განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.04.2019
საქმის ნომერი
050210118002149137
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
18.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 050210118002149137

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე № 2\ბ-1018

18 აპრილი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე: თამარ სვანიძე

მოსამართლეები: ირმა პერანიძე

ლაურა მიქავა

სხდომის მდივანი _ ბექა გიორგაძე

აპელანტი: ე--–-----––-----ი

მოწინააღმდეგე მხარე: ს-----------–----ე, ნ-----------–--ე, ჯ----–--------–--ე

წარმომადგენელი: მ--–----------–--ე

აპელანტი: ჯ----–--------–--ე

წარმომადგენელი: მ--–----------–--ე

მოწინააღმდეგე მხარე: ე--–-----––-----ი, ე-–----------–----

დავის საგანი _ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: - ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილება

აპელანტების მოთხოვნა: - ე--–-----––-----ის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება - მასზე მატერიალური ზიანის სახით 5000 ლარის და მორალური ზიანის სახით 5000 ლარის დაკისრება;აპელანტ ჯ----–--------–--ის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

სააპელაციო პალატამ გამოარკვია:

ს-----------–----ემ, ნ-----------–--ემ, ჯ----–--------–--ემ სარჩელით მიმართეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე ე--–-----––-----ის და ე-–----------–----ს მიმართ და ითხოვეს მოპასუხეებს ე--–-----––-----სა და ე-–----------–----ს სოლიდარულად დაეკისროთ: 1. მოსარჩელე ნ-----------–--ის სასარგებლოდ თავისი შვილის ი-------------–--ის გარდაცვალების გამო მორალური ზიანის ანაზღაურება 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით; 2. მოსარჩელე ს-----------–----ის სასარგებლოდ ნათესავების გ---–--------------ის, ა-------------–--ის, გ-------–----ის და ა----------–----ის გარდაცვალების გამო მორალური ზიანის ანაზღაურება 600 000 (ექვსასი ათასი) ლარის ოდენობით; 3. ჯ----–--------–--ის სასარგებლოდ თავისი კუთვნილი ავტომანქანის ტ------------------- სახელმწიფო ნომრით X------ ღირებულების ანაზღაურება 15127 ლარის ოდენობით. ასევე, ჯ----–--------–--ის სასარგებლოდ ჯანმრთელობის დაზიანებისა და ავტომანქანაში მსხდომი მგზავრების გარდაცვალების გამო მორალური ზიანის ანაზღაურება 50 000 ლარის ოდენობით.

მოსარჩელეების განმარტებით, 2017 წლის 24 აგვისტოს, ლ--------ის რაიონის სოფელ ჩ-----ში, სატვირთო ავტომანქანას, რომელსაც მართავდა ე--–-----––-----ი მოძრაობისას ჩამოეხსნა მისაბმელი, გადავიდა საპირისპირო ზოლში და შეეჯახა ი-------------–--ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს.ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალნენ ავტომანქანაში მსხდომი ხუთი მგზავრი: ი-------------–--ე, გ---–--------------ე, ა-------------–--ე, გ-------–----ე, ა----------–----ე.ასევე ჯანრთელობის დაზიანება მიიღო ჯ----–--------–--ემ.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. საქმეზე ჩატარებული იქნა ავტოტექნიკური ექსპერტიზა და დადგინდა, რომ სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა ე--–-----––-----მა არ უზრუნველყო ავტომანქანის ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დაცვა და ავტოსაგზაო შემთხვევაც სწორედ ამ მიზეზით და მისი ბრალეული ქმედებით მოხდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გარდაცვლილი ი-------------–--ის, როგორც დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა მისი დედა ნ-----------–--ე. ხოლო გარდაცვლილი გ---–--------------ის, ა-------------–--ის, გ-------–----ის და ა----------–----ის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა მათი ნათესავი ს-----------–----ე.დაზარალებულად ასევე ცნობილი იქნა ჯ----–--------–--ე, რომელმაც მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

მოპასუხე ე--–-----––-----მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

მოპასუხე ე-–----------–----ს კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა სარჩელი და თანდართული მასალები, ეცნობა სასამართლო სხდომის შესახებ, მაგრამ არც შესაგებელი წარმოადგინა და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილებით ს------------–----ის, ნ-----------–--ისა და ჯ----–--------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეებს ე--–-----––-----სა და ე-–----------–----ს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელე ნ-----------–--ის სასარგებლოდ დანაშაულის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით; მოპასუხეებს ე--–-----––-----სა და ე-–----------–----ს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელე ს-----------–----ის სასარგებლოდ დანაშაულის ჩადენის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება ჯამურად 200 000 (ორასი ათასი) ლარის ოდენობით; მოსარჩელე მხარის მოთხოვნა ე--–-----––-----ისა და ე-–----------–----სათვის სოლიდარულად მოსარჩელე ჯ----–--------–--ის სასარგებლოდ თავისი კუთვნილი ავტომანქანის ღირებულების, ჯანმრთელობის დაზიანებისა და დანაშაულის ჩადენის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სარჩელის განმხილველმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

_ დადგენილი იქნა, რომ 2017 წლის 24 აგვისტოს, დაახლოებით 03:45 საათზე ლ--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩ-----ში, ს-------------------- 34-ე კილომეტრზე, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე ე--–------––-----ი ,,რ------–--ის’’ მარკის სატვირთო ავტომანქანით სახელმწიფო ნომრით 6---------, თავისი ,--–------- მარკის მისაბმელით, სახელმწიფო ნომრით 0--------, მოძრაობდა ს---------იიდან ს-----ის მიმართულებით. ე--–-----––-----მა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დაცვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მუხლის 21-ის პუნქტი 12-ის და 13-ის მოთხოვნები, რის შედეგად სატვირთო ავტომანქანის გაუმართავი ჩამკეტ-მაფიქსირებელი მექანიზმიდან მოწყდა მისაბმელი, რომელიც უმართავ მდგომარეობაში გადავიდა საპირისპირო სამოძრაო ზოლში და შეეჯახა საპირისპიროდ მოძრავ ავტომანქანა ,,ტ----------------ს’’, სახელმწიფო ნომრით X--------. შეჯახების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ მძღოლი ი------------–-------------–--ე, ასევე მგზავრები: გ---–-----------------------–--------ე, ა------------–--------–---------–--ე, გ---------------------–----ე და ა----------------–------–----ე, ხოლო ჯ----–-----------------------–--ემ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

_ დადგენილი იქნა, რომ ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე ე--–------––-----ის მართვის ქვეშ მყოფი ,,რ------–--ის’’ მარკის სატვირთო ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით 6---------, თავისი ,--–------- მარკის მისაბმელით, სახელმწიფო ნომრით 0--------, წარმოადგენს ე-–----------–----ს საკუთრებაში არსებულ ავტომანქანას და მისაბმელს.

_ დადგენილი იქნა, რომ ი------------–-------------–--ე იყო ნ-----------–--ის შვილი.

_ დადგენილი იქნა, რომ გ---–--------------ე იყო ს------------–----ის რძალი. გ--------–----ე ძმისშვილი, ა-------------–--ე რძალი, ა----------–----ე ძმისშვილიშვილი.

_ დადგენილი იქნა, რომ ი-------------–--ის, გ---–--------------ის, გ-------–----ის, ა-------------–--ის და ა----------–----ის გარდაცვალებაში ბრალეული პირია ე--–-----––-----ი, რომელიც ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მეშვიდე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის საფუძველზე ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, მასვე ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 3 (სამი) წლის ვადით.

_ დადგენილი იქნა, რომ გარდაცვლილი ა-------------–--ე და გ-------–----ე იყვნენ ცოლ-ქმარი, გარდაცვლილი ა----------–----ე კი მათი შვილი, გ---–--------------ე იყო გ-------–----ის დედა და ა----------–----ის ბებია, ხოლო გარდაცვლილი ი-------------–--ე იყო ა--------------–--ის ძმა. ა--------------–--ეს და გ--------–----ეს დარჩათ მცირეწლოვანი შვილები, ა--------------–------–----ეები, რომლებმაც ერთ დღეს დაკარგეს მშობლები, და, ბებია და ბიძა. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებმა განიცადეს უდიდესი სულიერი ტკივილი, რის გამოც მათ მიადგათ მორალური ზიანი.

სასამართლო მითითებით ,საქმის მასალებით დადგენილ იქნა, რომ ე--–------––-----ის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად გარდაიცვალნენ ი------------–-------------–--ე, გ---–-----------------------–--------ე, ასმათ ჯ----–--------–---------–--ე, გ---------------------–----ე და ა----------------–------–----ე. სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებში წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესულ განაჩენზე, რომლითაც დადასტურებულია მოპასუხის მიერ მოსარჩელეების მიმართ, რომლებიც არიან გარდაცვლილების უფლებამონაცვლეები ჩადენილი ბრალეული ქმედება.

ამდენად, სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მოპასუხეებს ე--–-----––-----სა და ე-–----------–----ს სოლიდარულად დააკისრა მოსარჩელე ნ-----------–--ის სასარგებლოდ დანაშაულის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება 50 000 ლარის ოდენობით, ხოლო მოსარჩელე ს-----------–----ის სასარგებლოდ - 200 000 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება მოსარჩელე მხარის მოთხოვნას ე--–-----––-----ისა და ე-–----------–----სათვის სოლიდარულად მოსარჩელე ჯ----–----------–--ის სასარგებლოდ თავისი კუთვნილი ავტომანქანის ღირებულების, ჯანმრთელობის დაზიანებისა და დანაშაულის ჩადენის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნას, სასამართლო მიუთითა, რომ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელეს - ჯ----–--------–--ეს მიადგა ზიანი ეკუთვნის მას, რაც ვერ იქნა დადასტურებული სათანადო მტკიცებულებებით. კერძოდ, არ იქნა წარმოდგენილი ავტომანქანა ტ------------------- სახელმწიფო ნომრით X------ ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულება და ჯ----–--------–--ის ჯანმრთელობის დაზიანებისატვის გაწეული ხარჯები.

სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფლების სამარტლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე, 85-ე მუხლებზე; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 30917-ე, 30920-ე, 992-ე, 413-ე მუხლებზე; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლზე.

სააპელაციო საჩივრების საფუძვლები:

ე--–-----––-----ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხე ე--–-----––-----ის მიერ გასაჩივრებული იქნა სააპელაციო წესით.

აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება ითხოვა.

აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გამოუკვლევია მისი ქონებრივი და ოჯახური მდგომარეობა, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები.

სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ იგი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, ჰყავს არასრულწლოვანი შვილები, ყაზახეთში არ აქვს არანაირი მატერიალური შემოსავალი. დაკისრებული ზიანის თანხა არაგონივრულია, რის გამოც მიღებული გადაწყვეტილება ვერასდროს ვერ აღსრულდება.

ჯ----–--------–--ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელე ჯ----–--------–--ის მიერ გასაჩივრებული იქნა სააპელაციო წესით.

აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება ითხოვა. სააპელაციო სასამართლოს მიერ წარმოებაში იქნა მიღებული ჯ----–--------–--ის სააპელაციო საჩივარი იმ ნაწილში, რომლითაც ის ითხოვს ე--–-----––-----ისა და ე-–----------–----სათვის მატერიალური ზიანის სახით(ავტომანქანის განადგურების სანაცვლოდ)15127 ლარის დაკისრებას.

აპელანტის განმარტებით, მან სარჩელში მიუთითა თავისი განადგურებული ავტომანქანის ღირებულებაზე, რაც მოწინააღმდეგე მხარეს სადაოდ არ გაუხდია და არც საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. შესაბამისად, არასწორია სასამართლოს შეფასება აღნიშნულ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს სრულად არ დაეკისრა მოთხოვნილი მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მოსარჩელეთა ნათესავების სიკვდილი გამოწვეულ იქნა ავტოავარიის შედეგად, ხოლო ეს ავტოავარია მოხდა ნამდვილად მოპასუხე ე--–-----––-----ის ბრალეული (დანაშაულებრივი) მოქმედებით, ამასთან სატრანსპორტო საშუალება არის სრულად განადგურებული დასტურდება როგორც მათ მიერ წარმოდგენილი დადგენილებებით და ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობებით, ისე სისხლის სამართლის სხვა მასალებით. მათ შორის ექსპერტიზის დასკვნებით, ფოტოსურათებით.

ამ და სხვა გარემოებებზე მითითებით აპელანტმა სერგო ქობულაძემ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება ითხოვა.

სააპელაციო სასამართლომ მოუსმინა მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს, შეამოწმა და მისცა შეფასება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ ე--–-----––-----ის და ჯ----–--------–--ის სააპელაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ე--–-----––-----ის მიმართ ს-----------–----ის, ნ-----------–--ის და ჯ----–--------–--ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, კერძოდ, ე--–-----––-----ს - ნ-----------–--ის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით უნდა დაეკისროს 5000 ლარის ანაზღაურება; ე--–-----––-----ს და ელენე ბაბაილოვას ჯ----–-----–----ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით უნდა დაეკისროთ 15127 ლარის ანაზღაურება; ხოლო დარაჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნები ე--–-----––-----ის მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ამგვარ გადაწყვეტილებამდე პალატა შემდეგ გარემოებათა გამო მივიდა

პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ 2017 წლის 24 აგვისტოს, დაახლოებით 03:45 საათზე ლ--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩ-----ში, ს-------------------- 34-ე კილომეტრზე, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე ე--–------––-----ი ,,რ------–--ის’’ მარკის სატვირთო ავტომანქანით სახელმწიფო ნომრით 6---------, თავისი ,--–------- მარკის მისაბმელით, სახელმწიფო ნომრით 0--------, მოძრაობდა ს---------იიდან ს-----ის მიმართულებით. ე--–-----––-----მა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დაცვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მუხლის 21-ის პუნქტი 12-ის და 13-ის მოთხოვნები, რის შედეგად სატვირთო ავტომანქანის გაუმართავი ჩამკეტ-მაფიქსირებელი მექანიზმიდან მოწყდა მისაბმელი, რომელიც უმართავ მდგომარეობაში გადავიდა საპირისპირო სამოძრაო ზოლში და შეეჯახა საპირისპიროდ მოძრავ ავტომანქანა ,,ტ----------------ს’’, სახელმწიფო ნომრით X--------. შეჯახების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ მძღოლი ი------------–-------------–--ე, ასევე მგზავრები: გ---–-----------------------–--------ე, ა------------–--------–---------–--ე, გ---------------------–----ე და ა----------------–------–----ე, ხოლო ჯ----–-----------------------–--ემ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

დადგენილია, რომ ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე ე--–------––-----ის მართვის ქვეშ მყოფი ,,რ------–--ის’’ მარკის სატვირთო ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით 6---------, თავისი ,--–------- მარკის მისაბმელით, სახელმწიფო ნომრით 0--------, წარმოადგენს ე-–----------–----ს საკუთრებაში არსებულ ავტომანქანას და მისაბმელს.

დადგენილია, რომ გარდაცვლილი ი------------–-------------–--ე იყო ნ-----------–--ის შვილი, რის გამოც ნ-----------–--ე სისხლის სამართლის საქმეზე ცნობილი იქნა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ (იხ. დადგენილება, ტომი 1, ს/ფ 23-24).

დადგენილია, რომ გარდაცვლილი გ---–--------------ე იყო ს------------–----ის რძალი, გ-------–----ე ძმისშვილი, ა-------------–--ე რძალი, ა----------–----ე ძმისშვილიშვილი, რის გამოც ს-----------–----ე სისხლის სამართლის საქმეზე ცნობილი იქნა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ (იხ. დადგენილება, ტომი 1, ს/ფ 25-26).

დადგენილია, რომ ავტომანქანაში მჯდომმა ჯ----–--------–--ემ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით, რის გამოც იგი სისხლის სამართლის საქმეზე ცნობილი იქნა დაზარალებულად (იხ. დადგენილება, ტომი 1, ს/ფ 27-28).

დადგენილია, რომ ი-------------–--ის, გ---–--------------ის, გ-------–----ის, ა-------------–--ის და ა----------–----ის გარდაცვალებაში ბრალეული პირია ე--–-----––-----ი, რომელიც ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მეშვიდე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის საფუძველზე ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, მასვე ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 3 (სამი) წლის ვადით.

დადგენილია, რომ მოპასუხე ე-–----------–----ს კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა სარჩელი და თანდართული მასალები, ეცნობა სასამართლო სხდომის შესახებ, მაგრამ არც შესაგებელი წარმოადგინა და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა. მოპასუხე ე-–----------–----ს კანონით დადგენილი წესით არც ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. ამდენად, მის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელეების ს-----------–----ის, ნ-----------–--ის და ჯ----–--------–--ის მიერ გასაჩივრებული იქნა სააპელაციო წესით. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება ითხოვეს

დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის (სახელმწიფო ბაჟის გადახდა) შეუვსებლობის გამო ს-----------–----ის, ნ-----------–--ის და ჯ----–--------–--ის სააპელაციო საჩივრები მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში დარჩა განუხილველი.

სისხლის სამართლის საქმის მასალებით, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და მასზე თანდართული ფოტოსურათებით, სამართალდამრღვევისათვის ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მიღება-ჩაბარების აქტით პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯ----–-----–----ის კუთვნილი ავტომანქანა ,,ტ----------------ი’’, სახელმწიფო ნომრით X-------- მთლიანად დაზიანდა (იხ. ტომი 2, ს/ფ 6-19, 20, 71).

დადგენილია, რომ მოსარჩელემ თავისი განადგურებული ავტომანქანა 15127 ლარად შეაფასა;

დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული შეფასების საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეებს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენიათ.

სამართლებრივი დასაბუთება:

მოცემული გარემოებებიდან გამომდინარე, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს ე--–-----––-----ისათვის დაკისრებული მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და მისი ფარგლები, ხოლო ჯ----–--------–--ის სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანია ჯ----–--------–--ის ავტომანქანის დაზიანების გამო მისთვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლიანობა.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში ე--–-----––-----ი ცნობს სასარჩელო მოთხოვნას 5 000 ლარის ნაწილში და მიუთითებს, რომთანხის ამ ოდენობით დაკისრება მისთვის გონივრული და კანონშესაბამისი იქნება, ხოლო თანხის ის ოდენობა, რაც სასამართლომ მას დააკისრა მისი ოჯახური და ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ის არის პატიმარი და არანაირი შემოსავალი არ გააჩნია, არაგონივრულია, რის გამოც მიღებული გადაწყვეტილება ვერასდროს ვერ აღსრულდება.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მორალური ზიანის ანაზღაურებას მოსარჩელეები შემდეგი მოტივებით ითხოვდნენ: ნ-----------–--ე, რომელსაც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაეცვალა შვილი - ი-------------–--ე, რის გამოც მიიღო მორალური ზიანი; ს-----------–----ე, რომელსაც გარდაეცვალა ნათესავები - გ---–--------------ე, ა-------------–--ე, გ-------–----ე და ა----------–----ე(გარდაცვლილები არიან მოსარჩელის რძლები, ძმისშვილი და ძმის შვილისშვილი), რის გამოც მიიღო მორალური ზიანი; ჯ----–--------–--ე, რომელმაც ჯანმრთელობის დაზიანების და ავტომანქანაში მსხდომი მგზავრების გარდაცვალების გამო მიიღო მორალური ზიანი, ასევე ავტომანქანის სრულად განადგურების გამო მატერიალური ზიანი.

სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

ამდენად, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული მორალური ზიანის შინაარსში იგულისხმება, სამართლებრივად დაცული იმ არაქონებრივი ინტერესის ხელყოფა, რომელსაც მატერიალურად არაფერი შეესაბამება (სულიერი ან ფიზიკური ტკივილი, განცდა და სხვა). გარდა ამისა, ამ მუხლის შინაარსიდან ნათლად ჩანს, რომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს მას, ვინც საერთო საფუძვლებით არის უფლებამოსილი მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

იმისათვის, რომ მოცემული დავის ფარგლებში დაკმაყოფილდეს მოსარჩელეთა მოთხოვნა, უნდა დადგინდეს, შეიძლება თუ არა უშუალო დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში, მესამე პირმა, ზიანის მიმყენებელს მოსთხოვოს მისი ანაზღაურება და რა სამართლებრივი წინაპირობები უნდა არსებობდეს ამისათვის.

სადავო საკითხების გარკვევის მიზნით, პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

უდავოა, რომ ამ ნორმის საფუძველზე, ზიანის მიმყენებელს გარდაცვლილის მემკვიდრეებისათვის, ყოველ შემთხვევაში, გარდაცვლილის დაკრძალვისა და მასთან დაკავშირებული პროცედურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების ვალდებულება მაინც აქვს.

თუ დადგინდება უშუალო კავშირი გარდაცვალებასა და უფლებამოსილი პირის ჯანმრთელობის დაზიანებას შორის, სამოქალაქო კოდექსის 1006-ე მუხლის საფუძველზე, ზიანის მიმყენებელს მკურნალობის ხარჯის აუნაზღაურებაც დაეკისრება, ასევე დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში ზიანის მიმყენებელმა სარჩოს დაწესებით უნდა აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა.

ამგვარად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, გამონაკლისის სახით, უშუალო დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევში, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას მესამე პირებს ანიჭებს, რაც ადასტურებს, რომ მათ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის საფუძველზე არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაც გააჩნიათ.

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეზე, სარიშვილი-ბოლქვაძე საქართველოს წინააღმდეგ (Sarishvili-Bolkvadze v. Georgia, საჩივარი №58240/08, 19 ივლისი, 2018 წელი) ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა დარღვევა, სადაც აღნიშნულია, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებამ მომჩივანს (გარდაცვლილის მშობელს) არ მიაკუთვნა ადეკვატური კომპენსაცია, ვინაიდან ამ ტიპის საქმეებზე საქართველოს კანონმდებლობა მორალურ ზიანთან მიმართებით არ ითვალისწინებდა კომპენსაციის მიკუთვნებას, რაც არ შეესაბამებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლთან დაკავშირებულ პრინციპებს, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით მსგავსი კომპენსაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

ევროსასამართლომ დაადგინა, რომ ზემოხსენებულმა საკანონმდებლო შეზღუდვამ, მომჩივანს ჩამოართვა შესაძლებლობა, მისთვის ხელმისაწვდომი სამოქალაქო სამართლებრივი დაცვის საშუალებით მოეთხოვა მორალური ზიანის ანაზღაურება. ამრიგად, დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ვალდებულება.

სსკ-ის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაცული სიკეთე, რომლის ხელყოფის შემთხვევაში დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება, არის ადამიანის ჯანმრთელობა, შესაბამისად, მითითებული მუხლით დადგენილი შედეგის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდის სულიერ ტანჯვას, ფსიქიკურ სტრესს. სხეულის დაზიანებასა ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებაში კი, უნდა ვიგულისხმოთ ისეთი ზემოქმედება, რომელიც ხელყოფს დაზარალებულის სხეულს ან მისი ორგანიზმის შინაგან პროცესებს (შდრ.სუსგ, №ას-1156-1176-2011,20.01.2012).

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, მართალია, ნ-----------–--ეს, როგორც დაზარალებულს გააჩნია უფლება მოპასუხის ბრალეული ქმედებით გამოწვეული შვილის გარდაცვალების გამო მორალური ზიანის ანაზღაურებისა, თუმცა მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის, ასევე უნდა დადგინდეს, არსებობს, თუ არა, სკ-ის 413.2-ე მუხლით გათვალისწინებული აუცილებელი წინაპირობა- მოსარჩელის სხეულის დაზიანება ან მისი ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენება. გარდა ამისა, ასევე უნდა გაირკვეს, შვილის გარდაცვალების გამო, მუდმივად ქრონიკული სტრესის ქვეშ ყოფნა და მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმით გამოწვეული სულიერ ტანჯვა მიეკუთვნება, თუ არა ამ მუხლით გათვალისწინებულ პირობას.

ამ საკითხთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ კანონმდებელი სხეულის დაზიანებასა და ჯანმრთელობისათვის სხვაგვარი ვნების მიყენებას ერთმანეთისაგან აცალკევებს და ჯანმრთელობის ვნებისათვის პასუხისმგებლობას ცალკე აწესებს.

სკ-ის 413-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენება სხეულის ფიზიკურად დაზიანებას არ ნიშნავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ შედეგისათვის პასუხისმგებლობას კანონმდებელი ცალკე არ გაითვალისწინებდა და მაცალკევებელ კავშირს „ან“ არ გამოიყენებდა.

ამდენად, აშკარაა, რომ ნორმის თანახმად, „სხეულის დაზიანებაში“ სხეულისათვის ფიზიკური ზიანის მიყენება იგულისხმება, ხოლო „ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენება“ კი ფიზიკურად არახელშესახებ, თვალისათვის შეუმჩნეველ ვნებას გულისხმობს. თვალისათვის შეუმჩნეველი, არახელშესახები ვნება, ფსიქიკური და ფსიქოლოგიური ზიანია.

შესაბამისად, ნათელია, რომ ნორმის (სკ-ის 413 მუხლი) შინაარსიდან გამომდინარე, ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენება, სხეულის დაზიანებისაგან განსხვავებით, ნეგატიურ ფსიქიკურ და ფსიქოლოგიურ ცვლილებებში გამოიხატება. ადამიანის ფსიქიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა კი უდავოდ მისი ჯანმრთელობის ნაწილია, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წესდების პრეამბულაში პირდაპირ არის აღნიშნული.

როგორც უკვე აღინიშნა, 1946 წელს შექმნილი, მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეას მიერ დამტკიცებული, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წესდების პრეამბულაში, გაკეთდა ჩანაწერი ჯანმრთელობის დაცვის უფლებასთან დაკავშირებით.

წესდების თანახმად, „ჯანმრთელობა“ არის სრულფასოვანი ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობა და არა დაავადებებისა თუ შეზღუდვის არქონა და, რომ თითოეული ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა რასის, რელიგიის, პოლიტიკური შეხედულებების, ეკონომიკური ან სოციალური მდგომარეობის განსხვავების მიუხედავად, გააჩნდეს ჯანმრთელობის ყველაზე მაღალი სტანდარტი.

ამ მსჯელობიდან გამომდინარე, ადამიანის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენება რომ გამოირიცხოს, არ წარმოადგენს საკმარისს, მხოლოდ დაავადებების, თუ შეზღუდვის არარსებობა, აუცილებელია მისი, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური კეთილდღეობის მდგომარეობაც.

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ადამიანის ფსიქიკაში ნეგატიური ცვლილებების არსებობა, რაც გამოიხატება ფიზიკურ და სულიერ ტანჯვაში და რასაც გარეგნული გამოხატულება არ გააჩნია, წარმოადგენს სწორედ არამატერიალური უფლებების ხელყოფას - ფსიქიკურ ტანჯვას, რამაც შესაძლოა არამატერიალური (მორალური) ზიანი გამოიწვიოს.

მეტიც, ფსიქიკური და ფსიქოლოგიური დარღვევების, მათ შორის, დეპრესიის, ნევროზის, ფსიქოზის, ქრონიკული სტრესის მკურნალობა მედიცინის დარგია. ამის უარყოფა, ზოგადად, მეცნიერების ამ ნაწილის უარყოფას ნიშნავს, რაც ყოვლად დაუშვებელია. ეს ნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის საფუძველზე, ზიანის მიმყენებელმა დაზარალებულს არაქონებრივი ზიანი უნდა აუნაზღაუროს, არსებობის შემთხვევაში, ნეგატიური ფსიქიკური და ფსიქოლოგიური ცვლილებების, მათ შორის, მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმით გამოწვეული ქრონიკული სტრესისათვის.

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ცვლილებების ინტენსივობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს, მხოლოდ ასანაზღაურებელი ზიანის მოცულობაზე და არა მისი ანაზღაურების ვალდებულებაზე.

პალატა აღნიშნავს, მართალია, ენობრივად „ვნება“ და „ზიანი“ სინონიმებია, თუმცა აშკარაა, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება.

კანონის ტექსტიდან ჩანს, რომ „ვნება“, „ზიანისგან“ განსხვავებით ფართო შინაარსის მატარებელია და, მაინცდამაინც, დანაკლისს არ გულისხმობს. უფრო ზუსტად, სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 413-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისათვის, ნებისმიერი „ვნება“ ზიანია, ხოლო ნებისმიერი „ზიანი“ ვნება არ არის.

იმის გათვალისწინებით, რომ მორალური ზიანი სულიერი გრძნობებისა და ურთიერთობების სფეროში მიყენებულ ვნებას გულისხმობს, შვილის სიცოცხლის მოსპობა კი ცხადია ნეგატიურ ცვლილებებს იწვევს ადამიანის ორგანიზმში, მისი გარდაცვალებით გამოწვეული დარდი, გულისტკივილი, შინაგანი ცხოვრების რიტმის დარღვევა, გლოვა, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობს, ქრონიკული სტრესის ქვეშ ამყოფებს პიროვნებას ან იწვევს დეპრესიას,ეს ყოველივე კი საკმარისი წინაპირობაა იმისათვის, რომ სხეულის დაზიანებით გამოვლენილი დაავადებების, თუ შეზღუდვის არარსებობის მიუხედავად, დადგენილი იქნას, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წესდების მიხედვით განსაზღვრული ”ჯანმრთელობის“ დარღვევის ფაქტი.

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, დედისათვის შვილის გარდაცვალებით გამოწვეული ქრონიკული სტრესი, მიუხედავად იმისა, რომ არ ვლინდება სხეულის დაზიანებით გამოვლენილი დაავადებების, თუ შეზღუდვის არსებობა, უნდა ჩაითვალოს ნ-----------–--ისათვის ფიზიკური და ფსიქიკური კეთილდღეობის ხელყოფად, სრული კეთილდღეობის დაკარგვად, ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებად, რაც მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობაა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლით, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნას კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში სამართლიანი და გონივრული ანაზღაურების სახით. მორალური ზიანის ანაზღაურება ხდება ფულადი სახით. არც სამოქალაქო სამართლის კოდექსი და არც სხვა კანონები არ ითვალისწინებენ მორალური ზიანის განსაზღვრის ზუსტ წესს. კანონმდებლობა შემოიფარგლება მხოლოდ იმ კრიტერიუმების განსაზღვრით, რომლითაც სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს მორალური ზიანის კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას.

დელიქტური ვალდებულებიდან წარმოშობილი მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ განმარტა, რომ თითეულ კონკრეტულ შემთხვევაში მორალური ზიანის ანაზღაურება განისაზღვრება არა ექვივალენტობის პრინციპით, არამედ საქმის ინდივიდუალური თავისებურებებიდან გამომდინარე, მორალური ზიანის ხარისხის და ხასიათის, ასევე დაზარალებულისა და ზარალის მიმყენებლის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით.

ამ კუთხით სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ე--–-----––-----ი ცნობს სასარჩელო მოთხოვნას 5000 ლარის ოდენობით; იგი არის პატიმარი, რომელსაც მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქმეში წარმოდგენილი არაა მტკიცებულება მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ; მოპასუხე ე-–----------–----ს კანონით დადგენილი წესით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად მის მიმართ თანხის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში ანუ ნ-----------–--ის სასარგებლოდ მას დაკისრებული აქვს50000 ლარის ანაზღაურება.

შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემული გარემოებებიდან გამომდინარე, ე--–-----––-----ისათვის ნ-----------–--ის სასარგებლოდ მორალური ზიანის - 5000 ლარის ოდენობით დაკისრება გონივრული, სამართლიანი და აღსრულებადია.

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე დროს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასების სტანდარტი, რაც ფორმულირებულია დასახელებული კოდექსის 105-ე მუხლში. მტკიცებულებები გამოკვლეულ უნდა იქნას სრული და ობიექტური განხილვის გონივრული განსჯის შედეგად, რა დროსაც სასამართლოს მათი ერთობლიობაში შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად უყალიბდება შინაგანი რწმენა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის თაობაზე.

განსახილველ შემთხვევაში, დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ე--–-----––-----ის ბრალეულმა ქმედებამ გამოიწვია ს-----------–----ის ნათესავების გარდაცვალება და ჯ----–-----–----ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, რაც გამოიხატა მისი ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებაში, ჯამრთელობის ხანგრძლივი მოშლით, ასევე ავტომანქანაში მსხდომი პირების გარდაცვალება.

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მომხდარმა შემთხვევამ, მოახდინა ს-----------–----ის და ჯ----–--------–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობის იმგვარად შერყევა, რომ ამ შერყევამ გამოიწვია ხანგრძლივი დროის განმავლობაში მათი ჯანმრთელობის მძიმე ფსიქოპათოლოგიური დარღვევები, რომელიც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას ემსჯელა ს-----------–----ის სულიერი ტკივილით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე ნათესავების გარდაცვალების გამო , სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელე ს-----------–----ის სულიერი ტანჯვა და მდგომარეობა ვერ იქნება გაიგივებული ნანი ბოლქვაძის სულიერ ტანჯვებთან, რომელსაც გარდაეცვალა შვილი.ასევე დაუდასტურებელია ის გარემოება, რომ ს-----------–----ემ სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანების გამო სულიერი ტანჯვა განიცადა , რაც გამორიცხავს ამ ნაწილში მისი საჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. მართალია ამ ავარიის შედეგად გარდაიცვალა ს-----------–----ის შვილი, მაგრამ მის უფლებამონაცვლედ სამოქალაქო ზიანის ანაზრაურების ნაწილში ცნობილია ს-----------–----ის მეუღლე ნ-----------–--ე, რომლის მოთხოვნის კანონშესაბამისობაც ასევე შედის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანში და რაზედაც ზემოთ უკვე იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ.

ამდენად, ამ ნაწილში ს-----------–----ის და ჯ----–--------–--ის სასარჩელო მოთხოვნა ე--–-----––-----ის მიმართ უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ჯ----–-----–----ის სააპელაციო საჩივარი ავტომანქანის დაზიანების გამო მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის და 992-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია დელიქტური ვალდებულება, რაც გულისხობს, რომ პირს ვალდებულება წარმოეშობა ზიანის მიყენების (დელიქტის) შედეგად. განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება (იხ.:საქართველოს უზენაესი სასამართლოს 15.02.2018წ. განჩინებაში მოცემული მსჯელობა საქმეზე №ას-72-72-2018);

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო (შემდგომში – სსსკ) 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 18.10.2017წ. განჩინებაში მოცემული მსჯელობა საქმეზე №ას-1127-1047-2017 და საქმეზე №ას-189-189-2018);

განსახილველ შემთხვევაში, პალატა დადგენილად მიაჩნევს მატერიალური ზიანის ანაზღაურებისათვის ყველა წინაპირობის კუმულაციურად არსებობას. სახელდობრ:

ზიანის მიყენების ფაქტი დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმის მასალებით, საიდანაც ნათლად ირკვევა, რომ ავტომობილი მთლიანად დაზიანებულია, განადგურებულია, ფაქტიურად გამოყენებისათვის უვარგისია. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, მოსარჩელე მიუთითებს, რომ ავტომანქანის ღირებულება 15127 ლარია. მოპასუხეს ავტომობილის ღირებულება სადავო არ გაუხდია, მან მიუთითა მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ მას მისი ქონებრივი და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით შეუძლია მხოლოდ 5000 ლარის გადახდა. შესაბამისად, სათანადო შედავების არ არსებობის პირობებში, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ განადგურებული ავტომანქანის ღირებულება შეადგენდა 15127 ლარს. ხოლო ის გარემოება, რომ უშუალოდ ე--–-----––-----ის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით დაზიანდა ჯ----–--------–--ის ავტომანქანა ასევე დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით და საქმეზე დართული მტკიცებულებებით.(იხ.საქმეზე თანდართული სისხლის სამართლის საქმის მასალები)

შესაბამისად, სახეზეა დელიქტური ვალდებულების წარმოშობის ყველა კომპონენტი, რაც მოპასუხეებზე ზიანის დაკისრების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ შეძლო მისი მტკიცების ტვირთის რეალიზება, რაც ვერანაირი სარწმუნო მტკიცებულებით ვერ იქნა გაბათილებული მოპასუხე მხარის მიერ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი ადგენს, რომ იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს;

ამავე კოდექსის 999-ე მუხლის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.

ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა მიყენებული მატერიალური ზიანის - 15127 ლარის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

საპროცესო ხარჯები:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

მოცემულ შემთხვევაში, ე--–-----––-----ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 606 ლარის გადახდა;

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გადაწყვიტა:

1. ე--–-----––-----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ჯ----–--------–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

3. გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება ე--–-----––-----ისათვის ს-----------–----ის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 200 000 ლარის დაკისრების ნაწილში, ასევე ნ-----------–--ის სასარგებლოდ 50 000 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

4. ჯ----–--------–--ის სარჩელი ე--–-----––-----ის და ე-–----------–----ს მიმართ 15127 ლარის მატერიალური ზიანის დაკისრების მოთხოვნით დაკმაყოფილდეს;

5. დაეკისროს ე--–-----––-----ს და ე-–----------–----ს ჯ----–--------–--ის სასარგებლოდ 15127 ლარი;

6. ნ-----------–--ის სარჩელი ე--–-----––-----ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

7. დაეკისროს ე--–-----––-----ს ნ-----------–--ის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 5000 ლარი;

8. დაეკისროს ე--–-----––-----ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 606 ლარის გადახდა;

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. Aამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

11. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.

12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების დადგენილებითი ნაწილის მე-9-11 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

თავმჯდომარე: თამარ სვანიძე

მოსამართლეები: ირმა პერანიძე

ლაურა მიქავა