განაჩენი

სისხლის სამართლის 30.05.2019
საქმის ნომერი
240100118002589138
ინსტანცია
თარიღი
30.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-200-2019 წელი

№240100118002589138

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

21 მაისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

სახელმწიფო ბრალმდებლის – გ------- კ-------ს,ადვოკატის – მ-------- ნ-------ს,მსჯავრდებულის – გ------- გ--------–---–ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომა-ზე, განიხილა გ------- გ--------–---–ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

გ------- გ--------–---–ი, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალა-ქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, განქორწინებული, ნასამართ-ლობის მქონე, მცხოვრები ქ.ს----–----------------------ში, მსჯავრდებულია სენაკის რა-იონული სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალის-წინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწი-ლით, 381-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით, შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა სენა-კის რაიონული სასამართლს 2017 წლის 14 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 2 (ორი) წელი და ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. საბო-ლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------- გ--------–---–ს შეფარდებული აქვს თავისუფ-ლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

aRwerilobiTi nawili:

გ------- გ--------–---–ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:

– სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

– ცივი იარაღის ტარებისათვის განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ;

– ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობისათვის.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 13 ივლისს, დაახლოებით 20:30 საათზე, გ------- გ--------–---–ი მივიდა ქ.ს-----–---------------–---------------ში მცხოვრებ, შს სენაკის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ბ----- გ--------სთან ამავე კორპუსის ეზოში და დანით დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ბ----- გ--------ს გაუჩნდა მუქარის გან-ხორციელების საფუძვლიანი შიში.

2018 წლის 13 ივლისს, დაახლოებით 20:30 საათზე, სენაკის რაიონული სასამართლოს განაჩენით განზრახ მძიმე დანაშაულისათვის, სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევი გ------- გ--------–---–ი, ქ.ს----–---------------–------------ კორპუსის ეზოში, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა სენაკის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ბ----- გ--------ს, რა დროსაც თან ატარებდა ქარხნული წესით დამზადებულ დანას, რაც განეკუთვნება მჩხვლეტავ-მჭრელ ცივ იარაღთა კატეგო-რიას.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის განაჩენით, გ------- გ---------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის, რისთვისაც სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 06 (ექვ-სი) თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარ-ჩენი 04 (ოთხი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-41 პუნქტის საფუძველზე 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. მიუხედავად აღნიშნულისა გ------- გ--------–---–მა კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული, კერძოდ, 2018 წლის 13 ივლისს, ქ. ს----–--------------–ის ქუჩაზე გამავალ საავტომობილო გზაზე, გ------- გ--------–---–ი მართავდა „მერსედესის“ მარკის, სახელმწიფო ნომრით O--------, ავტომანქანას.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ------- გ--------–---–მა, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს მის გამართლებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, მსჯავრდებულ გ------- გ--------–---–ს და მისი ინტერესების დამცველ ადვო-კატს მ-------- ნ-------ს, რომლებიც ითხოვენ გ------- გ--------–---–ის გამართლებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით და 151 - ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდებში.

– პროკურორ გ------- კ-------ს, რომლებიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევს კანონიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოე-ბათა გამო:

საქმეში არსებული, 2018 წლის 13 ივლისის ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრე-კის ოქმით დასტურდება, რომ ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა გ------- გ---------–---–ი. პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ნაჭრის ქარქაშში მოთავსებული დანა წარწე-რით „HS“.

საქმეში არსებული, 2018 წლის 14 ივლისის ექსპერტიზის №---–-- დასკვნით დასტურ-დება, რომ 2018 წლის 13 ივლისს გ------- გ--------–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამო-ღებული დანა დამზადებულია ქარხნული წესით და მიეკუთვნება მჩხვლეტავ-მჭრელ ცივ იარაღთა კატეგორიას.

ექსპერტმა ლ---- ჟ-----მ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვი-სას დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნის ნამდვილობა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, 2018 წლის 13 ივლისის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქ-მის თანახმად, ქ.ს----–--------------–ის ქუჩაზე გ------- გ--------–---–ი მართავდა ავტო-მანქანას სახელმწიფო ნომრით O--------.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის განაჩენით დასტურდება, რომ გ------- გ--------–---–ს როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს „ნარკო-ტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხ-ლის, მე-41 პუნქტის საფუძველზე 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, რომლის ვადის ათვლა დაიწყო თავისუფლების აღკვეთის მოხდის მომენტიდან.

საქმეში არსებული, №------- ცნობით დასტურდება, რომ გ------- გ--------–---–ი სას-ჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავუსუფლდა 2018 წლის 8 ივნისს. სენაკის რაი-ონული სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბერს განაჩენის შესაბამისად კი გ------- გ--------–---–ს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აკრძალვის 6 თვია-- ვა-დის ათვალა დაეწყო თავისუფლების აღკვეთის მოხდის მომენტიდან 2018 წლის 8 ივ-ნისიდან.

დაზარალებულმა ბ----- გ--------მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წლის 13 ივლისს იმყოფებოდა მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ჭ-----------–-------------ში, სადაც სტუმრად იყო მისული ი-----–- ხ----–--–--- და საუბრობდნენ პირად თემებზე. მაშინ დაურეკა გ------- გ--------–---–მა დაახლოებით 20:25 საათზე და ჰკითხა სად იმყო-ფებოდა, უთხრა რომ შეხვედრა უნდოდა მასთან. დაახლოებით 2 წუთში ადგილზე მივი-და „honda crv“-ს მარკის რუხი ფერის ტაქსის ნიშნიანი ავტომანქანით. მანქანიდან გადავი-და გ------- გ--------–---–ი და უთხრა მასთან ერთად ჩამჯდარიყო მანქანაში. ის მივიდა და მარჯვენა მხრიდან ჩაჯდა უკანა სავარძელში, საჭესთან იჯდა შუა ხნის ჭაღარა მამაკაცი, იმ დროისთვის მისთვის უცნობი იყო ეს პიროვნება, ხოლო შემდგომ ცნობილი გახდა, რომ ეს კაცი იყო გ------- გ--------–---–ის მამა. ამ პიროვნებას ხმა არ ამოუღია. გ------- გ---------–---–მა მას დაუწყო ლანძღვა-გინება, 2017 წლის 11 დეკემბერს დაკავებულ იქნა ნარკო-ტიკის უკანონო შეძენა-შენახვაზე და ამოღებულ იქნა მისი სხეულიდან ნარკოტიკული საშუალებები, რომელსაც აბრალებდა მას, შენ გქონდა ინფორმაცია და უშუალო მონაწილე იყავი ამ საქმისო. აყენებდა შეურაცხყოფას, აგინებდა ოჯახის წევრების მისამართით, ეუბნებოდა, რომ 30 წელიც კი მისთვის არაფერი არ იყო ყელს გამოჭრიდა მასაც და მისი ოჯახის წევრებსაც. ამ დროს დაინახა, რომ მარცხენა მხარეს წაიღო ხელი და დაინახა დანა, რომელსაც ჰქონდა მინის სამტვრევი რკინის თავი. ამ დროს დაუჭირა ხელი, ი-----–- ხ----–--–--- იქვე იდგა მანქანასთან. გამოაღეს კარი და გამოიყვანეს მანქანიდან, დააწვინეს ასფალტზე, გ------- გ--------–---–ი უძალიანდებოდა და ემუქრებოდა ყელს გამოგჭრიო შენც და შენი ოჯახის წევრებსაცო, ამის შემდეგ დაურეკა მორიგე ჯგუფს, მორიგე ჯგუფის ხელმძღვანელი იყო ზ---- ქ--------ა. დაახლოებით 5 წუთში მივიდა მორიგე ჯგუფი, ზ---- ქ--------ა, დ----- ს------- და ბ------ ა-------ე, რომლებიც უშუალოდ მორიგეობდა იმ ტერიტორიაზე იმ დღეს. გ--------–---–ი უძალიანდებოდა მათ და თავს იქით აქეთ აბრუ-ნებდა ასფალტის უხეშ ზედაპირზე, როდესაც მივიდა ზ---- ქ--------ა და დაადო მას ხელ-ბორკილები. წამოაყენა ფეხზე და განუმარტა მისი უფლებები. შემდეგ მარცხენა ჯიბიდან ამოუღო დანა, რომელიც იდო შავ ქარქაშში, ჰქონდა წარწერა „HS“ აღნიშნული დანა დაი-ლუქა, შედგა ოქმი და უთხრა რომ მოეწერა ხელი აღნიშნულ ოქმზე რაზეც მან უარი განა-ცხადა. დაკავების შემდეგ ბრალდებული გადაყვანილ იქნა შს სენაკის რაიონულ სამმარ-თველოში.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ი-----–- ხ----–--–---მ ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ 2018 წლის 09 ივლისი-დან 23 ივლისამდე იმყოფებოდა შვებულებაში, სტუმრად იყო ჭ-----------–-------------ში ბ----- გ--------სთან, ისინი იყვნენ ეზოში, ბ------ თავის მცირეწლოვან ბავშვს ასე-ირნებდა ეზოში, ისინი საუბრობდნენ პირად თემებზე, ამ დროს დაახლოებით 20:25 სა-ათზე ბ----- გ--------ს დაურეკა ვიღაცამ და ისაუბრეს, საუბრის დასრულების შემდეგ უთხრა ბ-----მა რომ დაურეკა ვინმე ნასამართლევმა გ------- გ--------–---–მა და უნდოდა მასთან შეხვედრა. ბ----- გ--------მ შვილი, ა-- გ-------- ბინაში აუშვა. რამდენიმე წუთში მოვიდა გ------- გ--------–---–ი მამამისთან ვ-–-------- ა---------სთან ერთად. როდესაც დაინახა გ------- გ--------–---–ი, მან იცნო, რადგან 2014 წელს დააკავა, მაშინ მას ჰქონდა გ------- ვ------ს სახელი და გვარი, ხოლო 2013 წელს მის სახლში ოჯახურ ძალადობაზე გამოძახებაზე იყო, მამამისმა გამოიძახა პოლიცია და მაშინ იყო გ------- ა---------ს სახე-ლით და გვარით. გერმანიაში ჩადიოდა სხვადასხვა დანაშაულებს და ამის გამო იცვლიდა გვარებს. ბ----- გ--------სთან მოსული იყო მამამისის „honda crv“-ს მარკის რუხის ფერის ავტომანქანით, ტაქსის ნიშნით. გ------- გ--------–---–ი გადმოვიდა მანქანიდან დაუძახა ბ------ს და უთხრა მანქანის უკანა სალონში ჩამჯდარიყო სასაუბროდ. მივიდა ბ------ და ჩაჯდა უკანა მარჯვენა მხარეს, მარცხენა მხარეს იჯდა გ------- გ--------–---–ი, წინ საჭეს-თან იჯდა გ-------ს მამა. მამამისის მხარეს მინა ჩაწეული იყო. ის მივიდა მამამისის მხარეს რათა თვალი ედევნებინა გ------- გ--------–---–ისთვის, რადგან მისი მოქმედება არ მოეწონა, შეხვედრის მიზანიც არ ჩანდა კეთილისმოსურნე. გ------- ბ------ს ეუბნებოდა რომ შენ რომ არ გამოგეჩინა ინიციატივაო, ჩემს სხეულში ნარკოტიკს არ აღმოაჩენდნენ და „ბარიგის“ სახელიც არ დამერქმეოდაო, თავაწეული ვივლიდი ქალაქშიო. საუბრის დროს დაუწყო ყვირილი, გინება, დაემუქრა მოკვლით, ამის გამო ქალაქში არ დამედგომებაო, ჩემ-თვის 20-25 წელი არაფერი არ არისო აწიო, შენც დაგჩეხავო და შენი ოჯახის წევრებსაც ზედ მიგაყოლებო, შენს მცირეწლოვან შვილსაც ვიცნობო. ამ დროს შებრუნდა ბ------ გ--------სკენ მარცხენა ხელი წაიღო მარცხენა ჯიბისკენ და ამ დროს დაინახა დანის ტარი, ბ------ გ--------მ უცებ შებოჭა. მან მაშინვე გამოაღო მანქანის უკანა კარი დაეხმარა ბ------ს გ--------–---–ის გამოყვანაში და პროპორციული ძალის გამოყენებით დააწვინეს ასფალტზე, ამის შემდეგ დაურეკა ქალაქის მორიგე ჯგუფს, 2-3 წუთში მივიდნენ და ზ---- ქ--------ამ დაადო ხელბორკილი დაწოლილ მდგომარეობაში მყოფს, გ------- გ--------–----–ი წამოაყენა ფეხზე და განუმარტა, რომ დაკავებული იყო სსკ-ის 151-ე მუხლის პირვე-ლი ნაწილით, ასევე განუმარტა უფლებები. მას მიეცა წინადადება რომ წარმოედგინა დანა, რაზედაც მან განაცხადა უარი, ამის შემდეგ მას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. გ------- გ--------–---–ი მათ უწევდა წინააღმდეგობას და ცდილობდა თავი გაეთავისუფლებინა, ამიტომ გადაიყვანეს შსს სენაკის რაიონულ სამმართველოში.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ზ---- ქ--------ამ ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ 2018 წლის 13 ივლისს იყო მორიგე, მოძრაობდა ქალაქის ტერიტორიაზე ჭ-------ის ქუჩაზე, შხეფის მიმართულებით. მასთან ერთად იმყოფებოდნენ პოლიციელები ბ------ ა-------ე და დ----- ს-------. 20:30 საათზე მას ტელეფონზე დაუკავშირდა ბ----- გ--------, რომელმაც უთხრა, რომ მასთან იყო მისული წარსულში ნასამართლევი გ------- გ--------–---–ი, რომელიც ემუქრებოდა მას დანით სიცოცხლის მოსპობით. ბ------ს მიერ მითითებულ ადგილზე მივიდა რამო-დენიმე წუთში, ჭ-----------–-------------ში. როცა მივიდა ნახა, რომ ბ------ს დაკა-ვებული ჰყავდა გ------- გ--------–---–ი, ბ----- გ--------ს თან ახლდა ი-----–- ხ----–---–---, იქვე ახლოს იდგა „honda crv“-ს მარკის მორუხო მანქანა, რომელსაც ჰქონდა ტაქსის ნიშანი. როგორც გაიგო, მანქანით ყოფილა გ------- გ--------–---–ის მამა, რომელიც არ გადმოსულა მანქანიდან. გ------- გ--------–---–ი პირქვე ყავდათ დაწვენილლი ასფალტზე და ხელები ჰქონდათ მოგრეხილი. რადგან მას უთხრა ბ----- გ--------მ, რომ გ--------–----–ი მას ემუქრებოდა დანით, მისულზე დაინახა რომ გ--------–---–ს უკანა მარცხენა ჯიბეში ედო დანა. დაადო ამ პიროვნებას ხელბორკილები და დაურეკა გამომძიებელ რ------ გ-----–--ს და აუხსნა რომ თანამშრომელზე იყო მუქარა და აქედან გამომდინარე და-ეწყოთ გამოძიება. ფაქტობრივი დაკავება მოახდინა ბ----- გ--------მ, ხოლო მან რადგან მორიგე იყო შეადგინა პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმი. მის მიერ წამოყენებულ იქნა გ------- გ--------–---–ი და განუმარტა მას ბრალდებულის უფლებები. მას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა და პირადი ჩხრეკისას უკანა მარცხენა ჯიბიდან ამოიღეს ერთლესული დანა, რომელიც იდო ნაჭრის ქარქაშში. დანაზე იყო წარწერა „HS“’. ამის მერე მის მიერ პო-ლიეთილენის პარკში დალუქულ იქნა დანა, ხელმოწერილ იქნა მონაწილე პირების მიერ, თავად ბრალდებულმა უარი განაცხადა ხელის მოწერაზე. ის ბ------ს მიმართ იყო აგრე-სიული და უძალიანდებოდა მათ. ამის მერე მათ მიერ გ------- გ--------–---–ი გადაყვანილ იქნა სენაკის პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, აყვანილ იქნა მეორე სართულზე გამომძიებელ რ----- გ-----–--სთან, სადაც შეადგინეს ბრალდებულის პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმი რასაც ხელი არ მოაწერა ბრალდებულმა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

იგივე დაადასტურეს მოწმეებმა ბ------ ა-------ემ და დ----- ს-------მ პირველი ინ-სტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე რ----- გ-----–--მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წლის 13 ივლისს იყო მორიგე გამომძიებელი, დაახლოებით 20:34 საათზე მობილურზე დაუკავშირდა სენაკის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ზ---- ქ--------ა, მან შეატყო-ბინა, რომ ჭ-----------–ის ქუჩაზე მას დაკავებული ჰყავდა გ------- გ--------–---–ი, თან აუხსნა რატო ჰყავდა დაკავებული, მან დაიწყო გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, როდესაც ზ---- ქ--------ამ განახორციელა გ------- გ--------–---–ის დაკავება და სენაკის რაიონულ სამმართველოში წარმოდგენა, მან შესაბამისი პატაკით მიმართა სენაკის რაიონული სამმართველოს უფროსს, აღნიშნულიო პატაკის შედეგად საქმე დაეწერა მას და გადაეცა ნივთმტკიცების შედეგად ამოღებული ერთ პაკეტად დალუქული დანა. ამის შემდეგ გ------- შეყვანილ იქნა მის სამუშაო ოთახში, განუმარტა მისი უფლებები და უნდა გამოიკითხა ბრალდებულის სახით. გ------- გ--------–---–მა გამიკითხვაზე უარი განაც-ხადა. შემდეგ მოთავსებულ იქნა დროებით მოთავსებით იზოლატორში, შემდეგ გ------- ცუდად გახდა და გადაყვანილ იქნა სენაკის არქიმედეს კლინიკაში. არქიმედეს კლინიკა-შივე წაუყენეს მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით, ამის შემდეგ 30 ივნისს შსს საპატ-რულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებიდან მიიღო ქვემდებარეობით სს საქმე, სადაც გამოძიება დაწყე-ბული იყო გ------- გ--------–---–ის მიერ სასამართლო განაჩენის შეუსრულებლობის ფაქტზე. ამასთან დაკავშირებითაც 31 ივლისს ქ. ქ-------–---- პენიტენციურ დაწესებუ-ლებაში მის ადვოკატ თ----- ხ-----სთან ერთად წაუყენა ბრალი. გ------- გ--------–---–ს სახეზე აღენიშნებოდა თუ არა ნაიარევები არ ახსოვს.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმეებმა, გამომძიებლებმა ზ---– გ-----მ და ს------- ჯ---–--მ ჩვენების მიცემისას დაა-დასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ნამდვილობის ფაქტი.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე გ--–- ა-----ემ ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ დაახლოებით ერთი წელი შე-იძლება მეტიც იყოს, ზუსტად ვერ იხსენებს, მან და გ-------მ ერთმანეთი გაიცნეს ზუგ-დიდში გ-------ს სამსახურში, შემდეგ დამეგობრდნენ, მან გადაწყვიტა თავისი ავტომან-ქანის გაყიდვა და გ-------მ უთხრა მე მინდა ვიყიდოო და მიყიდა გ-------ს მანქანა. მაგ-რამ ოფიციალურად არ გადაუფორმებია მისთვის მანქანა და არც შეუმოწმებია ჰქონდა თუ არა მართვის მოწმობა. შემდეგ გ------- მართვის მოწმობის გარეშე ყოფილა და დააჯა-რიმეს ამის გამო, შემდეგ ეს ჯარიმა მას ოჯახმა გადაუხადა. გ-------ს დაკავების შემდეგ დააჯარიმეს.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე თ---------- ხ---------მ ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ ორი წელია ზუგდიდში მუშაობენ ავტომანქანის სავალი ნაწილების შეკეთებაზე, გ------- შემდეგ დაკავებულ იქნა და ვერ მუშაობდა თავისთავად, ბ----- გ--------ს იცნობს სენაკიდან, რადგან თვითონაც სენაკელია, ბ----- გ-------- მომსახურების სააგენტოში იყო მისული, მას იქვე ახლოს ჰქონ-და სამუშაო და სააგენტოსთან ახლოს ეზოში ნახეს ერთმანეთი. ბ-----მა ჰკითხა მას როგორ ხარო, მარტო ხარ კიდე, არ გამოსულა შენი მეწყვილეო? სხვა საუბარი არ ჰქონიათ და არ დაუბარებია გ-------სთან არაფერი და არც გადასაცემად არ მიუცია რამე.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმემ, გ------- გ--------–---–ის მამამ, ვ-–-------- ა---------მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წლის 13 ივლისს იმყოფებოდა სენაკში, სადგურში, დაურეკეს სახლი-დან და უთხრეს, რომ გ-------ს უნდოდა თ---–---ში საპატრულო პოლიციაში წასვლა, მივიდა და წაიყვანა გ------- საპატრულოში, უნდოდა გაეგო ინფორმაცია როგორ გამოე-ყვანა მანქანა, წინა დღეს ნასვამი ყოფილა და ჩამოართვეს მანქანა. თ---–---ში რომ მივიდ-ნენ საპატრულოს თანამშრომლებს გაესაუბრა და იქ დააკვალიანეს. იქიდან წამოვიდნენ სახლის მიმართულებით, გზაში უთხრა, რომ შესულიყვნენ პოლიციაში და იკითხა ბ------ გ--------ს ნომერი და დაურეკია ბ------სთან, მან არც კი იცოდა ვისთან მიდიოდა, ბინის ეზოში გააჩერა მანქანა, ბ------ მაგიდასთან იჯდა 4-5 ახალგაზრდაც იყო მანდ, ეზოში იდგა პატარა მაგიდა, რომელიც 50 მეტროთი იყო მანქანისგან მოშორებით,მივიდა გ-------მ ხელი ჩამოართვა ბ------ს, და იქ ერთ-ერთი მისი ნაცნობი იჯდა ფ------, რომელსაც მიე-სალმა გ-------, ფ------ მასთან სახლშიც იყო სტუმრად, შემდეგ წამოვიდნენ ბ------ და გ------- ერთად და ჩაჯდნენ მანქანის უკანა მხარეს, სამოქალაქო ფორმაში იყვნენ და ლაპა-რაკობდნენ 4 წუთი დაახლოებით, ბ------ ყოფილა ზუგდიდში და გიორგის მეგობრისთვის უკითხია როდის გამოდის შენი მეწყვილეო და რატომ მიკითხეო დანარჩენი რაზე საუბ-რობდნენ არ ახსოვს, არც მიუქცევია ყურადღება. ხ----–--–--- მას დაუდგა გვერდით. არა-ნაირი დაძაბულობა არ იყო ხ----–--–---მ გამოიარა და მივიდა უკანა კართან გამოაღო კარი და ფეხი დაარტყა მის შვილს, შემდეგ ჰქონდა გ-------ს რეაგირება დარტყმაზე, შემდეგ ბ------ც გაიწია და გამოათრიეს მანქანიდან და ასფალტზე დააწვინეს პირქვე, ხელები უკან ჰქონდათ გაკავებული და ფეხი ჰქონდათ დადებული ზურგზე. პოლიციის მანქანა რომ მოვიდა შემდეგ გ-------ს ურტყამდნენ, აგინებდნენ შენი ბარიგა დედა და შენი ბარიგა მამაო, ის ყვიროდა არ მოკლათო, შემდეგ არანაირი ჩხრეკა იქ არ მომხდარა, ორ მეტროზე იდგა დანა იქ არიყო, შემდეგ გ-------ს გონება დაეკარგა და სასწრაფოთი წაიყვანეს პოლი-ციიდან. ხმაურზე ხალხიც შეიკრიბა, მაგრამ პოლიციამ უთხრა რომ დაშლილიყვნენ.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მსჯავრდებულმა გ------- გ--------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ 2018 წლის 13 ივლისს მამამისთან ერთად იყო თ---–---ის საპატრულო პოლიციასთან მანქანის საკითხის გასარკვევად. გაიგო, რომ ბ------ კითხუ-ლობდა მის ამბავს, გამოვიდა თუ არა ციხიდან, ამიტომ მივიდა პოლიციის შენობაში და იკითხა მაგრამ უთხრეს, რომ დღეს არ მუშაობსო, მერე ტელეფონის ნომერი გამოართვა და ბ------ს დაურეკა უთხრა, რომ მასთან უნდოდა შეხვედრა. მივიდა ბ------ს საცხოვრე-ბელი ბინის ეზოში სადაც პატარა მაგიდასთან იჯდნენ ახალგაზრდები 5-6 კაცი იქნებოდა, არაყს სვამდნენ. ის გამოვიდა მანქანიდან მიესალმა ბ------ს და მანქანაში ჩაჯდნენ სალა-პარაკოდ. ბ-----მა უთხრა რატო არ ისვენებო შენო, ხ----–--–--- იდგა მამამისის მხარეს ოდნავ იყო მინა ჩაწეული და იყურებოდა იქიდან, ბ-----მა თითით დაუწყო სახეზე თამაში და ეუბნებოდა რატო არ ისვენებო, მე კი არა შენ რატო ვერ ისვენებ წინა დაკავებისას იგინებოდა ბ------ და მან ჰკითხა ჩემი მისამართით ხომ არ იგინებიო, რაზედაც ბ-----მა უპასუხა არაო. ამ დროს მივარდა ხ----–--–--- გამოაღო კარები და დაუწყო ფეხის დარტყმა, გამოათრიეს მანქანიდან, ეხვეწებოდა პირობითი მაქვს, რას მიშვებითო, არანაირი წინააღმ-დეგობა არ გაუწევია მათთვის თორემ ორივეს მოერეოდა, ამასობაში ბ-----მა დაურეკა პოლიციას და ეუბნებოდა რომ მემუქრებაო ჩემი ოჯახის დახოცვითო, წინააღმდეგობას მიწევსო, მოვიდა პოლიციის სამი მანქანა იქნებოდა თხუთმეტი კაცი, ბ------ს ართმევდნენ ხელს და ხ----–--–---ს, ამასობაში გონება დაკარგა. შემდეგ პოლიციაში ცხვირიდან ჰქონდა სისხლდენა, სახე გასიებული და ეხვეწებოდა ექიმი მომიყვანეთო მაგრამ ყურადღება არა მიაქციეს, შემდეგ რამდენიმე ხანში დაახლოებით 4 საათში მოუტანეს დანა და მოაწერე ხელიო, დანა შენი იყო და ემუქრებოდიო, მერე საპროცესოს გაგიკეთებენო, მან უთხრა რომ ხელს არ მოაწერდა, შემდეგ წაიყვანეს იზოლატორში, მანდ უთხრეს რომ ეს მკვდარი კაცი რას მოგყავდათ ჩემთანო და ამის შემდეგ ექიმმა გასინჯა და უთხრა მათ რომ არ შეიძლება ამის დატოვებაო უნდა გადავიყვანოთ საავადმყოფოშიო. დაკავების მომენტში როგორც მას აგინებდნენ ისე აგინებდნენ მამამისსაც და ეუბნებოდნენ ახლოს არ მისულიყო. მამამისი უყვიროდა მათ არ მომიკლათ შვილიო. მანქანაში დაახლოებით 4-5 წუთი იქნებოდნენ.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის მოტივაციას გ------- გ--------–---–ის გამართლების თაობაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდებში, შემდეგ გარემოებათა გამო:

– დაზარალებულ ბ----- გ--------ს ჩვენების თანახმად, გ------- გ--------–---–ი აყენებდა შეურაცხყოფას, აგინებდა ოჯახის წევრების მისამართრით, ეუბნებოდა, რომ 30 წელიც კი მისთვის არაფერი არ იყო ყელს გამოჭრიდა მასაც და მისი ოჯახის წევრებსაც. მან დაინახა, რომ გ-------მ მარცხენა მხარეს წაიღო ხელი და დაინახა დანა, რომელსაც ჰქონდა მინის სამტვრევი რკინის თავი. ამ დროს დაუჭირა ხელი, ხოლო დაკავების შემდეგ მას (გ. გ---------–---–ს) მარცხენა ჯიბიდან ამოუღო დანა, რომელიც იდო შავ ქარქაშში, ჰქონდა წარწერა „HS“

– მოწმე ი-----–- ხ----–--–---ს ჩვენების თანახმად, გ------- ბ-----ს ეუბნებოდა, რომ შენ რომ არ გამოგეჩინა ინიციატივა, ჩემს სხეულში ნარკოტიკს არ აღმოაჩენდნენ და „ბარიგის“ სახელიც არ დამერქმეოდაო, თავაწეული ვივლიდი ქალაქშიო. საუბრის დროს დაუწყო ყვირილი, გინება, დაემუქრა მოკვლით, ამის გამო ქალაქში არ დამედგომებაო, ჩემთვის 20-25 წელი არაფერი არ არისო აწიო, შენც დაგჩეხავო და შენი ოჯახის წევრებსაც ზედ მიგაყოლებო, შენს მცირეწლოვან შვილსაც ვიცნობო. ამ დროს შებრუნდა ბ------ გ---------სკენ, მარცხენა ხელი წაიღო მარცხენა ჯიბისკენ და ამ დროს დაინახა დანის ტარი, ბ------ გ--------მ გ--------–---–ი უცებ შებოჭა.

– 2018 წლის 13 ივლისის ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად გ------- გ--------–---–აგან მის დაკავებისას ჩატარებული პირადი ჩხრეკის დროს ამო-ღებული იქნა ნაჭრის ქარქაშში მოთავსებული დანა წარწერით „HS“.

– 2018 წლის 14 ივლისის ექსპერტიზის №---–-- დასკვნის თანახმად, 2018 წლის 13 ივლისს გ------- გ--------–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული დანა დამზადებულია ქარ-ხნული წესით და მიეკუთვნება მჩხვლეტავ-მჭრელ ცივ იარაღთა კატეგორიას.

აღნიშნული მტკიცებულებებით სააპელაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------- გ--------–---–ი ემუქრებოდა ბ----- გ--------ს მოკვლით და მას ამ დროს თან ჰქონდა ქარხნული წესით დამზადებული დანა.

სააპელაციო პალატას არანაირი საფუძველი არ გააჩნია ეჭვი შეიტანოს დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებში, და გაიზიაროს დაცვის მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეზე დაკითხული მოწმეები ცრუობენ, რადგან დაინტერესებულნი არიან გ------- გ--------–---–ის საწინააღმდეგოდ. აღნიშნულის მადასტურებელი მტკიცებულება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტან-ციის სასამართლოს მსჯავრდებულ გ------- გ--------–---–ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 381-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2381-ე მუხლის მე-ორე ნაწილით, ხოლო შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანა-შაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას, რის გამოც სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის განაჩენი გ------- გ--------–---–ის მი-მართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

გ------- გ--------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

გ------- გ--------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 381-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვა-ლისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალის-წინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვა-ლისწინებული დანაშაულისათვის – ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და გ------- გ--------–---–ს დანა-შაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღ-კვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის განაჩენით გ------- გ--------–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი მსჯავრი – თავისუფლების აღ-კვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა, სენაკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით და ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით გ------- გ--------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

მსჯავრდებულ გ------- გ--------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.

მსჯავრდებულ გ------- გ--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკა-ვების დღიდან – 2018 წლის 13 ივლისიდან.

ნივთმტკიცება – დანა წარწერით „HS“ და ნაჭრის ქარქაში განადგურდეს, საქმეზე საბო-ლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამარ-თლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპე-ლაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili