განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 060100117002192229
საქმე N 1/ბ-22-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 მაისი, 2018 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე
პროკურორის - გ--- გ--–--ის
მსჯავრდებულის - კ------- კ------ს,ადვოკატის - გ------- დ---–-–---–ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, კ------- ს------ს ძე კ------ს მიმართ; დაბადებული: 1--------- წ. საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაუოჯახებელი, პირადი ნომერი: 0----------, მცხოვრები: ქ. თბილისი, ზ--------------------–-------------------–-----------–------------------ი, ბინა N20-ში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
კ------- კ------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა:
ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, ჩადენილი არაერთგზის - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ( ორი ეპიზოდი);
ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი;
- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვილანი შიში - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით;
ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------–---- განაჩენით, კ------- კ------ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 19 წლითა და 06 თვის ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–-- განჩინებით ამნისტიის გამოყენებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–----------------------თ კ------- კ------ს საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლისა და 02 თვის ვადით. კ------- კ------ საპატიმრო სასჯელის მოხდით პენიტენციური დაწესებულებიდან განთავისუფლდა 2017 წლის 01 მაისს.
2017 წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 16:15 საათზე, სამტრედიის რაიონის სოფელ ი-----ში, ცენტრალური ავტომაგისტრალზე მდებარე შპს „ს------------–---------------“-ს კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურზე, ყაჩაღობისათვის ნასამართლევმა კ------- კ------მ, ჩამსხმელ-ოპერატორს თხოვა კუთვნილ „BMW”-ს მარკის ავტომობილში ჩაესხა საწვავი და გაევსო ავზი. 100 ლარის ღირებულების საწვავის ჩასხმის შემდეგ ოპერატორმა ამ უკანასკნელს მოსთხოვა საწვავის ღირებულების გადახდა, რაზედაც კ------- კ------მ, მოტყუებით, დაზარალებულისათვის ქონებრივი ზიანის მიყენების მიზნით, საწვავის საფასურის გადახდის გარეშე ავტომობილით დატოვა ტერიტორია, ხოლო წასვლისას ოპერატორს მიაძახა, რომ ფული არ ჰქონდა.
2017 წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 22:35 საათზე, თბილისში, წ---–-------ს ქ. N13-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს „ს------------–---------------“-ს ავტოგასამართ სადგურზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------–---- განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით ნასამართლევმა კ------- კ------მ მოლარე ოპერატორს ავტომანქანაში ჩაასხმევინა 70 ლარის ღირებულების საწვავი და საფასურის გადაუხდელად დატოვა ტერიტორია.
2017 წლის 02 სექტემბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, კასპის რაიონის სოფელ ზ------------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, დედას ე------ გ---------–---–ს ხელები და ფეხი რამოდენიმეჯერ დაარტყა სხეულის სხვადასხვა ადგილზე, რის შედეგადაც ე------ გ---------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
2017 წლის 02 სექტემბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, კასპის რაიონის სოფელ ზ------------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, კ------- კ------ დედას - ე------ გ---------–---–ს დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. კ------- კ------ ასევე 2017 წლის 02 სექტემბრიდან 07 სექტემბრამდე დროის პერიოდში, მობილური ტელეფონის საშუალებით, ე------ გ---------–---–ს რამოდენიმეჯერ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. კ------- კ------ს ქმედებების შედეგად ე------ გ---------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვილიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
სასამართლომ დაადგინა:
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------–---- განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ნასამრთლობის მქონე კ------- კ------მ, 2017 წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 16:15 საათზე, სამტრედიის რაიონის სოფელ ი-----ში, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მდებარე შპს „ს------------–---------------“-ს კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურზე, ჩამსხმელ-ოპერატორს მოტყუებით, დაზარალებულისათვის ქონებრივი ზიანის მიყენების მიზნით, თხოვა კუთვნილ „BMW” -ს მარკის ავტომობილში ჩაესხა საწვავი და გაევსო ავზი. 100 ლარის ღირებულების საწვავის ჩასხმის შემდეგ ოპერატორმა ამ უკანასკნელს მოსთხოვა საწვავის ღირებულების გადახდა, რაზედაც კ------- კ------მ, საწვავის საფასურის გადახდის გარეშე ავტომობილით დატოვა ტერიტორია.
1.2. 2017 წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 22:35 საათზე, თბილისში, წ---–-------ს ქ. N13-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს „ს------------–---------------“-ს ავტოგასამართ სადგურზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------–---- განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით ნასამართლევმა კ------- კ------მ მოლარე ოპერატორს ავტომანქანაში ჩაასხმევინა 70 ლარის ღირებულების საწვავი და საფასურის გადაუხდელად დატოვა ტერიტორია.
1.3. ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა კ------- კ------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალეულობას.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენით :
კ------- კ------ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისი 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა. კ------- კ------ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისი 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
კ------- კ------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სამტრედიის რაიონის სოფელ ი-----ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით. კ------- კ------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (თბილისის წ---–-------ს ქუჩის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ და კ------- კ------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით. კ------- კ------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო მისი დაკავების მომენტიდან.
3. სააპელაციო საჩივრების არსი:
3.1 აპელანტი - სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ--- გ--–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენში, კ----- კ------ ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი); სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საბოლოო სასჯელი განესაზღვროს დანაშაულთა განაჩენთა ერთობლიობით.
ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია კ. კ------ს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის და გამართლების ნაწილში, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა გამოკვლეულ მტკიცებულებებს, რომელთა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდებოდა კ. კ------ს ბრალეულობა სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში, ასევე განაჩენი უკანონოა სასჯელის დანიშვნის ნაწილში, ვინაიდან კ. კ------ს დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, შესაბამისად, მას სასჯელი უნდა განსაზღვროდა განაჩენთა ერთობლიობით.
3.2. აპელანტი - მსჯავრდებული კ------- კ------ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი, ვინაიდან მის მიმართ განსაზღვრული სასჯელი მიაჩნია მკაცრად, მან პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ორივე ეპიზოდი აღიარა და მოინანია.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორს გ--- გ--–--ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგნილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
აპელანტს - მსჯავრდებულ კ------- კ------ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს გ------- დ---–-–---–ს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. გასაჩივრებული განაჩენში ცვლილების შეტანის დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება:
ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ შეურაცხყოფა, შანტაჟსა და დამცირებაში;
ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის.
სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ან/და გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ.
საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას.
რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას, აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ, მუქარაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, სახეზეა მატერიალური (შედეგიანი დანაშაული). მუქარა დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. ბრალის ფორმის მიხედვით მუქარა განზრახ დანაშაულს წარმოადგენს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
სასამართლო ასევე ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ - 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება №1/1/548), რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია, ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა გააანალიზებისა და ურთიერშეჯერების საფუძველზე, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება კ. კ------ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის სსკ-ის 1261-ე მუხლით წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის.
კ. კ------ს მიერ დედის, ე------ გ---------–---–ის მიმართ ძალადობის განხორციელებაზე მიუთითებს მხოლოდ დაზარალებულე ე------ გ---------–---–ის ჩვენება, სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა კ. კ------ს მიერ დანაშაულის ჩადენად, საქმის მასალებში არ მოიპოვება.
დაზარალებულმა ე------ გ---------–---–მა მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში კასპის რაიონში არსებულ სახლში, შვილმა, კ------- კ------მ მოთხოვა მისთვის ადვოკატის აყვანა, რაზეც უპასუხა, რომ ამის თანხა არ ჰქონდა. მისი პასუხით განაწყენებულმა კ. კ------მ სცემა ხელებით და ფეხებით, წააქცია იატაკზე, ურტყა წიხლი და თმებით ათრია, რა დროსაც განიცადა ძლიერი ტკივილი, დაუზიანდა მუხლი. ასევე ემუქრებოდა დანით, რომ მოკლავდა. მეორე დილით, თავის დაღწევის მიზნით მან მოტყუა კ. კ------, რომ ადვოკატს აუყვანდა, თბილისში წავიდა და ემალებოდა. ღამეს მის მეზობლებთან ათევდა. მისი თბილისში ყოფნის პერიოდში კ. კ------ ხშირად ურეკავდა მას ტელეფონზე და ემუქრებოდა დანით მოკვლით, თუ ფულს არ მიუტანდა. მას შეეშინდა, რომ მართლა მოკლავდა და მივიდა პოლიციაში, საიდანაც გაუშვეს კასპის პოლიციაში. კ. კ------ დაიმალა და ორი დღის მერე დააკავეს. მას, ცემის ფაქტზე ჩაუტარეს ექსპერტიზა, შეუმოწმეს თავის ქალა. ნახეს მუხლის დაჟეჟილობა.
სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს, მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეული, მოწმე ნ--- ჯ----–---–ის ჩვენებას, რომლითაც ირკვევა, რომ მან შემთხვევით გაიცნო ე------ გ---------–---–ი და დაეხმარა მას სესხის გამოტანაში, რომელიც ამ უკანასკნელს სჭირდებოდა მისი შვილის გირაოს თანხის გადასახდელად. მოწმის განმარტებით, იგი ე------ გ---------–---–ის შვილს კ------- კ------ს პირადად არ იცნობს, მან ე------ გ---------–---–ისაგან სატელეფონო საუბრის მეშვეობით შეიტყო, რომ ნაცემი იყო კ. კ------ს მიერ, ხოლო როდესაც შეხვდა მას, აჩვენა ფეხზე, მუხლთან დალურჯებული ადგილი. მისივე განმარტებით, ასევე ის შეესწრო ე. გ---------–---–ის და კ. კ------ს შორის სატელეფონო საუბარს, რა დროსაც კ. კ------ დედამისს ემუქრებოდა, რომ არ აცოცხლებდა და სახლს დაუწვავდა, თუ ფულს არ მისცემდა მას.
საქმეში წარმოდგენილია ასევე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 09 სექტემბრის N--------- დასკვნა, სადაცა მართალია მითითებულია ე. გ---------–---–ის სხეულზე დაზიანების არსებობის შესახებ, კერძოდ, ე------ გ---------–---–ს აღენიშნებოდა ერთი დაზიანება - მოყავისფრო ფუფხით დაფარული ნაჭდევი მარცხენა წვივის ზედა მესამედში, წინა ზედაპირზე, თუმცა რა გარემოებებში ჰქონდა მიღებული ეს დაზიანება დაზარალებულს, აღნიშნულის დამადასტურებელი სხვა რაიმე მტკიცებულება, გარდა თვით ე. გ---------–---–ის ჩვენებისა, საქმეში არ მოიპოვება.
სასამართლო ასევე ყურადღებას მიაპყრობს რომ საქმეში წარმოდგენილი ტანსაცმლის დათვალიერების ოქმს, რომლითაც ირკვევა, რომ ე.გ---------–---–ის მიერ გამოძიებისთვის წარდგენილ სამოსსზე, კაბაზე, რომელიც მისივე განმარტებით მას ეცვა შემთხვევის დღეს, რაიმე დაზიანება ან კვალი არ აღმოჩენილა.
მოწმე ნ. ჯ----–---–ის ჩვენებასთან დაკავშირებით პალატა აღნიშნავს, რომ აღნიშნული მტკიცებულება (ძალადობის ნაწილში) წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებას; მოწმე აღწერს მხოლოდ დაზარალებულის მიერ გადმოცემულ ინფორმაციას. ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კ. კ------ს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობისათვის მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების (დაზარალებულის ჩვენების) არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელ განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
რაც შეეხება მუქარას, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების ამ ეპიზოდშიც არ არსებობს შეთნხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ, გამოძიების მიერ არ არის დადგენილი ჰქონდა თუ არა ტელეფონი კ. კ------ს, საქმეში არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია კ. კ------ს მიერ განხორციელებულ სატელეფონი ზარებთან დაკავშირებით, რითაც დადასტურდებოდა მისი კომუნიკაცია ე. გ---------–---–თან. ნ--- ჯ----–---–ის ჩვენება კი წინააღმდეგობაშია საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებთან და მას სასამართლო სარწმუნოდ ვერ მიიჩნევს.
ამდენად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა კ------- კ------ს საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი კ------- კ------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელი, ვინაიდან გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა არ არის საკმარისი მისი დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
რაც შეეხება კ------- კ------ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას - ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, ჩადენილი არაერთგზის (ორი ეპიზოდი) - აღნიშნული ბრალდება მსჯავრდებულის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სადაოდ არ არის გამხდარი. განაჩენი ბრალდების მხარისა და მსჯავრდებულის მიერ ბრალდების ამ ეპიზოდებში გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის დანიშვნის ნაწილში.
მსჯავრდებულ კ------- კ------ს მიმართ სსკ-ის 185-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით კი სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, პირველი ინსტანციის სასამართლომ კ. კ------ს მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლებში მითითებული გარემოებები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელი განუსაზღვრა სასჯელთა ნაწილობრივ შეკრების წესის გამოყენებით, რაც პალატას სამართლიანად მიაჩნია, რის გამოც ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარს დანიშნული სასჯელის შემსუბუქების მოთხოვნით.
აქვე, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემობას, რომ კ. კ------მ სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, რის გამოც პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულის მიმართ საბოლოო სასჯელის განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრის თაობაზე საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს კ. კ------ს მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საბოლოო სასჯელი განესაზღვროს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე, 298-ე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ--- გ--–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
მსჯავრდებულ კ------- კ------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენში შეტანილ იქნას ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
კ------- კ------ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს;
კ------- კ------ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს;
კ------- კ------ ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით; სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (სამტრედიის რაიონის სოფელი ი-----ის ეპიზოდი) -თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (თბილისის წ---–-------ს ქუჩის ეპიზოდი) -თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბოს ნაწილობრივ და დანაშაულთა ერთობლიობით კ------- კ------ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს კ. კ------ს მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ------- კ------ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
კ------- კ------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2017 წლის 7 სექტემბრიდან, მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 16 აგვისტოდან 2017 წლის 30 აგვისტომდე პერიოდი.
გაუქმდეს კ------- კ------ს მიმართ სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ 2017 წლის 18 აგვისტოს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს თანხა 3000 (სამი ათასი) ლარი, რომელიც შეტანილია საქართველოს ბანკში (ბ---------------------) აღსრულების ეროვნულ ბიუროს N----------------------- ანგარიშზე განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს ნ--- ჯ----–---–ს.
BMW მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით D------, რომელიც ინახება გორის სპეცავტოსადგომზე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ან კ------- კ------ს ნდობით აღჭურვილ პირს.
2017 წლის 07 სექტემბერს შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დანა, რომელიც ინახება შს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ე------ გ---------–---–ს.
ერთი ცალი DVD დისკი, რომელიც მოთავსებულია სისხლის სამართლის საქმეში, დარჩეს საქმეში საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე