განაჩენი

სისხლის სამართლის 31.05.2019
საქმის ნომერი
820100117002133406
ინსტანცია
თარიღი
31.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 820100117002133406

საქმე N 1/ბ-34-18წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

7 მაისი, 2018 წ. ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე

 

პროკურორის - დ----- ხ------–---–ის

მსჯავრდებულის - ლ---- ბ-----ის

ადვოკატის - პ----- ბ---–----ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ლ---- თ-----ის ძე ბ-----ის მიმართ, დაბადებული: 0--------- წ. პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, რეგისტრირებული ხულოს რაიონი სოფელი ლ-------ი პირველი ჩიხი №3, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბათუმი, ი----------ს ქ.№6;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ლ---- ბ-----ემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 17 აგვისტოს, დაახლოებით 07:00 საათიდან 10:00 საათამდე პერიოდში, ქ. ბათუმში, ა---–------–ის დასახლება, მდინარე ჭოროხის მიმდებარე ტერიტორიიდან, ლ---- ბ-----ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ა------- წ---–-----ის ერთ სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს და ა---------– მ--------ის ორ სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, რითაც დაზარალებულებს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 დეკემბრის განაჩენით ლ---- ბ-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა 03 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 01 წელი და 06 თვე განესაზღვრა პენიტენციური დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 01 წელი და 06 თვე, სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 01 წლის და 06 თვის გამოსაცდელი ვადით. ლ---- ბ-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 14 ოქტომბრიდან.

 

2. სააპელაციო საჩივრების არსი:

 

2.1 აპელანტი - ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი რ----- ბ---–----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ლ---- ბ-----ის მიმართ გასაჩივრებულ განაჩენში შეტანილ იქნას საუარესო ცვლილება, მსჯავრდებულს სასჯელის დანიშვნისას ამოერიცხოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილზე მითითება და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით განესაზღვროს ყველაზე მკაცრი სახის და ზომის სასჯელი, შემდეგ მოტივებზე მითითებით: ლ---- ბ-----ეს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება, მას აღკვეთი ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. გამოძიების ეტაპზე ლ---- ბ-----ე არ დაკითხულა, იგი დაკავებულ იქნა 2017 წლის 14 ოქტომბერს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე. სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას არასწორად გამოიყენა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი, ლ---- ბ-----ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია გამოძიებასთან თანამშრომლობას, ვინაიდან იგი გამოძიების დაწყებისთანავე მიიმალა.

 

2.2 აპელანტი - მსჯავრდებულ ლ---- ბ-----ის ინტერესების დამცველი ადვოკატი პ----- ბ---–----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს შეიცვალოს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 დეკემბრის განაჩენი ლ---- ბ-----ის მიმართ და მას თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი მთლიანად ჩაეთვალოს პირობით, ვინაიდან მსჯავრდებული დაკავებისთანავე აღიარებდა დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხასიათდება დადებითად, კმაყოფაზე ჰყავს ოჯახი, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ----- ხ------–---–ს, რომელიც დაეთანხმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

აპელანტს - მსჯავრდებულ ლ---- ბ-----ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს პ----- ბ---–----ეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს თავიანთ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანის დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ლ---- ბ-----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების - ა---------– მ--------ის და ა------- წ---–-----ის ჩვენებებით, მოწმეების - თ------ ა-----ს, თ------–- ვ-–--–-----ის, ი----- ჩ-------–---–ის ჩვენებებით, ამოცნობის ოქმებით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ლ---- ბ-----ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით. განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრებითაა სადაოდ გამხდარი; აპელანტი (პროკურორი) ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი განაჩენში სასჯელის ნაწილში და ლ---- ბ-----ეს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი და მას ამოერიცხოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილზე მითითება, ხოლო დაცვის მხარე ითხოვს მსჯავრდებულს დანიშნული სასჯელი მთლიანად ჩაეთვალოს პირობით.

 

მსჯავრდებულ ლ---- ბ-----ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

საქმეში წარმოდგენილი გამოძიების აღრიცხვის ბარათით ირკვევა, რომ 2017 წლის 17 აგვისტოს სისხლის სამართლის საქმეზე №1----------- დაიწყო გამოძიება იმასთან დაკავშირებით, რომ 2017 წლის 17 აგვისტოს, დილის 07:00 საათიდან 10:00 საათამდე შუალედში, ხელვაჩაურის რაიონის დ-------–--------ის მიმდებარედ მდინარე ჭოროხიდან ლ---- ბ-----ემ მოიპარა სამი სული პირუტყვი და ავტომანქანით გადაიყვანა ოზურგეთის რაიონში სასაკლაოზე.

 

2017 წლის 5 სექტემბრის დადგენილებით ლ---- ბ-----ე ბრალდებულად იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით. მას ბრალდება წარედგინა დაუსწრებლად.

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა პროკურორის შუამდგომლობა და ლ---- ბ-----ეს აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. პატიმრობის ვადა აითვალა მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან. ამავე განჩინებით აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა დაინიშნა 2017 წლის 24 ოქტომბერს.

 

2017 წლის 11 სექტემბრის პროკურორის დადგენილებით ლ---- ბ-----ის მიმართ გამოცხადდა ძებნა.

 

ბრალდებული ლ---- ბ-----ე დაკავებულ იქნა 2017 წლის 14 ოქტომბერს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს უბნის ისნპექტორ-გამომძიებლის მიერ, ქ.ბათუმში, გ------–ის ქუჩაზე.

 

საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი.

 

სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ სასჯელის დანიშვნა აღნიშნული მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად მოხდეს, სახეზე უნდა გვქონდეს სამი პირობა: 1. ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე); 2. ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს; 3. თანამშრომლობს გამოძიებასთან. თუ აღნიშნულიდან ერთ-ერთი პირობა არ გვაქვს სახეზე, სასჯელის დანიშვნა სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაუშვებელია.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, საპროცესო შეთანხმების გარდა, სახეზე უნდა გვქონდეს შემდეგი გარემოებები: ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე); ითანამშრომლა გამოძიებასთან.

 

ამდენად, პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებისათვის ორივე პირობა კუმულაციურად უნდა არსებობდეს.

 

მსჯავრდებულმა ლ. ბ-----ემ საქმის არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა ჩადენილი დანაშაული, აანაზღაურა ზიანი, მაგრამ რაც შეეხება გამოძიებასთან თანამშრომლობას, ასეთს ადგილი არ ჰქონია, რადგანაც გამოძიების დაწყებისთანავე ლ---- ბ-----ე მიიმალა. საქმეში ასევე არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომელიც მისი (მსჯავრდებულის) დახმარებით იქნებოდა მოპოვებული.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ლ---- ბ-----ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების საფუძველი არ არსებობს, რის გამოც პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ამ ნაწილში საფუძვლიანი და კანონიერია, უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენში სასჯელის ნაწილში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება, კერძოდ კი, მსჯავრდებულს სასჯელი უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთის სახით საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების გარეშე; ამასთან, გათვალისწინებით იმ გარემოებებისა, რომ ლ. ბ-----ემ საქმის არსებითი განხილვისას აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სადაოდ არ გაუხდია, დაზარალებულებს აუნაზღაურა მიყენებული ზიანი, სასამართლო არ მიიჩნევს მიზანშეწონილად მსჯავრდებულს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი, შესაბამისად, ამ ნაწილში პალატა არ იზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ლ---- ბ-----ის მიმართ დანიშნული სასჯელის მთლიანად პირობითად ჩათვლის თაობაზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე, 298-ე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

მსჯავრდებულ ლ---- ბ-----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის პ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 დეკემბრის განაჩენში შეტანილ იქნას ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

ლ---- ბ-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.

 

ლ---- ბ-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 14 ოქტომბრიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შემდეგ, ორი სული პირუტყვი, ძროხის თავი, ტყავი და ხორცი, რომელიც ჩაბარდა მესაკუთრეებს, დარჩეს მათ საკუთრებაში.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე