განაჩენი

სისხლის სამართლის 03.06.2019
საქმის ნომერი
180100118002649225
ინსტანცია
თარიღი
03.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 180100118002649225

საქმე №1ბ/447-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

30 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - ჯ----–-------–-–---–ის,ადვოკატ - ა-–-----------------ის,მსჯავრდებულ - ბ----------------ნის მონაწილეობით,მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ჯ----–-------–-–---–ის, მსჯავრდებულ ბ----------------ნის და მისი ადვოკატის ა-–-----------------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ბ-------------------------------ის მიმართ - დაბადებული 19---–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------–----------------------------------ში, ამჟამად პენიტენციური დეპარტამენტის N8 დაწესებულების პატიმარი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (2018 წლის 2 აპრილის ეპიზოდი); სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (2018 წლის 1 მაისის ეპიზოდი); 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 10 მაისის ეპიზოდი).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენით:

ბ----------------ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 2 აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

 

ბ----------------ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 1 მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

ბ----------------ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 10 მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

საქათველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ზომის სასჯელები და საბოლოოდ, ბ----------------ნს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

ბ----------------ნის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა;

ბ----------------ნს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან 2018 წლის 16 მაისიდან.

 

ბ----------------ნს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (2018 წლის 2 აპრილის ეპიზოდი);

 

მანვე ჩაიდინა, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (2018 წლის 1 მაისის ეპიზოდი);

 

ასევე, ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (2018 წლის 10 მაისის ეპიზოდი).

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2018 წლის 02 აპრილს, დაახლოებით 01:00 საათზე, ბ----------------ნმა უკანონოდ შეაღწია ქ.თბილისში, რ-------------------–--–-------ში მდებარე ი------------------ას ავტო-სამრეცხაოში ძალაყინის გამოყენებით, საკეტის დაზიანების გზით, საიდანაც ფარულად დაეუფლა ზ-------–------–---–ის ხალიჩას, ღირებულს 160 ლარად და ი------------------ას კუთვნილ, გერმანული წარმოების წნევით სარეცხ აპარატს, ე.წ. „კერხერს“, ღირებულს 2 000 ლარად, 1 ცალ 50 ლიტრიან წნევის სატუმბ ხელსაწყოს ე.წ. „კომპრესორს“, ღირებულს 350 ლარად, 1 ცალ „ომაქსის“ ფირმის 50 ლიტრის ტევადობის ქაფის ბალონს, ღირებულს 350 ლარად, 1 ცალ ვერცხლისფერ მტვერსასრუტს, ღირებულს 250 ლარად, 1 ცალ ელექტრო შესადუღებელ აპარატს, ღირებულს 300 ლარად, 1 ცალ „perfect”-ის ფირმის სალარო აპარატს, ღირებულს 350 ლარად და 1 ცალ პლასტმასის მილების შესადუღებელ უთოს თავისივე მწვანე ფერის ყუთით, ღირებულს 45 ლარად. ბ----------------ნმა დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებულ ი------------------ასთვის 3645 ლარის, ხოლო ზ-------–------–---–ისათვის 160 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

2018 წლის 01 მაისს, დაახლოებით 23:00 საათზე, ბ----------------ნმა ძალაყინის გამოყენებით, საკეტის დაზიანების გზით, უკანონოდ შეაღწია ქ------–--–-------------------–-----------------------–--–------ში მდებარე ი----------------ას კუთვბილ ავტო-სამრეცხაოში, საიდანაც ფარულად დაეუფლა გერმანული წარმოების წნევით სარეცხ აპარატს ე.წ. „კერხერს“ ღირებულს 1 500 ლარად, 1 ცალ 20 ლარად ღირებულ ქაფის მისასხმელ ბალონს. ბ----------------ნმა დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებულ ი----------------ასთვის 1520 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

2018 წლის 10 მაისს, შუადღისით, ზუსტი დრო დაუდგენელია, ბ----------------ნმა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, უკანონოდ შეაღწია მცხეთის რაიონის სოფელ ნ-----–ი მდებარე თ------------–---ს საცხოვრებელ სახლში და ფარულად დაეუფლა, თ------------–---ს კუთვნილ სხვადახვა საოჯახო ნივთებს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 7555 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ჯ----–-------–-–---–მა, მსჯავრდებულმა ბ----------------ნმა და მისმა ადვოკატმა ა-–-----------------მა.

 

ბრალდების მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით, იმ საფუძველზე მითითებით, რომ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათს და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

დაცვის მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით, კერძოდ ბ----------------ნისათვის 4 (ოთხი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა და სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლა. აპელანტს განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სასჯელის ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლომ სრულად არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები; კერძოდ - მან აღიარა და მოინანია დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, სადაოდ არ გაუხდია მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულთა უმრავლესობას პრეტენზია არ გააჩნია მის მიართ; ყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, მათ შორის ერთი დიაბეტით დაავადებული, ასევე ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. ამ და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულს უნდა განესაზღვროს უფრო მსუბუქი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. მსჯავრდებულ ბ----------------ნის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებულების - ი----------------ას, ი------------------ას,ზ-------–------–---–ის, თ------------–---ს გამოკითხვის ოქმებს; სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნებს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს; ამოღებულ ნივთმტკიცებებს; მოწმეების - გ--------------------------–------–---–-----------–--–---–---–------–----------–---–-------------------------------------------–ის გამოკითვის ოქმებს; ჩატარებულ საგამოიებო ექსპერიმენტს,ავტომანქანის ჩხრეკის ოქმს და ჩხრეკისას ამოღებულ ნივთმტკიცებებს; დაქტილოსკოპიურ, ოდოროლოგიურ, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნებს; ბრალდებულის დაკავების ოქმს, ნივთის - ხალიჩის ამოცნობის ოქმს, ნივთის - უთოს ამოცნობის ოქმს; სალარო აპარატის დათვალიერების ოქმს; ნივთის - „კერხერის“ ამოცნობის ოქმს; ნივთის - ქაფის ბალონის ამოცნობის ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბ----------------ნის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (2018 წლის 2 აპრილის ეპიზოდი); სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (2018 წლის 1 მაისის ეპიზოდი); 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 10 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტს და მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ბ----------------ნის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მიერ მითითებულ არგუმენტებს სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ამასთან, სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ბ----------------ნის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მათ შორის ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ბრალდებულის პირადი და ეკონომიკური პირობები, დანაშაულის ჩადენის მოტივი, მიზანი და ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე მსჯავრდებულს განუსაზღვრა სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, რასაც სააპელაციო პალატა ეთნხმება და მიიჩნევს, რომ მისი დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ მითითებულ არგუმენტებს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემცირებასა და ნაწილობრივ პირობითად ჩათვლასთან დაკავშირებით, პალატა ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარებას და მონანიებას, ასევე მის პირად და ოჯახურ მდგომარეობას; თუმცა ჩადენილი დანაშაულის გავრცელებული ხასიათის, ხერხის, მისი საზოგადეობრივი საშიშროების, მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, ასევე იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ბ----------------ნს მსჯავრი დაედო დროის მცირე მონაკვეთში სამი დამოუკიდებელი დანაშაულებრივი ეპიზოდის ჩადენისათვის, პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება და დანიშნული სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლა. მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნულია ადეკვატური, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაცო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ჯ----–-------–-–---–ის, ასევე მსჯავრდებულ ბ----------------ნისა და მისი ადვოკატის - ა-–-----------------ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენი;

 

ბ----------------ნი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 2 აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

 

ბ----------------ნი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 1 მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

ბ----------------ნი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 10 მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

საქათველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი ზომის სასჯელები და საბოლოოდ, ბ----------------ნს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

ბ----------------ნის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

 

ბ----------------ნს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2018 წლის 16 მაისიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

სტილენსის ფირმის ტელევიზორის ყუთი, “LG”-ის ფირმის პლაზმური ტელევიზორი, “LG”-ის ფირმის მონაცრისფრო ფერის ნოუთბუქი თავისი ჩანთით და დამატებით, ვინჩესტერის “WALTTER M 13”-ის მოდელის ფირმის თოფი, ოთხი ცალი 12 კალიბრის ვაზნით, ორი ნახატი, ერთი ცალი მოვერცხლისფრო ბეჭედი, “STILENS” ფირმის პლაზმური ტელევიზორი და პულტი, ასევე პროცესორი და მონიტორი; ყვითელი “KARCHER”-ის ფირმის კერხერი რეზინისმილით და ე.წ. „პისტოლეტით“, რკინის ძალაყინი და ერთი ცალი რკინის საბურავის მოსახსნელი ქანჩი, კრემისფერი ყვავილებიანი ხალიჩა, სონის ფირმის მობილური ტელეფონი, მწვანე ფერის ე.წ. ბარგალკა, ყვითელი ფერის ქაფის ბალონი, შავი ფერის დურბინდი, შავი ფერის “PERTEQT S” ფირმის სალარო აპარატი, მწვანე ფერის რკინის ყუთში მოთავსებული პლასტმასის მილების შესადუღებელი უთო, გორგოლაჭებიანი ყვითელი ფერის “KARCHER”-ის ფირმის კერხერი დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს, სუნის ნიმუშები, დ/ბარათები, ხელთათმანი განადგურდეს, ხოლო ორი ცალი DVD დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.კაპანაძე