განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100118002565599
საქმე №1/ბ-652-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 ნოემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ქუთაისის რაიონული პროკურტურის პროკურორ ქ------- უ-----ის და მსჯავრდებულ დ----- ყ-------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ---- დ---------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) დ----- ყ-------–---–ის მიმართ (პირადი №3----------), საქართველოს მოქალაქის, დაბადებულის 1----–-–-----------------, ნასამართლევის, დაოჯახებულის, მცხოვრების წ---–--------------------------–---------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 აგვისტოს განაჩენით:
დ----- ყ-------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დ----- ყ-------–---–ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 09 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 09 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე_64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 01 (ერთი) წლით გამოსაცდელი ვადით .
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დავიი ყ-------–---–ს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 29 ივნისიდან, ხოლო პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა - პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების დღიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ დ----- ყ-------–---–ს დაეკისრა მოვალეობა პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, მის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალა პრობაციის სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ----- ყ-------–---–მა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში და ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის მაისის თვეში თ----- მ---- გაშორდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს _ დ----- ყ-------–---–ს, რის შემდგომაც დ----- ყ-------–---–ი შერიგების მოთხოვნით ემუქრებოდა თ----- მ---ს სიცოცხლის მოსპობით. ზემოაღნიშნული ქმედებით თ----- მ---ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 18:40 საათზე, ქ---------–---------–-------–------------–- განთავსებულ სავაჭრო ცენტრ „--------–-ს“ მესამე სართულზე მდებარე შპს „------------–ი“, ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა დ----- ყ-------–---–მა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ყოფილ მეუღლეს _ თ----- მ---ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მოქაჩა თმა, თავი რამდენჯერმე მიარტყმევინა ბარში არსებულ ნივთებზე და ფეხები დაარტყა ქვედა კიდურებზე. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად თ----- მ---მა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა.
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ქ------- უ-----ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ დ----- ყ-------–---–ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: დ----- ყ-------–---–ის მიერ ჩადენილი იქნა ძალადობრივი ხასიათის ქმედებები. მან მუქარა და ძალადობრივი ქმედება განახორციელა ყოფილ მეუღლეზე _ თ----- მ---ზე, რომლის მიმართაც 2018 წლის 25 ივნისამდეც ხშირად ჰქონია ადგილი ანალოგიური ტიპის ფსიქილოგიური და ფიზიკური ძალადობის ფაქტებს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ დ----- ყ-------–---–ის მიმართ 2017 წლის 05 ივლისს გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და აღნიშნულ საქმეშიც დაზარალებული იყო მისი მეუღლე თ----- მ----. იგი წარსულში ნასამართლევია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული განზრახი დანაშაულისათვის. ამჟამად კი კვლავ ცნობილი იქნა დამნაშავედ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და ძალადობაში, რაც მეტყველებს მასზე, როგორც მომეტებულად მაღალი საზოგადოებრივი საშიშროების მატარებელ, ძალადობისაკენ მიდრეკილ პირზე. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ მოხდა ძალადობრივი ქმედებების სისტემატიურობის, ასევე მოსალოდნელი საფრთხეების გათვალისწინება ოჯახში ძალადობისათვის სასჯელის დანიშვნისას და მიღებული იქნა გადაწყვეტილება მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენების და მსუბუქი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, რაც მჯავრდებულის პიროვნების და ქმედებათა სისტემატიურობის გათვალისწინებით, შეუსაბამოა სასჯელის მიზნებთან.
მსჯავრდებულ დ----- ყ-------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ---- დ---------ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: სასამართლოს შეეძლო დ----- ყ-------–---–ის მიმართ გამოეყენებინა სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული შედარებით მსუბუქი სასჯელი, რაც არ იქნებოდა დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან, ვინაიდან, დ----- ყ-------–---–ი წარსულში არ არის ნასამართლევი რაიმე სხვა მძიმე დანაშაულისათვის, ამასთან, დაზარალებულის მიერ წარმოდგენილი იქნა განცხადება, რომლის თანახმად, ის არ ითხოვდა მსჯავრდებულის მკაცრად დასჯას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, შეაფასა პროკურორ ქ------- უ-----ის და მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ---- დ---------ის სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მათი მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ, უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ თ----- მ----ს გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების - ს--–---- მ----ს და შ-----------ის გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის გამოკითხვის ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 ივლისის განაჩენით და საქმის სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება დ----- ყ-------–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულყოფილად შეაფასა და გაითვალისწინა პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: სასამართლომ დ----- ყ-------–---–ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებლად მიიჩნია ის გარემოებები, რომ იგი აღიარებდა დანაშაულს და თავიდანვე თანამშრომლობდა გამოძიებასთან, რამაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. ამასთან, სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველ ნაწილთან მიმართებაში გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ბრალდებული წარსულში ნასამართლევია ოჯახური ძალადობის ფაქტზე, რა დროსაც დანიშნულმა ალტერნატიულმა უფრო მსუბუქმა სასჯელმა ვერ უზრუნველყო სასჯელის ერთ-ერთი მთავარი მიზნის შესრულება _ ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, მხედველობაში მიიღო ისიც, რომ დ----- ყ-------–---–მა აღნიშნული ქმედება ჩაიდინა ოჯახის სხვა წევრის მიმართ, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის თანახმად, პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს და ყოველივე ზემოაღნიშნულის, ასევე დანაშაულის ძალადობრივი ხასიათის და მისი გავრცელების ხარისხის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ დ----- ყ-------–---–ს დაუნიშნა იმ სახისა და ზომის სასჯელი, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, არ არსებობს მისი შემსუბუქების ან გამკაცრების საფუძველი.
ამასთან, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი. მოცემულ შემთხვევაში დ----- ყ-------–---–ს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე დანაშაულების ჩადენაში, მან აღიარა და მოინანია დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან, ის არ წაუსწრიათ დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე, დაზარალებულს მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და არ ითხოვს მის მკაცრად დასჯას. აქედან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა მსჯავრდებულ დ----- ყ-------–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებისა და მისთვის დანიშნული სასჯელის ნახევრის პირობით მსჯავრად ჩათვლის ყველა წინაპირობა, რის გამოც ამ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი სამართლიანია და არ არსებობს მისი შეცვლის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქ------- უ-----ის და მსჯავრდებულ დ----- ყ-------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ---- დ---------ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 აგვისტოს განაჩენი დ----- ყ-------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქ------- უ-----ის და მსჯავრდებულ დ----- ყ-------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ---- დ---------ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3.დ----- ყ-------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 ; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 ; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით დ----- ყ-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით .
5.მსჯავრდებულ დ----- ყ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 29 ივნისიდან, ხოლო პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა - პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების დღიდან.
6.პირობითი მსჯავრის დროს, მსჯავრდებულ დ----- ყ-------–---–ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
7.მსჯავრდებულ დ----- ყ-------–---–ს დაევალოს პირობითი მსჯავრის დროს, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.N32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /ვ.დოლიძე/