განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 100100118002622871
საქმე №1/ბ-695-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 ნოემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა---------– გ-------ს ძე კ-------ის მიმართ, დაბადებული: 1--- წლის 17 ი----ს, პირადი ნომერი: 5----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ჭ--------ა, სოფელი მ-----------------,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ა---------– კ-------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 12 აგვისტოს, დაახლოებით 20 საათზე ჭ--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ----------------ში მცხოვრებმა, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ა---------– კ-------ემ მამას – გ------- კ-------ეს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისას ყელში ძლიერად მოუჭირა ხელი, წააქცია, რის შემდეგაც სახის და ტანის არეში ხელ–ფეხის ორჯერ დარტყმით, მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი ხარისხის დაზიანება მის მოუშლელად, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 სექტემბრის განაჩენით ა---------– კ-------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე;
მსჯავრდებულ ა---------– კ-------ეს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 13 აგვისტოდან 2018 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით - 10 დღე;
მსჯავრდებულ ა---------– კ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორი ი-–-- გ--–------ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 სექტემბრის განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ა---------– კ-------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას, რაც პირობით არ იქნება გამოყენებული. შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მსჯავრდებული ა. კ-------ე ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნისას, ვერ აკონტროლებს საკუთარ ქცევას. მან მთვრალ მდგომარეობაში ყოფნისას ასაკოვან მამას მიაყენა ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა, რასაც შესაძლოა უფრო მძიმე შედეგიც მოჰყოლოდა. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ამგვარი სახის დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარებას პრევენციული ხასიათი ექნება მომავალში ანალოგიური სახის დანაშაულთა თავიდან აცილებისთვის. მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციული, მისი პიროვნებიდან და ჩადენილი ქმედების საშიშროებიდან გამომდინარე დანიშნული სასჯელით ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ა---------– კ-------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ა---------– კ-------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ - გ------- კ-------ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების: ლ--–- კ-------ის, ნ---- კ-------ის და ფ-------- ა-------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დაკავების ოქმით, ნიმუშის აღების ოქმით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით; შემაკავებელი ორდერის ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ა---------– კ-------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ა---------– კ-------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორის ი-–-- გ--–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ა---------– კ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ა---------– კ-------ეს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 13 აგვისტოდან 2018 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით - 10 დღე;
მსჯავრდებულ ა---------– კ-------ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შესაბამის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
მსჯავრდებულ ა---------– კ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს; განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გათავისუფლდეს ყადაღისაგან ა---------– კ-------ის (პ/ნ 5----------); გ------- კ-------ის (პ/ნ 5----------), გ------- კ-------ის (პ/ნ 5----------), თ----- კ-------ის (პ/ნ 5----------), ლ-----------ის (პ/ნ 5----------), ლ--–- კ-------ის (პ/ნ 5----------), მ------ კ-------ის (პ/ნ 5----------) და ნ---- კ-------ის (პ/ნ 5----------) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის საკადასტრო მონაცემებია: სარეგისტრაციო ზონა ჭ--------ა 3-, ს--------------------, კ--------–----, ნაკვეთი 2--- მდებარე ჭ--------ა, სოფელ მ----------------ში;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მაკა გორგოძე