განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.04.2019
საქმის ნომერი
120310018002528832
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
23.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 120310018002528832

საქმე №3ბ/332-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

23 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე ილონა თოდუა

 

სხდომის მდივანი - მარინე კახაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია;

წარმომადგენელი - თ--------ე;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი----- გ---–--ე;

 

მესამე პირი - კ-----------–--ე;

მესამე პირი - მ---------------ი;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალდებულება;

 

გასაჩივრებული განჩინება - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

1. აპელანტის მოთხოვნა:

 

1.1. გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ი----- გ---–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკურ და იურიდიულ პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის განკარგულება N- (----------წ) ი----- გ---–--ის ნაწილში. დაევალა მოპასუხე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი გადაწყვეტილების მიღება ი----- გ---–--ის მოთხოვნის ნაწილში.

 

2.2. დასკვნები დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. 2----–-–---------------ს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა ი----- გ---–--ემ და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ბორჯომის რაიონი სოფელ ჩ-------ი. ი----- გ---–--ის მიერ არ იქნა წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

განცხადებაზე წარდგენილი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაცია 2-----–-–----------------ის N------ მიმართვით გადაეგზავნა ბორჯომის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.

 

აღნიშნული მიმართვის პასუხად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2----–-–---------ს, წარმოდგენილ იქნა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის N- განკარგულება, რომლის თანახმად, დაინტერესებული პირის, ი----- გ---–--ის (პ/ნ------------) განცხადება, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ იქნა დაკმაყოფილებული.

 

სარეგისტრაციო წარმოებისას ვერ იქნა მოძიებული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, ასევე, ი----- გ---–--ის განცხადება, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, არ იქნა დაკმაყოფილებული და შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ (იხ.ტომი 1, სფ. 32-33).

 

2.2.2. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–------------–ის ადგილზე დათვალიერების N- ოქმით დადგენილია, რომ ი----- გ---–--ე ითხოვს 310 კვმ. სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზედ განთავსებული 17.27 კვმ. შენობა - ნაგებობის აღიარებას ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩ-------ში.

 

აღნიშნული ოქმის თანახმად, უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთზე განთავსებულია არაასაცხოვრებელი შენობა, რომლის ერთი კედელი დანგრეულია, მიწის ნაკვეთი არ არის შემოღობილი. ერთ მხარეს ესაზღვრება საავტომობილო გზა, მეორე მხარეს ღელე (იხ. ტომი 1, სფ. 52-54).

 

2.2.3. 2018 წლის 10 აპრილს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას განცხადებით მიმართა კ------------–--ემ და მიუთითა, რომ სახლი შეიძინა ს------–- გ---–--ისაგან სოფელ ჩ-------ში. სახლს ჰქონდა მეასედნახევარი მიწის ნაკვეთი ზედმდგარი შენობა -ნაგებობით, რომელსაც ცხოველების სადგომად იყენებდნენ 2005 წლიდან და ფლობს დღემდე. ფართში არის მისი ნივთები. სახლის შეძენის თანხაში იგულისხმებოდა აღნიშნული ნაკვეთიც, მაგრამ ვერ გაიფორმა, ვინაიდან არც მას ჰქონდა გაფორმებული. აღნიშნული მიწის ნაკვეთი არის სადავო და ვერ ახერხებს პატარა ოთახის ჩადგმასაც. მეზობლებისგან შეიტყო, რომ ი----- გ---–--ეს წარდგენილი აქვს განცხადება მის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და ითხოვს კომისიამ არ დააკაყოფილოს მოთხოვნა მიწის ნაკვეთის აღიარების შესახებ (იხ. ტომი 1, სფ. 26-27).

 

2.2.4. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2----–-–------------–ის N- ოქმი თანახმად, წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისა და ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია არასაცხოვრებელი შენობა, რომლის ერთი კედელი დანგრეულია. მიწის ნაკვეთი არ არის შემოღობილი. ერთ მხარეს ესაზღვრება საავტომობილო გზა, ხოლო მეორე მხარეს ღელე.

 

დოკუმენტაციაში წარდგენილია კ-----------–--ის განცხადება, რომელიც აღნიშნავს, რომ აღნიშნულ სათავსოსა და მიწის ნაკვეთს 2005 წლიდან დღემდე ფლობს მისი ოჯახი, რასაც უდასტურებენ მოწმეები. განმარტავს, რომ ი----- გ---–--ის მოთხოვნა არ შეესაბამება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ'' საქართველოს კანონით და ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ'' საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და ითხოვს უარი ეთქვა ი----- გ---–--ეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფ. ჩ-------ში 310 კვ.მ. სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზედ განთავსებული 17,27 კვ.მ. შენობა - ნაგებობის აღიარებაზე (იხ. ტომი 1, სფ.55-64).

 

2.2.5. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2----–-–-------------–ის N- ოქმით და 2-----–-–------------ის N- განკარგულებით ი----- გ---–--ეს უარი ეთქვნა საკუთრების უფლების აღიარებაზე 310კვმ. სასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთზე და მასზედ განთავსებულ 17.27კვმ. შენობა- ნაგებობაზე, მდებარე ბორჯომის რაიონი სოფელ ჩ-------ი (იხ. ტომი 1, სფ. 55-64).

 

2.2.6. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავჯდომარემ 2----–-–----------ის N------- მიმართვით აცნობა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ი----- გ---–--ეს, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2-----–-–--------------–ის N- ოქმით ი----- გ---–--ეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე 310 კვმ. სასოფლო -სამეურნეო მიწის ნაკვეთზე (იხ. ტომი 1, სფ. 65).

 

2.2.7. 2----–-–----------------ს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა მარინა ბექაურმა და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ბორჯომის რაიონი სოფელ ჩ-------ი. განცხადებაზე წარდგენილი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაცია 2----–-–-------------ს N----- მიმართვით გადაეგზავნა ბორჯომის მუნიციპალიტეტის აღიარების კომისიას (იხ. ტომი1, სფ. 163, 165).

 

2.2.8. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–-------------–ის N- ოქმით და 2----–-–----------ის N- განკარგულებით მ---------------ს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე 310კვმ. სასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთზე და მასზედ განთავსებულ 17.27კვმ. შენობა - ნაგებობაზე, მდებარე ბორჯომის რაიონი სოფელ ჩ-------ი (ტომი 1, იხ. სფ. 55-64; 177-179).

 

3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქმის განმხილველმა სასამართლომ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლი და განმარტა, რომ ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

 

ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს და იმ ორგანოების უფლებამოსილებას, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენენ სახელმწიფოს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–------------–ის ადგილზე დათვალიერების N- ოქმით დადგენილად მიიჩნია, რომ ი----- გ---–--ე ითხოვდა 310 კვმ. სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზედ განთავსებული 17.27 კვმ. შენობა - ნაგებობის აღიარებას ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩ-------ში.

 

სასამართლომ აღნიშნული ოქმის თანახმად მიუთითა, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთზე განთავსებულია არაასაცხოვრებელი შენობა, რომლის ერთი კედელი დანგრეულია, ამასთან შენობის არსებობა დადასტურებულია ფოტოსურათებით. მიუთითა, რომ საქმის მასალებში წარდგენილია კ-----------–--ის განცხადება, რომელიც აღნიშნავს, რომ აღნიშნულ სათავსოსა და მიწის ნაკვეთს 2005 წლიდან დღემდე ფლობს მისი ოჯახი, რასაც უდასტურებენ მოწმეები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, ი----- გ---–--ისათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე, ყურადღება გაამახვილა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე და მიუთითა, რომ ,,თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. შესაბამისად იმისათვის, რომ სახეზე იყოს მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, სასამართლომ განმარტა, რომ აუცილებელ პირობას წარმოადგენს დაინტერესებული პირი არა მხოლოდ კანონის ამოქმედებამდე (2007წელი), არამედ შემდეგაც უწყვეტად უნდა ფლობდეს სადავო მიწის ნაკვეთს. ამასთან მიუთითა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ი----- გ---–--ის განცხადების განხილვისას ადმინისტრაციული წარმოებისას არ დაუდგენია ფაქტობრივი გარემოება ი----- გ---–--ე თუ რომელ წლიდან ფლობდა სადავო უძრავ ქონებას და ხომ არ მომხდარა მოსარჩელის მხრიდან უძრავი ქონების ფლობელობის/თვითნებურად დაკავების შეწყვეტა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ისე გამოსცა ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, რომ არ გამოუკვლევია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, საქმეში არ ჩაურთავს დაინტერესებული პირები, ასევე სასამართლომ დაუსაბუთებელად მიიჩნია თუ რატომ არ ჩათვალა შენობა აშენებულად, როდესაც თვით ადგილზე დათვალიერების ოქმით და ფოტოსურათების ჩანს აშენებული შენობა, ასევე არ დაუდგენია მოსარჩელის მხრიდან უძრავი ქონების ფლობელობი/თვითნებურად დაკავების ფაქტი და ის გარემოება, ადგილი ხომ არ ქონია მოსარჩელის მხრიდან უძრავი ქონების ფლობელობის შეწყვეტას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტი - ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკურ და იურიდიულ პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–---------ის N- განკარგულება, რომლითაც ი----- გ---–--ეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე 310 კვმ. სასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთზე და მასზედ განთავსებულ 17.27კვმ. შენობა - ნაგებობაზე, მდებარე ბორჯომის რაიონი სოფელ ჩ-------ში გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.

 

4. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

4.1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს და განმარტავს, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი რომელიც არ უნდა გამოყენებინა. მიუთითებს, რომ კანონის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი არასაცხოვრებელი შენობა უნდა იყოს სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისაგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით, გარდა დროებითი შენობისა.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ შენობა, რომლის საფუძველზე ი----- გ---–--ე ითხოვს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას, არის დანგრეული, არ წარმოადგენს იმ სახის შენობას რომელიც აკმაყოფილებს კანონის ნორმა. შენობას არ აქვს სახურავი, არ გააჩნია ერთი კედელი მისი გამოყენება შეუძლებელია თუნდაც რაიმე დანიშნულებით.

 

აპელანტი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამოიყენა კანონი რომელიც გაუქმებულია და მისივე განმარტებით, მოქმედი კანონის აუცილებელი მოთხოვნაა, უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის შემოღობილ მდგომარეობაში ყოფნა, რაც წარმომადგენლის განმარტებით, არ იქნა გათვალისწინებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ასაღიარებელ მიწის ნაკვეთს არ გააჩნია არანაირი საზღვარი, იგი წარმოადგენს სოფლის გზის მიმდებარე ტერიტორიას. ასევე მიუთითებს, რომ 2005 წლიდან მოსარჩელეს გაყიდული აქვს ბორჯომის რაიონის სოფელ ჩ-------ში საცხოვრებელი სახლი და ამის შემდგომ არანაირი კავშირი სოფელთან და მით უმეტეს სადავო მიწის ნაკვეთთან არ გააჩნია. აპელანტი მიიჩნევს, რომ თვითნებურად დაკავება სადავო მისი ნაკვეთის სახეზე არ არის.

 

5. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

5.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ნაწილობრივ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

უპირველესყოვლისა პალატა მიუთითებს, რომ დავის საგანს წარმოადგენს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკურ და იურიდიულ პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–---------ის N- განკარგულების (ი----- გ---–--ის ნაწილში) და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკურ და იურიდიულ პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარის 2----–-–----------ის N------- წერილის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ი----- გ---–--ის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრებად აღიარების თაობაზე.

 

პალატა განმარტავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულაცია შეეხება ორი სახის ურთიერთობას. ურთიერთობას, რომელიც გამომდინარეობს მიწის მარლთზომიერი მფლობელობიდან და მიწის თვითნებურად დაკავებიდან.

 

პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში საკითხი ეხება მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტს და აღნიშნულის საფუძველზე წარმოშობილ ურთიერთობას.

 

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტის მიხედვით, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს, ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

მითითებული ნორმის ანალიზის საფუძველზე უნდა აღინიშნოს, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დაკანონების უფლებას წარმოშობს პირის ფაქტობრივი დამოკიდებულება მოთხოვნილი ნივთისადმი, რომელიც გამოვლინდება ნივთის მფლობელობასა და სარგებლობაში.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ განიხილა ი----- გ---–--ის განცხადება, რომელიც ითხოვდა საკუთრების უფლების აღიარებას 310კვმ. სასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთზე და მასზედ განთავსებულ 17.27კვ.მ შენობა -ნაგებობაზე, მდებარე ბორჯომის რაიონი სოფელ ჩ-------ში.

 

ასევე დადგენილია, რომ 2----–-–------------–ს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას განცხადებით მიმართა კ-----------–--ემ (----------------ის მეუღლე) და მიუთითა, რომ მან შეიძინა სახლი ს------–- გ---–--ისაგან სოფელ ჩ-------ში. სახლს ჰქონდა მეასედნახევარი მიწის ნაკვეთი ზედმდგარი შენობა - ნაგებობით, რომელსაც ცხოველების სადგომად იყენებდა 2005 წლიდან და ფლობს დღემდე. ფართში მოთავსებულია მისი ნივთები. სახლის შესაძენად გადახდილ თანხაში მოიაზრებოდა აღნიშნული ნაკვეთიც. ვინაიდან მიწის ნაკვეთი არის სადავო ვერ ახერხებს პატარა ოთახის ჩადგმასაც. მეზობლებისგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ ი----- გ---–--ემ აღიარების კომისიაში წარადგინა განცხადება მის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და ითხოვს უარი ეთქვეს ი----- გ---–--ეს მიწის ნაკვეთის აღიარებაზე.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის განხილვაშ იმყოფებოდა მ---------------ის განცხადება, რომელიც ითხოვდა საკუთრების უფლების აღიარებაზე 310 კვმ. სასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთზე და მასზედ განთავსებულ 17.27კვმ. შენობა - ნაგებობაზე, მდებარე ბორჯომის რაიონი სოფელ ჩ-------ში.

 

დადგენილია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–-------------–ის N- ოქმით და 2----–-–----------ის N- განკარგულებით, როგორც მ---------------ს, ასევე ი----- გ---–--ეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე 310 კვმ. სასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთზე და მასზედ განთავსებულ 17.27კვმ. შენობა - ნაგებობაზე, მდებარე ბორჯომის რაიონი სოფელ ჩ-------ში.

 

მოცემულ შემთხვევაში სახეზეა კომისიის მიერ ერთდროულად ი----- გ---–--ის და მ---------------ის განცხადებების განხილვა, რომლითაც მოთხოვნილი იყო ერთი და იგივე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარება და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ერთიდაიმავე ოქმით და განკარგულებით განცხადების ავტორებს უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ისე რომ ადმინისტრაციული წარმოებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოწვეული არ ყოფილა დაინტერესებული პირები ერთ შემთხვევაში მ---------------ი და მეორე შემთხვევაში ი----- გ---–--ე, მაშინ როდესაც ორივე შემთხვევაში მოთხოვნილი იყო ერთიდაიგივე უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარება და სახეზე იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული საფუძველი. კერძოდ, ,,ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში", შესაბამისად პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ადმინისტრაციულ წარმოებაში მოეწვია დაინტერესებული პირები.

 

განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია და პალატა არ მსჯელობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–------------–ის N- ოქმის და 2----–-–----------ის N- განკარგულების კანონიერებაზე, რომლითაც მ---------------ს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე, რადგან აღნიშნული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი არ წარმოადგენდა დავის საგანს.

 

პალატა მიუთითებს, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტს რომლის თანახმად, კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით განსაზღვრული წესით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით (ადმინისტრაციული წარმოების ზოგადი დებულებანი. მარტივი ადმინისტრაციული წარმოება) დადგენილი წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

პალატა განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე გამოიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს. კანონმდებლის მიერ გაკეთებული ეს დათქმა გულისხმობს ისეთ შემთხვევებს, როდესაც მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად მოსალოდნელია ადამიანის უფლებების არსებითი შეზღუდვა ან საჯარო ინტერესებზე არსებითი ზეგავლენის მოხდენა. მოცემულ შემთხვევაში კი კანონმდებელმა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ფორმალური წარმოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით გამოცემა გაითვალისწინა საკითხის სპეციფიკურობიდან გამომდინარე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 108-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო აცნობებს ყველა დაინტერესებულ მხარეს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას ადმინისტრაციულ წარმოებაში. დაინტერესებულ მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს თავისი მოსაზრება ან შუამდგომლობა ადმინისტრაციული წარმოების ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. იმავე კოდექსის 110-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დროს ადმინისტრაციული ორგანო გადწყვეტილებას იღებს მხოლოდ ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე. დაინტერესებულ მხარეებს უნდა ეცნობოთ ზეპირი მოსმენის შესახებ მის გამართვამდე 7 დღით ადრე მაინც და მოწვეულ იქნენ ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. იმავე კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად, საქმის გარმოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები; შეაგროვოს ცნობები; მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა და ა. შ.

 

ზემოაღნიშნულ ფაქტობრივი გარემოებებსა და სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ისე გამოსცა ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, რომ არ გამოუკვლევია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, საქმეში არ ჩაურთავს დაინტერესებული პირები, ასევე დაუსაბუთებელია, თუ რატომ არ ჩათვალა შენობა აშენებულად, როდესაც თვით ადგილზე დათვალიერების ოქმით და ფოტოსურათების ჩანს აშენებული შენობა, ასევე არ დაუდგენია მოსარჩელის მხრიდან უძრავი ქონების მფლობელობის/თვითნებურად დაკავების ფაქტი და ის გარემოება, ადგილი ხომ არ ჰქონია მოსარჩელის მხრიდან უძრავი ქონების მფლობელობის შეწყვეტას, ასევე არ არის შესწავლილი კ-----------–--ის საკუთრებითი ინტერესი. ამასთან პალატა დამატებით მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

განსახილველ შემთხვევაში პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ მოსარჩელეს დაუსაბუთებლად, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე ეთქვა უარი საკუთრების უფლების აღიარებაზე.

 

პალატა ასევე ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს აპელირებას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მეოთხე ნაწილზე და განმარტავს, რომ როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. ხოლო რაც შეეხება ადმინისტრაციული ორგანოს აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოყენებული კანონი გაუქმებულია, აღნიშნულზე პალატა განმარტავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ დღეის მდგომარეობით გაუქმებული სამართლებრივი ნორმა მართალია მოხსენიებულია გამოყენებულ კანონმდებლობათა ჩამონათვალში თუმცა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არ არის მითითებული და არ არის გამოყენებული საკითხის გადაწყვეტის საფუძვლად. ამდენად, აღნიშნული გარემოება პალატის მოსაზრებით ცალსახად წარმოადგენ ტექნიკურ ხარვეზს რაც არ შეიძლება მიჩენული იქნეს გადაწყვეტილების გაუქმების ერთერთ საფუძვლად.

 

რაც შეეხება მხარის მიერ გასაჩივრებულ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკურ და იურიდიულ პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარის 2----–-–----------ის N------- წერილს პალატა მიუთითებს, რომ სადავო წერილით, კომისიის თავჯდომარემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ი----- გ---–--ეს აცნობა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2-----–-–--------------–ის N- ოქმით ი----- გ---–--ეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე 310 კვმ. სასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთზე.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველ ნაწილზე რომლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

პალატა ასევე მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი განიმარტება როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება მაშინ შეიძლება მივიჩნიოთ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად, როდესაც ეს ქმედება ცალმხრივად მკაცრად განსაზღვრული სამართლებრივი შედეგისკენ არის მიმართული. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ცნების ეს ელემენტი აღწერს მის სამართლებრივ ბუნებას, რომელიც მიმართულია ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისკენ ე.ი აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას. სამართლებრივი მოწესრიგების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემით განხორციელებული ღონისძიება ადმინისტრაციული ორგანოს ნების შესაბამისად იქითკენ არის მიმართული, რომ ცალმხრივად და შესასრულებლად სავალდებულო ძალით უშუალოდ სამართლებრივი შედეგი წარმოშვას. მოწესრიგება, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ცნების ელემენტი, არა გვაქვს, როდესაც საჯაროსამართლებრივი ღონისძიება პირდაპირ სამართლებრივ შედეგს არ იწვევს, ე.ი. როდესაც საჯარო დაწესებულების მხრიდან მხოლოდ ინფორმაციის, რჩევა - დარიგების ან ახსნა - განმარტების მიწოდებასთან გვაქვს საქმე.

 

აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესიდან გამომდინარე ცხადია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტი მხოლოდ მაშინ ჩაითვლება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად, როდესაც იგი კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მომტანია მხარისათვის, რის გამოც ის დამოუკიდებლად ექვემდებარება გასაჩივრებას. ზემოაღნიშნულ სადავო წერილს კი ცალსახად მოსარჩელისათვის სამართლებრივი შედეგი არ წარმოუშვია. აღნიშნულით მხოლოდ აცნობა კომიისის თავმჯდომარემ აღიარების კომისიის მიერ უკვე მიღებული გადაწყვეტილება და მისი შინაარსი.

 

ამდენად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკურ და იურიდიულ პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარის 2----–-–----------ის N------- წერილი არ წარმოადგენს დამოუკიდებელი დავის საგანს, იმდენად, რამდენადაც ის არ არის დამოუკიდებელი სამართლებრივი შედეგების მომტანი სამართლებრივი აქტი.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლის თანახმად, სასამართლო განჩინებით წყვეტს საქმის წარმოებას, თუ იგი არ აკმაყოფილებს ამავე კოდექსის 22-25-ე მუხლით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკურ და იურიდიულ პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარის 2----–-–----------ის N------- წერილი წარმოადგენს ინფორმაციული ხასიათის დოკუმენტს, რომელიც არ აწესებს, არ ცვლის, არ წყვეტს და არც ადასტურებს მოსარჩელის უფლებებსა და მოვალეობებს და შესაბამისად, სამართლებრივი ბუნებით არ წარმოადგენს ინდივიდუალურ აქტს, რის გამოც, სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული კონკრეტული სასარჩელო მოთხოვნაზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი.

 

6. პროცესის ხარჯები:

 

6.1. აპელანტი, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განთავისუფლებულია სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 32-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება გაუქმდეს და შეცვლით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. ი----- გ---–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკურ და იურიდიულ პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–---------ის N- განკარგულება ი----- გ---–--ის ნაწილში და დაევალოს მოპასუხე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ მიიღოს ახალი გადაწყვეტილება ი----- გ---–--ის მოთხოვნის ნაწილში;

 

4. ი----- გ---–--ის სასარჩელო მოთხოვნაზე - ბათილად იქნეს ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკურ და იურიდიულ პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარის 2----–-–----------ის N------- წერილი, შეწყდეს წარმოება;

 

5. მხარეს განემარტოს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;

 

6. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

7. გადაწყვეტილება (გარდა სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტისა) შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;

 

8. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. N7ა), მხარეთათვის განჩინების ასლის ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში.

 

მოსამართლე ილონა თოდუა