განაჩენი

სისხლის სამართლის 05.11.2018
საქმის ნომერი
080100118002570141
ინსტანცია
თარიღი
05.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100118002570141

საქმე №1/ბ-602-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

05 ნოემბერი 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

სხდომის მდივნის _ ეკატერინე ქორიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ გ------- გ----------ის

მსჯავრდებულის _ ლ---- კ-----–--ის

ადვოკატის _ ი-----–- შ-----–--ს

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ლ---- კ-----–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი-----–- შ-----–--ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ლ---- კ-----–--ის მიმართ (პირადი №6----------), საქართველოს მოქალაქის, დაბადებულის 1----–-–-----------------------–-, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ---------–---------–-----–---------------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 აგვისტოს განაჩენით:

 

ლ---- კ-----–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ----ი კ-----–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მსჯავრდებულ ლ---- კ-----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 23 ივნისიდან.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ---- კ-----–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ლ---- კ-----–--ე 2018 წლის მარტიდან ივნისის თვემდე სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა ყოფილ მეუღლეს - ნ---- კ--------ეს. სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ნ---- კ--------ე მეუღლის ქმედებით განიცდიდა შეურაცხყოფას, დამცირებას და შანტაჟს, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას.

 

2018 წლის 2 ივნისს, ლ---- კ-----–--ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს - ნ---- კ--------ეს, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ---- კ-----–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი-----–- შ-----–--მ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ლ---- კ-----–--ისათვის დანაშაულის ორივე ეპიზოდში დანიშნული სასჯელების შემცირება 6-6 თვით, მის მიმართ სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით საბოლოო სასჯელის სახით 6 თვით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: ლ---- კ-----–--ემ მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედებები, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა მთელი რიგი შემამსუბუქებელი გარემოებები და მსჯავრდებულს დაუნიშნა ისეთი სასჯელი, რომელიც პროპორციული არ არის მის მიერ ჩადენილი ქმედებების. მსჯავრდებული ნასამართლობის არმქონეა, მის მიერ ჩადენილი ქმედებები მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, იგი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, შესაბამისად, სასამართლოს სრული უფლება ჰქონდა გამოეყენებინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლი და მისთვის დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობითად. სასამართლომ ხაზი გაუსვა მსჯავრდებულის პიროვნებას და მის წარსულ ცხოვრებას, რაშიც იგულისხმა მისი წარსული ნასამართლობები და სწორედ აღნიშნული დაუდო საფუძვლად საპატიმრო სასჯელის დანიშვნას, რითაც უგულვებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მოთხოვნები, რადგან მსჯავრდებულს დანაშაულის დროისათვის ნასამართლობა გაქარწყლებული ჰქონდა.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ლ---- კ-----–--ემ და მისი ინსტერესების დამცველმა ადვოკატმა ი-----–- შ-----–--მ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელმა გ------- გ----------ემ ითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 აგვისტოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა მსჯავრდებულ ლ---- კ-----–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ნ---- კ--------ის და მოწმეების - რ----- ც-----–---–ის, მ---- კ--------ის, დ----- კ--------ის, ვ------- კ-------ის, ს------- კ-----------ის და ნ----- ს-----ის გამოკითხვის ოქმებით, ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმის სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ლ---- კ-----–--ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

რაც შეეხება აპელანტის უშუალო მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემცირებისა და პირობითად ჩათვლის შესახებ, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს დანაშაულის ძალადობრივ ხასიათს, რაც გამოიხატა მეუღლისადმი სისტემატურ შეურაცხყოფაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველ ნაწილთან მიმართებაში ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ლ---- კ-----–--ემ აღნიშნული ქმედება ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის თანახმად, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა სრულად დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ლ---- კ-----–--ეს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობითად, რადგან ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფილი ვერ იქნება სასჯელის მიზნების განხორციელება, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამასთან, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს რა იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებებს, დანაშაულის ჩადენის დროს იყო ნასამართლობის არმქონე და მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, თვლის, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მისაღწევად მოცემულ შემთხვევაში აუცილებელი არ არის ლ---- კ-----–--ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის და 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციებით დაწესებული სასჯელის მაქსიმუმის _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა, რის გამოც მას ორივე მუხლით დანიშნული სასჯელები უნდა შეუმცირდეს 8 თვემდე და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოო სასჯელის სახით განესაზღვროს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 აგვისტოს განაჩენში სასჯელის ნაწილში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება, ხოლო სხვა ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ ლ---- კ-----–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი-----–- შ-----–--ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 აგვისტოს განაჩენში სასჯელის ნაწილში შევიდეს ცვლილება.

 

3.ლ---- კ-----–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით.

 

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ---- კ-----–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით.

 

5.მსჯავრდებულ ლ---- კ-----–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2018 წლის 23 ივნისიდან.

 

6.ცნობად იქნას მიღებული, რომ ლ---- კ-----–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.N32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /ვ.დოლიძე/