განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001482058
საქმე №2ბ/302-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - თეა სოხაშილი-ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
ოთარ სიჭინავა
სხდომის მდივანი – თამარ ბლიაძე
აპელანტი - შ-----------ს“
წარმომადგენლები - გ--------–---–---ე, ს-----------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - შ---------–----------------“
წარმომადგენელი - ს-----------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.11.2017 წლის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.11.2017 წლის გადაწყვეტილებით:
1. მოსარჩელე შ---------–----------------ის“ სარჩელი მოპასუხე შ-----------ს“ მიმართ 92 000 (ოთხმოცდათორმეტი ათასი) ევროს დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდა სრულად.
1.1. მოპასუხე შ-----------ს“ მოსარჩელე შ---------–----------------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 05 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში დარჩენილი გადასახდელი 69 000 (სამოცდაცხრა ათასი) ევროს ოდენობით.
1.2. მოპასუხე შ-----------ს“ მოსარჩელე შ---------–----------------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 05 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯარიმა 23 000 (ოცდასამი ათასი) ევროს ოდენობით.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო გარემოებები არ გამოკვეთილა.
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2014 წლის 05 დეკემბერს, მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელეს მოპასუხისთვის უნდა მიეწოდებინა კონცეპტუალური დიზაინისა და ძირითადი დიზაინის გეგმა (ნახაზები და ტექნიკური დოკუმენტაცია), ხოლო, მოპასუხეს უნდა გადაეხადა შეთანხმებული საფასური - 230 000 ევროს ოდენობით (ს.ფ. 44), რომელიც უნდა გადახდილიყო შემდეგი სქემის მიხედვით, 20% პირდაპირი გადარიცხვის შეკვეთით, 20% კონცეპტუალურ კონსტრუქციის პლიუს მმმ-ს შესრულება, ზედნადების თარიღიდან 30-ე დღეს გადახდით, 30% მილების გაყვანისა და ინსტრუმენტირების დიაგრამის შესრულება, ზედნადების თარიღიდან 30-ე დღეს გადახდით, 20% საინჟინრო კონსტრუქციის და კვალიფიკაციის დოკუმენტაციის დასრულება, ზედნადების თარიღიდან 30-ე დღეს გადახდით, 10%-ის გადახდა უნდა მოხდეს ინსტალაციია და საექსპლუატაციო კვალიფიკაციის დოკუმენტაციის განხორციელების შემდეგ. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ ბანკის ნებისმიერი საფასურს იხდიდა მომხმარებელი ანუ მოპასუხე მხარე.
იმ შემთხვევაში, თუ ი-------ი გადადებდა და/ან გააუქმებდა პროექტს, ე---–-----–-----ია ზედნადებს გამოწერდა უკვე მიღებულ ღირებულებაზე, პლუს მთელი პროექტის თანხის 10%-ს, როგორც შემოსავლების დაკარგვით ზიანის მიყენებას.
ნებისმიერი ცვლილება ორგანიზაციაში/პროექტის შეჩერება, ან შეფერხება, რომელიც პირდაპირ არ უკავშირდება შ-- ,,ე---–-----–-----იას“, მიუხედავად იმისა, კლიენტის პასუხისმგებლობაა თუ არა, და რომელიც გაზრდის შ-- ,,ე---–-----–-----იის“ ხარჯებს, უნდა განისაზღვროს ცალ-ცალკე, ან დანართის სახით და მოიცავდეს შეკვეთას, რომლისთვისაც არის განკუთვნილი.
ხელშეკრულებით, ასევე, განისაზღვრა, რომ ,,ცალმხრივად დარღვევის“ შემთხვევაში, შეტყობინების პერიოდი 30 დღეზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო. თუ კლიენტი გააუქმებდა პროექტს, ე---–-----–-----ია ზედნადებს გამოწერდა უკვე მიღებულ ხარჯებს პლიუს კონტრაქტის თანხის 10%-ს, როგორც შემოსავლების დანაკარგის ზიანის მიყენება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :
- 2014 წლის 05 დეკემბრის მომსახურების ხელშეკრულება ინგლისურ ენაზე და მის ქართულ ენაზე დამოწმებულ თარგმანთან ერთად (ს.ფ. 16-53);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
შ---------–----------------იმ“ 2014 წლის 05 დეკემბრის მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად და სრულად, ვინაიდან აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხე მხარის მიერ არ წარმოდგენილა. მოპასუხემ მიღებული მომსახურების ღირებულების მხოლოდ ნაწილი, მთლიანი თანხის 70%, 161 000 ევრო აუნაზღაურა მოსარჩელეს.
შ-----------სის“ მიერ შესასრულებელი ფულადი ვალდებულების ოდენობაა 69000 ევრო (სახელშეკრულებო თანხის 30%), ამასთან, მოპასუხის მიერ პროექტის შეჩერებით გამოწვეულმა ზიანმა შეადგინა 23 000 ევრო, რაც ზიანის სახით არის გათვალისწინებული ხელშეკრულებაში (ს.ფ. 45და ს.ფ. 52).
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2014 წლის 05 დეკემბრის მომსახურების ხელშეკრულება ინგლისურ ენაზე და მის ქართულ ენაზე დამოწმებულ თარგმანთან ერთად (ს.ფ. 16-53);
- მხარეებს შორის ელექტრონულ ფოსტაზე მიმოწერა (ს.ფ. 54-77);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სასამართლომ განმარტა, რომ საქმეზე წარმოდგენილი ელექტრონული მიმოწერით დასტურდება, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ არის შესრულებული და მხარეს მოსარჩელის მიმართ კვლავ დარჩენილი აქვს ფულადი ვალდებულება შესასრულებელი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეებს შორის ელექტრონულ ფოსტაზე მიმოწერა (ს.ფ. 54-77);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო, შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოდავე მხარეებს შორის არსებობდა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, კერძოდ, 2014 წლის 05 დეკემბერს, მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელეს მოპასუხისთვის უნდა მიეწოდებინა კონცეპტუალური დიზაინის და ძირითადი დიზაინის გეგმა (ნახაზები და ტექნიკური დოკუმენტაცია), ხოლო, მოპასუხეს უნდა გადაეხადა შეთანხმებული საფასური - 230 000 ევროს ოდენობით.
ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ იმ შემთხვევაში, თუ „ი-------ი“ გადადებდა და/ან გააუქმებდა პროექტს, „ე---–-----–-----ია“ ზედნადებს გამოწერდა უკვე მიღებულ ღირებულებაზე, პლუს მთელი პროექტის თანხის 10%-ს, როგორც შემოსავლების დაკარგვით ზიანის მიყენებას.
ხელშეკრულებით, ასევე, განისაზღვრა, რომ ,,ცალმხრივად დარღვევის“ შემთხვევაში, შეტყობინების პერიოდი 30 დღეზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო. თუ კლიენტი გააუქმებდა პროექტს, ე---–-----–-----ია ზედნადებს გამოწერდა უკვე მიღებულ ხარჯებს პლიუს კონტრაქტის თანხის 10%-ს, როგორც შემოსავლების დანაკარგის ზიანის მიყენება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო, მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელის ნაწილობრივ ცნობის საფუძველზე, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა 46000 ევროს ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება საქმეში არსებულ სადავო გარემოებებს, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, უძრავ ნივთის ნაკლთან დაკავშირებით რაიმე სახის დათქმა არ ყოფილა, ამასთან, სასამართლო სხდომაზე, მოპასუხე მხარის წარმომადგენლის მიერ შეკითხვების ეტაპზე გაკეთებული განმარტების მიხედვით, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში შესვლის პირობა ამ კონკრეტული, სადავო ურთიერთობის ფარგლებში, ხელშეკრულებით გაწერილი არ ყოფილა.
აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შეფერხება არ უნდა გახდეს, 2015 წლის 04 დეკემბრის მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ ფულადი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებაზე უარის თქმის საფუძველი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე მოპასუხეს სათანადო შედავება არც კი განუხორციელებია, შესაბამისად, 46000 ევროს ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია, ხოლო, 46000 ევროს ნაწილში კი მოპასუხე მხარემ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი სცნო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
საქმის მასალებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად, შესრულების გრაფიკის დარღვევით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლო (23 000 ევრო) ფულადი ვალდებულების ძირ თანხასთან (230 000 ევრო) მიმართებაში, მოთხოვნილია გონივრული თანხის ფარგლებში, აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილშიც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ იურიდიული პირების სახელშეკრულებო ურთიერთობებში მათთვის, როგორც ხელშეკრულების მხარეებისთვის, წინასწარ სავარაუდო და განჭვრეტადი უნდა იყოს ის ზიანი, რომელიც შესაძლოა დადგეს დღის წესრიგში. განსახილველ შემთხვევაში, თავად მხარეთა მიერ ზუსტი ოდენობით განისაზღვრა ჯარიმის არსებობა და მისი ოდენობა, რაც ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში შეადგენდა ძირითადი თანხის, „კონტრაქტის თანხის“ 10%-ს ანუ 230000 ევროს 10%-ს, რაც შეადგენს 23000 ევროს.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი სადავოდ ხდის თბილისის საქალაქო სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციის საკითხს და განმარტავს შემდეგს:
მოსარჩელემ მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოითხოვა აპელანტისთვის თანხის გადახდის დაკისრება. შესაბამისად, ვალდებულება, რომელიც თითქოსდა აპელანტის მიერ დაირღვა გამომდინარეობს მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებიდან, რომელიც არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი და სამართლებრივი თვალსაზრისით იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე. ხელშეკრულების პროექტი შემოთავაზებულია მოწინააღმდეგე მხარის მიერ. ხელშეკრულებაში გაკეთებულია დათქმა, რომელიც დავის განმხილველ კომპეტენტურ სასამართლოდ მიუნხენის სასამართლოს აღიარებს. ანუ, ფაქტობრივად, მოწინააღმდეგე მხარის მიერ შეთავაზებულ ხელშეკრულების პროექტში თავად მოწინააღმდეგე მხარის ინიციატივით მითითებულია დავის განმხილველი კომპეტენტური სასამართლო.
შ---------–----------------“ არის გერმანიაში რეგისტრირებული იურიდიული პირი, ხოლო შ-----------ს“ არის ქართული სამართლის სუბიექტი. შესაბამისად, ამ ურთიერთობაზე გავრცელდება „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონი, რომლის პირველი მუხლი განსაზღვრავს თუ რომელი სამართლებრივი წესრიგი გამოიყენება უცხო ქვეყნის სამართალთან დაკავშირებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას, აგრეთვე საპროცესო სამართლის იმ ნორმებს, რომლებიც გამოიყენება ასეთი საქმის წარმოებისას. სასამართლოს ex officio მოვალეობას წარმოადგენს, იმის შემოწმება, აქვს თუ არა მას აღნიშნული დავის განხილვის საერთაშორისო კომპეტენცია, რაც მოცემულ საქმეში არ განხორციელებულა.
იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე კომპანია უცხოური იურიდიული პირია, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს საერთაშორისო კერძოსამართლებრივი ხასიათის ხელშეკრულებას, რომლის ინგლისური ვერსიის მე-11 გვერდის ბოლოდან მესამე აბზაცში მითითებულია წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავა ექვემდებარება მიუნხენის სასამართლოს.
აპელანტის მოსაზრებით, საქმის მასალებიდან აშკარაა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსამართლეს ყურადღება საერთოდ არ გაუმახვილებია საერთაშორისო კომპეტენციის საკითხებზე და არ გაუცია პასუხი შეკითხვისთვის - ჰქონდა თუ არა საერთაშორისო კომპეტენცია თავის განხილვისა და გადაწყვეტისათვის. ამასთან, როგორც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, მოპასუხე არ იყო წარმოდგენილი ადვოკატით. ნ-----–---–---–---ი აღნიშნულ პერიოდში არ იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაცის წევრი და არ ჰქონდა ადვოკატის ლიცენზია, რასაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულება ნათლად ადასტურებს. შესაბამისად, დარღვეულია როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 21.2 მუხლი, ასევე „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 18(2)(ა) მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც უკვე შეთანხმებული საერთაშორისო განსჯადობის პირობის შეცვლისას მოპასუხე წარმოდგენილი უნდა იყოს ადვოკატით. გარდა ამისა, ფაქტია, რომ მოსამართლის მხრიდან რაიმე განმარტება სასამართლოს კომპეტენტურობასთან დაკავშირებით არ არის დაფიქსირებული სასამართლო სხდომის ოქმში.
სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, იმის გათვალისწინებით, რომ წინამდებარე დავაში პირველი ინსტანციის სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია საერთაშორისო განსჯადობის საკითხზე და მხარეებისათვის არ მიუცია მათი საპროცესო უფლებების რეალიზაციის შესაძლებლობა უკვე შეთანხმებული განსჯადობის შეცვლასთან დაკავშირებით, საქმე განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს შესაბამისი მითითებით. ამ უკანასკნელმა უნდა გამოიკვლიოს საერთაშორისო განსჯადობის საკითხი და აღნიშნულთან დაკავშირებით მხარეთა პოზიციები დააფიქსიროს სხდომის ოქმში, რის საფუძველზეც უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ,2014 წლის 05 დეკემბერს, მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შ---------–----------------ს“ შ-----------სთვის“ უნდა მიეწოდებინა კონცეპტუალური დიზაინისა და ძირითადი დიზაინის გეგმა (ნახაზები და ტექნიკური დოკუმენტაცია), ხოლო, შ-----------ს“ უნდა გადაეხადა შეთანხმებული საფასური - 230 000 ევროს ოდენობით, რომელიც უნდა გადახდილიყო შემდეგი სქემის მიხედვით, 20% პირდაპირი გადარიცხვის შეკვეთით, 20% კონცეპტუალურ კონსტრუქციის პლიუს მმმ-ს შესრულება, ზედნადების თარიღიდან 30-ე დღეს გადახდით, 30% მილების გაყვანისა და ინსტრუმენტირების დიაგრამის შესრულება, ზედნადების თარიღიდან 30-ე დღეს გადახდით, 20% საინჟინრო კონსტრუქციის და კვალიფიკაციის დოკუმენტაციის დასრულება, ზედნადების თარიღიდან 30-ე დღეს გადახდით, 10%-ის გადახდა უნდა მოხდეს ინსტალაციია და საექსპლუატაციო კვალიფიკაციის დოკუმენტაციის განხორციელების შემდეგ. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ ბანკის ნებისმიერი საფასურს იხდიდა მომხმარებელი ანუ მოპასუხე მხარე.
იმ შემთხვევაში, თუ ი------ი გადადებდა და/ან გააუქმებდა პროექტს, ე---–-----–-----ია ზედნადებს გამოწერდა უკვე მიღებულ ღირებულებაზე, პლუს მთელი პროექტის თანხის 10%-ს, როგორც შემოსავლების დაკარგვით ზიანის მიყენებას.
ნებისმიერი ცვლილება ორგანიზაციაში/პროექტის შეჩერება, ან შეფერხება, რომელიც პირდაპირ არ უკავშირდება შ-- ,,ე---–-----–-----იას“, მიუხედავად იმისა, კლიენტის პასუხისმგებლობაა თუ არა, და რომელიც გაზრდის შ-- ,,ე---–-----–-----იის“ ხარჯებს, უნდა განისაზღვროს ცალ-ცალკე, ან დანართის სახით და მოიცავდეს შეკვეთას, რომლისთვისაც არის განკუთვნილი.
ხელშეკრულებით, ასევე, განისაზღვრა, რომ ,,ცალმხრივად დარღვევის“ შემთხვევაში, შეტყობინების პერიოდი 30 დღეზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო. თუ კლიენტი გააუქმებდა პროექტს, ე---–-----–-----ია ზედნადებს გამოწერდა უკვე მიღებულ ხარჯებს პლიუს კონტრაქტის თანხის 10%-ს, როგორც შემოსავლების დანაკარგის ზიანის მიყენება.
შ---------–----------------იმ“ 2014 წლის 05 დეკემბრის მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად და სრულად. აპელანტმა მიღებული მომსახურების ღირებულების მხოლოდ ნაწილი, მთლიანი თანხის 70%, 161 000 ევრო აუნაზღაურა მოწინააღმდეგე მხარეს.
შ-----------სის“ მიერ შესასრულებელი ფულადი ვალდებულების ოდენობაა 69000 ევრო (სახელშეკრულებო თანხის 30%), ამასთან, აპელანტის მიერ პროექტის შეჩერებით გამოწვეულმა ზიანმა შეადგინა 23 000 ევრო, რაც ზიანის სახით არის გათვალისწინებული ხელშეკრულებაში.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აპელანტს არც სააპელაციო საჩივარში და არც საქმის სააპელაციო წესით განხილვისას სასამართლოს სხდომაზე სადავოდ არ გაუხდია გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები. აპელანტი სადავოდ ხდის მხოლოდ განსჯადობის საკითხს და მიუთითებს, რომ საქმე უნდა განეხილა და გადაწყვეტილება მიეღო მიუნხენის სასამართლოს. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის საფუძვლებთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს შემდეგს:
,,საერთაშორისო კერძო სამართლის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია, თუ მოპასუხეს საქართველოში აქვს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი.
კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ანიჭებს მოსარჩელეს (მოწინააღმდეგე მხარეს) უფლებამოსილებას დავის განსახილველად მიმართოს საქართველოს სასამართლოებს და წამოიწყოს და აწარმოოს სასამართლო პროცესი, ვინაიდან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხის (აპელანტის) იურიდიულ ადგილსამყოფელს წარმოადგენს - თ---–---------------------–------------------–----–--–------------
გარდა აღნიშნულისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებაზე:
22.09.2016 წელს შ-----------ს“ - მა სასამართლოში წარადგინა შესაგებელი, კანონით დადგენილ ვადაში და წესის შესაბამისად, რომლითაც მოპასუხეს (აპელანტს) სადავოდ არ გაუხდია სასამართლოს განსჯადობა და კომპეტენცია (ს/ფ. 107-118). ამასთან, საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისას, 16.11.2017 წლის სასამართლო სხდომაზე, შ-----------ს“ - მა ცნო სარჩელი ნაწილობრივ, 46000 ევროს ნაწილში (16.11.2017 წლის N2/25064-16 სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის ოქმი, ს/ფ. 146-151).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯადი სასამართლო შეიძლება განსჯადი გახდეს იმ შემთხვევაშიც, თუ მოპასუხე წინააღმდეგი არ არის, რომ საქმე განიხილოს არაგანსჯადმა სასამართლომ და თანახმაა მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, ამასთან, თუ მოპასუხე წარმოდგენილი იქნება ადვოკატით ან მიეცემა განმარტება სასამართლოს არაგანსჯადობისა და მისი შედეგების, აგრეთვე იმის შესახებ, რომ მას უფლება აქვს წამოაყენოს შესაგებელი არაგანსჯადობის წინააღმდეგ. სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის ასეთი განმარტების მიცემის შესახებ უნდა აღინიშნოს სასამართლო ოქმში.
პალატა განმარტავს, რომ სამართლებრივი შედეგის მისაღწევად გამიზნული ნება შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, კერძოდ, მოქმედებით, უმოქმედობით, წერილობით, ზეპირად, დუმილით და ა.შ. გამოვლენილ ნებათა კონფლიქტის გადაწყვეტის სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს ნების გამოვლენის განმარტება. კონკლუდენტური მოქმედებების დროს ნების გამოვლენა გამომდინარეობს ფაქტობრივად განხორციელებული მოქმედებიდან, ე.ი. ამ შემთხვევაში მოქმედება უთითებს ნების გამოვლენაზე.
განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ აპელანტმა (მოპასუხემ) საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისას, განახორციელა კანონით მინიჭებული უფლება-მოვალეობები, შესაბამისად, მან ნება გამოავლინა საქართველოს სასამართლოს მიერ საქმის განხილვასა და გადაწყვეტაზე, საპროცესო მოქმედების განხორცილების გზით, რამეთუ მისთვის ცნობილი იყო ყველა ის სამართლებრივი შედეგი რაც მოჰყვებოდა მის მიერ სასამართლოში შესაგებლის წარდგენასა და სარჩელის ნაწილობრივ ცნობას. ამდენად, საქმის მასალებიდან გამომდინარე, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოპასუხე (აპელანტი) წინააღმდეგი არ იყო, რომ საქმე განეხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს, ანუ, მისივე განმარტებით, არაგანსჯად სასამართლოს. აპელანტმა აღნიშნული გარემოება სადავო გახადა მას შემდეგ, რაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პირველი ინსტანციის სასამართლოში, მას შემდეგ, რაც მოპასუხემ (აპელანტმა) განახორციელა მასზე დაკისრებული ყველა საპროცესო მოქმედება. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ საქმის განსჯადობასთან დაკავშირებით ნება უკვე გამოხატული და გამოვლენილია, რომლის თანახმადაც განსჯად სასამართლოს სწორედ საქართველოს სასამართლოები წარმოადგენენ.
რაც შეეხება აპელანტის მითითებას მასზედ, რომ შ-----------სი“ პირველი ინსტანციის სასამართლოში არ იყო წარმოდგენილი ადვოკატით, კერძოდ, შ-----------ს“ - ის ადვოკატი ნ-----–---–---–---ი საქმის განხილვის პერიოდში არ იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, პალატა მიუთითებს შემდეგს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტის თანახმად, სასამართლოში მხარეების წარმომადგენლებად შეიძლება იყვნენ ადვოკატები ან, ,,დ“ პუნქტის შესაბამისად - სხვა ქმედუნარიანი პირები – მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში.
ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოისილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.
პალატას მიაჩნია, რომ ვერც აპელნატის ზემოაღნიშნული მოსაზრება გახდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია შ-----------სის“ მიერ ნ-----–---–---–---ზე გაცემული მინდობილობა (იხ. ს/ფ. 130), რომლითაც შ-----------სის“ დირექტორმა - დ------------–--ემ ნ-----–---–---–---ის მიანიჭა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული უფლებამოსილებები, ამავე კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად. ამდენად, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას მოპასუხე მხარეს წარმოადგენდა და მის უფლებებს იცავდა შესაბამისი უფლებამოსილი პირი, რის გამოც პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას აღნიშნულ ნაწილში. გარდა აღნიშნულისა, პალატა განმარტავს, რომ როგორც აღინიშნა, საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისას 16.11.2017 წლის სასამართლო სხდომაზე შ-----------სის“ წარმომადგენელმა, სწორედ ნ-----–---–---–---მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ - 46000 ევროს ნაწილში, თუმცა, არც სასამართლო სხდომაზე და არც მას შემდეგ, სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო სასამართლოში სასამართლო სხდომაზე მისი უფლებამოსილების საკითხი შ-----------ს“ მხრიდან სადავო არ გამხდარა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობები.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ-----------ს-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.11.2017 წლის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
ოთარ სიჭინავა