განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330310018002368996 (3ბ/2214-18)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - მერაბ ლომიძე
სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - კ-----------–--ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - თ------–------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით კ-----------–---ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე კ-----------–--ემ 2016 წლის 25 ოქტომბერს საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს.
2.2. 2017 წლის 21 აგვისტოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ აღნიშნული განაცხადი შეფასდა დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად და მიენიჭა წინასწარი 17.5 ქულა, მათ შორის, საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიაში - 10 ქულა, მძიმედ დაავადებული ოჯახის წევრი/წევრები - 0.50 ქულა, ოჯახის შემადგენლობა არის 7 და მეტი 1.00 ქულა და იმ გარემოების გამო, რომ სხვა საცხოვრებელი სახლი არ ჰქონდა საკუთრებაში - 6 ქულა.
2.3. აღნიშნული ქულათა რაოდენობის საფუძველზე 2017 წლის 27 სექტემბერს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მ---ში განხორციელდა საცხოვრებელი სახლის მდგომარეობისა და კ-----------–---ს ოჯახის საჭიროებების შესახებ არსებული ინფორმაციის გადამოწმება, რის შედეგადაც დადგინდა, რომ კ-----------–---ს საცხოვრებელი სახლი მთლიანად დანგრეულია და დარჩენილია ნასახლარის კედლები. კ-----------–--ე მისი ოჯახის წევრებთან ერთად 2003 წლიდან ცხოვრობს ქ. თბილისში, გ-------–-----------------ში, რომელიც მისმა ოჯახმა შეიძინა 2003 წელს, ხოლო 2008 წელს იგი გაასხვისა მის ნათესავზე (დეიდაშვილზე).
2.4. მოსარჩელე კ-----------–--ეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მ---ში მდებარე, მისი ოჯახის საკუთრებაში არსებულ სახლში, 2005 წლამდე (დაზიანებამდე) მუდმივად არ უცხოვრია.
2.5. მოსარჩელე კ-----------–---ს ოჯახის წევრს შ---------–---ს 2011 წლიდან საკუთრებაში ჰქონდა საცხოვრებელი ბინა ქ. თბილისში, სოფელ დიღომში, ხოლო, ასევე მის ოჯახის წევრს ხ------------–---ს 2017 წლიდან საკუთრებაში ჰქონდა საცხოვრებელი ბინა სოფელ დიღომში.
2.6. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის 2017 წლის 11, 12 და 13 დეკემბრის N-- სხდომის ოქმის დანართის მიხედვით, კ-----------–--ეს ამ ეტაპზე უარი ეთქვა ალტერნატიული საცხოვრებელი სახლის მოძიებაზე, იმ საფუძვლით, რომ იგი არ წარმოადგენდა ეკომიგრანტ ოჯახს, რადგან ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მ---ში მდებარე, მისი ოჯახის საკუთრებაში არსებულ სახლში, 2005 წლამდე (დაზიანებამდე) მუდმივად არ ცხოვრობდა. ამასთან, მისი ოჯახის წევრებს საკუთრებაში ჰქონდათ საცხოვრებელი ბინები.
2.7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, 2018 წლის 9 იანვარს, წერილობით მიმართა მოსარჩელე კ-----------–--ეს და განუმარტა, რომ მას მიენიჭა 17.5 ქულა და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე მისი ოჯახი არ საჭიროებდა გადაუდებელ დახმარებას საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
2.8. მოსარჩელე კ-----------–--ემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრთან ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 9 იანვრის N------------ წერილობით მიმართვა.
2.9. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელე კ-----------–---ს ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.10. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველასათვის გარანტირებულია თავისი უფლებებისა და თავისუფლებების სასამართლოს მეშვეობით დაცვის უფლება. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. მითითებული კოდექსის 202-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. ამრიგად, სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული ნორმების დეფინიციიდან გამომდინარე, გასაჩივრებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის 2017 წლის 11, 12 და 13 დეკემბრის N-- სხდომის ოქმი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 9 იანვრის N------------ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 26 თებერვლის N------------- წერილობითი მიმართვები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან მოსარჩელის მოთხოვნა მისთვის ალტერნატიული საცხოვრებელი სახლის გამოყოფის თაობაზე.
2.11. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომელიც ნორმატიულ-სამართლებრივად გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებას დაამკვიდრონ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა, ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს მოქალაქეთა სახელმწიფოს მიერ მფარველობა ასევე გულისხმობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების თაობაზე. კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, რომ განსახლებას დაქვემდებარებული პირები არ დარჩნენ თავშესაფრით უზრუნველყოფის გარეშე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცდა „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურა“, ხოლო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების რეგულირება უნდა უზრუნველეყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელ კომისიას. ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტი არეგულირებს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) განსახლებისა და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობით საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის წესს, რომლის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) (შემდგომში – ეკომიგრანტი ოჯახი) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. ეკომიგრანტი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი) და ცხოვრობენ ან ცხოვრობდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობაში/სახლში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენული კატასტროფების ან/და ასეთი რისკების ზონაში. აღნიშნული წესის მე-2 მუხლის საფუძველზე, სამინისტრო ეკომიგრანტი ოჯახის განაცხადის (შემდგომში – განაცხადი) დაკმაყოფილებას ახორციელებს, ამ ბრძანების საფუძველზე, სამინისტროს ან ეკომიგრანტი ოჯახის მიერ მოძიებული საცხოვრებელი სახლის, სამინისტროს მიერ შესყიდვის გზით, ხოლო კონკრეტული ეკომიგრანტი ოჯახის განაცხადის დაკმაყოფილებაზე ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია (შემდგომში – კომისია). ამასთან, კომისია გადაწყვეტილებას იღებს ყოველწლიური საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით, სამინისტროსათვის ამ მიზნით გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით შესყიდული საცხოვრებელი სახლების შეთავაზებაზე. დეპარტამენტი/სამინისტროს ტერიტორიული ორგანო ახდენს საცხოვრებელი სახლების მიღების მსურველთა განაცხადების შევსებას ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) წარმოების წესის შესაბამისად. ეკომიგრანტი ოჯახის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე განაცხადს ავსებს სამინისტროს/სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი მოხელე. დეპარტამენტი, მონაცემთა ბაზის მეშვეობით, ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების კრიტერიუმების (შემდგომში – კრიტერიუმები) შესაბამისად და დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. დეპარტამენტი არ განიხილავს იმ ეკომიგრანტი ოჯახების განაცხადებს, რომლებსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ, დაზარალების გამო, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება. ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ განსახლებას, მათ შორის იმ ეკომიგრანტი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას. დეპარტამენტის მიერ განაცხადების დამუშავება გულისხმობს შემდეგს: ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების შესწავლას წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დამატებითი მონაცემების მოძიებასა და აუცილებელი დოკუმენტაციის მოთხოვნას ეკომიგრანტი ოჯახისაგან და/ან შესაბამისი ორგანიზაცია/დაწესებულებისაგან; მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, თითოეული ეკომიგრანტი ოჯახისათვის წინასწარი ქულების მინიჭებას კრიტერიუმების მეშვეობით. ამავე წესის მე-3 მუხლის მიხედვით, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის მიზნით, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროების შეფასებისას მონაცემთა ბაზაში დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის განსაზღვრისათვის. ეკომიგრანტი ოჯახი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცესში. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე კ-----------–--ემ 2016 წლის 25 ოქტომბერს საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. 2017 წლის 21 აგვისტოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ აღნიშნული განაცხადი შეფასდა დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად და მიენიჭა წინასწარი 17.5 ქულა, მათ შორის, საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიაში - 10 ქულა, მძიმედ დაავადებული ოჯახის წევრი/წევრები - 0.50 ქულა, ოჯახის შემადგენლობა არის 7 და მეტი 1.00 ქულა და იმ გარემოების გამო, რომ სხვა საცხოვრებელი სახლი არ ჰქონდა საკუთრებაში - 6 ქულა. აღნიშნული ქულათა რაოდენობის საფუძველზე 2017 წლის 27 სექტემბერს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მ---ში განხორციელდა საცხოვრებელი სახლის მდგომარეობისა და კ-----------–---ს ოჯახის საჭიროებების შესახებ არსებული ინფორმაციის გადამოწმება, რის შედეგადაც დადგინდა, რომ კ-----------–---ს საცხოვრებელი სახლი მთლიანად დანგრეულია და დარჩენილია ნასახლარის კედლები. კ-----------–--ე მისი ოჯახის წევრებთან ერთად 2003 წლიდან ცხოვრობს ქ. თბილისში, გ-------–-----------------ში, რომელიც მისმა ოჯახმა შეიძინა 2003 წელს, ხოლო 2008 წელს იგი გაასხვისა მის ნათესავზე (დეიდაშვილზე). მოსარჩელე კ-----------–--ეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მ---ში მდებარე, მისი ოჯახის საკუთრებაში არსებულ სახლში, 2005 წლამდე (დაზიანებამდე) მუდმივად არ უცხოვრია. მოსარჩელე კ-----------–---ს ოჯახის წევრს - შ---------–---ს 2011 წლიდან საკუთრებაში ჰქონდა საცხოვრებელი ბინა ქ. თბილისში, სოფელ დიღომში, ხოლო, ასევე მის ოჯახის წევრს ხ------------–---ს 2017 წლიდან საკუთრებაში ჰქონდა საცხოვრებელი ბინა სოფელ დიღომში. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის 2017 წლის 11, 12 და 13 დეკემბრის N-- სხდომის ოქმის დანართის მიხედვით, კ-----------–--ეს ამ ეტაპზე უარი ეთქვა ალტერნატიული საცხოვრებელი სახლის მოძიებაზე, იმ საფუძვლით, რომ იგი არ წარმოადგენდა ეკომიგრანტ ოჯახს, რადგან ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მ---ში მდებარე, მისი ოჯახის საკუთრებაში არსებულ სახლში, 2005 წლამდე (დაზიანებამდე) მუდმივად არ ცხოვრობდა. ამასთან, მისი ოჯახის წევრებს საკუთრებაში ჰქონდათ საცხოვრებელი ბინები. ამრიგად, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელე კ-----------–--ე 2005 წლამდე (დაზიანებამდე) მუდმივად არ ცხოვრობდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მ---ში მდებარე, მისი ოჯახის საკუთრებაში არსებულ სახლში, რასაც მოსარჩელე სადავოდ არ ხდის, იგი, ზემოთ მითითებული ნორმატიული აქტის მიზნებისათვის არ ჩაითვლება ეკომიგრანტი ოჯახის წევრად. ამასთან, მისი ოჯახის წევრებს საკუთრებაში აქვთ საცხოვრებელი ბინები ქ. თბილისში.
2.12. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კ-----------–---ს სარჩელი უსაფუძვლოა, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის მიერ მოსარჩელე კ-----------–---ს ნაწილში აქტის გამოცემისას ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მათი ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც ხსენებული ოქმი მოსარჩელე კ-----------–---ს ნაწილში კანონიერად არის მიჩნეული, სასამართლომ ჩათვალა, რომ ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა მისთვის ალტერნატიული საცხოვრებელი სახლის გამოყოფის თაობაზე, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ხ------------–---ი არის კ-----------–---ს ოჯახის წევრი, მაშინ, როდესაც იგი ახლო ნათესავიც არაა და საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით მასზე ვერ გავრცელდება ოჯახის წევრის სტატუსი. 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ მიხედვით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეული ან დაზიანებული (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობბასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირებს გარეხვს, თვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა ზემოაღნიშნულ არცერთ კრიტერიუმებზე, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებელი სახლი არის სრულიად დანგრეული და საცხოვრებლად უვარგისი, არ ექვემდებარება აღდგენას და სრულად აკმაყოფილებს აღნიშნული ბრძანების მოთხოვნებს, რაც გამოწვეულია ეკოლოგიური პირობებით. სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ დღეის მდგომარეობით მოსარჩელის ოჯახზე არანაირი საცხოვრებელი სახლი არ ფიქსირდება. სასამართლო საუბრობს მხოლოდ წარსულ დროში. აღსანიშნავია, რომ თბილისში მდებარე საცხოვრებელი სახლი 2008 წელს გასხვისდა ახალ შემძენზე, უმძიმესი სოციალური მდგომარეობის გამო. საყურადღებოა, რომ გადაწყვეტილებაში ნახსენები ხ------------–---ი არ წარმოადგენს მოსარჩელის ოჯახის წევრს და არც არასოდეს ყოფილა, ამასთანავე, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, იმისათვის, რომ ეკომიგრანტმა ოჯახმა საცხოვრებელი სახლი მიიღოს, არ უნდა ჰქონდეს სხვა საცხოვრებელი სახლი.
3.2. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლო გადაწყვეტილებაში არასწორად არის მითითებული მუდმივად ცხოვრების ფაქტზე. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელის ოჯახი თბილისში საცხვრებლად გადავიდა 2003 წელს, თუმცა საცხოვრებელი სახლის მთლიანად განადგურება მოხდა 2005 წელს. 2003 წლამდე ოჯახი მუდმივად ცხოვრობდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მ---ში და ეწეოდა შინასამეურნეო საქმიანობას. მოგვიანებით, ადგილზე ცხოვრება შეუძლებელი შეიქმნა ეკოლოგიური კატასტროფის პირობებში. სასამართლოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ოჯახი მუდმივად არ ცხოვრობდა აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში 2005 წლამდე, არის მცდარი, რადგან ზემოთ მოყვანილი დეფინიცია პირდაპირ ამბობს, რომ ოჯახი მუდმივად უნდა ცხოვრობდეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობაში/სახლში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენული კატასტროფების ან/და ასეთი რისკების ზონაში.
3.3. აპელანტი მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე; დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
3.4. აპელანტი მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, "1. წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას; 2. დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს; 4. თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას; 5. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს". აპელანტი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება რის გამოც მიღებულ იქნა არსებითად მცდარი გადაწყვეტილება. იგივე უნდა ითქვას სასამართლო გადაწყვეტილებაზეც, რომელიც ასევე დაუსაბუთებელია და კანონის არასწორ განმარტებებს ეფუძნება.
3.5. აპელანტის განმარტებით, "სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის" მე-2 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, დეპარტამენტი არ განიხილავს იმ ეკომიგრანტი ოჯახების განაცხადებს, რომლებსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ, დაზარალების გამო, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება. ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ განსახლებას, მათ შორის იმ ეკომიგრანტი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას. სასამართლო თავისი გადაწყვეტილების არცერთ აბზაცში არ უთითეს იმის შესახებ, რომ დღეის მდგომარეობით, მოსარჩელის ოჯახის წევრების სახელზე არანაირი საცხოვრებელი სახლი არ ფიქსირდება, სასამართლო მხოლოდ წარსულ დროში ამბობს, რომ თბილისში მდებარე საცხვრებელი სახლი 2008 წელს მოსარჩელემ გაასხვისა ოჯახის წევრებზე. კანონი არაფერს ამბობს წარსულ მდგომარეობაზე და შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა სამართლებრივად დაუსაბუთებელია, რაც აშკარად კანონის არასწორად განმარტების მცდელობაა. ასეთი მსჯელობით სასამართლო ირიბად უთითებს გარიგების მოჩვენებით ხასითზე, თუმცა კონკრეტულად არაფერს ამბობს, ამაზე არც მოწინააღმდეგე მხარე საუბრობს, რითაც კიდევ უფრო ნათელია, რომ გადაწყეტილება დაუსაბუთებელია და არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას. "სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის" პირველი ნაწილის მე-3 პუნქტი იძლევა "ეკომიგრანტი ოჯახის" დეფინიციას (ეკომიგრანტი ოჯახი - განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი) და ცხოვრობენ ან ცხოვრობდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობაში/სახლში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენული კატასტროფების ან/და ასეთი რისკების ზონაში). მოცემული ნორმა პირდაპირ და არაორაზროვნად ადგენს "ეკომიგრანტი ოჯახის" ცნებას. განსახილველი შემთხვევისთვის მნიშვნელოვანია "მუდმივად ცხოვრების" საკითხი. კანონის მიხედვით, "იმისათვის რომ ოჯახს ეკომიგრანტი ოჯახის სტატუსი მიენიჭოს, აუცილებელია, იგი მუდმივად ცხოვრობდეს ან ცხოვრობდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობაში/სახლში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენული კატასტროფების ან/და ასეთი რისკების ზონაში." სასამართლო გადაწყვეტილებაში არასწორად არის მითითებული მუდმივად ცხოვრების ფაქტზე. სასამართლოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ოჯახი მუდმივად არ ცხოვრობდა ზემოაღნიშნულ საცხოვრებელ სახლში 2005 წლამდე, არის აბსოლუტურად გაუგებარი და სამართლებრივად არაფრის მომცემი, რადგან ზემოთ მოყვანილი დეფინიცია პირდაპირ ამბობს, რომ ოჯახი მუდმივად უნდა ცხოვრობდეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობაში/სახლში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენული კატასტროფების ან/და ასეთი რისკების ზონაში. გაუგებარია, სასამართლოს მითითება მაინცდამაინც 2005 წელზე. მართალია, ეს ის თარიღია, როდესაც სახლი მთლიანად განადგურდა, მაგრამ 2005 წლამდე არსებული პერიოდი (ამ შემთხვევაში - 2003 წელი) არის პერიოდი, როდესაც მისი სახლი იყო ბუნებრივი ან ანთროპოგენული კატასტროფების ან/და ასეთი რისკების ზონაში და რადგანაც ეს რისკები დიდი ხნის წარმოშობილი იყო, ოჯახის უსაფრხების მიზნით, აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში მუდმივად არ ცხოვრობდნენ 2003 წლის შემდეგ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, სასამართლომ ყოველმხრივ არ შეისწავლა საქმის გარემოებები, შესაბამისად გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი დაკმაყოფილდეს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე კ-----------–--ემ 2016 წლის 25 ოქტომბერს საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს.
4.3. 2017 წლის 21 აგვისტოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ აღნიშნული განაცხადი შეფასდა დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად და მიენიჭა წინასწარი 17.5 ქულა, მათ შორის, საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიაში - 10 ქულა, მძიმედ დაავადებული ოჯახის წევრი/წევრები - 0.50 ქულა, ოჯახის შემადგენლობა არის 7 და მეტი 1.00 ქულა და იმ გარემოების გამო, რომ სხვა საცხოვრებელი სახლი არ ჰქონდა საკუთრებაში - 6 ქულა.
4.4. აღნიშნული ქულათა რაოდენობის საფუძველზე 2017 წლის 27 სექტემბერს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მ---ში განხორციელდა საცხოვრებელი სახლის მდგომარეობისა და კ-----------–---ს ოჯახის საჭიროებების შესახებ არსებული ინფორმაციის გადამოწმება, რის შედეგადაც დადგინდა, რომ კ-----------–---ს საცხოვრებელი სახლი მთლიანად დანგრეულია და დარჩენილია ნასახლარის კედლები. კ-----------–--ე მისი ოჯახის წევრებთან ერთად 2003 წლიდან ცხოვრობს ქ. თბილისში, გ-------–-----------------ში, რომელიც მისმა ოჯახმა შეიძინა 2003 წელს, ხოლო 2008 წელს იგი გაასხვისა მის ნათესავზე (დეიდაშვილზე).
4.5. მოსარჩელე კ-----------–--ეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მ---ში მდებარე, მისი ოჯახის საკუთრებაში არსებულ სახლში, 2005 წლამდე (დაზიანებამდე) მუდმივად არ უცხოვრია.
4.6. მოსარჩელე კ-----------–---ს ოჯახის წევრს შ---------–---ს 2011 წლიდან საკუთრებაში ჰქონდა საცხოვრებელი ბინა ქ. თბილისში, სოფელ დიღომში, ხოლო, ასევე მის ოჯახის წევრს ხ------------–---ს 2017 წლიდან საკუთრებაში ჰქონდა საცხოვრებელი ბინა სოფელ დიღომში.
4.7. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის 2017 წლის 11, 12 და 13 დეკემბრის N-- სხდომის ოქმის დანართის მიხედვით, კ-----------–--ეს ამ ეტაპზე უარი ეთქვა ალტერნატიული საცხოვრებელი სახლის მოძიებაზე, იმ საფუძვლით, რომ იგი არ წარმოადგენდა ეკომიგრანტ ოჯახს, რადგან ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მ---ში მდებარე, მისი ოჯახის საკუთრებაში არსებულ სახლში, 2005 წლამდე (დაზიანებამდე) მუდმივად არ ცხოვრობდა. ამასთან, მისი ოჯახის წევრებს საკუთრებაში ჰქონდათ საცხოვრებელი ბინები.
4.8. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, 2018 წლის 9 იანვარს, წერილობით მიმართა მოსარჩელე კ-----------–--ეს და განუმარტა, რომ მას მიენიჭა 17.5 ქულა და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე მისი ოჯახი არ საჭიროებდა გადაუდებელ დახმარებას საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
4.9. მოსარჩელე კ-----------–--ემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრთან ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 9 იანვრის N------------ წერილობით მიმართვა.
4.10. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელე კ-----------–---ს ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სამართლებრივი დასაბუთება
4.11. სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
4.12. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.13. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები კანონს არ ეწინააღმდეგებიან, ასევე, ისინი არანაირ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებენ აპელანტის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.14. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების საფუძველი.
4.15. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულა ნორმატიულ-სამართლებრივად გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებას დაამკვიდრონ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა, ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ საქართველოს მოქალაქეთა სახელმწიფოს მიერ მფარველობა ასევე გულისხმობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების თაობაზე. კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, რომ განსახლებას დაქვემდებარებული პირები არ დარჩნენ თავშესაფრით უზრუნველყოფის გარეშე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცდა „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურა“, ხოლო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების რეგულირება უნდა უზრუნველეყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელ კომისიას. ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტი არეგულირებს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) განსახლებისა და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობით საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის წესს, რომლის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) (შემდგომში – ეკომიგრანტი ოჯახი) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. ეკომიგრანტი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი) და ცხოვრობენ ან ცხოვრობდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობაში/სახლში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენული კატასტროფების ან/და ასეთი რისკების ზონაში. აღნიშნული წესის მე-2 მუხლის საფუძველზე, სამინისტრო ეკომიგრანტი ოჯახის განაცხადის (შემდგომში – განაცხადი) დაკმაყოფილებას ახორციელებს, ამ ბრძანების საფუძველზე, სამინისტროს ან ეკომიგრანტი ოჯახის მიერ მოძიებული საცხოვრებელი სახლის, სამინისტროს მიერ შესყიდვის გზით, ხოლო კონკრეტული ეკომიგრანტი ოჯახის განაცხადის დაკმაყოფილებაზე ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია (შემდგომში – კომისია). ამასთან, კომისია გადაწყვეტილებას იღებს ყოველწლიური საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით, სამინისტროსათვის ამ მიზნით გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით შესყიდული საცხოვრებელი სახლების შეთავაზებაზე. დეპარტამენტი/სამინისტროს ტერიტორიული ორგანო ახდენს საცხოვრებელი სახლების მიღების მსურველთა განაცხადების შევსებას ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) წარმოების წესის შესაბამისად. ეკომიგრანტი ოჯახის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე განაცხადს ავსებს სამინისტროს/სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი მოხელე. დეპარტამენტი, მონაცემთა ბაზის მეშვეობით, ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების კრიტერიუმების (შემდგომში – კრიტერიუმები) შესაბამისად და დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. დეპარტამენტი არ განიხილავს იმ ეკომიგრანტი ოჯახების განაცხადებს, რომლებსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ, დაზარალების გამო, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება. ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ განსახლებას, მათ შორის იმ ეკომიგრანტი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას. დეპარტამენტის მიერ განაცხადების დამუშავება გულისხმობს შემდეგს: ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების შესწავლას წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დამატებითი მონაცემების მოძიებასა და აუცილებელი დოკუმენტაციის მოთხოვნას ეკომიგრანტი ოჯახისაგან და/ან შესაბამისი ორგანიზაცია/დაწესებულებისაგან; მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, თითოეული ეკომიგრანტი ოჯახისათვის წინასწარი ქულების მინიჭებას კრიტერიუმების მეშვეობით. ამავე წესის მე-3 მუხლის მიხედვით, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის მიზნით, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროების შეფასებისას მონაცემთა ბაზაში დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის განსაზღვრისათვის. ეკომიგრანტი ოჯახი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცესში. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე კ-----------–--ემ 2016 წლის 25 ოქტომბერს საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. 2017 წლის 21 აგვისტოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ აღნიშნული განაცხადი შეფასდა დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად და მიენიჭა წინასწარი 17.5 ქულა, მათ შორის, საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიაში - 10 ქულა, მძიმედ დაავადებული ოჯახის წევრი/წევრები - 0.50 ქულა, ოჯახის შემადგენლობა არის 7 და მეტი 1.00 ქულა და იმ გარემოების გამო, რომ სხვა საცხოვრებელი სახლი არ ჰქონდა საკუთრებაში - 6 ქულა. აღნიშნული ქულათა რაოდენობის საფუძველზე 2017 წლის 27 სექტემბერს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მ---ში განხორციელდა საცხოვრებელი სახლის მდგომარეობისა და კ-----------–---ს ოჯახის საჭიროებების შესახებ არსებული ინფორმაციის გადამოწმება, რის შედეგადაც დადგინდა, რომ კ-----------–---ს საცხოვრებელი სახლი მთლიანად დანგრეულია და დარჩენილია ნასახლარის კედლები. კ-----------–--ე მისი ოჯახის წევრებთან ერთად 2003 წლიდან ცხოვრობს ქ. თბილისში, გ-------–-----------------ში, რომელიც მისმა ოჯახმა შეიძინა 2003 წელს, ხოლო 2008 წელს იგი გაასხვისა მის ნათესავზე (დეიდაშვილზე). მოსარჩელე კ-----------–--ეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მ---ში მდებარე, მისი ოჯახის საკუთრებაში არსებულ სახლში, 2005 წლამდე (დაზიანებამდე) მუდმივად არ უცხოვრია. მოსარჩელე კ-----------–---ს ოჯახის წევრს - შ---------–---ს 2011 წლიდან საკუთრებაში ჰქონდა საცხოვრებელი ბინა ქ. თბილისში, სოფელ დიღომში, ხოლო, ასევე მის ოჯახის წევრს ხ------------–---ს 2017 წლიდან საკუთრებაში ჰქონდა საცხოვრებელი ბინა სოფელ დიღომში. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის 2017 წლის 11, 12 და 13 დეკემბრის N-- სხდომის ოქმის დანართის მიხედვით, კ-----------–--ეს ამ ეტაპზე უარი ეთქვა ალტერნატიული საცხოვრებელი სახლის მოძიებაზე, იმ საფუძვლით, რომ იგი არ წარმოადგენდა ეკომიგრანტ ოჯახს, რადგან ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მ---ში მდებარე, მისი ოჯახის საკუთრებაში არსებულ სახლში, 2005 წლამდე (დაზიანებამდე) მუდმივად არ ცხოვრობდა. ამასთან, მისი ოჯახის წევრებს საკუთრებაში ჰქონდათ საცხოვრებელი ბინები. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებითაც, გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელე კ-----------–--ე 2005 წლამდე (დაზიანებამდე) მუდმივად არ ცხოვრობდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მ---ში მდებარე, მისი ოჯახის საკუთრებაში არსებულ სახლში, რასაც მოსარჩელე სადავოდ არ ხდის, იგი, ზემოთ მითითებული ნორმატიული აქტის მიზნებისათვის არ ჩაითვლება ეკომიგრანტი ოჯახის წევრად. ამასთან, მისი ოჯახის წევრებს საკუთრებაში აქვთ საცხოვრებელი ბინები ქ. თბილისში.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
6. საპროცესო ხარჯები
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ-----------–---ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
მოსამართლე მერაბ ლომიძე