განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 060100118002677498
საქმე №1/ბ-747-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 დეკემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–- შ---------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გ---- ა----–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 3----------), დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, მცხოვრების ქ.------------–------------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 ნოემბრის განაჩენით:
გ---- ა----–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით.
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე_64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 (ერთი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, გ---- ა----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 (ერთი) წელი.
გ---- ა----–---–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2018 წლის 04 სექტემბრიდან 2018 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით.
გ---- ა----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო _ გაუქმდა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე-66-ე მუხლების შესაბამისად, გ---- ა----–---–ზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელება დაევალა პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. გ---- ა----–---–ს დაევალა პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ---- ა----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
გ---- ა----–---–მა, 2016 წლის ზამთარში (ზუსტი რიცხვი უცნობია), ქ.ს-----------–-----------------------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ხელის სხეულის სხვადასხვა ადგილზე დარტყმითა და ხის მასალისაგან დამზადებული სურათის ჩარჩოს თავის არეში დარტყმით, ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე _ თ----- გ-----ზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
გ---- ა----–---–ი 2018 წლის 04 სექტემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, მივიდა ქ-------------–-----------------------------ში მდებარე თავისი ყოფილი მეუღლის _ თ----- გ-----ს საცხოვრებელ სახლში, სადაც ეჭვიანობის ნიადაგზე ფიზიკურად იძალადა მასზე. კერძოდ, არასრულწლოვანი შვილების _ ლ----, ლ--- და მ------ ა----–---–ების თანდასწრებით შუბლისა და საფეთქლის არეში ორჯერ დაარტყა მუჭი თ----- გ-----ს, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი-----–- შ---------ემ, რომელმაც ითხოვა მსჯავრდებულ გ---- ა----–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებული განაჩენი სასჯელის დანიშვნის ნაწილში არის დაუსაბუთებელი და სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას უგულებელყო სისხლის სამართლის კანონის მოთხოვნები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ბრალდებულ გ---- ა----–---–ის, დაზარალებულ თ----- გ-----ს და მოწმე ლ---- ა----–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ---- ა----–---–მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულები, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
სახელმწიფო ბრალმდებელმა _ სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი-----–- შ---------ემ განაჩენი გაასაჩივრა სასჯელის ნაწილში და ითხოვა გ---- ა----–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, რასაც სააპელაციო პალატა არ იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, რომლის გაუთვალისწინებლადაც შეუძლებელია საუბარი სასჯელის სამართლიანობაზე, სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს მსჯავრდებულის პიროვნება და საქმის გარემოებები, ასევე ის, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს: გ---- ა----–---–ს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენაში, მან თავი დამანაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში. იგი წარსულში ნასამართლევი არ არის და არც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი სხვა რაიმე გარემოება გააჩნია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ გ---- ა----–---–ისათვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული (რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი) და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. აქედან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში საქმის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილი იყო მსჯავრდებულ გ---- ა----–---–ის მიმართ გამოეყენებინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლი და მისთვის დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობითად, სათანადო გამოსაცდელი ვადის დაწესებით.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 ნოემბრის განაჩენი გ---- ა----–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–- შ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 ნოემბრის განაჩენი გ---- ა----–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.გ---- ა----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, გ---- ა----–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
5.გ---- ა----–---–ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2018 წლის 04 სექტემბრიდან 2018 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით.
6.ცნობად იქნას მიღებული, რომ გ---- ა----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
7.პირობით მსჯავრდებულ გ---- ა----–---–ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
8.მსჯავრდებულ გ---- ა----–---–ს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
9.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
10.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /ვ.დოლიძე/