განაჩენი

სისხლის სამართლის 03.06.2019
საქმის ნომერი
330100119002869652
ინსტანცია
თარიღი
03.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002869652

საქმე №1b/825-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

03 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მოსამართლე: მურმან ისაევი

 

ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ----- ქ--------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) მ----- კ--–--–-–---–ის მიმართ, (დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი - 2----------- უმაღლესი განათლებით, განქორწინებული, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ქ-----–--–-----------–---------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–--–----------–--------------------------------ში) დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ----- კ--–--–-–---–მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ზემოაღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ნასამართლევი მ----- კ--–--–-–---–ი 2019 წლის 12 თებერვალს, დაახლოებით 00:30 საათზე, თბილისში, ჩ----------------ში, ყოფილ მეუღლეს - მ----------ა ქ------–--ლს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც მ----------ა ქ------–--ლს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ გაუხდიათ სადავოდ. აღნიშნულის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 08 აპრილის განაჩენით:

 

მ----- კ--–--–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც, სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი - ჯარიმა 1400 (ათას ოთხასი) ლარის ოდენობით და, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მ----- კ--–--–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 1400 (ათას ოთხასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, მ----- კ--–--–-–---–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ჩაითვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 08 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ----- ქ--------–-–---–მა და ითხოვა პირველი ინსტანციის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ მსჯავრდებულ მ----- კ--–--–-–---–ის მიმართ მაქსიმალურ ზღვართან მიახლოვებული თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა. აპელანტის პოზიციის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ მ----- კ--–--–-–---–ის მიმართ გამოიყენა ზედმეტად ლოიალური სასჯელი, სრულად არ გაითვალისწინა მ----- კ--–--–-–---–ის პიროვნება და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი. აპელანტის აზრით, მსჯავდებულ მ----- კ--–--–-–---–ისთვის შეფარდებული სასჯელი ვერ გახდება შემაკავებელი ხასიათის იმისა, რომ მან მომავალშიც არ ჩაიდინოს დანაშაული. დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზანს, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, ვინაიდან იგი ძალიან მსუბუქია.

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი მსჯავრდებულ მ----- კ--–--–-–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები კვალიფიკაციის თვალსაზრისით შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ მ----- კ--–--–-–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეში არსებული, პირველი ინსტანციის სასამართლოში უდაოდ ცნობილი მტკიცებულებების (დაზარალებულ მ----------ა ქ------–--ლის გამოკითხვის ოქმები; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი; შემაკავებელი ორდერი და შემაკავებელი ორდერის ოქმი; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 05 ოქტომბრის განაჩენი, რომელიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია) შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ მსჯავრდებულ მ----- კ--–--–-–---–მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დასჯადია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ხოლო იგივე დანაშაულის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენისას ქმედების კვალიფიკაციისთვის აუცილებელია ამ მუხლთან ერთად მე-111 მუხლზე მითითება, რაც ცხადყოფს, რომ სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლით განხორციელებული ქმედება ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ. სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი,ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე, ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ ეს დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ, მუქარაში. აღნიშნული ნორმა დაფუძნებულია არა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების განხორციელებით. მუქარის შინაარსი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. არ არის აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ე.ი იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედებების ჩასადენად, მთავარია მუქარამ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში გამოიწვიოს.

 

სასჯელთან დაკავშირებით, პალატა მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „პირველ რიგში, მოტივირებული უნდა იყოს თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).

 

სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულების შესაძლებლობას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. დანიშნული სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გახდეს მომავალში მსჯავრდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, ვერ დაეთანხმება ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ----- ქ--------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ მ----- კ--–--–-–---–ისთვის მაქსიმალურ ზღვართან მიახლოვებული თავისუფლების აღკვეთის შეფარდების თაობაზე. პალატა მიუთითებს, რომ მსჯავრდებულმა მ----- კ--–--–-–---–მა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართმსაჯულების განხორციელებას. სწორედ აღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებები იქნა გათვალისწინებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის საკითხების გადაწყვეტის დროს.

 

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოყენებულ იქნა აღნიშნულ სასჯელთაგან ყველაზე მძიმე ფორმა - თავისუფლების აღკვეთა. თავის მხრივ, გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ვადა - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით (წარმოადგენს ადეკვატურ სასჯელს მსჯავრდებულ მ----- კ--–--–-–---–ის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით. პალატა ასევე აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად იქნა გამოყენებული საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განაჩენთა ერთობლიობით სასჯელთა შეკრება. მოცემულ შემთხვევაში სასჯელთა შთანთქმის მაგივრად გამოყენებულ იქნა სასჯელთა შეკრების მეთოდი და მსჯავრდებულ მ----- კ--–--–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 1400 (ათას ოთხასი) ლარის ოდენობით. პალატის აზრით, კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე, მ----- კ--–--–-–---–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ჩათვლა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად 2 (ორი) წლის განსაზღვრა, რომელიც სრულად შეესაბამება მსჯავრდებულ მ----- კ--–--–-–---–ის მიერ ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას.

 

სააპელაციო პალატას მიზანშეუწონილად მიაჩნია მსჯავრდებულ მ----- კ--–--–-–---–ის მიმართ განსაზღვრული სასჯელის ზომის შეცვლა.

 

პალატას მიუთითებს, რომ მსჯავრდებულმა მ----- კ--–--–-–---–მა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართმსაჯულების განხორციელებას. პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც არ იყო ცნობილი პირველი ინსტანციის სასამართლოში სასჯელის განსაზღვრისას. ასეთ ვითარებაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა, მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მ----- კ--–--–-–---–მა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, კრიმინალის შემცირებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ----- ქ--------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 08 აპრილის განაჩენი მსჯავრდებულ მ----- კ--–--–-–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილითა და 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ----- ქ--------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 08 აპრილის განაჩენი მ----- კ--–--–-–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი.

 

მ----- კ--–--–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც, სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი - ჯარიმა 1400 (ათას ოთხასი) ლარის ოდენობით და, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მ----- კ--–--–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 1400 (ათას ოთხასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, მ----- კ--–--–-–---–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მ----- კ--–--–-–---–ს დაევალოს, პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

მ----- კ--–--–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ერთი ცალი დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.#32ა) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა), განჩენის გამოტანიდან ერთ თვის ვადაში.

 

მოსამართლე: მურმან ისაევი