განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-519-2018 წელი
№080100118002488514
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
16 იანვარი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – დ------- ვ------------ს,ადვოკატის – ნ------ ბ-------–--ს,მსჯავრდებულის – ფ--–--- კ--------ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა ფ--–--- კ--------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ფ--–--- კ--------ე, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული ქ. ქ-------–-----–--------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები ქ. ქ--------–---------------------------ში, მსჯავრდებულია ქუთაისის საქალაქო სასამართ-ლოს 2018 წლის 27 ივლისის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქ-ტით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც სა-ქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
aRwerilobiTi nawili:
ფ--–--- კ--------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკი-ვილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117–ე, 118–ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინე-ბული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ფ--–--- კ--------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რა-მაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, არერთგზის, რაც გამოიხატა შემ-დეგში: 2018 წლის 07 მაისს, ქ-------–--------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა ფ--–--- კ--------ემ, ნ---- წ--------ეს ხელი დაარტყა სახის არეში, კერძოდ, მარჯვენა ლოყაზე, რა დროსაც განიცადა ფიზიკუ-რი ტკივილი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა დ------- ვ------------მ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ფ--–--- კ--------ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას, რასაც ასა-ბუთებს იმ მოტივირებით, რომ ფ--–--- კ--------ე რამდენჯერმეა ნასამართლევი მეუღ-ლის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე. სასამართლოს მიერ არ მოხდა ძა-ლადობრივი ქმედების სისტემატურობისა და მოსალოდნელი საფრთხეების გათვალის-წინება ოჯახში ძალადობისათვის სასჯელის დანიშვნისას და ფ. კ--------ეს დაუნიშნა მსუბუქი სასჯელი, რაც შეუსაბამოა სასჯელის მიზნებთან და ის შესაძლოა წახალისდეს დაუსჯელობის სინდრომით.
საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ დ------- ვ------------ს, რომელიც ითხოვს ფ--–--- კ--------ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას.
– ფ--–--- კ--------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ნ------ ბ-------–--ს, რომლებიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევენ კანონიერად, დასაბუთებულად, სამარ-თლიანად და ითხოვენ მის უცვლელად დატოვებას.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ფ--–--- კ--------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იური-დიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ფ--–--- კ--------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მოტივირებას იმის თაობაზე, რომ ფ--–--- კ--------ე რამდენჯერმეა ნა-სამართლევი ანალოგიური დანაშაულისათვის, რის გამოც სასამართლოს არ უნდა და-ენიშნა პირობითი მსჯავრი.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს, რომ ფ--–--- კ--------ე მსჯავრდებულია:
– ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 მარტის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
– ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 02 ივნისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილით და შეფარ-დებული აქვს 9 (ცხრა) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.
– ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 მაისის განაჩენით საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით შეფარდებული აქვს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 საათის ვადით.
2016 წლის განაჩენით წარმოშობილი ნასამართლობა ფ--–--- კ--------ეს, დანაშაულის ჩადენის დროისათვის - 2018 წლის 7 მაისისათვის, გაქარწყლებული აქვს, რადგან სა-ქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულის ნასამართლობა გაქარწყლდება სასჯელის მოხდიდან 01 (ერთი) წლის შემდეგ. ფ--–--- კ--------ემ კი ამ განაჩენით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა დაას-რულა 2016 წლის 17 სექტემბერს.
რაც შეეხება 2015 წლის 5 მარტისა და 2015 წლის 2 ივნისის განაჩენებს, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს, რომ ფ--–--- კ--------ემ დანაშაული, რისთვისაც მას მსჯავრი დაედო 2015 წლის 2 ივნისს, ჩაიდინა წინა განაჩენის, 2015 წლის 5 მარტის განაჩენის დადგომამდე, რისთვისაც მას სასჯელი განესაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების შესაბამისად.
შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ფ--–--- კ--------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებული დაინტერესებული არ არის მის მიმართ სასჯელის სიმკაცრით. სასამართლოს მიერ გათვალისწინებული იქნა აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები, იმავე კოდექსის 53-ე მუხლით განსაზ-ღვრული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციე-ლების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი და ფ--–--- კ--------ეს შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაუთვალა პირობით 02 (ორი) წლის გა-მოსაცდელი ვადით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდე-ბულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის განაჩენი ფ--–--- კ--------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპე-ლაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ფ--–--- კ--------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ფ--–--- კ--------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ფ--–--- კ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გა-უქმებულია.
ფ--–--- კ--------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 7 მაისიდან 2018 წლის 27 ივლისის ჩათვლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე მსჯავრდე-ბულ ფ--–--- კ--------ეს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის სამსახურის ნებართვის გა-რეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, მის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახ-მარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili