განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330310018002432834 (3ბ/3517-18)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - მერაბ ლომიძე
სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი
აპელანტები (მოსარჩელეები) - ს---------–---–---–ი, ლ--–--------–---–ი
წარმომადგენელი - გ---------------------ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
მესამე პირი - ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობა
წარმომადგენელი - მ---------------–--ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს---------–---–---–ის და ლ--–--------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2009 წლის 24 თებერვალს წერილობით მიმართა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს და წარუდგინა 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული ოჯახების სახელობით სია, რომელთა შორის, ერთ ოჯახად იყო მითითებული ნ-----–--------–---–---–ის, ს-----ი მ--–---–---–ის და ლ--–--------–---–ის ოჯახი. აღნიშნული მიმართვით, ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ითხოვა წარდგენილი ოჯახებისათვის ფულადი კომპენსაციის გაცემა, რადგან მათ უარი განაცხადეს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
2.2. ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2009 წლის 24 თებერვლის წერილობით მიმართვამდე, იმავე გამგეობის მოთხოვნით, ოჯახის შემადგენლობისა და ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის მიზნით, მოსარჩელეებმა ს---------–---–---–მა და ლ--–--------–---–მა წარადგინეს ნოტარიულად დამოწმებული მათი თანხმობა, სადაც აღინიშნა, რომ ისინი თანახმა იყვნენ მათ შვილს ნ-----–--------–---–---–ს მიეღო მისი კუთვნილი საკომპენსაციო თანხა.
2.3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს იძულებით გადაადგილებულ პირთა მონაცემთა ბაზაში ნ-----–--------–---–---–ი, მოსარჩელეები ს-----ი მ--–---–---–ი და ლ--–--------–---–ი საკომპენსაციო თანხის მიმღებ ერთ ოჯახად არიან რეგისტრირებულნი.
2.4. მოსარჩელეების ს---------–---–---–ის და ლ--–--------–---–ის შვილმა ნ-----–--------–---–---–მა, როგორც ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა, 2009 წლის 10 მარტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღო საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის საკომპენსაციო ფულადი თანხა.
2.5. ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 18 თებერვლის ცნობის და გ--------------–---–ის, კ--------–---–---–ის და მ----------–---ის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობების მიხედვით, მოსარჩელეები ს---------–---–---–ი და ლ--–--------–---–ი ცხოვრობდნენ ცალკე ოჯახად.
2.6. მოსარჩელე ს---------–---–---–მა 2018 წლის 12 მარტს განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და ითხოვა მისი ოჯახის საცხოვრებელის ფართით დაკმაყოფილება, რაზეც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, 2018 წლის 19 მარტის წერილობითი მიმართვით მას უარი უთხრა იმ საფუძვლით, რომ მის ოჯახს უკვე მიღებული ჰქონდა შესაბამისი ფულადი კომპენსაცია.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.7. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველასათვის გარანტირებულია თავისი უფლებებისა და თავისუფლებების სასამართლოს მეშვეობით დაცვის უფლება. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. ამრიგად, სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული ნორმების დეფინიციიდან გამომდინარე, გასაჩივრებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 19 მარტის №------------- წერილობითი მიმართვა მოსარჩელეების - ს---------–---–---–ის და ლ--–--------–---–ის ოჯახის საცხოვრებელი ფართით ან ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება ქმედების განხორციელების დავალების მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან მოსარჩელეთა მოთხოვნა მათი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის გადაცემასთან დაკავშირებით.
2.8. საქალაქო სასამართლომ უპირველეს ყოვლისა მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომელიც ნორმატიულ-სამართლებრივად გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებას დაამკვიდრონ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა, ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. საქართველოს მოქალაქეთა სახელმწიფოს მიერ მფარველობა ასევე გულისხმობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოს. კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, რომ აღნიშნული პირები არ დარჩნენ საცხოვრებლით უზრუნველყოფის გარეშე. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა, ხოლო იმავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ და ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ლ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №240 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ (შემდგომში − სამოქმედო გეგმა) შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს. მითითებული წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ წესის შესაბამისად არ განიხილება იმ დევნილი ოჯახების განაცხადებები, რომლებსაც, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და ერთჯერადი ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის იმ დევნილი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)მა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებით საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2009 წლის 24 თებერვალს წერილობით მიმართა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს და წარუდგინა 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული ოჯახების სახელობით სია, რომელთა შორის, ერთ ოჯახად იყო მითითებული ნ-----–--------–---–---–ის, ს-----ი მ--–---–---–ის და ლ--–--------–---–ის ოჯახი და აღნიშნული მიმართვით, ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ითხოვა წარდგენილი ოჯახებისათვის ფულადი კომპენსაციის გაცემა, რადგან მათ უარი განაცხადეს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. ამასთან, ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, 2009 წლის 24 თებერვლის წერილობით მიმართვამდე, იმავე გამგეობის მოთხოვნით, ოჯახის შემადგენლობისა და ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის მიზნით, მოსარჩელეებმა ს---------–---–---–მა და ლ--–--------–---–მა წარადგინეს ნოტარიულად დამოწმებული მათი თანხმობა, სადაც აღინიშნა, რომ ისინი თანახმა იყვნენ მათ შვილს ნ-----–--------–---–---–ს მიეღო მისი კუთვნილი საკომპენსაციო თანხა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს იძულებით გადაადგილებულ პირთა მონაცემთა ბაზაში ნ-----–--------–---–---–ი, მოსარჩელეები ს-----ი მ--–---–---–ი და ლ--–--------–---–ი საკომპენსაციო თანხის მიმღებ ერთ ოჯახად არიან რეგისტრირებულნი. ამრიგად, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების გარდა, რომლებიც მოსარჩელეების და ნ-----–--------–---–---–ის ერთ ოჯახად ყოფნას ადასტურებენ, თვით მოსარჩელეებმა დაადასტურეს აღნიშნული გარემოება მითითებული ნოტარიულად დამოწმებული თანხმობების წარდგენით, რადგან სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობები, ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, მათთვის სწორედ იმ მიზნით იყო მოთხოვნილი, რომ მოსარჩელეები ს---------–---–---–ი, ლ--–--------–---–ი და ნ-----–--------–---–---–ი ერთ ოჯახად იქნენ მიჩნეულნი და უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრა უნდა განხორციელებულიყო. შესაბამისად, მოსარჩელეებმა თვითონ გამოხატეს ნება და დაადასტურეს მათი ერთ ოჯახად ცხოვრების ფაქტი. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ამრიგად, საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში წარმოდგენილ ნოტარიულად დამოწმებულ თანხმობებში, მოსარჩელეები სიტყვასიტყვით მიუთითებენ მხოლოდ მათი შვილის კუთვნილ საკომპენსაციო წილზე, სასამართლო, მოცემულ შემთხვევაში, განმსაზღვრელ მნიშვნელობას მის დანიშნულებას ანიჭებს და გამოხატულ ნებასაც სწორედ ამ მნიშვნელობით განმარტავს, რამდენადაც მოსარჩელეთა შვილის ნ-----–--------–---–---–ის მიერ ფულადი კომპენსაციის მიღება, მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელეთა, როგორც ოჯახის სხვა წევრთა თანხმობას დაუკავშირა და მის საფუძველზე გასცა საკომპენსაციო თანხა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელეების ს---------–---–---–ის და ლ--–--------–---–ის შვილმა ნ-----–--------–---–---–მა, როგორც ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა 2009 წლის 10 მარტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღო საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის საკომპენსაციო ფულადი თანხა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელე ს---------–---–---–მა 2018 წლის 12 მარტს განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და ითხოვა მისი ოჯახის საცხოვრებელის ფართით დაკმაყოფილება, რაზეც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2018 წლის 19 მარტის წერილობითი მიმართვით მას უარი უთხრა იმ საფუძვლით, რომ მის ოჯახს უკვე მიღებული ჰქონდა შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. ამრიგად, საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ იმ პირობებში, როდესაც მესამე პირის ქურთის მუნიციპალიტეტის წერილობითი მიმართვით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, თვით მოსარჩელეთა მიერ გამოხატული ნებით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელეებმა ს---------–---–---–მა, ლ--–--------–---–მა და ნ-----–--------–---–---–მა, როგორც ერთმა ოჯახმა უკვე მიიღო საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკომპენსაციო თანხა, სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს იმავე ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობას და საქმეში წარმოდგენილ ნოტარიულად დამოწმებულ თანხმობებს იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეები ს---------–---–---–ი და ლ--–--------–---–ი ცალკე ოჯახად ცხოვრობდნენ.
2.9. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ს---------–---–---–ის და ლ--–--------–---–ის სარჩელი უსაფუძვლოა, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადგილი არ აქვს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და ზემოთ აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის არსებით დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მისი ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთან, სასამართლოს განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერად არის მიჩნეული, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელეთა მოთხოვნა, მათთვის საცხოვრებლი ფართის გადაცემასთან დაკავშირებით, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტების განმარტებით, საქალაქო სასამართლო ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დაეთანხმა მოპასუხის პოზიციას, თითქოს ს---------–---–---–ი და ლ--–--------–---–ი, ნ-----–--------–---–---–თან ერთად წარმოადგენენ ერთ ოჯახს, რომელიც დაკმაყოფილებულია საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ გაცემული კომპენსაციით. სასამართლომ არ გაითვალისწინა მესამე პირის ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პოზიცია, რომ ს---------–---–---–ი და ლ--–--------–---–ი ცალკე ორსულიან ოჯახს წარმოადგენდნენ ჯერ კიდევ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე და ისინი არ არიან დაკმაყოფილებულნი საცხოვრებელი ფართით ან კომპენსაციით, სასამართლო არასწორად დაეყრდნო სამოქალაქო რეესტრის მონაცემებს, რაც თავად მოპასუხის მიერ იქნა გაგზავნილი და ყურადღება არ მიაქცია ს---------–---–---–ისა და ლ--–--------–---–ის დევნილის მოწმობებში აღნიშნულ განსხვავებულ კოდებს, ნ-----–--------–---–---–ის ანალოგიურ მონაცემებთან.
3.2. აპელანტების მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მათ თანხმობა მისცეს ნ-----–--------–---–---–ს, აეღოთ კუთვნილი კომპენსაცია, თუმცა ნოტარიულად დამოწმებულ დოკუმენტებში ნათლად ჩანს ნების გამოხატვა მასზე, რომ ნ-----–--------–---–---–ს უნდა აეღო მხოლოდ მისი (და არა მათი) კუთვნილი კომპენსაცია.
3.3. აპელანტები მიიჩნევენ, რომ საქალაქო სასამართლომ არასრულად დაასაბუთა გადაწყვეტილება, რაც გამოწვეულია მის მიერვე დაშვებული ფაქტობრივი უსწორობებით. სასამართლო ზოგად კონტექსტში მიუთითებს, რომ ვერ ხედავს გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძვლებს მაშინ, როდესაც აქტი თანხვედრაშია ზაკ-ის 601 მუხლის პირველ და მეორე ნაწილებში მითითებულ ბათილობის საფუძვლებთან. საქალაქო სასამართლო გასცდა ადმინისტრაციული სამართლის ფარგლებს გადაწყვეტილების დასაბუთებისათვის და გამოიყენა სამოქალაქო სამართლის მატერიალური ნორმა - სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლი, რითაც არასწორი ინტერპრეტაცია მისცა მოსარჩელეების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობის დოკუმენტებს. ეს ფაქტი კიდევ უფრო უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ადმინისტრაციული სამართლის ფარგლებში ვერ შეძლო გადაწყვეტილების დასაბუთება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2009 წლის 24 თებერვალს წერილობით მიმართა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს და წარუდგინა 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული ოჯახების სახელობით სია, რომელთა შორის, ერთ ოჯახად იყო მითითებული ნ-----–--------–---–---–ის, ს-----ი მ--–---–---–ის და ლ--–--------–---–ის ოჯახი. აღნიშნული მიმართვით, ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ითხოვა წარდგენილი ოჯახებისათვის ფულადი კომპენსაციის გაცემა, რადგან მათ უარი განაცხადეს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
4.3. ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2009 წლის 24 თებერვლის წერილობით მიმართვამდე, იმავე გამგეობის მოთხოვნით, ოჯახის შემადგენლობისა და ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის მიზნით, მოსარჩელეებმა ს---------–---–---–მა და ლ--–--------–---–მა წარადგინეს ნოტარიულად დამოწმებული მათი თანხმობა, სადაც აღინიშნა, რომ ისინი თანახმა იყვნენ მათ შვილს ნ-----–--------–---–---–ს მიეღო მისი კუთვნილი საკომპენსაციო თანხა.
4.4. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს იძულებით გადაადგილებულ პირთა მონაცემთა ბაზაში ნ-----–--------–---–---–ი, მოსარჩელეები ს-----ი მ--–---–---–ი და ლ--–--------–---–ი საკომპენსაციო თანხის მიმღებ ერთ ოჯახად არიან რეგისტრირებულნი.
4.5. მოსარჩელეების ს---------–---–---–ის და ლ--–--------–---–ის შვილმა ნ-----–--------–---–---–მა, როგორც ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა, 2009 წლის 10 მარტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღო საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის საკომპენსაციო ფულადი თანხა.
4.6. ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 18 თებერვლის ცნობის და გ--------------–---–ის, კ--------–---–---–ის და მ----------–---ის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობების მიხედვით, მოსარჩელეები ს---------–---–---–ი და ლ--–--------–---–ი ცხოვრობდნენ ცალკე ოჯახად.
4.7. მოსარჩელე ს---------–---–---–მა 2018 წლის 12 მარტს განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და ითხოვა მისი ოჯახის საცხოვრებელის ფართით დაკმაყოფილება, რაზეც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, 2018 წლის 19 მარტის წერილობითი მიმართვით მას უარი უთხრა იმ საფუძვლით, რომ მის ოჯახს უკვე მიღებული ჰქონდა შესაბამისი ფულადი კომპენსაცია.
სამართლებრივი დასაბუთება
4.8. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
4.9. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.10. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს არ ეწინააღმდეგება, ასევე, ის არანაირ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებს აპელანტების უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.11. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულა ნორმატიულ-სამართლებრივად გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებას დაამკვიდრონ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა, ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, საქართველოს მოქალაქეთა სახელმწიფოს მიერ მფარველობა ასევე გულისხმობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოს. კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, რომ აღნიშნული პირები არ დარჩნენ საცხოვრებლით უზრუნველყოფის გარეშე. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა, ხოლო იმავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ და ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ლ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №240 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ (შემდგომში − სამოქმედო გეგმა) შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს. მითითებული წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ წესის შესაბამისად არ განიხილება იმ დევნილი ოჯახების განაცხადებები, რომლებსაც, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და ერთჯერადი ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის იმ დევნილი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)მა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2009 წლის 24 თებერვალს წერილობით მიმართა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს და წარუდგინა 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული ოჯახების სახელობით სია, რომელთა შორის, ერთ ოჯახად იყო მითითებული ნ-----–--------–---–---–ის, ს-----ი მ--–---–---–ის და ლ--–--------–---–ის ოჯახი და აღნიშნული მიმართვით, ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ითხოვა წარდგენილი ოჯახებისათვის ფულადი კომპენსაციის გაცემა, რადგან მათ უარი განაცხადეს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. ამასთან, ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, 2009 წლის 24 თებერვლის წერილობით მიმართვამდე, იმავე გამგეობის მოთხოვნით, ოჯახის შემადგენლობისა და ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის მიზნით, მოსარჩელეებმა ს---------–---–---–მა და ლ--–--------–---–მა წარადგინეს ნოტარიულად დამოწმებული მათი თანხმობა, სადაც აღინიშნა, რომ ისინი თანახმა იყვნენ მათ შვილს ნ-----–--------–---–---–ს მიეღო მისი კუთვნილი საკომპენსაციო თანხა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს იძულებით გადაადგილებულ პირთა მონაცემთა ბაზაში ნ-----–--------–---–---–ი, მოსარჩელეები ს-----ი მ--–---–---–ი და ლ--–--------–---–ი საკომპენსაციო თანხის მიმღებ ერთ ოჯახად არიან რეგისტრირებულნი. ამრიგად, საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების გარდა, რომლებიც მოსარჩელეების და ნ-----–--------–---–---–ის ერთ ოჯახად ყოფნას ადასტურებენ, თვით მოსარჩელეებმა დაადასტურეს აღნიშნული გარემოება მითითებული ნოტარიულად დამოწმებული თანხმობების წარდგენით, რადგან სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობები, ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, მათთვის სწორედ იმ მიზნით იყო მოთხოვნილი, რომ მოსარჩელეები ს---------–---–---–ი, ლ--–--------–---–ი და ნ-----–--------–---–---–ი ერთ ოჯახად იქნენ მიჩნეულნი და უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრა უნდა განხორციელებულიყო. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, მოსარჩელეებმა თვითონ გამოხატეს ნება და დაადასტურეს მათი ერთ ოჯახად ცხოვრების ფაქტი. საქალაქო სასამართლომ ასევე სწორად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ამრიგად, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში წარმოდგენილ ნოტარიულად დამოწმებულ თანხმობებში, მოსარჩელეები სიტყვასიტყვით მიუთითებენ მხოლოდ მათი შვილის კუთვნილ საკომპენსაციო წილზე, სასამართლო, მოცემულ შემთხვევაში, განმსაზღვრელ მნიშვნელობას მის დანიშნულებას ანიჭებს და გამოხატულ ნებასაც სწორედ ამ მნიშვნელობით განმარტავს, რამდენადაც მოსარჩელეთა შვილის ნ-----–--------–---–---–ის მიერ ფულადი კომპენსაციის მიღება, მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელეთა, როგორც ოჯახის სხვა წევრთა თანხმობას დაუკავშირა და მის საფუძველზე გასცა საკომპენსაციო თანხა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელეების ს---------–---–---–ის და ლ--–--------–---–ის შვილმა ნ-----–--------–---–---–მა, როგორც ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა 2009 წლის 10 მარტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღო საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის საკომპენსაციო ფულადი თანხა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელე ს---------–---–---–მა 2018 წლის 12 მარტს განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და ითხოვა მისი ოჯახის საცხოვრებელის ფართით დაკმაყოფილება, რაზეც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2018 წლის 19 მარტის წერილობითი მიმართვით მას უარი უთხრა იმ საფუძვლით, რომ მის ოჯახს უკვე მიღებული ჰქონდა შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. ამრიგად, საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ იმ პირობებში, როდესაც მესამე პირის ქურთის მუნიციპალიტეტის წერილობითი მიმართვით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, თვით მოსარჩელეთა მიერ გამოხატული ნებით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელეებმა ს---------–---–---–მა, ლ--–--------–---–მა და ნ-----–--------–---–---–მა, როგორც ერთმა ოჯახმა უკვე მიიღო საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკომპენსაციო თანხა, სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს იმავე ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობას და საქმეში წარმოდგენილ ნოტარიულად დამოწმებულ თანხმობებს იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეები ს---------–---–---–ი და ლ--–--------–---–ი ცალკე ოჯახად ცხოვრობდნენ. საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნულ მსჯელობას სრულად იზიარებს სააპელაციო პალატაც.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
6. საპროცესო ხარჯები
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის შესაბამისად, აპელანტები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს---------–---–---–ის და ლ--–--------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
მოსამართლე მერაბ ლომიძე