განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002614998
საქმე №1/ბ-688-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ნოემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ბათუმის რაიონული პროკურტურის პროკურორ ა-–---------- ძ-------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) რ---- ო-----ის მიმართ (პირადი №6----------), საქართველოს მოქალაქის, დაბადებულის 1----–-–----------------, ნასამართლევის, დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, რეგისტრირებულის ხ--–----------------–----–----------------–-----––--–-, მცხოვრების ქ--------–-----–----–----–--------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენით:
რ---- ო-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალა პირობითად 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 ივლისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ---- ო-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე_64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალა პირობითად 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ რ---- ო-----ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2018 წლის 03 აგვისტოდან 2018 წლის 09 აგვისტომდე.
რ---- ო-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 აგვისტოს განჩინებით, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა უნდა მოეხსნას ზ------ ო-----ის (პ/ნ: 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ--------–--------------------–-----------, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის (ზ-----------------------------------------------–-----------------------------------------------------------), 5000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალა პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულს დაევალა გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში და არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.
იმავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულების საკითხი, კერძოდ: 112-დან გამოთხოვილი შეტყობინების აუდიო ჩანაწერი ერთ ცალ კომპაქტ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, უნდა დარჩეს საქმესთან, მისი შენახვის ვადით.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ---- ო-----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 20 ივლისს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ--------–-----–----–----–--------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, რ---- ო-----ემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვან ა----- ო-----ის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრს, მეუღლეს _ ლ---–---- ო-----ეს სახის არეში ხელის დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა-–---------- ძ-------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ რ---- ო-----ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელის დანიშვნა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული ჩადენილი ქმედების ხასიათი, მოტივი და მიზანი, ასევე მსჯავრდებულის პიროვნება, რამაც გამოიწვია ისეთი სასჯელის გამოყენება, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათს და მის პიროვნებას. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ რ---- ო-----ეს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. გასათვალიწინებელია ისიც, რომ სასჯელი აუცილებლად უნდა იყოს იმ ზომის და სახის, რამაც უნდა განაპირობოს მსჯავრდებულის რესოციალიზაცია, რაც უნდა იყოს მსჯავრდებულისათვის დამაფიქრებელი და მის მიერ ჩადენილი ქმედების ადეკვატური. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი კი ვერ უზრუნველყოფს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას, ვინაიდან, ის არის ზედმეტად მსუბუქი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეაფასა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: დაზარალებულ ლ---–---- ბ-------ის ჩვენებით, მოწმეების - შ------- ქ-----ის და ა----- ო-----ის ჩვენებებით, ა----- ო-----ის დაბადების მოწმობით და საქმის სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება რ---- ო-----ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
ბრალდების მხარემ განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვა რ---- ო-----ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელის დანიშვნა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, რასაც სააპელაციო პალატა არ მიიჩნევს მიზანშეწონილად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს მსჯავრდებულის პიროვნება და საქმის გარემოებები, ასევე ის, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: რ---- ო-----ემ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, შეურიგდა დაზარალებულს და ისინი აგრძელებენ ერთად ცხოვრებას. საქმეში წარმოდგენილი განცხადების თანახმად, დაზარალებულ ლ---–---- ბ-------ეს არანაირი პრეტენზია არ გააჩნია რ---- ო-----ესთან და ითხოვს მის მიმართ გამოყენებული იქნეს არასაპატიმრო სასჯელი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენით რ---- ო-----ისათვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას.
ამასთან, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული (რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი) და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. რ---- ო-----ემ აღიარა დანაშაული და შეურიგდა დაზარალებულს, რომელსაც მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. აქედან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა მსჯავრდებულ რ---- ო-----ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებისა და მისთვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის ყველა წინაპირობა, შესაბამისად, ამ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი სამართლიანი და კანონიერია, რის გამოც არ არსებობს მისი შეცვლის საფუძველი.
ამდენად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის _ ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-–---------- ძ-------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენი რ---- ო-----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-–---------- ძ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენი რ---- ო-----ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.რ---- ო-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მიემატოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 ივლისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ---- ო-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე_64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
5.რ---- ო-----ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2018 წლის 03 აგვისტოდან 2018 წლის 09 აგვისტომდე.
6.ცნობად იქნას მიღებული, რომ რ---- ო-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოიხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 აგვისტოს განჩინებით, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, ზ------ ო-----ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული, ქ--------–--------------------–------------ში მდებარე უძრავი ქონების _ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის (ზ-----------------------------------------------–-----------------------------------------------------------) 5000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა.
7.პირობით მსჯავრდებულ რ---- ო-----ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულ რ---- ო-----ეს დაევალოს გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში და არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.
8.ნივთიერი მტკიცებულება _ 112-დან გამოთხოვილი შეტყობინების აუდიო ჩანაწერი ერთ ცალ კომპაქტ დისკზე, რომელიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დარჩეს საქმეში და შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
9.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
10.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.N32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /ვ.დოლიძე/