განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117001905281
საქმე N1ბ/54-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: შორენა ყაველაშვილმა
თამთა სირაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ლ---- ჟ----–---–--ის
ადვოკატის: ტ---- რ------ის
მსჯავრდებულის: გ------ რ------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ გ------ რ------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ტ---- რ------ის, ასევე ქ. თბილისის გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის პროკურორის ლ---- ჟ----–---–--ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------ რ------ის (დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ს--------------------–------------------------------–-------------------–-------–-------------------------------------) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ------ რ------ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით.
მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 18 მარტს, საღამოს საათებში, გ------ რ------ემ უკანონოდ შეაღწია ქ. თბილისში, ხ--------- ქ---- N----–- მდებარე საცხოვრებლ სახლში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა თ----- წ---–-------ი-–----ს კუთვნილ ,,ვ-----------“ ფირმის კომპიუტერის მონიტორს, ღირებულს 140 (ასორმოცი) ლარად, რომელიც შემდეგ ჩააბარა ქ. თბილისში ხ------–---–----------–- მდებარე ტექნიკის ლომბარდში.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 18 მარტს, საღამოს საათებში, გ------ რ------ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ქ. თბილისში, ხ--------- ქ---- N----–- მცხოვრებ თ----- წ---–-------ი-–----ს კუთვნილ ,,ვ-----------“ ფირმის კომპიუტერის მონიტორს, ღირებულს 140 (ასორმოცი) ლარად, რომელიც შემდეგ ჩააბარა ქ. თბილისში ხ------–---–----------–- მდებარე ტექნიკის ლომბარდში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 დეკემბრის განაჩენით:
გ------ რ------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 177-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
გ------ რ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სართლის კოდექსის სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, იმავე 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
გ------ რ------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 27 მარტიდან - 2017 წლის 29 მარტის ჩათვლით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ------ რ------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ტ---- რ------ემ, ასევე ქ. თბილისის გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ---- ჟ----–---–--ემ.
ქ. თბილისის გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის პროკურორის ლ---- ჟ----–---–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და გ------ რ------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუქტით.
მსჯავრდებულ გ------ რ------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ტ---- რ------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულის დამატებთი სასჯელისგან, ჯარიმისგან გათავისუფლება.
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის პროკურორის, ასევე მსჯავრდებულ გ------ რ------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ტ---- რ------ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად, თუმცა პალატა არ ეთანხმება დასაბუთების ნაწილში, რაც ქვემოთ იქნება განხილული.
პირველი ინსტანციის სასამართლოში, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ თ----- წ---–------ი-–----ს ჩვენებით დასტურდება, რომ იგი ქ. თბილისში, ხ--------- ქ---- N----–- ცხოვროს. 2015 წელს მასთან გ------ რ------ე, რამდენიმე თვის განმავლობაში, ოჯახთან ერთად მდგმურად ცხოვრობდა. გადასვლის შემდეგ ხანდახან მოდიოდა და ნახულობდა. საჭიროების შემთხვევაში დაზარალებული ეხმარებოდა. ბინა გაარემონტებინა, რაშიც გარკვეული ანაზღაურება მისცა. 2017 წლის 17 მარტს მსჯავრდებული დაზარალებულთან სახლში მივიდა და შეთანხმდნენ, რომ გ------ რ------ე შაბათს მანქანას გაურეცხავდა. პარასკევს ბიძის გარდაცვალების გამო, თ----- წ---–------ი-–---- ს-----------–- წავიდა, რაც გ------ რ------ეს აცნობა. 19 მარტს ღამით, დაახლოებით 12:00 საათისათვის სახლში დაბრუნებულმა დაზარალებულმა საძინებელში შესვლისას ნახა, რომ კომპიუტერის მონიტორი აღარ იყო. თ----- წ---–------ი-–----ს განმარტებით, მსჯავრდებულმა იცოდა, რომ სახლში მონიტორი ჰქონდათ, ასევე მის გარდა არავინ იცოდა მისი სახლში არყოფნის შესახებ. ძირითადად სახლის კარი ღია იყო და ღამე თუ დაკეტავდნენ. ეზოს ჭიშკარს გასვლისას კეტავენ და მდგმურებიც დაკაკუნების გარეშე ვერ შედიან. კარი დაზიანებული არ იყო, სახლის ან ეზოს გასაღები გ------ რ------ეს არ ექნებოდა. მსჯავრდებულმა იცოდა სახლის შესასვლელ-გამოსასვლელი. შემთხვევის დღეს სახლში იყო მამამისი, რომელსაც სავარაუდოდ ქურდობის დროს ეძინა, ამასთან ინსულტის გამო ყურთასმენა დაქვეითებული აქვს, შესაბამისად ვერ გაიგო, თუ როგორ შევიდა გ------ რ------ე. დაზარალებულის განმარტებით, გ------ რ------ე შესაძლოა ჩვეულებრივ შესულიყო სახლში, როგორც სტუმარი და ,,გავლაზე რაღაც წაიყოლა“. მომხდარის შესახებ მას ერთი კვირის განმავლობაში პოლიციაში არ განუცხადებია. იფიქრა, რომ გ------ რ------ე ნივთს თავად დააბრუნებდა. დაახლოებით 24 მარტს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, თ----- წ---–------ი-–---მა პოლიციაში განცხადება დაწერა. მას მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და პირველი ინსტანციის სასამართლოში, სასამართლო სხდომაზე ითხოვა მხოლოდ კუთვნილი მონიტორის დაბრუნება.
მოწმე რ----- მ–----ს ჩვენებით ირკვევა, რომ იგი მუშაობს შსს გ-–-----------–------- სამმართველოს პოლიციის პ------–------------–---- დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელად. მის მიერ მიღებული ინფორმაციის თანახამდ, თბილისში ხ--------- ქ----ზე მცხოვრები თ----- წ---–------ი-–----ს კუთვნილი კომპიუტერის მონიტორის ქურდობა უნდა ჩაედინა გ------ რ------ეს, რომელმაც კომპიუტერის მონიტორი ჩააბარა ხ------–---–-ს ქ----ზე მდებარე ლომბარდში, საიდანაც აპირებდა გატანას და გაყიდვას.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შსს გ-–-----------–------- სამმართველოს პოლიციის პ------–------------–---- თანამშრომლის ი-----–- პ-------–---–-ს ჩვენებით დგინდება, რომ 2017 წლის 27 მარტს რ----- მ–----ს მიერ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ის და ნ------- გ-------- გავიდნენ გლდანის ,--------------–------------------- მიმდებარედ, სადაც გ------ რ------ეს გაეცნენ, როგორც პოლიციის თანამშრომლები. ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც შარვლის ჯიბიდან ამოიღეს მოყვითალო ფერის ფურცელი, რომელიც იყო სალომბარდე ხელშეკრულება, მასში მითითებული მისამართი, სადაც გ------ რ------ემ მონიტორი ჩააბარა, ხოლო ხელშეკრულების საგნად მითითებული იყო მონიტორი.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს შსს გ-–-----------–------- სამმართველოს პოლიციის პ------–------------–---- თანამშრომელმა ნ------- გ--------მ.
მოწმე ლ-–- ც----------ს ჩვენებით დასტურდება, რომ მუშაობს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–------- სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელად. 2017 წლის 27 მარტს, მოქალაქე თ----- წ---–------ი-–---მა განცხადებით მიმართა პოლიციას, მონიტორის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით. დაზარალებულმა განმარტა, რომ მისი საცხოვრებელი სახლის შესასვლელიდან, მარჯვენა მხარეს, მაგიდაზე ედო მონიტორი. შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს ექსპერტებმა, გადაიღეს ფოტოები და შემთხვევის ადგილი დაამუშავეს დაქტილოსკოპიური ფხვნილით. სახლს ჰქონდა შესასვლელი ერთი კარი სამზარეულოს მხრიდან და გამოსასველელი უკანან მხრიდან, კარს ჰქონდა საკეტი, რომელსაც გარეგნული დათვალიერებით დაზიანება არ აღენიშნებოდა. რ----- მ–----ს პატაკის საფუძველზე, ი-----–- პ-------–---–მა და ნ------- გ--------მ დააკავეს გ------ რ------ე, რომლის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს სალომბარდე ხელშეკრულება. ლომბარდის ოპერატორმა დაადასტურა გ------ რ------ის მიერ მონიტორის ჩაბარების ფაქტი. მონიტორი გადაუდებელი აუცილებლობით იქნა ამოღებული. სერიული ნომერი შეესაბამებოდა დაზარალებულის წარმოდგენილ ყუთზე არსებულს. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მონიტორის ღირებულება წარმოადგენდა 140 ლარს.
პირველი ინსტანციის სასამართლოში, სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა გ------ რ------ემ ნაწილობრივ აღიარა წარდგენილი ბრალდება და განაცხადა, რომ თ----- წ---–-------ი-–---თან, წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში, ოჯახთან ერთად მდგმურად ცხოვრობდა. სახლის მეპატრონეებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მათი არყოფნის შემთხვევაში სახლს მას აბარებდნენ. ახალ წლამდე, ორი თვით ადრე თ----- წ---–-----ს მისთვის რემონტის თანხა 250 ლარი ჰქონდა მისაცემი, საიდანაც გადაუხადა მხოლოდ 100 ლარი. შემთხვევის დღეს დაზარალებულმა რემონტის თანხის მისაცემად დაიბარა, თუმცა სახლში არ დახვდა, არც სატელეფონო ზარზე უპასუხა, 20 წუთის ლოდინის შემდეგ დაზარალებულ თ----- წ---–----- - ი-–----ს საცხოვრებელი სახლის ეზოში, ყუთიდან ფარულად აიღო კომპიუტერის მონიტორი, რომელიც დაზარალებულის სახლში რემონტის გაკეთებისას თავად შეინახა სხვა ნივთებთან ერთად. კომპიუტერის მონიტორი იყო ძალიან მტვრიანი, თავისი მაისურით გაწმინდა და ლომბარდში ჩააბარა. დაკავების დღეს ხელფასი უნდა აეღო, კომპიუტერი გამოეტანა და დაზარალებულისთვის დაებრუნებინა, მაგრამ სანამ ლომბარდთან მივიდოდა, ორმა პირმა გააჩერა და განყოფილებაში გადაიყვანეს. მან აღიარა მონიტორის ქურდობის ფაქტი, რის შემდეგაც იზოლატორში გადაიყვანეს.
სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული ლომბარდის ოპერატორის, თ---------- წ--–-----ს მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებით (ბრალდების მხარის მითითებით, მოწმე სავარაუდოდ იმყოფება საზღვარგარეთ და მისი სასამართლოში წარმოდეგნის ყველა გზა ამოწურულია) დასტურდება, რომ 2017 წლის 18 მარტს გ------ რ------ემ ლომბარდში ჩააბარა ,,ვ-----------“ ფირმის ერთი ცალი მონიტორი, მასზე არსებულ ორ კაბელთან ერთად, რომლის სანაცვლოდაც აიღო 70 ლარის ოდენობით თანხა.
ამოღების ოქმის თანახმად, ქ. თბილისში, ხ------–---–-ს ქ.-----–- მდებარე ლომბარდიდან ამოიღეს ერთი ცალი შავი ფერის კომპიუტერის მონიტორი, რომელსაც წინა მხარეს აქვს წარწერა ლათინური ასოებით ,,V----------------------------------- მონიტორის უკანა მხარეს დაკრულია სტიკერი, სადაც აღნიშნულია წარწერები ,----------------------”, ასევე მოდელი და სერიული ნომერი. მონიტორის მოდელის ნომერი V------, ხოლო სერიული ნომერი: R------------ მონიტორის მეორე მხარეს დაკრულია შავი ფერის სტიკერი, სადაც აღნიშნულია სერიული ნომერი: R------------ სალომბარდე ხელშეკრულება არის 1 ცალი მოყვითალო ფერის თაბახის ფურცელი, სადაც აღნიშნულია ხელშეკრულების ნომერი 3---, შედგენის თარიღი 18.3.2017 წ., თანხა და ხელშეკრულების საგანი, მეორე გვერდზე დატანილია გ------ რ------ის პასპორტის ქსეროასლი.
პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2017 წლის 27 მარტს გ------ რ------ის ჩხრეკის შედეგად მისი შარვლის წინა, მარჯვენა ჯიბიდან ამოიღეს ერთი ცალი, ყვითელი ფერის თაბახის ფურცელი, რომელიც წარმოადგენს სალომბარდო ხელშეკრულებას N3---, ხელშეკრულებაში მითითებულია მხარეთა ვინაობა, პირადი მონაცემები, პირობები და საგანი, კერძოდ, ერთი ცალი მონიტორი.
სალომბარდე N3--- ხელშეკრულების თანახმად, იგი გაფორმებულია, ერთის მხრივ სალომბარდე სამსახურის ი----------------–---–---’ და მეორე მხრივ მოქალაქე გ------ რ------ეს შორის 2017 წლის 18 მარტს. გირაოს საგანია კომპიუტერის მონიტორი, რომელსაც მოჰყვება ორი კაბელი. სესხის თანხა შეადგენს 70 ლარს.
2017 წლის 26 აპრილის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის N----- და ექსპერტ ნ--- ქ--------ს ჩვენების თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი მონიტორი ,,W-----------------” model:V-------ის საბაზრო ღირებულება, არსებული ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგენს 140 (ასორმოცი) ლარს.
2017 წლის 27 მარტის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტია მოწმე თ----- წ---–------ი-–----ს მიერ წარმოდგენილი კომპიუტერის მონიტორის ყუთი, რომელსაც აქვს წარწერა ლათინური ასოებით ,,V--------’’, ყუთის ზედა მხარეს ლათინური ასოებით წარწერებია ,,V------------------------------- ასევე ყუთზე არის წარწერები ლათინური ასოებით ,,-----------------------, მონიტორის ყუთის გვერდითა მხარეს არის დაკრული მოთეთრო ფერის სტიკერი, რომელზეც აღნიშნულია მონიტორის მოდელი და სერიული ნომერი ,,M-----------: V------, SERIAL NUMBER: R------------
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, 2017 წლის 28 მარტს მოწმე თ----- წ---–------ი-–----ს მონაწილეობით დათვალიერდა 2017 წლის 27 მარტს ქ. თბილისში ხ------–---–-ს ქ---- N---ში მდებარე ი----------------–---–--- ლომბარდიდან ამოღებული კომპიუტერის ერთი ცალი მონიტორი, რომელიც დალუქულია შავი ფერის პოლიეთილენის პაკეტში ლუქით პაკეტებისათვის 2------, ლუქზე აღნიშნულია ხელმოწერები და დასმულია თარიღი, პაკეტში მოთავსებულია ერთი ცალი, შავი ფერის კომპიუტერის მონიტორი, მონიტორს წინა მხარეს აქვს წარწერა ლათინური ასოებით ,,V--------”, ასევე მონიტორზე ქვედა კუთხეში აღინიშნება წარწერები ,,H----------------------’, მონიტორს უკანა მხარეს ამოტვიფრულია წარწერა ლათინური ასოებით, ,,V--------”, მასზე უკანა მხარეს მიერთებულია ორი ცალი, შავი ფერის კაბელი, რომელთაგან ერთ-ერთს შესაერთებელი ბოლოები მოცისფრო ფერის აქვს. დათვალიერებაში მონაწილე თ----- წ---–------ი-–----ს განმარტებით, მონიტორი, რომელიც მას საცხოვრებელი სახლიდან მოჰპარეს, ასეთივე შავი ფერის იყო, ჰქონდა წარწერები სწორედ იმ ადგილებში, სადაც აქვს დასათვალიერებელ მონიტორს. მისი კუთვნილი მონიტორი იყო ,,ვ-----------“ ფირმის. თ----- წ---–------ი-–----ს განმარტებით, მონიტორზე, რომელიც მას მოჰპარეს იყო მიერთებული სწორედ ესეთი შავი ფერის, ორი ცალი კაბელი, ასევე მონიტორი იყო სწორედ იმ ზომის, როგორიც დასათვალიერებელი ობიექტი, მონიტორზე უკანა მარცხენა მხარეს დაკრულია მოთეთრო ფერის სტიკერი, რომელზეც არის წარწერები, ,,V--------” ასევე V------. სტიკერზე ასევე დატანილია მონიტორის სერიული ნომერი და მოდელი, M-----------: V------ და SERIAL NUMBER R------------.
2017 წლის 27 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თბილისში გ-–--------------–-, ხ--------- ქ---- N----–-. საცხოვრებელი სახლი ეკუთვნის თ----- წ---–------ი-–---ს და არის ერთსართულიანი. საცხოვრებელი სახლის ეზოში შედიხარ ლითონის კარის საშუალებით. საცხოვრებელი სახლს აქვს ორფრთიანი ხის კარები, რომელსაც ზედა მხარეს, ჩარჩოში მინა აქვს ჩასმული. აღნიშნული კარიდან შედიხარ სამზარეულოში, ხოლო სამზარეულოდან ორფრთიანი ხის კარის საშუალებით გადიხარ მისაღებ ოთახში. მისაღები ოთახიდან ორფრთიანი ხის კარის საშუალებით გადიხარ საძინებელ ოთახში, სადაც შესასვლელიდან მარჯვნივ დგას მოყავისფრო ფერის კომპიუტერის ხის მაგიდა, მაგიდაზე დევს ორი ცალი „დინამიკი“ და კომპიუტერის შავი ფერის კეისი, მაგიდას მარჯვენა მხარეს აქვს სამი ცალი უჯრა, დათვალიერებაში მონაწილე თ----- წ---–------ი-–---მა მიუთითა მაგიდაზე და განმარტა, რომ სწორედ იქ იდო კომპიუტერის მონიტორი, რომელიც მას მოჰპარეს 2017 წლის 18 მარტს. შემთხვევის ადგილი დამუშავდა დაქტილოსკოპიური ფხვნილით, მაგრამ რაიმე სახის კვალი არ აღმოჩენილა და არ ამოღებულა.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული ხ------- მ---------ის ჩვენებით დასტურდება, რომ მის მიერ დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, ბინაში უკანონოდ შეღწევასთან დაკავშირებით არავითარი კვალი არ იქნა აღმოჩენილი.
ანალოგიური დასტურდება ხ------- მ---------ესთან ერთად შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე გამომძიებელ გ------- ნ--------ის ჩვენებითაც.
პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, უტყუარი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც საფუძვლად დაედებოდა გ------ რ------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.
უპირველეს ყოვლისა პალატა მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 297-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნატზე, რომლის თანახმადაც სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. განსახილველ შემთხვევაში, მართალია პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა გ------ რ------ის ქმედების საქარათველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებაა, თუმცა ბრალდების მხარე ძირითადად აპელირებს იმ გარემოებაზე და მიუთითებს იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ დაზარალებულის საცხოვრებელი სახლში გ------ რ------ის შესვლას და იქედან კომპიუტერის მონიტორის აღებას, პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული ფაქტობრივი გარემოება პირველი ინსტანციის სასამართლომაც დადგენილად მიიჩნია, თუმცა მოსაზრებას, რომ გ------ რ------ეს ქურდობა, ბინაში უკანონო შეღწევით არ ჩაუდენია, სასამართლომ საფუძვლად დაუდო ის გარეოება, რომ ბინაში შესვლის მიზნით მას წინააღმდეგობა არ გადაულახავს. მითითებულ გარემოებაზე კი ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივარში ყურადღეაბას არ ამახვილებს.
მიუხედავად სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებისა, ბრალდების მხარის მოთხოვნიდან გამომდინარე პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს ყველა იმ გარემოებაზე, რის საფუძველზეც სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------ რ------ის ქმედება არ უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ გ------ რ------ემ სახლიდან აიღო კომპიუტერის მონიტორი, იზიარებს სააპელაციო პალატაც. საქმეში არსებული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე, საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით დგინდება, რომ მსჯავრდებული კომპიუტერის მონიტორს ფარულად დაეუფლა დაზარალებულის საცხოვრებელი სახლიდან, (აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება არ გაუსაჩივრებია დაცვის მხარესაც, უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვის ეტაპზე დააზუსტა, რომ იგი სრულად ეთანხმება და სადავოდ არ ხდის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს), თუმცა მტკიცებულება იმისა, რომ გ------ რ------ე დაზარალებულის სახლში შევიდა იმის გამო, რომ ფარულად დაუფლებოდა მის კუთვნილ ნივთებს არ არსებობს. პალატა ყურადღებას მიაპყრობს დაზარალებულის ჩვენებას, რომლის თანახმად ირკვევა, რომ გ------ რ------ესთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა და იგი მათთან სტუმრადაც მიდიოდა, ბინაც მას გაარემონტებინა, რაშიც გარკვეული ანაზღაურება მისცა. დაზარალებულის განმარტებითვე შემთხვევის დღესაც შესაძლოა მსჯავრდებული ჩვეულებრივ შესულიყო სახლში, როგორც სტუმარი და ,,გავლაზე რაღაც წაიყოლა“. თავად მსჯავრდებულის ჩვენების თანახმად, შემთხვევის დღეს თ----- წ---–------ სახლში არ დახვდა, არც ძახილზე გამოეპასუხა არავინ და არც სატელეფონო ზარზე, 20 წუთის ლოდინის შემდეგ, აიღო კომპიუტერის მონიტორი. შესაბამისად საქმის მასალებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ გ------ რ------ეს თავიდანვე (სახლში შესვლამდე) ამოძრავებდა ქურდობის განზრახვა, ხოლო დაზარალებულის ჩვენებების ანალიზის შემდგომ არ გამოირიცხება ეჭვი იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებული დაზარალებულის საცხოვრებელ სახლში შესულიყო, როგორც სტუმარი და როდესაც სახლში არავინ დახვდა, მას შემდგომ გასჩენოდა მას ქურდობის განზრახვა.
ამასთან სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მიტივაციას იმის თაობაზე, რომ ბინაში შეღწევა უკანონოა, თუ იგი ხორციელდება წინააღმდეგობის გადალახვის გზით ბინაში შესვლით, სასამართლოს მითითებით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ქურდობის ჩადენის დროს სახლის კარი ან/და ეზოს ჭიშკარი იყო დაკეტილი, იგი სავარაუდოდ იყო ღია, აღნიშნულის გათვალისწინებით თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბინაში შესვლის მიზნით გ------ რ------ეს არანაირი წინააღმდეგობა არ გადაულახავს და შესაბამისად ქურდობა, ბინაში უკანონო შეღწევით არ ჩაუდენია. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ბინაში შესვლის დროს, ბინის მფლობელის ნების არარსებობა ბარიერია და უნებართვოდ ბინაში შესვლა, ქურდობის ან სხვა სახის დანაშაულის ჩადენის მიზნით, წარმოადგენს ბინაში უკანონო შეღწევას, მიუხედავად იმისა იყო თუ არა სახლის კარი დაკეტილი, ან საერთოდ გააჩნდა თუ არა სახლს კარი. მთავარია, რომ ქმედების ჩამდენი პირისთვის აღქმადი იყოს, რომ იგი შედის სხვის მფლობელობაში არსებულ შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე, ამ შემთხვევაში საცხოვრებელ სახლში. ქმედების ამ მუხლით კვალიფიკაციისთვის, აუცილებელ პირობას არ წარმოადგენს ისეთი წინააღმდეგობის გადალახვა, როგორიც არის ფანჯრიდან შესვლა, კარის გატეხვა და ა.შ.
ზემოხსენებული მტკიცებულებების შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგ არ გამოირიცხება ეჭვი, რომ გ------ რ------ეს ჰქონდა სტუმრის სტატუსით დაზარალებულის სახლში შესვლის ლეგიტიმური უფლება, მითუფრო აღნიშნულზე თავად დაზარალებული მიუთითებს. ბრალდების მხარემ კი სასამართლოში ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან, შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა, რომ გ------ რ------ე დაზარალებულის სახლში შევიდა არა როგორც სტუმარი, (რომელსაც შემდეგ გაუჩნდა ქურდობის განზრახვა), არამედ შეაღწია ნივთის ფარულად დაუფლების განზრახვით, რა შემთხვევაშიც მართებული იქნებოდა მისი ქმედების დაკვალიფიცირება სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (ქურდობა ბინაში უკანონო შეღწევით).
რაც შეეხება მსჯავრდებულ გ------ რ------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ტ---- რ------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულის დამატებთი სასჯელისგან, ჯარიმისგან გათავისუფლების თაობაზე, აღნიშნულს პალატა ვერ გაიზიარებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ------ რ------ისთვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
სასჯელის დანიშვნის დროს პალატა ასევე ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობას. გ------ რ------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, თუმცა ამავდროულად ითვალისწინებს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივ საშიშროებას, მისი ქმედების შედეგად დამდგარ შედეგს. იმას, რომ ქურდობა ქონებრივ ზიანს აყენებს მესაკუთრეს და ხასიათდება მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროებით, ვინაიდან ხელყოფს მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მას განესაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატა ეთანხმება. ამასთან დაცვის მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე გ------ რ------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების დამადასტურებელი რაიმე დამატებითი მტკიცებულებები არ წარმოდგენილა, რაც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებაზე და დამატებთი სასჯელისგან, ჯარიმისგან გათავისუფლებაზე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის პროკურორის ლ---- ჟ----–---–--ის, ასევე მსჯავრდებულ გ------ რ------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ტ---- რ------ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 7 დეკემბრის განაჩენი.
გ------ რ------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 177-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
გ------ რ------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
გ------ რ------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 27 მარტიდან - 2017 წლის 29 მარტის ჩათვლით.
მსჯავრდებულ გ------ რ------ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. გ------ რ------ეს დაევალოს პრობაციის ბიუროს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ გ------ რ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით შეტანილი თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
ნივთმტკიცება:
კომპიუტერის მონიტორი დალუქულ მდგომარეობაში (F--------), რომელიც ინახება შსს გ-–-----------–------- სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალა 1 (ერთი) დისკზე დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. №32 ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /შ. ყაველაშვილი/