---- გ--------ე არის 57 წლის, დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით, ამჟამად ინსულინდამოკიდებულია, გადატანილი აქვს ინფარქტი, დაავადებულია არტერიული ჰიპერტენზიით, ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი. ისინი მართალია არ ირიცხებიან სოცი-ალურად დაუცველთა ბაზაში, თუმცა სოციალურად დაუცველები არიან, ორივე მათგანი სხვადასხვა დაავადების გამო მკურნალობს. ზ---- გ--------ემ გამოძიების დასაწყისშივე აღიარა და მოინანია დანაშაული, შესაძლებლობის ფარგლებში ითანამშრომლა გამოძი-ებასთან და ნებაყოფლობით გადასცა მათ მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული საბრძოლო ჯილდოების დარჩენილი ნაწილი. სასამართლოში გამოთქვა მზადყოფნა და-უბრუნებელი ორი ორდენისა და ორი მედლის ღირებულების დაზარალებულისათვის შეძლებისდაგვარად ანაზღაურების თაობაზე.

საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, პროკურორ ნ---- ზ-------–ვილს, რომელიც ითხოვს ზ---- გ--------ის დამნა-შავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწი-ლის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

– აპელანტს, ზ---- გ--------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ე-–------ ზაქა-რიაძეს, რომლებიც ითხოვენ ზ---- გ--------ის მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუ-ბუქებას მინიმუმამდე.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრების მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

დაზარალებულმა გ------ კ--------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წლის 30 აპრილს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას და სახლში არ იმყოფებოდა, რა დრო-საც, დაურეკეს ოჯახის წევრებმა, კერძოდ, დედამ და დეიდაშვილმა და უთხრეს, რომ მათთან სახლში მისულა უცნობი პიროვნება, რომელსაც თავი გაუცვნია მათთვის, რო-გორც სოციალური სამსახურის თანამშრომლად და მათგან მოითხოვა, რომ ეჩვენებინათ მისთვის საბრძოლო და არასაბრძოლო მედლები, რომლებიც მათ სახლში იყო და ეკუთვ-ნოდა მის აწ. გარდაცვლილ მამას, რომელსაც ეს მედლები საბრძოლო დამსახურებისთვის ჰქონდა გადაცემული. დაზარალებულის განმარტებით სულ იყო 25 ერთეული მედალი. ბრალდებულმა ზუსტად იცოდა, თუ რომელი მედლები სჭირდებოდა, რადგან მან სახლ-ში მყოფთ სთხოვა, ეჩვენებინათ მისთვის აღნიშნული მედლების დამადასტურებელი სა-ბუთები და გადაამოწმებდა ნამდვილად საბრძოლო იყო თუ არა ისინი. სახლში მყოფებმა აჩვენეს მისი მამის კუთვნილი პიჯაკი, რომლზედაც დამაგრებული იყო მედლები. გან-მარტავს, რომ ამის შემდგომ იმ დროისათვის უცნობ და ამჟამად ბრალდებულ ზ---- გ--------ეს უთქვამს, რომ მედლები ნამდვილად საბრძოლო იყო და რადგანაც მათი ოჯა-ხის წევრი იყო სამამულო ომის მონაწილე დაუნიშნავდა მათ პენსიას 120 ლარის ოდენო-ბით, ხოლო ამისთვის განცხადების დაწერის მიზნით მოუთხოვია, რომ მიეტანათ მის-თვის კალამი და ფურცელი. დაზარალებულის განმარტებით, როდესაც ოთხიდან გასუ-ლან მისი ოჯახის წევრები კალმის და ფურცლის მოსაძებნად, ბრალდებულ ზ---- გ---------ეს შეუხსნია ფორმის პიჯაკზე მიმაგრებული სამამულო ომის 4 საბრძოლო მედალი, ასევე სხვადასხვა ორდენები და ჩუმად გაქცეულა სახლიდან. როდესაც თვითონ (გ. კ--------ე) სახლში მივიდა შინ დახვდა ატირებული, ანერვიულებული დედა და დეი-დაშვილი. შეამოწმა მამის სამამულო ფორმა და ნახა, რომ ზუსტად მოპარული იყო 4 ორდენი, 3 წითელი ვარსკვლავის ორდენი, 1 წითელი დროშის ორდენი და 4 საბრძოლო მედალი, რომელთა ღირებულება ინტერნეტში უცხოენოვან საიტებზე მოძიებული ინ-ფორმაციის თანახმად, შეადგენს დაახლოებით 14 000 ლარს, რომელთაგან მხოლოდ წი-თელი დროშის მედლის ღირებულება შეადგენდა 2000 დოლარს. ეს ყველაფერი მიღებუ-ლი ჰქონდა მის მამას მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ბრძოლაში მიღებული დაზიანებებისა და დამსახურებების გამო გადასცეს აღნიშნული ჯილდოები. ითხოვს კუთვნილი ნივთების დაბრუნებას და ბრალდებულის კანონის შესაბამისად დასჯას.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ნ--–- ბ----–-–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ დეიდასთან ტ---- კ--------ესთან ერთად იმყოფებოდა გ------ კ--------ის ოჯახში. რა დროსაც მათთან მივიდა მათთვის იმ დროს უცნობი ბრალდებული ზ---- გ--------ე, რომელმაც უთხრა მათ, რომ იყო სოციალური დახმარებიდან, თან ხელში ეჭირა 100 ლარიანი და 20 ლა-რიანი. ეხმარებოდნენ სამამულო ომში მონაწილის ოჯახს და ითხოვდა საბუთებს, რათა გადაეცა მათთვის აღნიშნული თანხა, რაზეც ტ---- კ--------ემ უთხრა, რომ საბუთები ჰქონდა მის შვილს. ამის შემდეგ ზ---- გ--------ემ ითხოვა ეჩვენებინათ მისთვის „მუნდი-რი“, რათა ჩაეწერა მასზე არსებული მედლების და ორდენების ნომრები. ტ---- კ--------ის მიერ გამოტანილი იქნა აღნიშნული „მუნდირი“, რომლისგანაც ზ---- გ--------ემ დაიწყო მედლების და ორდენების მოხსნა. გარკვეული დროის შემდეგ კი ითხოვა კალმის და ფურცლის მისთვის მიტანა, რის გამოც, დეიდასთან ტ---- კ--------ესთან ერთად გავიდა სხვა ოთახში, ხოლო როდესაც უკან დაბრუნდნენ, ზ---- გ--------ე აღარ დახვდათ. მან ამოცნობის ოქმში მიიღო მონაწილეობა და მაშინვე მიუთითა პირზე, რომელიც მათთან იყო მისული, როგორც თითქოსდა სოციალური მუშაკი. ასევე, სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ აღნიშნული პირი იმყოფებოდა სხდომის დარბაზში და ის იყო ბრალდებული ზ---- გ--------ე.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მსჯავრდებულმა ზ---- გ--------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცე-მისას წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ სცნო, გარდა დიდი ოდენობით მიყენე-ბული ზიანის ნაწილისა და განმარტა, რომ 2018 წლის 30 აპრილს მივიდა მისთვის იმ დროისათვის უცნობი გ------ კ--------ის ოჯახში, სადაც ქალბატონმა გაუღო კარები. გად-მოცემით იცოდა, რომ მითითებულ სახლში ცხოვრობდა ომის მონაწილე „მედალოსანი“ და აპირებდა 120 ან 200 ლარად შეეძინა მისგან მედლები. მისვლისას გაარკვია, რომ აღ-ნიშნული მედლების მფლობელი 20 წლის გარდაცვლილი იყო, ხოლო მისი შვილი, რო-მელსაც საბუთები ჰქონდა, არ იყო სახლში. რის შემდეგაც, გადაწყვიტა ჩაედინა აღნიშნუ-ლი დანაშაული, რასაც ინანიებს. მიუთითა, რომ მედლების ნაწილი დააბრუნა, ხოლო დანარჩენს ფიზიკურად ან თანხობრივად დაუბრუნებს დაზარალებულს. მის მიერ ინ-ტერნეტში მოძიებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული მედლების ფასი იყო დაახ-ლოებით 500 ლარი, რის გამოც, არ ეთანხმება დაზარალებულის მიერ მითითებულ მის მიერ წაღებული მედლების შეფასებას.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

ზემოაღნიშნული და საქმეში არსებული მტკიცეულებების ერთობლივი ანალიზის სა-ფუძველზე სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო სა-ჩივრის მოტივაციას ზ---- გ--------ის დამნაშავედ ცნობის თაობაზე გასაჩივრებული განაჩენიდან ამორიცხული ბრალდების ნაწილშიც და სრულად იზიარებს პირველი ინს-ტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების ამ ნაწილ-ში გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, საქმეზე წარმოდგენილი არ არის სხვა სახის მტკი-ცებულება, რომლის საფუძველზედაც შესაძლებელი იქნებოდა დაზარალებულზე მიყენე-ბული ზიანის ოდენობის განსაზღვრა.

სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოტი-ვაციას ზ---- გ--------ისათვის სასჯელის მინიმუმამდე შემსუბუქების თაობაზე და მიიჩ-ნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ზ---- გ--------ის მიმართ სასჯელის დანი-შვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის როგორც დამამძიმებელი გარემოება (რომ წარ-სულში ნასამართლევია), ასევე პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (რომ ზ---- გ--------ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს), სასამართლომ ასევე გა-ითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალის-წინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმე-დებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზანი - სამარ-თლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალი-ზაცია და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათისა და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, როგორც ჩადენილი დანაშაული-სათვის, ასევე განაჩენთა ერთობლიორბით, სასჯელთა ნაწილობრივ შეკრების წესის გამოყენებით, შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით. სააპელაციო პა-ლატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაუ-ლის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივ-რებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის სასიკეთო ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენი ზ---- გ--------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპე-ლაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ზ---- გ--------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასა-მართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

ზ---- გ--------ეს წარდგენილი ბრალდებებიდან ამოერიცხოს საქართველოს სისხლის სა-მართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინე-ბული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

ზ---- გ--------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვე-პუნქტით, ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზო-მად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდეს ბა-თუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ივნისის განაჩენით, საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათ-ვის დანიშნული პირობითი მსჯავრი – 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს – 07 (შვიდი) წლის ვადით თავისუფლების აღკვე-თას, ნაწილობრივ დაემატოს წინა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ივნი-სის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 01 (ერთი) წლით თავისუფ-ლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ---- გ--------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

ზ---- გ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, გაუქმე-ბულია.

მსჯავრდებულ ზ---- გ--------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 04 მაისიდან.

ნივთიერი მტკიცებულება – ჩხრეკის შედეგად ამოღებული ორდერები და მედლები, პის-ტოლეტი, მჭიდი და ვაზნები, რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება პოლიციის პირველ განყოფილებაში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურ-ვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ნივთიერი მტკიცებულება – შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწ-მენდი, საკონტროლო ნიმუშთან ერთად და მიკრონაწილაკები, ხელის 02 კვალი, ზ---- გ--------ის ნერწყვის ნიმუში და ზ---- გ--------ის ხელის კვლების ნიმუში, განადგურ-დეს კანონით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ნივთიერი მტკიცებულება – CD დისკი მასზე ჩაწერილი შემთხვევის ადგილის დათვალი-ერების დროს გადაღებული ფოტომასალით (თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), CD დისკი მასზე ჩაწერილი საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტომასა-ლით (თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), CD დისკი, რომელზეც ჩაწერილია გ------- კ--------ის მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათების და დოკუმენტაციის სკანირებუ-ლი ვერსიები, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამარ-თლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპე-ლაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili