განაჩენი

სისხლის სამართლის 29.05.2019
საქმის ნომერი
030100119002854789
ინსტანცია
თარიღი
29.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 030100119002854789

საქმე №1/ბ-300-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 მაისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, მსჯავრდებულ მ------- რ------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ---- კ--------–--ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) მ------- რ------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქის (პირადი №1----------), უმაღლესი განათლების მქონის, ნასამართლევის, დაოჯახებულის, მცხოვრების ქ-------–------–-----------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 08 აპრილის განაჩენით:

 

მ------- რ------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა მ------- რ------ის მიმართ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა _ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) თვის და 13 (ცამეტი) დღის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ------- რ------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რისი ათვლაც უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 08 იანვრიდან.

 

მსჯავრდებულ მ------- რ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მამაზე რ------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 08 იანვარს, დაახლოებით 21:35 საათზე, მ------- რ------ემ ქ-------–------–---------------–-------–- მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკებისას, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში მეუღლეს _ მ------ ტ-----------ს, რითაც დაზარალებულს ფიზიკური ტკივილი მიაყენა.

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 08 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა მ------- რ------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ---- კ--------–--მ, რომლებმაც ითხოვეს მ------- რ------ისთვის უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: მსჯავრდებული აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, გამოძიების დაწყების ეტაპიდანვე ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხასიათდება დადებითად, მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი და უმუშევარი მეუღლე, რომელთა ერთადერთი მარჩენალი თავად არის, დაზარალებულთან შერიგებულია, რომელსაც მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია, რისი გათვალისწინებითაც, აპელანტების მოსაზრებით, სასამართლოს შეეძლო მ------- რ------ის მიმართ გამოეყენებინა თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელი ან დანიშნულ სასჯელზე უფრო მსუბუქი სასჯელი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ მ------- რ------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ---- კ--------–--ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: დაზარალებულ მ------ ტ-----------ს გამოკითხვის ოქმით; მოწმეების _ კ---- კ-----–-----ს და ლ----ი კ--–------ს გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმის სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მ------- რ------ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

დაცვის მხარე განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს მ------- რ------ისათვის უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, ვინაიდან, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სრულყოფილად შეაფასა და გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებები და მ------- რ------ეს დაუნიშნა იმ სახისა და ზომის სასჯელი, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

სააპელაციო პალატის შეფასებით, მ------- რ------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ 2019 წლის 08 იანვარს განხორციელებული ძალადობა არ ყოფილა მის მიერ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი დანაშაულის პირველი ფაქტი, რასაც ადასტურებს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენი, რომლითაც მ------- რ------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით, მაგრამ დანიშნულმა პირობითმა მსჯავრმა ვერ უზრუნველყო სასჯელის იმ მიზნების მიღწევა, რომელიც გულისხმობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას და მ------- რ------ემ გამოსაცდელი ვადის პერიოდში კვლავ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნასამართლობისა და მით უმეტეს, პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსგავსი განზრახი დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს ისეთ სამართლებრივ მდგომარეობას, რომელიც ამცირებს დამნაშავის მიმართ მსუბუქი სასჯელის გამოყენების შანსს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ მ------- რ------ის მიერ ჩადენილი ქმედებიდან და მისი პიროვნებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიზანშეუწონლად მიიჩნევს მისთვის თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნას, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში მიღწეული ვერ იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ასევე არ არსებობს მ------- რ------ისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემცირების საფუძველი, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა დანაშაულის რეციდივი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. სისხლის სამართლის კანონის ამ მოთხოვნის თანახმად, იმ პირობებში, როდესაც ბოლო დანაშაულის ჩადენისას მ------- რ------ე ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და მას ნასამართლობა გაქარწყლებული ან მოხსნილი არ ჰქონია, მისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადა არ უნდა იყოს 1 წელზე და 6 თვეზე ნაკლები, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ვადა წარმოადგენს 6 თვით თავისუფლების აღკვეთას. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელის ხანგრძლივობა შესაძლებლობას მისცემს მ------- რ------ეს იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, გააანალიზოს წარსული შეცდომები და შეცვალოს ცხოვრების წესი.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 08 აპრილის განაჩენი მ------- რ------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო მსჯავრდებულ მ------- რ------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ---- კ--------–--ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ მ------- რ------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ---- კ--------–--ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 08 აპრილის განაჩენი მ------- რ------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.მ------- რ------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს მ------- რ------ის მიმართ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა - ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) თვის და 13 (ცამეტი) დღის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ------- რ------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

6.მსჯავრდებულ მ------- რ------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2019 წლის 08 იანვრიდან.

 

7.ცნობად იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ მ------- რ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.

 

8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.N32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/