განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 020100117002040748
საქმე №1/ბ-109-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 მარტი, 2018 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - ლევან ტაბიძე
პროკურორის - ი-–-- ტ-------ს
ადვოკატის - ვ------- გ-------ას
მსჯავრდებულის - მ------ ჩ------იას მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ------ ჩ------იას მიმართ, დაბადებული 1----–-–-------------- (პირადი №, რეგისტრირებული მისამართზე: გალის რაიონის სოფელი ა-------ა, მცხოვრები მისამართზე: ზუგდიდის რაიონის სოფელი ფ-----–--ი;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ მ------ ჩ------იამ ჩაიდინა:
1.1. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა;
1.2. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება;
1.3. ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ;
აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
მ------ ჩ------იამ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა სროლისათვის ვარგისი ცეცხლსასროლი იარაღი - S----------- მოდელის, 9 მმ. ნომინალური კალიბრის გლუვლულიანი პისტოლეტი N-----------, რომელსაც ლულის არხში არ გააჩნია საფანტის და აირის იარაღისათვის აუცილებელი სპეციალური სტაციონარული მზღუდავი;
2017 წლის 13 ივლისს ქ. ზუგდიდი, თ---------–--ის ქუჩაზე მ------ ჩ------ია მართლსაწინააღმდეგოდ პირადად ატარებდა მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ, სროლისათვის ვარგის,,S-----------’’ მოდელის, 9 მმ. ნომინალური კალიბრის გლუვლულიანი პისტოლეტს N-----------, რომელსაც ლულის არხში არ გააჩნია საფანტის და აირის იარაღისათვის აუცილებელი, სპეციალური სტაციონალური მზღუდავი.
ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისათვის ადმინისტრაციულ-სახდელშეფარდებულ მ------ ჩ------იას 2017 წლის 14 ივლისს ქ. ზუგდიდში დაუდგინდა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის" უკანონოდ მოხმარების ფაქტი.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის განაჩენით მ------ ჩ------ია ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 6 თვით თ---------–--ის აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 5 წლით თ---------–--ის აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მ------ ჩ------იას მოსახდელად განესაზღვრა 5 წლით თ---------–--ის აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლით თ---------–--ის აღკვეთა და საბოლოოდ მ------ ჩ------იას განესაზღვრა 5 წლით თ---------–--ის აღკვეთ, რომლის მოდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 14 ივლისიდან.
2. სააპელაციო საჩივრის არსი:
2.1. აპელანტი - ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორი ა----------ა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს გასაჩივრებულ განაჩენში იმ მიმართებით, რომ მ------ ჩ------იას, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, 03 წლის ვადით ჩამოერთვას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
2.2. აპელანტი - მ------ ჩ------ია და მისი ინტერესების დაცველი ადვოკატი ვ------- გ-------ა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვენ ცვლილება შევიდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის განაჩენში და მ------ ჩ------ია გამართლებულ იქნას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის შერაცხულ მსჯავრდებაში, შემდეგ მოტივებზე მითითებით: გასაჩივრებული განაჩენი მ------ ჩ------იას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მსჯავრდების ნაწილში უკანონო და დაუსაბუთებელია. საქმეში არსებული ბრალდების მხარის და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნები შინაარსობრივად წინააღმდეგობრივია, ერთი ექსპერტი ამბობს, რომ გამოსკავლევი პისტოლეტი არის აირის, მეორე ექსპერტი კი ამბობს, რომ გამოსაკვლევი პისტოლეტი არის ხმოვანი (ფუჭი) ვაზნებისათვის განკუთვნილი სასტარტო სასიგნალო პისტოლეტი. სასამართლომ შეფასება არ მისცა ექსპერტთა ჩვენებებს და შემოიფარგლა მხოლოდ იმ გარემოებით, რომ მ. ჩ------იასგან ამოღებული იარაღი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, რადგან არ გააჩნია მზღუდავი და შესაძლებელია მისგან საფანტის ვაზნების გასროლა.
სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მ------ ჩ------იას მიერ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა ტარების ფაქტს.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ბალისტიკული ექსპერტიზის დასკვნით და ამ დასკვნის შემდგენელი ექსპერტის დაკითხვით უტყუარად არ დასტურდება, რომ მ------ ჩ------ია ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს. ექსპერტის დაკითხვით ეჭვქვეშ დადგა მის მიერ გაცემული დასკვნის ობიექტურობა, სისრულე და ყოველმხრივობა, რასაც სასამართლომ შეფასება არ მისცა.
გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარად დამაჯერებლ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. გასაჩივრებული განაჩენში ცვლილების შეტანის დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარება;
მოწმე შ--–-- ჭ-----ს ჩვენებით დადგენი-–--, რომ 2017 წლის 13 ივლისს საღამოს საათებში პირადი კონტაქტისგან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ბრალდებული თ---------–--ის ქუჩაზე მერსედესის ავტომობილით გადაადგილდება და თან აქვს ცეცხლსასროლი იარაღი, რის შესახებაც მოახსენა ხელმძღვანელს.
მოწმე დ----- მ-----ს ჩვენებით ირკვევა, რომ შ--–-- ჭ-----მ ღამის საათებში უთხრა, რომ მ------ ჩ------ია მოძრაობდა მერსედესის ავტომობილით თ---------–--ის ქუჩაზე და თან გააჩნია ცეცხლსასროლი იარაღი.
მოწმე ლ-–ა ნ-------ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2017 წლის 13 ივლისს საღამოს საათებში ავტომანქანით მ. ჩ------იასთან და ი-----–- მ-–---–---თან ერთად მოძრაობდა, როცა გააჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა. პოლიციელებმა ავტომანქანაში იარაღი იპოვეს. ჩ------იამ განაცხადა, იარაღი ჩემიაო. არ უნახავს უშუალოდ საიდან ამოიღეს ის: მისი ჯიბიდან თუ ავტომანქანიდან, რადგან გარეთ იდგა ამ დროს. ჩხრეკის პროცესი არ უნახავს. ამოღებული იარაღი ნახა ამოღების შემდეგ. იგივე იარაღი მ. ჩ------იას ხელში უნახავს ადრეც. ჩხრეკის შემდეგ მ. ჩ------ია ცალკე ავტომანქანაში ჩასვეს პოლიციის თანამშრომლებმა, თვითონ - სხვა ავტომანქანაში. იქ დოკუმენტის შედგენა არ უნახავს. შემთხვევის ადგილზე დაჰყვეს დაახლოებით 2 საათი. თავიდან ერთი ავტომანქანით მივიდნენ ფორმაში ჩაცმული პოლიციის თანამშრომლები. შემდეგ პოლიციელები სხვა ავტომანქანებითაც მივიდნენ. 5-10 პოლიციელი იქნებოდა ადგილზე. იარაღის ამოღების მერე არ უნახავს პოლიციის თანამშრომლების ქმედებები. ამ დროს ცოტა ნასვამი იყო. მ. ჩ------იას იარაღიდან ადრე თვითონაც უსვრია. აირის იარაღი იყო, ხმა ჰქონდა მარტო, ზიანს ვერავის მიაყენებდა. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მოწმის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რომლის თანახმადაც მ------ ჩ------იამ განაცხადა, რომ შორტის საქამრეში გააჩნდა ცეცხლსასროლი იარაღი, პოლიციის თანამშრომლებს ნებაყოფლობით გადასცა ცეცხლსასროლი იარაღი, რაც მისგან იქნა ამოღებული. ის ადგილზევე იქნა დალუქული. ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად რაიმე სახის ნივთი არ ამოღებულა. მოწმემ ხელმოწერა დაადასტურა და აღნიშნა, რომ შარვლიდან იარაღის ამოღების მომენტი არ უნახავს. არ იცის საიდან ამოიღეს იარაღი. ამოღებული იარაღი ანახეს მას. მ. ჩ------ია ავტომანქანაში იჯდა, როცა გაჩხრიკეს. თვითონ გარეთ იდგა. მ. ჩ------ია გაჩხრეკის შემდეგ გადმოიყვანეს მანქანიდან.
მოწმე ი-----–- მ-–---–---ის ჩვენების თანახმად, მაღაზიისკენ როცა მიდიოდა მ------ ჩ------იასთან, ლ-–ა ნ-------სთან და თ------ ქ-----სთან ერთად ავტომანქანით, პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს, შეამოწმეს და მ.ჩ------იას აღმოაჩნდა იარაღი, რაც მასაც აჩვენეს. იარაღი საქამრეში ჰქონდა. მ. ჩ------იამ თქვა, იარაღი ჩემიაო. გარეთ იდგნენ 3 მეტრში მისი ჩხრეკისას, იგი გადმოიყვანეს ავტომანქანიდან. მ. ჩ------იას ჰქონდა ე.წ. „პუგაჩი“, რაც თვითონაც ნასროლი აქვს ახალ წელს, ხმას გამოსცემს მარტო. მას იარაღის ქამრიდან ამოღება არ უნახავს. არც საქამრეში უნახავს ის. ავტომანქანაში ვერ ნახავდა იარაღს. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა ი-----–- მ-–---–---ის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რომლის თანახმადაც გააჩერეს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს პოლიციის თანამშრომლებმა, წარუდგინეს თავი. მ------ ჩ------იამ განაცხადა, რომ შორტის საქამრეში გააჩნდა ცეცხლსასროლი იარაღი, რის შემდეგ მ------ ჩ------იამ პოლიციის თანამშრომლებს ნებაყოფლობით გადასცა ცეცხლსასროლი იარაღი, რაც მისგან იქნა ამოღებული. ცეცხლსასროლი იარაღი ადგილზევე იქნა დალუქული. ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ამოღებულა. ამოღებული იარაღი ანახეს, ამოღების პროცესი არ უნახავს.
მოწმე ც------ მ-------–--ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 13 ივლისს დაუკავშირდა გამომძიებელი ჯ---- ზ--------ა, უთხრა, რომ მ------ ჩ------ია თ---------–--ის ქუჩაზე გადაადგილდებოდა და შეიძლება ჰქონოდა ცეცხლსასროლი იარაღი. მივიდნენ, ნახეს, ავტომანქანა გააჩერეს. მ. ჩ------იას დადგენილება გააცნო გამომძიებელმა. ამ უკანასკნელმა შარვლის უკანა მარჯვენა საქამრიდან ამოიღო პისტოლეტი, რაც დაილუქა, ხელი მოაწერეს მონაწილე პირებმა, შედგა ოქმი. გაიჩხრიკა ავტომანქანაც. ავტომანქანიდან არაფერი ამოღებულა. ოქმები ადგილზე შედგა. მ. ჩ------იას პირადი ჩხრეკა ავტომანქანიდან გადმოყვანისას ჩაუტარდა. ამოიღეს შავი პისტოლეტი. იარაღი მ. ჩ------იამ ამოიღო და თვითონ მოათავსა პარკში.
მოწმე გ------- ბ------ს ჩვენებით დადგენი-–--, რომ ჯ---- ზ--------ა დაუკავშირდა და უთხრა, რომ ჰქონდა ინფორმაცია მ. ჩ------იას მიერ იარაღის ტარებასთან დაკავშირებით. წავიდნენ თ---------–--ის ქუჩისკენ, გააჩერეს ავტომანქანა. გამომძიებელმა მ. ჩ------იას გააცნო დადგენილება. მან თქვა, რომ იარაღი ჰქონდა და წარმოადგინა საქამრიდან, თვითონვე მოათავსა პარკში და დაილუქა. ავტომანქანიდან არაფერი ამოუღიათ. პირადი ჩხრეკისას შავი იარაღი ამოიღეს მჭიდით, ვაზნების გარეშე.
მოწმე ჯ---- ზ--------ას ჩვენების თანახმად, გააჩერეს ავტომანქანა, მან გააცნო მ. ჩ------იას დადგენილება, ამ უკანასკნელმა იარაღი წარმოადგინა თვითონ, რაც დაილუქა.
მ------ ჩ------იას ჩვენებით ირკვევა, რომ იყო ქალაქში, გ-----------ს ქუჩიდან მოდიადა, მან იარაღი ნებაყოფლობით გადასცა გამომძიებელს, უთხრა, რომ ის საფრთხეს არ წარმოადგენდა და მისი ყუთი და საბუთები ჰქონდა სახლში. მისი იარაღი ხმოვანი სპორტული პისტოლეტია. გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩხრეკის დადგენილება გააცნეს. ადვოკატი არ მოუთხოვია. აღიარებდა თავიდანვე, რომ ამოღებული ნივთი მისი იყო, სადაო არაფერი იყო და ოქმი არ წაუკითხავს, ისე მოაწერა ხელი. ეს იარაღი ხშირად გამოუყენებია, ის მხოლოდ ხმას გამოსცემს. ალუმინის კორპუსი აქვს იარაღს და ვერ გაუძლებს ჭურვებს. როცა მას ატარებდა, ლულა დახშული არ იყო. ასეთივე მდგომარეობაში შეიძინა ის. ოქმი ადგილზე, საკუთარ ავტომანქანაში შეადგინა გამომძიებელმა. მისივე განმარტებით მიღებული ჰქონდა მარიხუანა 3-7 დღის წინ.
ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, მ. ჩ------იას პირადი ჩხრეკის შედეგად შორტის უკანა მარჯვენა მხარეს არსებული საქამრიდან ამოღებულ იქნა შავი ფერის კორპუსის მქონე პისტოლეტის მსგავსი საგანი, რის შემდეგაც აღნიშნული ნივთი ადგილზე დაილუქა.
2017 წლის 14 ივლისის ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი პისტოლეტი წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ ,,S-----------’’ მოდელის, 9 მმ ნომინალური კალიბრის გლუვლულიან პისტოლეტს N-----------, რომელსაც ლულის არხში არ გააჩნია საფანტის და აირის იარაღისათვის აუცილებელი, სპეციალური სტაციონალური მზღუდავი, ვარგისია სროლისთვის და მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას.
2017 წლის 25 დეკემბრის ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი პისტოლეტი წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ ,,S-----------’’ მოდელის, 9 მმ კალიბრის ხმოვანი ვაზნებისთვის განკუთვნილ N----------- სასტარტო-სასიგნალო პისტოლეტს, რომელსაც ფაქტიურ მდგომარეობაში არ გააჩნია ტექნოლოგიურად გათვალისწინებული შემზღუდველი ლულის არხში (იგი ხელოვნურად ამოღებულია) და მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას.
მოწმე მ------ კ-------ს ჩვენებით დასტურდება, რომ გამოსაკვლევად წარმოდგენილ იარაღს ლულის არხში არ გააჩნია მზღუდავი, რის გამოც არის ცეცხლსასროლი იარაღი. წარმოდგენილი პაკეტის ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. ამ პისტოლეტს ქარხნულად ლულა არ უნდა ჰქონოდა, ის უნდა ჰქონოდა დახშული, რაც გამორიცხავს ჭურვის გასროლას. შეფერხების გარეშე გაისროლა წარმოდგენილი პისტოლეტიდან ხმოვანი ვაზნები. საბრძოლო ვაზნები ამ პისტოლეტში არ მიდის, რადგან სარტყელში არ თავსდება, თუმცა შეუძლია გაისროლოს საფანტის ვაზნები. ლულა ფოლადისგან არის დამზადებული. იცის, რომ ამ სახის იარაღიდან კუსტარულ ვაზნებს ისვრიან და ამ სახის ვაზნებს გაუძლებდა ამ იარაღის კორპუსი. ამ იარაღს შეუძლია 3 მეტრომდე სიშორეზე დააზიანოს ადამიანი საფანტის ვაზნით. კვლევისას საფანტის ვაზნები ვერ გამოიყენა, რადგან ისინი არალეგალურია და არ აქვთ. აირის ვაზნების გასროლა საკმარისია იმის დასადგენად, საფანტის ვაზნების გასროლისთვის ვარგისია თუ არა.
მოწმე ნ-----–- მ---–-----ს ჩვენებით დადგენი-–--, რომ საკვლევი იარაღი საფანტის ვაზნების გასროლას გაუძლებს. თუ ზოგადად 50 ხმოვანი ვაზნის გასროლას უძლებს ეს იარაღი, საფანტის ვაზნების გასროლისას ნაკლები რაოდენობით გასროლას გაუძლებს. წარმოდგენილი იარაღი არ განეკუთვნება არც სანადირო და არც სპორტულ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას. მართალია, წარმოდგენილ პისტოლეტს აქვს ხმის გამოსაშვები პატარა ხვრელი, რომელიც ასევე წნევას ამცირებს ლულაში, მაგრამ წნევას ჭურვი სრულად არ კარგავს ხვრელის გამო, მხოლოდ ნაწილობრივ კრავს, რის გამოც ჭურვი მაინც გაიტყორცნება. ჭურვის გატყორცნის მანძილი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი დატენილია საფანტი. მისი გამოცდილებიდან იცის, რომ ეს იარაღი საფანტის ჭურვებს გაისვრის, რადგან გაუსროლია მსგავსი იარაღიდან მსგავსი ჭურვები.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება, რომ მ. ჩ------იასგან ამოღებული ნივთი წარმოადგენს გამოსაყენებლად ვარგის ცეცხლსასროლ იარაღს. შესაბამისად, პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ წარმოდგენილი პისტოლეტიდან საბრძოლო მასალის გასროლა შეუძლებელია და რომ ამოღებული იარაღი არ არის ვარგისი გამოსაყენებლად და არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, აღნიშნულს სასამართლო არ იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით დასჯად ქმედებას წარმოადგენს ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ე.ი. დანაშაულის საგანია ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება და ასაფეთქებელი მოწყობილობა.
ამავე მუხლის მესამე ნაწილით დასჯადი ქმედებაა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, რაც გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ასეთი საგნები პირს თან დააქვს გადაადგილებისას.
,,იარაღის შესახებ’’ 2006 წლის 23 იანვრის საქართველოს კანონის თანახმად, იარაღი არის მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად (ე.ი. აგებულებით) განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტების დაზიანების და განადგურებისათვის. ცეცხლსასროლი იარაღი კი ამ კანონის თანახმად, არის იარაღი, რომელშიც ჭურვი ბიძგს იღებს ფეთქებადი ნივთიერების აფეთქების შედეგად წარმოქმნილი აირის მეშვეობით ან რომელიც განკუთვნილია ობიექტის მხრიდან მექანიკური დაზიანების და განადგურებისათვის.
ამდენად, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილი კი - ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას.
საქმეში წარმოდგენილი მოწმეების ლ. ნ-------ს და ი. მ-–---–---ის ჩვენებებით დასტურდება, რომ პილიციელებმა ავტომანქანაში იარაღი იპოვეს, მსჯავრდებულმა განაცხადა, რომ იარაღი მას ეკუთვნოდა, იგივე იარაღი მათ მ.ჩ------იას ხელში უნახავთ ადრეც.
თვით მსჯავრდებულის ჩვენებით ირკვევა, რომ იარაღი ნებაყოფლობით გადასცა გამომძიებელს, უთხრა, რომ ის საფრთხეს არ წარმოადგენდა და მისი ყუთი და საბუთები ჰქონდა სახლში. მისი იარაღი ხმოვანი სპორტული პისტოლეტია, აღიარებდა თავიდანვე, რომ ამოღებული ნივთი მისი იყო, ეს იარაღი ხშირად გამოუყენებია, ის მხოლოდ ხმას გამოსცემს, იარაღს ალუმინის კორპუსი აქვს და ვერ გაუძლებს ჭურვებს. როცა მას ატარებდა ლულა დახშული არ იყო, ასეთივე მდგომარეობაში შეიძინა ის. აქვე პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რითაც დადასტურდებოდა, რომ მ------ ჩ------იას ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის უფლება ჰქონდა. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა მ------ ჩ------იას ქმედებას, როგორც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულს არ ჰქონდა გაცნობიერებული, რომ მისი კუთვნილი იარაღი იყო ცეცხლსასროლი იარაღი, ის მას იყენებდა როგორც სასტარტო პისტოლეტს, რის გამოც ითხოვს გამართლებას, აღნიშნულს პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის ცნობილი იყო, რომ მის იარაღს არ გააჩნდა მზღუდავი, ლულა დახშული არ ჰქონდა, რის გამოც მისგან შესაძლებელი იყო ჭურვების სროლა.
საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 14 ივლისის ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი პისტოლეტი წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ ,,S-----------’’ მოდელის, 9 მმ ნომინალური კალიბრის გლუვლულიან პისტოლეტს N-----------, რომელსაც ლულის არხში არ გააჩნია საფანტის და აირის იარაღისათვის აუცილებელი, სპეციალური სტაციონალური მზღუდავი, ვარგისია სროლისთვის და მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას.
როგორც ზემოთ აღინიშნა, დაცვის მხარე სადაოდ ხდის მ. ჩ------იასაგან ამოღებული ნივთის ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიისადმი კუთვნილებას და ამ დანიშნულებით გამოყენებისათვის ვარგისიანობას. აღნიშნული საფუძვლით ჩატარებულ იქნა ალტერნატიული ბალისტიკური ექსპერტიზა, რომლის მიხედვითაც წარმოდგენილი ნივთი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია ამ მიზნით გამოსაყენებლად. საქმეზე დაკითხულმა ექსპერტებმა (როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის) დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნების სისწორე. მათი ჩვენებებით დასტურდება, რომ არ არის აუცილებელი პისტოლეტს ჰქონდეს საბრძოლო მასალის გასროლის ფაქტობრივი შესაძლებლობა იმისათვის, რომ ის ჩაითვალოს ვარგისად. ამისათვის საკმარისია პისტოლეტიდან იმ სახის ვაზნების გასროლის ფაქტობრივი შესაძლებლობის არსებობა, რომლებსაც შესწევს უნარი, დააზიანონ ადამიანი. ექსპერტების განმარტებით, ასეთი არის საფანტით დამუხტული კუსტარულად დამზადებული ვაზნები, რისი დამზადებაც შესაძლებელია კუსტარულად ისე, რომ მსჯავრდებულისაგან ამოღებული პისტოლეტი მათ გაისვრის და სამი მეტრის მანძილზე დააზიანებს ცოცხალ არსებას.
საგულისხმოა ასევე დაცვის მხარის ექსპერტის განმარტება, რომ პისტოლეტზე არსებული ხვრელი არ აბრკოლებს საფანტით დამუხტული ვაზნის გატყორცნას ლულიდან. ის მხოლოდ ამცირებს ვაზნის გატყორცნის მანძილს, თუმცა არ უშლის ხელს ახლო მანძილიდან საგნის დაზიანებას.
ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ ამოღებული პისტოლეტი წარმოადგენს გამოსაყენებლად ვარგის ცეცხლსასროლ იარაღს. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ტოვებს ეჭვს მ. ჩ------იას ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით. შესაბამისად, სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს მ------ ჩ------იას დამნაშავედ ცნობის თაობაზე, ამასთან, დაცვის მხარეს მსჯავრდებულის უდანაშაულობის დამადასტურებელი რაიმე დამატებითი მტკიცებულება, რაზეც სააპელაციო სასამართლო იმსჯელებდა, არ წარმოუდგენია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენით მ------ ჩ------იას ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რის გამოც ამ კვალიფიკაციით მსჯავრდებულის გამართლების და შესაბამისად, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
რაც შეეხება მსჯავრდებულ მ------ ჩ------ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით შერაცხულ მსჯავრს (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება ამ ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ), აღნიშნული ბრალდება გარდა თვით მ. ჩ------იას აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ: ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნით, მოწმე ზ------ ფ-----ს ჩვენებით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 იანვრის დადგენილებით; აღნიშნული ბრალდება არც დაცვის მხარის საპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი.
ამასთან, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონს, რომლის მე-3 მუხლი იმპერატიურად განსაზღვრავს ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლისათვის 03 წლის ვადით ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევას, რის გამოც სასამართლოს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი, ზემოაღნიშნული კანონის თანახმად მ------ ჩ------იასათვის უფლებების ჩამორთმევის მოთხოვნით, მიაჩნია საფუძვლიანად და ამ მიმართებით გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----------ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
მსჯავრდებულ მ------ ჩ------იას და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ვ------- გ-------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილეს;
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის განაჩენში შეტანილ იქნას ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მ------ ჩ------ია ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე, ამავე მუხლის მესამე ნაწილებით; სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით მ------ ჩ------იას განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ------ ჩ------იას განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მ------ ჩ------იას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 14 ივლისიდან.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მ------ ჩ------იას 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წამომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
მოხდეს ნივთმტკიცების: S----------- მოდელის პისტოლეტის ნომრით 1116-003262 ერთი მჭიდით საპროცესო კონფისკაცია.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე