განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.03.2019
საქმის ნომერი
010210118001901870
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
14.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210118001901870

საქმე № 2/ბ-1098-18წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 მარტი, 2019წ. ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - თამარ სვანიძე

მოსამართლეები - ირმა პერანიძე

სიმონ ჩხაიძე

სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე

აპელანტები იმავდროულად მოსარჩელეები (მოწინააღმდეგე მხარეები) - შპს “ს-–-----------------------–--“, ს--------------, ს-------–---------–----

წარმომადგენლები - ი-----–-------- და დ------------ე

მოწინააღმდეგე მხარეები, შეგებებული სარჩელის ავტორები იმავდროულად მოპასუხეები და აპელანტები - შპს “ე-------------–-------ი“, გ-----------–----ე

მოწინააღმდეგე მხარე , მოპასუხე- ლ----------------ე,იმავდროულად შეგებებული სარჩელის ავტორი

წარმომადგენელი - ო----------–---–ი

დავის საგანი - კრების ოქმის ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება (სარჩელით)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილება

სააპელაციო პალატამ გამოარკვია:

1. ბ------ის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა შპს “ს-–-----------------------–--“-მა მოპასუხეებად ,,ე-------------–-------ი’’, გ-----------–----ე, რევაზ თურმანიძე დაასახელა და მოითხოვა მოპასუხეთათვის სოლიდარულად სესხის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე 643 800 აშშ დოლარის დაკისრება.

 

2. მოსარჩელის მითითებით:

 

2015 წლის 18 მაისს ს--------------მა და ს-------–---------–----მა შპს “ე-------------–-------ისაგან" მიიღეს წინადადება ნატურალური ჯემების, წვენების და ხილის პიურეების წარმოების მიმართულებით რაც გულისხმობდა იმას, რომ ს--------------ს, ს-------–---------–----ს და ,,ე-------------–-------ს" ერთად უნდა დაეფუძნებინათ ახალი საწარმო და მისი მეშვეობით უნდა ეწარმოებინათ ნატურალური ჯემები, წვენები და ხილის პიურეები. ამისათვის გ-----------–----ეს ბიზნესში უნდა ჩაედო უძრავი ქონება და ნატურალური ჯემების, წვენების და ხილის პიურეების საწარმოო ხაზი, ხოლო მოსარჩელეებს უნდა განეხორციელებინათ 600 000 აშშ დოლარის ინვესტიცია. შეთანხმების შემდეგ ორივე მხარემ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, დაარსეს ახალი საწარმო - შპს ,,ს-–-----------------------–--“ და მის საწესდებო კაპიტალში შეიტანეს კუთვნილი შენატანები, მაგრამ შემდგომში ბიზნესის მეორე მხარემ (შპს “ე-------------–-------ის“დამფუძნებელმა, დირექტორმა და ლ------------ემ) არ უზრუნველყვეს შპს ,,ს-–-----------------------–--ის“ მიერ ნატურალური ჯემების, წვენების და ხილის პიურეების წარმოება. მათ სხვადასხვა გამოგონილი მიზეზებით თავი აარიდეს ერთობლივ საქმიანობას და შპს ,,---------------------–--ისაგან“ მოითხოვეს სესხი.

 

მხარეები შეთანხმდენ და შეთანხმების საფუძველზე შპს ,,ს-–-----------------------–--მა“ მოპასუხეებს ასესხა 524 000 აშშ დოლარი, სარგებელის სახით წლიური 20 %-ის დარიცხვის პირობით, ასევე მივლინებისათვის ასესხეს 15 000 აშშ დოლარი. მოპასუხეებს სესხი უნდა დაებრუნებინათ 2016 წლის 31 დეკემბრამდე. მოპასუხეეებმა სესხი არ დააბრუნეს, რის გამოც მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხა 524 000 აშშ დოლარი, სარგებელი 1-4 800 აშშ დოლარი და სამივლინებო ხარჯების დასაფარად გაცემული სესხი 15 000 აშშ დოლარი.

 

3. წარდგენილი შესაგებლით, მოპასუხეებმა სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნიეს, მის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადეს და თავის მხრივ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითეს;

არანაირი სესხი მოსარჩელეს მათთვის არ მიუცია, შესაბამისად არ არსებობს თანხის მოსარჩელისათვის დაბრუნების ვალდებულება. თანხა, რის დაბრუნებასაც მოსარჩელე მოითხოვს, ესაა მის მიერ ნატურალური ჯემების, წვენების და ხილის პიურეების წარმოებაში დაბანდებული თანხა და არა სესხი.აქედან გამომდინარე უსაფუძვლოა მოთხოვნა თანხის ან სარგებლის დაკისრების თაობაზე, რაც შეეხება სამივლინებო ხარჯებს მოთხოვნა ამ მიმართებითაც უსაფუძვლოა, რადგან არანაირი სამივლინებო ხარჯების მიცემას მოსარჩელის მხრიდან ადგილი არ ქონია, არ არსებობს ამის დამადასტურებელი მტკიცებულება.

შპს ,,ე-------------–-------მა" და გ-----------–----ემ თავის მხრივ შეგებებული სარჩელი წარადგინეს სასამართლოში , რომლითაც მოითხოვეს: - ბათილად იქნეს ცნობილი შპს ,,ს-–-----------------------–--ის“ დამფუძნებელ პარტნიორთა 2017 წლის 17 ოქტომბრის №6 კრების საოქმო გადაწყვეტილება.

- ს-------–---------–----ს და ს--------------ს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო ზიანის ანაზღაურების სახით სოლიდარულად დაეკისროთ 8 976 159 ლარი.

-აღკვეთილ იქნას ქ. ბ------ში ლ------------ის ქ. №----ში მდებარე მიწის ნაკვეთის (ს/კ.0-----------) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის, ხილის გადამამუშავებელი საამქროს და დამხმარე ნაგებობების მფლობელობაზე ხელშეშლა მოპასუხეთა მიერ;.

 

4. შეგებებულ სარჩელის მოსარჩელეებმა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითეს:

შპს ,,ს-–-----------------------–--ის“ დამფუძნებელ პარტნიორთა 2017 წლის 17 ოქტომბრის №6 კრების საოქმო გადაწყვეტილებით ს--------------ი გამოყვანილი იქნა შპს ,,ს-–-----------------------–--ის“ დამფუძნებლობიდან და იმავდრულად მას საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება მდებარე, ქ.ბ------ში, ლ------------ის ქუჩა №---ა-ში. მიწის ნაკვეთი 1732 კვ.მ საკადასტრო კოდი (№0-----------. №0-----------. და ამ ნაკვეთზე დამაგრებული 532,49 კვ.მ შენობა-ნაგებობა საკადასტრო კოდით №0---------------. №0---------------. №0-----------.01.508. და №0------------------.) მასვე გადაეცა საწარმო ხაზი მურაბების, ჯემების, ნაყინების, წვენების და ხილის პროდუქტების წარმოებისთვის. იმის მიუხედავად რომ დასახელებული ქონების ნაწილზე გამოსყიდვის უფლება ჰქონდა გ-----------–----ეს. მას არ მიეცა საშუალება ესარგებლა გამოსყიდვის უფლებით და ქონება გადაეცა ს--------------ს.

 

მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში გარიგება ეწინააღმდეგება კანონს და ის ბათილად უნდა იქნას ცნობილი.

 

5. შპს “ე-------------–-------ი“ს წარმომადგენლისა და გ-----------–----ის მტკიცებით, სტანისლავ ჩერნიშჩუკს და ს--------------ს მურაბების, ჯემების, ნაყინების, წვენების და ხილის პროდუქტების წარმოების ბიზნესში უნდა განეხორციელებინათ 600 000 აშშ დოლარის ინვესტირება. თანხის ბიზნესში ჩადებით ინვესტორი გახდებოდა შპს „ე-------------–-------ის“ 51%-ის მფლობელი. ჩადებული ფული განაწილდებოდა კონკრეტული მიმართულებებით, მათ შორის ერთერთი მიმართულება იყო გ------------–----ის ვალის დაფარვა. მოპასუხეებმა ნაკისრი მოვალეობა შეასრულეს არაჯეროვნად. შენატანის შემოტანა მნიშვნელოვნად დააგვიანეს. გარდა ამისა თანხა სრულად არ შემოიტანეს, რის გამოც გაიზარდა გ.ბ---–----ის გადასახდელი ვალი, ვერ დაამზადეს სათანადო ოდენობის პროდუქცია, მზა პროდუქცია ვერ გაიტანეს ბაზარზე და ვერ განახორციელეს მისი რეალიზაცია, რამაც მოსარჩელეს მიაყენა 8 976 159 ლარის ზიანი.

6. ხელშეშლის აღკვეთის ნაწილში განმარტავენ, რომ ქ. ბ------ში ლ------------ის ქ. №----ში მდებარე მიწის ნაკვეთი (ს/კ.0-----------) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, ხილის გადამამუშავებელი საამქრო და დამხმარე ნაგებობები წარმოადგენდა შპს „ე-------------–-------ის“ საკუთრებას. ამის მიუხედავად ს-------–---------–----მა და ს--------------მა საწარმოს თანამშრომლები არ დაუშვეს ტერიტორიაზე და ამ გზით შეზღუდეს ქონების მფლობელობა და სარგებლობა. ასევე საწარმოს დაადეს ბოქლომები და აღარ აძლევენ მუშაობის საშუალებას.

 

7. ს-------–---------–----ი და ს--------------ი შეგებებულ სარჩელს არ სცნობენ. მიაჩნიათ, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით:

1. შპს ,,ს-–-----------------------–---ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

2. შპს ,,ე-------------–-------ს“, შპს ,,ს-–-----------------------–---ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 643 800 აშშ დოლარი.

3. შპს ,,ს-–-----------------------–---ს“ სარჩელი ლ----------------ისა და გ------------–----ის მიმართ, არ დაკმაყოფილდა.

5. შპს ,,ე-------------–-------ის“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

6. ბათილად იქნა ცნობილი შპს ,,ს-–-----------------------–---ს“ დამფუძნებელ პარტნიორთა 2017 წლის 17 ოქტომბრის №6 კრების საოქმო გადაწყვეტილება. საჯარო რეესტრის ჩანაწერებში განხორციელდა შესაბამისი ცვლილებები და ქ. ბ------ში ლ------------ის ქ. №----ში მდებარე უძრავი ქონება - 1732 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ.0----------- და 0-----------) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, რომელთა საკადასტრო კოდებია №0-----------.01.504; №0------------------; №0-----------.01.505 და №0-----------.01.508 აღირიცხა შპს ,,ა--------------------–---ს“ საკუთრებად.

7. შპს ,,ე-------------–-------ის“ სარჩელი ზიანის ანაზღაურებისა და ხელშეშლის აღკვეთის ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

8. შპს „ე-------------–-------ი“ სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 2011 წლის 03 თებერვალს. 2011 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით მისი პარტნიორები იყვნენ:

- გ-----------–----ე - 90 % წილი;

- ა-----–---------- 1-% წილით.

საწარმოს დირექტორი იყო ლ----------------ე.

1-. შპს “ე-------------–-------ს“ გააჩნდა ხილის გადამამუშავებელი ქარხანა და მისი მეშვეობით აპირებდა ხილის ჯემებისა და პიურეების წარმოებას. არასტაბილური ფინანსური მდგომარეობის გამო საწარმომ დამოუკიდებლად ვერ შეძლო ხილის ჯემებისა და პიურეების წარმოება.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4-ე მუხლზე მითითებით და მტკიცების ტვირთის შესაბამისი გადანაწილებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი სადაო ფაქტობრივი გარემოებები;

 

საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის და მინდობილობის მიხედვით შპს „ე-------------–-------ის“ 90 % წილის მესაკუთრე იყო გ-----------–----ე, ის უშუალოდ არ მონაწილეობდა საწარმოს განვითარებაში. მას წილის მართვა მინდობილი ჰქონდა ლ------------ისათვის რომელიც ახორციელებდა წილის მართვასთან დაკავშირებულ ყველა მოქმედებას.

 

9.მოწმეების ლ------------ის, ლ-----------------ისა და ჟ--–----------ის ჩვენებებით სასამართლომ დაადგინა, რომ შპს „ე-------------–-------ის“ დირექტორი ლ----------------ე, არ ახორციელებდა შპს „ე-------------–-------ის“ დამოუკიდებელ მართვას. ფაქტიურად საწარმო იმართებოდა ლ------------ის შეხედულებებითა და გადაწყვეტილებებით.

 

1-.სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ ხილის ჯემებისა და პიურეების ბიზნესის განვითარების მიზნით, ლ------------ე დაუკავშირდა უკრაინის მოქალაქე ს-------–---------–----ს და შესთავაზა ხილის ჯემებისა და პიურეების ბიზნესის ერთად განხორციელება. ს-------–---------–----ი დაეთანხმა ლ------------ის წინადადებას საქართველოში ეწარმოებინათ ერთობლივი ბიზნესი. შეთანხმების შემდეგ ერთობლივი ბიზნესის საწარმოებლად ლ------------ემ და ს-------–---------–----მა დაარსეს შპს “ს-–-----------------------–--ი“, რომელიც სამეწარმეო რეესტრში დაარეგისტრირეს 2015 წლის 30 ივლისს. მიუხედავად შეთანხმებებში და გადაწყვეტილებების მიღებაში ლ------------ის მონაწილეობისა, ლ------------ე პარტნიორად არ დარეგისტრირებულა. დამფუძნებელთა №1 საერთო კრების გადაწყვეტილებით 2015 წლის 30 ივლისის დამტკიცებული იქნა შპს “ს-–-----------------------–--ის“ წესდება.

 

11. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის თანახმად შპს “ს-–-----------------------–--ის“ დირექტორად დაინიშნა ლ----------------ე

 

12. 2015 წლის 30 ივლისის მდგომარეობით, როგორც შპს “ე-------------–-------ს“, ისე შპს “ს-–-----------------------–--ს“ ჰყავდა ერთიდაიგივე დირექტორი - ლ----------------ე. ასევე ორივე საწარმოს ერთ-ერთი პარტნიორი იყო გ-----------–----ე.

 

13. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერთა თანახმად სასამართლომ დაადგინა, რომ ს-------–---------–----ი და ს---------------ი შპს “ე-------------–-------ის“ პარტნიორებად არ დარეგისტრირებულან არასდროს.

 

14. ქ. ბ------ში ლ------------ის ქ. №----ში მდებარე მიწის ნაკვეთი ს/კ.0-----------. ასევე მასზე არსებული 532,49 კვ.მ. შენობა, 2015 წლის 12 ივნისის მდგომარეობით გ-----------–----ის საკუთრებად იყო რეგისტრირებული.

 

15. 2015 წლის 18 აგვისტოს შედგა შპს “ს-–-----------------------–--ის“ საერთო კრება, რომლის №2 ოქმითაც პარტნიორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, საწესდებო კაპიტალის შემდეგნაირად გაზრდის შესახებ :

- გ-----------–----ემ საწესდებო კაპიტალში უნდა შეიტანოს ქონება:

ა) ქ. ბ------ში ლ------------ის ქ. №----ში მდებარე მიწის ნაკვეთი ს/კ.0-----------. ასევე მასზე არსებული 532,49 კვ.მ. შენობა, რომლის ღირებულებაც შეადგენს 605 000 აშშ დოლარს,ბ) მანქანა-დანადგარები, რომლის ღებულება შეადგენს 401 000 აშშ დოლარს.

- ს-------–---------–----ი საწესდებო კაპიტალში შეიტანს 500 000 აშშ დოლარს, რის შემდეგაც წილები განისაზღვრება შემდეგნაირად:

- გ-----------–----ე 35 %;

- ს-------–---------–----ი 65 %.

კრების ოქმით პარტნიორები ასევე შეთანხმდნენ მასზედ, რომ 6 თვის ვადაში წილების საწარმოში არ შეტანის შემთხვევაში, ქონება დაუბრუნდება კანონიერ მეპატრონეებს. გ-----------–----ის სახელით უძრავი ქონების საწესდებო კაპიტალში შეტანის ვალდებულება იკისრა ლ------------ემ.

 

16.სააჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად სასამართლომ დაადგინა, რომ გ------------–----ემ შეასრულა შპს “ს-–-----------------------–--ის“ დამფუძნებელთა საერთო კრების №2 ოქმით გათვალისწინებული შეთანხმება და უძრავი ქონება მდებარე ქ. ბ------ი ლ------------ის ქ. №----ში ლ------------ის მეშვეობით შეიტანა შპს “ს-–-----------------------–--ის“ საწესდებო კაპიტალში, შესაბამისად შპს “ს-–-----------------------–--ი“ აღირიცხა დასახელებული ქონების მესაკუთრედ.

 

17. სასამართლომ განმარტა, რომ, თანხის სესხად გაცემა ფაქტობრივი გარემოებაა. მისი არსებობა უნდა დასტურდებოდეს გარკვეული მტკიცებულებებით.

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერის თანახმად ,სასამართლომ დაადგინა, რომ შპს “ს-–-----------------------–--მა“ შპს “ე-------------–-------ს“ ასესხა 524 000 აშშ დოლარი და მივლინებისათვის ასევე ასესხა 15 000 აშშ დოლარი. საბანკო ამონაწერის მიხედვით შპს “ს-–-----------------------–--მა“ შპს “ე-------------–-------ს“ თანხა ჩაურიცხა რამოდენიმეჯერ. შესაბამის გრაფაში მითითებულია, რომ ესაა სესხი.

 

18. გარდა ამონაწერისა, სესხის გაცემის ფაქტის დასტურად სასამართლომ მიუთითა 2015 წლი 18 აგვისტოს შპს “ს-–-----------------------–--ის“ პარტნიორების მიერ ჩატარებულ საერთო კრებაზე , სადაც პარტნიორებმა იმსჯელეს შპს “ს-–-----------------------–--ის“ მიერ შპს “ე-------------–-------ისათვის“ სესხის გაცემის თაობაზე და მიიღეს გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “ს-–-----------------------–--ის“ დირექტორს ლ----------------ეს ნება დართეს შპს “ე-------------–-------ზე“ გაეცა სესხი 500 000 აშშ დოლარის ოდენობით. სასამართლომ მიუთითა, რომ სწორედ ამ შეთანხმებას მოჰყვა სესხის თანხის ჩარიცხვები. თარიღების დაკვირვებით დგინდება, რომ პარტნიორებმა სესხის გაცემაზე მოილაპარაკეს 2015 წლი 18 აგვისტოს, ხოლო სესხის გაცემა დაიწყო 2015 წლის 1- სექტემბერს.

 

19.სასამართლომ მიუთითა, რომ სესხის გაცემის ვალდებულება შპს “ს-–-----------------------–--მა“ ნაწილობრივ დაარღვია. მას სესხის გაცემა უნდა დაესრულებინა 2015 წლის 25 ოქტომბერს. საბანკო ამონაწერის მიხედით სესხის თანხის ჩარიცხვა დაიწყო 2015 წლის 1- სექტემბერს (238760 ლარი) და დასრულდა 2015 წლის 21 დეკემბერს.

 

20.სასამართლოს მითითებით მხარეთა შორის სესხის არსებობა მხარეებმა დაადასტურეს 2016 წლის 12 აგვისტოს ფინანსური დახმარების შესახებ ხელშკრულებითაც.

 

21. ამდენად, მტკიცებულებათა ერთობლივი შეფასებით , სახელდობრ: საბანკო ამონაწერით, 2015 წლი 18 აგვისტოს კრების ოქმი №5, სესხის ხელშეკრულებით, 2016 წლის 12 აგვისტოს ხელწერილით და ფინანსური დახმარების შესახებ ხელშეკრულებით სასამართლომ მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების არსებობა დაადასტურა , სახელდობრ, დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს ,,---------------------–--მა“ შპს ,,ე-------------–-------ს“ ასესხა 524 000 აშშ დოლარი წლიური 20 %-ის დარიცხვის პირობით, ასევე მივლინებისათვის ასესხა 15 აშშ დოლარი.

 

22.სასამართლოს შეფასებით საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდებოდა, რომ შპს ,,---------------------–--მა“ შპს ,,ე-------------–-------თან“ ერთად თანხა სესხად გადასცა გ-----------–----ეს და ლ----------------ეს. საქმის მასალებით არც მათი თავდებობა არ დგინდებოდა.

 

23.სასამართლომ არ გაიზიარა, შპს ,,ე-------------–-------ის“ წარმომადგენელთა მტკიცება იმის თაობაზე, რომ ს--------------მა და ს-------–---------–----მა შპს ,,ე-------------–-------ს“ ჩაურიცხა არა 524 000 აშშ დოლარი, არამედ 375 000 აშშ დოლარი., რომ თავიდან მართლაც ჩარიცხული იყო 524000 დოლარი, მაგრამ მათ უკან გაიტანეს 149000 დოლარი

 

24. სასამართლომ განმარტა, რომ თეორიულად მართლაც შესაძლებელია, რომ მოსარჩელეს მოპასუხისათვის ჩაერიცხა თანხა და ჩარიცხული თანხის ნაწილი შემდგომ წაეღო უკან, შემდეგში კი კიდევ ჩაერიცხა, მაგრამ ასეთი თეორიული შესაძლებლობები მხოლოდ ვარაუდებია და ამ ვარაუდებზე სასამართლო გადაწყვეტილებას ვერ ააგებს. სასამართლოს მითითებით თუ შპს ,,ე-------------–-------ი“ს. სალაროდან 149 000 აშშ დოლარი ს--------------მა და ს-------–---------–----მა სხვადასხვა მიზეზებით დაიბრუნეს უკან, მაშინ მათ ამის მტკიცებულებაც უნდა ჰქონდეთ. მათ კი ასეთი მტკიცებულება არ აქვთ. აქვთ მხოლოდ ზეპირი განმარტება და მოწმის ჩვენება., რაც ვერ ჩაითვლება სათანადო და საკმარის მტკიცებულებად, მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად.

 

25. სასამართლომ არ გაიზიარა შპს ,,ე-------------–-------ის“ წარმომადგენელთა, მტკიცება იმის თაობაზე, რომ ს--------------ის და ს-------–---------–----ის მიერ შპს ,,ე-------------–-------ისათვის“ ჩარიცხული თანხა არის შპს ,,ე-------------–-------ში“ კუთვნილი შენატანი. ეს მოსაზრება სასამართლომ არ გაიზიარა რამოდენიმე გარემოების გამო. პირველ რიგში კი იმის გამო, რომ ს-------–---------–----ი და ს--------------ი შპს “ე-------------–-------ის“ პარტნიორებად არ დარეგისტრირებულან არასდროს. შესაბამისად, მათ მიერ თანხის ჩარიცხვა ვერ იქნება პარტნიორის მიერ წილის შენატანის განხორციელება და კაპიტალის შევსება.

 

26. ს-------–---------–----ი და ს--------------ი იყვენ შპს ,,ს-–-----------------------–--ის“ პარტნიორები. შესაბამისად მათი ვალდებულება იყო პარტნიორის წილის შენატანი განეხორციელებინათ არა შპს ,,ე-------------–-------ის“, არამედ შპს ,,ს-–-----------------------–--ის“ ანგარიშზე. სასამართლომ მიუთითა, რომ შპს ,,ე-------------–-------ის“ ანგარიშზე თანხის შეტანა არ წარმოადგენს ს-------–---------–----ისა და ს--------------ის მიერ არც შპს ,,ე-------------–-------ის“ და არც შპს ,,ს-–-----------------------–--ის“ კაპიტალის შევსებას.

 

27. საბანკო ამონაწერის მიხედვით სასამართლომ დაადგინა, რომ ს-------–---------–----ს და ს--------------ს შენატანის შეტანა და სესხის გაცემა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად აქვთ შესრულებული. საბანკო ამონაწერში ნათლადაა მითითებული თუ რომელი თანხაა სესხი და რომელია საწესდებო კაპიტალში შენატანი. გარდა ამისა ლ------------ემ დაადასტურა, რომ ს-------–---------–----მა შეავსო საწესდებო კაპიტალი და განახორციელა 519 720 აშშ დოლარის შენატანის შეტანა.

 

სასამართლომ მიმოიხილა და შეაფასა 2015 წლის 18 მაისს შპს ,,ე-------------–-------ის" გენერალური დირექტორის ლ----------------ის მიერ შედგენილი ბიზნეს გეგმა და დაადგინა, რომ დასახელებული ბიზნეს გეგმა არ არის პარტნიორთა შეთანხმება. იგი შეიძლება განხილული იქნას, როგორც შპს „ე-------------–-------ის“ წინადადება ბიზნესის განვითარებაზე. ამ წინადადების რომელიმე პუნქტის წინააღმდეგი ს-------–---------–----ი და ს--------------ი არ ყოფილან. ამ ტიპის ბიზნესის განვითარება მათ ინტერესშიც შედიოდა. შემდგომი მოვლენების შინაარსობრივი ანალიზით დგინდება, რომ მათ ეს წინადადებები მიიღეს. მონაწილეობა მიიღეს ახალი საწარმოს შექმნაში, შეავსეს საწესდებო კაპიტალი და მზად იყვენ ახალი საწარმოს მეშვეობით გაეგრძელებინათ ბიზნესი, მაგრამ თვით გ-----------–----ის წარმომადგენლებმა აღარ ისურვეს შპს ,,ს-–-----------------------–--ის“ მეშვეობით ჯემების ბიზნესის წარმოება. მათ ბიზნესსაქმიანობა გააგრძელეს შპს ,,ე-------------–-------ის“ მეშვეობით. თუმცა ისინი შპს ,,ე-------------–-------ის“ მეშვეობით ბიზნესის წარმოებაზე არ იყვენ შეთანხმებულნი.

 

28. რაც შეეხება ს-------–---------–----ის და ს--------------ის მიერ შპს „ე-------------–-------ისათვის“ ზიანის მიყენების ფაქტს, სასამართლოს მითითებით, იმისათვის, რომ დადგენილად იქნას მიჩნეული ს-------–---------–----ის და ს--------------ის მიერ შპს ,,ე-------------–-------ისათვის“ ზიანის მიყენება, აუცილებელია დადგინდეს, რომ ს-------–---------–----ის და ს--------------ის ვალდებულება იყო შპს ,,ე-------------–-------ისათვის“ ქილების და ხუფების, ეტიკეტის, გენერატორის და ნედლეულის შეძენა, თანამშრომლებისათვის ხელფასების გაცემა, შპს ,,ე----–-----სათვის’’ ან სხვა კომპანიისათვის სარეალიზაციოდ ჯემების მიწოდება. ასევე შპს ,,ე-------------–-------ისათვის“ სხვა ღონისძიებების განხორციელება. ასეთი ვალდებულების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. უფრო მეტიც ჯემების წარმოებასთან დაკავშირებით ს--------------ზე მინდობილობა 2015 წლის 20 აგვისტო გაცემული იყო არა შპს ,,ე-------------–-------ის“, არამედ შპს ,,ს-–-----------------------–--ის“ მიერ.

 

29. ამ და სხვა გარემოებებზე მითითებით საქმის მასალებით სასამართლომ დადგენილად არ მიიჩნია ს-------–---------–----ის და ს--------------ის მიერ შპს „ე-------------–-------ისათვის“ ზიანის მიყენების ფაქტი.

 

30. სასამართლომ მიუთითა 2017 წლის 17 ოქტომბერს შემდგარ შპს ,,ს-–-----------------------–--ის“ საერთო კრებაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ს--------------მა და ს-------–---------–----მა. კრებამ მიიღო გადაწყვეტილება მასზედ, რომ ს--------------ი გამოყვანილი იქნას შპს ,,ს-–-----------------------–--ის“ დამფუძნებლობიდან მის წილ კაპიტალთან ერთად, კერძოდ უძრავი ქონებით მდებარე, ქ.ბ------ში, ლ------------ის ქუჩა №---ა-ში. ასევე ს--------------ს გადაეცა საწარმო ხაზი მურაბების, ჯემების, ნაყინების, წვენების და ხილის პროდუქტების წარმოებისთვის.

 

31. 2017 წლის 17 ოქტომბრის შპს ,,ს-–-----------------------–--ის“ პარტნიორთა კრებაზე მოწვეული არ იყო გ------------–----ე. შესაბამისად მას გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა არ მიუღია.

 

32. 2017 წლის 17 ოქტომბრის შემდეგ შპს ,,ს-–-----------------------–--ის“ 1-0 %-იან პარტიორად დარჩა ს-------–---------–----ი.

 

33. ქ. ბ------ში ლ------------ის ქ. №----ში მდებარე მიწის ნაკვეთი (ს/კ.0-----------) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების 2017 წლის 8 დეკემბრამდე წარმოადგენდა შპს ,,ს-–-----------------------–--ის“ საკუთრებას. 2017 წლის 8 დეკემბრის შემდეგ ქონება რეგისტრირებულია ს--------------ის საკუთრებად.

 

34. სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 8 დეკემბერს, ს--------------ი მივიდა ქ.ბ------ში ლ------------ის ქ.№---- ში და მოითხოვა ფართის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა. ამ მომენტისათვის ფართში იმყოფებოდა შპს ,,ე-------------–-------ის’’ თანამშრომლები. ს--------------ის მოთხოვნის საფუძველზე დაცვის პოლიციის მიერ შპს ,,ე-------------–---------ს’’ თანამშრომლებისაგან გამოთავისუფლებული იქნა ფართი და იგი თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა ს--------------ს.

 

სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მისცა სამართლებრივი შეფასება, იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით და მივიდა დასკვნამდე, რომ ძირითადი სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. შეგებებული სარჩელი საფუძვლიანია ნაწილობრივად. შპს ,,ს-–-----------------------–--ის“ დამფუძნებელ პარტნიორთა 2017 წლის 17 ოქტომბრის №6 კრების საოქმო გადაწყვეტილება შეიცავს მისი გაბათილების საფუძველს და ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. სხვა ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

35. სამართლებრივი შეფასება

ძირითად სარჩელთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ შპს ,,ს-–-----------------------–--“ და შპს ,,ე-------------–-------ი“ სახელშეკრულებო ურთიერთობაში იყვნენ ერთმანეთთან. მათ შორის დადებული გარიგება ატარებს სესხის ხელშეკრულების ელემენტებს. შესაბამისად მხარეებს შორის ურთიერთობა სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.

 

სასამართლომ დაადგინა, რომშპს “ე-------------–-------მა“ დაარღვია ვალდებულება და სესხი არ დაფარა, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე მოსარჩელის კანონიერი ინტერესი. ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება სესხის ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. მას გადასახდელი დარჩა ძირი თანხა 539 000 აშშ დოლარი (მივლინების სესხის ჩათვლით). ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, შპს “ე-------------–-------ი“ ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხდოს სესხად მიღებული თანხა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს “ე-------------–-------ის“ მიმართ ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელი საფუძვლიანი იყო და იგი სრულად დააკმაყოფილა.

 

სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლზე მითითებით ,,სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი”.სასამართლომ დაადგინა, რომ რაკიღა სესხი პროცენტიანი იყო - წლიური 20 %-იანი სარგებლის დარიცხვით. შპს “ე-------------–-------ს“ უნდა გადაეხადა ის სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებით. მოპასუხემ სარგებელი არ გადაიხადა, შესაბამისად გადასახდელი დარჩა, როგორც ძირითადი თანხა, ასევე მასზე დარიცხული პროცენტი. შპს “ე-------------–-------ს“ გადასახდელი აქვს სარგებელი 1-4 800 აშშ დოლარი.

 

36. რაც შეეხება სესხის თანხის დაკისრებას ლ----------------ისა და გ-----------–----ისათვის,სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა სასამართლომ მიუთითა, რომ გ-----------–----ე პარტნიორია, ხოლო ლ----------------ე დირექტორი. მათ მიმართ მოთხოვნა მიმართულია, როგორც საწარმოს ვალების მიმართ გამჭოლი პასუხისმგებლობის მოთხოვნა სასამართლოს მითითებით, მართალია „მეწარმეთა შესახებ“ კანონი ითვალისწინებს კონკრეტულ შემთხვევებს, როცა კომპანიის ვალდებულებებისათვის პასუხისმგებლობა შესაძლებელია კომპანიის დირექტორებსა და პარტნიორებსაც დაეკისროთ იმ შემთხვევაში თუ დადგინდება, რომ ადგილი აქვს პასუხისმგებლობის შეზღუდვის კორპორატიული ფორმის ბოროტად გამოყენებას. სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელით არაა დასაბუთებული ფიდუციურ ვალდებულებათა და გამჭოლი პასუხისმგებლობის არსებობა. რის გამოც სარჩელი ამ ნაწილში უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული და არ დაკმაყოფილდა..

 

37. რაც შეეხება შეგებებულ სარჩელს, რომლითაც დავის საგანია 2017 წლის 17 ოქტომბრის პარტნიორთა კრების №6 ოქმის ბათილად ცნობა, სასამართლომ მიუთითა

,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის 91-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, ,,თუ ამ კანონით ან საწარმოს წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის, ჩატარების წესი და მისი კომპეტენცია განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესების მიხედვი“.

სასამართლოს მითითებით დადგენილია და სადაო არ არის ის გარემოება, რომ შპს ,,ს-–-----------------------–--ს“ გააჩნია წესდება და მისი ნორმებითაა განსაზღვრული კრების მოწვევისა და ჩატარების პროცედურული წესები. პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის, ჩატარების წესი და მისი კომპეტენცია, ასახულია წესდების მეოთხე მუხლში. ფაქტობრივად წესდება კანონისაგან განსხვავებულ წესებს არ შეიცავს, ამიტომ კრების მოწვევის, ჩატარებისა და გადაწყვეტილების მიღების კანონიერების საკითხი უნდა შემოწმდეს ,,მეწარმეთა შესახებ“ კანონით დადგენილი წესების შესაბამისად.

 

სასამართლოს მითითებით საკითხის გადასაწყვეტად პირველ რიგში უნდა დადგინდეს დაცულია თუ არა პარტნიორთა კრების მოწვევისა და ჩატარების პროცედურული წესები. დადგენილია, რომ 2017 წლის 17 ოქტომბრის პარტნიორთა კრებას ესწრებოდა ს--------------ი და ს-------–---------–----ი. კრებამ მიიღო გადაწყვეტილება მასზედ, რომ ს--------------ი გამოყვანილი იქნას შპს ,,ს-–-----------------------–--ის“ დამფუძნებლობიდან მის წილ კაპიტალთან ერთად, სასამართლოს მითითებით ამ საკითხის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი იყო გ-----------–----ის ადგილი შპს ,,ს-–-----------------------–--ში“ და პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით გ-----------–----ისათვის დამდგარი შედეგი. დადგენილია და სადაო არარის ის გარემოება, რომ შპს “ს-–-----------------------–--ი“ სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 2015 წლის 30 ივლისს. გ------------–----ემ საწესდებო კაპიტალში შეიტანა ქ. ბ------ში ლ------------ის ქ. №----ში მდებარე მიწის ნაკვეთი ს/კ.0-----------. ასევე მასზე არსებული 532,49 კვ.მ. შენობა-ნაგებობა. ასევე მანქანა-დანადგარები. თავის მხრივ ს-------–---------–----მა საწესდებო კაპიტალში შეიტანა 500 000 აშშ დოლარი, რის შემდეგაც წილები განისაზღრა შემდგენაირად:

- გ-----------–----ე 35 %;

- ს-------–---------–----ი 65 %.

,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91-ე მუხლის მეორე ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე ნებისმიერი გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი იყო, როგორც გ-----------–----ის, ასევე ს-------–---------–----ის ინფორმირება დღის წესრიგის შესახებ და კრებაზე მოწვევა. 2017 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით გ------------–----ე პარტნიორად რეგისტრირებული აღარაა, სწორედ ამის გამო ის კრებაზე არ მოწვეულა.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ დავაში გაჩნდა მნიშვნელოვანი კაზუსი. გ------------–----ე პარტნიორთა კრებაზე უნდა მიწვეულიყო თუ არა. -სასამართლოს მითითებით, მართალია გ-----------–----ე აღარაა პარტნიორად მითითებული სამეწარმეო რეესტრში , მაგრამ გ------------–----ე საწარმოს პოტენციური პარტნიორია და მისი გვერდის ავლით გადაწყვეტილებების მიღება არის არასამართლიანი.

 

სასამართლომ განმარტა, თუ რას ნიშნავს წილის გამოსყიდვის უფლება და მიუთითა, რომ მისი შინაარსი სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ნორმების ანალიზით უნდა დადგინდეს. ამ ტიპის შეთანხმება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 509-ე მუხლით რეგულირებული შეთანხმებაა. დასახელებული ნორმით ,,თუ გამყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს გამოსყიდვის უფლება, ამ უფლების განხორციელება დამოკიდებულია გამყიდველის ნებაზე”.

 

სასამართლოს მითითებით საქმის მასალებით დადგენილია, რომ წილის გამოსყიდვის ვადა განსაზღვრული არ იყო, ამიტომ მისი ვადის დადგომა დამოკიდებულია მხარეთა ნებაზე. 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ცალმხრივად გაუქმებული იქნა გამოსყიდვის უფლება. ფაქტობრივად მათ გ------------–----ეს გაუუქმეს ის შეღავათი რაც კანონით ჰქონდა მინიჭებული. გამოსყიდვის უფლების გაუქმება და წილის საწესდებო კაპიტალიდან გატანა პირველ რიგში ეწინააღმდეგება საქ. სკ-ის 509-51--ე მუხლის მოთხოვნებს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ გ-----------–----ე მინორიტარი პარტნიორია. იგი 35 % წილს ფლობს. მართალია მაჟორიტარ პარტნიორებს უფლება აქვთ გადალახონ მინორიტარის წინააღმდეგობა და მიიღონ ნებისმიერი გადაწყვეტილება, მაგრამ მათი ეს უფლება მინორიტარ პარტნიორს არ ართმევს უფლებას სადაო გახადოს გადაწყვეტილება და მოითხოვოს ამ გადაწყვეტილების გონივრულობის შემოწმება. სასამართლოს მითითებით , მართალია გ-----------–----ე 2017 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით ,,პასიურ რეჟიმში“ მყოფი პარტნიორია, მაგრამ იგი ს--------------ს სრულყოფილად ჩანაცვლებული არ აქვს და ის ამ კრებაზე ისევე უნდა ღებულობდეს მონაწილეობას, როგორც წილის გამოსყიდვაზე გარიგების დადებამდე შეეძლო მონაწილეობის მიღება. აღნიშნულის გამო სადაო კრების ოქმი ბათლად უნდა იქნას ცნობილი. ქონება უნდა დაუბრუნდეს შპს ,,ს-–-----------------------–--ს“ და წილის გამოსყიდვისათვის გ------------–----ეს უნდა აღუდგეს ვადა. ეს ვადა დამოკიდებულია ორივე მხარეზე. ან გ------------–----ემ თავად უნდა გადაიხადოს თანხა და წილი გამოისყიდოს გონივრულ ვადაში, ან კიდე თავად ს--------------მა უნდა განუსაზღვროს გამოსყიდვის გონივრული ვადა. ზემოაღნიშნული დასაბუთებით სასამართლომ სარჩელი ამ ნაწილში საფუძვლიანად ცნო და დააკმაყოფილა.

 

38.შეგებებული სარჩელის მოთხოვნაზე ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში სასამართლომ მიუთითა შემდეგი;

 

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ს--------------მა და ს-------–---------–----მა შპს “ე-------------–-------ი“ დააზარალა 8 956 179 ლარით. ზიანი დადგა პარტნიორის მიერ ნაკისრი ვალებულებების შეუსრულებლობით. კერძოდ ს--------------მა და ს-------–---------–----მა შეთანხმებული 500 000 აშშ დოლარის ნაცვლად შეიტანეს 375 000 აშშ დოლარი. თანხის დაგვიანებით შეტანით, ასევე არასრულად შეტანით საწარმომ ვერ შეიძინა ნედლეული, ვერ დაამზადა მზა პროდუქცია ვერ გაასაღა და განიცადა ზარალი. გარდა ამისა მოპასუხეები ვალდებულნი იყვენ პროდუქცია გაეტანათ უცხო ქვეყნებში და იქ მოეხდინათ რეალიზაცია. მათ არ შეასრულეს ნაკისრი მოვალეობა და ამ გზით დააზარალეს საწარმო. გარდა ამისა გ------------–----ის ვალი 114 000 აშშ დოლარიდან გაიზარდა 150 000 დოლარამდე.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლზე და განმარტა, რომ ვალდებულებების გარეშე არ არსებობს მოთხოვნის უფლება. მოპასუხეებს პასუხისმგებლობა რომ დაეკისროთ ამისათვის აუცილებელია მათ მოსარჩელის მიმართ რაღაც ვალდებულებები გააჩნდეთ. საქმის მასალებით არ დგინდება, რომ მათ შპს ,,ე-------------–-------ის“ მიმართ რაიმე ტიპის ვალდებულება აქვთ. ამიტომ მათ მიერ თანხის გადაუხდელობა (მათ შორის შპს ბ------–ისათვის), ქილების და ხუფების, ეტიკეტის, გენერატორის და ნედლეულის არ შეძენა, თანამშრომლებისათვის ხელფასების გაუცემლობა, შპს ,,ე----–-----სათვის’’ ან სხვა კომპანიისათვის სარეალიზაციოდ ჯემების მიუწოდებლობა. ასევე შპს ,,ე-------------–-------ისათვის“ სხვა ღონისძიებების განხორციელება არ შეიძლება მათ შეერაცხოთ პარტნიორის მიერ შენატანის განუხორცილეობით გამოწვეულ ზიანად.

 

39. ხელშეშლის აღკვეთის ნაწილში

 

სასამართლომ განმარტა, რომ საკუთრების უფლება ხელშეუხებელია და მისი ხელშეუხებლობის გარანტიას იძლევა, როგორც საერთაშორისო ხელშეკრულებები, ისე ქვეყნის შიდა ნორმატიული აქტები; ამავე პრინციპს განამტკიცებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლი, რომლის მიხედვითაც ,,ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში”.

 

შპს ,,ე-------------–-------ი“ ამტკიცებს, რომ ქ. ბ------ში ლ------------ის ქ. №----ში მდებარე მიწის ნაკვეთი (ს/კ.0-----------) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, ხილის გადამამუშავებელი საამქრო და დამხმარე ნაგებობები მისი საკუთრებაა.

სასამართლომ განმარტა, რომ საკუთრების უფლებებთან და ხელშეშლის აღკვეთასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საჯარო რეესტრის ჩანაწერების პრინციპი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა”.

ამავე კოდექსის 312-ე მუხლის მეორე ნაწილით ,,რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

სასამართლომ მიუთითა, რომ ქ. ბ------ში ლ------------ის ქ. №----ში მდებარე მიწის ნაკვეთი (ს/კ.0-----------) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობი, ხილის გადამამუშავებელი საამქრო და დამხმარე ნაგებობები საქმის განხილვის მომენტისათვის მოსარჩელის საკუთრებად არაა რეგისტრირებული. იგი 2017 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით ს--------------ის საკუთრებად იყო რეგისტრირებული. სასამართლომ დაადგინა, რომ საკუთრების ჩანაწერი შეიცავს უზუსტობას. პარტნიორთა კრების ოქმის გაბათილებით უნდა აღსდგეს მანამდელი მდგომარეობა, მაგრამ მანამდელი მდგომარეობითაც შპს ,,ე-------------–-------ი“ მესაკუთრე არაა. მესაკუთრე გახდება შპს ,,ს-–-----------------------–--“.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170–ე მუხლის პირველი ნაწილით „მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას."

მესაკუთრე თვითონ წყვეტს ისარგებლოს თუ არ თავისი საკუთრებით, წინამდებარე შემთხვევაში დაგენილია, რომ მოსარჩელეს შეზღუდული აქვს ქონების მფლობელობა და სარგებლობა. მას ფლობენ და სარგებლობენ მოპასუხეები, თუმცა მათ აქვთ ფლობისა და სარგებლობის უფლება. მართალია მოპასუხე ფლობდა და სარგებლობდა ქონებას, მაგრამ მას არც ძველი და არც ახალი მესაკუთრისაგან არ აქვს ქონების მფლობელობისა და სარგებლობის მართლზომიერი უფლება. მესაკუთრე წინააღმდეგია მოსარჩელე ფლობდეს და სარგებლობდეს მის ქონებას.

 

ამიტომ ამ ქონების მფლობელობისა და სარგებლობის შეუზღუდავი უფლება აქვს შპს ,,ს-–-----------------------–--ს“. მოსარჩელეს არ აქვს მასზე მეტი უპირატესობა, ამიტომ ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

40. ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული შპს ,,ს-–---------------------–---ს", ს--------------ის, ს-------–---------–----ის, ასევე შპს ,,ე-------------–-------ის" და გ-----------–----ის მიერ

 

41. შპს ,,ს-–-----------------------–--ის" -ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო ფაქტობრივ გარემოებებზე მსჯელობისას სრულად დაადგინა შპს ,,ს-–-----------------------–--ი“-ს სასარგებლოდ მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ სასამართლო გადაწყვეტილების 3.2.8.-3.2.13.; 3.2.15. და 3.2.17.-3.2.24. პუნქტებში სასამართლო განმარტავს და დადგენილად მიიჩნევს მოსარჩელე მხარის - შპს ,,ს-–-----------------------–--ი“-ს მიერ მითითებულ ყველა სადავო ფაქტობრივ გარემოებას, მაგრამ მიუხედავად ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად არ მიიჩნია და არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მტკიცება იმის შესახებ, რომ მოპასუხეებს გ------------–----ეს და ლ----------------ეს სესხის ხელშეკრულებისა და გამჭოლი პასუხისმგებლობის საფუძველზე ეკისრებათ სესხად გაცემული თანხის უკან დაბრუნების მოვალეობა.რაკიღა სასამართლომ დაადგინა, რომ შპს ,,ე-------------–-------მა“ მოსარჩელისგან აიღო სესხი და შეთანხმებულ ვადაში არ დაფარა,რითიც ვალდებულება დაარღვია, ასეთივე ვალდებულების დარღვევად უნდა შეფასებულიყო შპს ,,ე-------------–-------ი“-ს დირექტორისა და დამფუძნებლის ქმედებაც, რადგან მოსარჩელისათვის ვალის არგადახდა პირადი ინტერესისა და გამორჩენის გამო, კვალიფიცირდება როგორც დირექტორის და დამფუძნებლის გამჭოლი პასუხისმგებლობა საწარმოს ვალებზე. შესაბამისად აპელანტ მხარეს ჰქოდა სრული უფლება სასარჩელო წესით თავისი დარღვეული უფლებების აღდგენა მოეთხოვა არამარტო საწარმოსგან, არამედ გამჭოლი პასუხისმგებლობის მქონე სუბიექტებისგანაც, აპელანტი მიუთითებს, რომ მისი მარწმუნებელი კომპანიის ვითომდა სარგებლის მიღების მიზნით გარიგება სოლიდური თანხების მოტყუებით გამოძალვისა განხორციელდა ერთის მხრივ შპს ,,ს-–-----------------------–--“-ის დამფუძნებელი პარტნიორის გ------------–----ის და დირექტორის ლ----------------ის და მეორეს მხრივ შპს ,,ე-------------–-------ი“-ს ასევე დამფუძნებელი პარტნიორის გ------------–----ის და დირექტორის ლ----------------ის უშუალო დარწმუნებით, ამასთან არ შესრულდა ბიზნეს-გეგმით დეკლარირებული პირობები პარტნიორული ურთიერთსარგებლობის პრინციპზე დაფუძნებული ერთობლივი ბიზნეს-საქმიანობის შესახებ; ცალსახად ჩანს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი აქვს ისეთი ფაქტობრივი რეალობის შექმნას, სადაც საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორი და დირექტორი საზოგადოების სამართლებრივი შეზღუდვის ბოროტად გამოყენების საფუძველზე ერთობლივად ახორციელებენ ისეთ ქმედებას ,რომ განზრახ ბრალეულად მიაყენონ ზიანი საზოგადოებას , ხოლო საზოგადოების კრედიტორებს კი ზიანი - საზოგადოების გადახდისუუნარობამდე მიყვანითა და მისი სამართლებრივი შეზღუდვის ბოროტად გამოყენების გზით, რათა თავი აარიდონ კრედიტორების მიმართ სამეწარმეო საქმიანობით წარმოშობილი ვალდებულებების შესრულებას.

 

,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 1-ლი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, ,,ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები (დირექტორები) და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნებზე ან საზოგადოების კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად. თუ ანაზღაურება აუცილებელია, საზოგადოების ხელმძღვანელების ვალდებულება არ წყდება იმის გამო, რომ ისინი მოქმედებდნენ პარტნიორთა გადაწყვეტილებების შესასრულებლად“ ანუ დირექტორს აკისრია განსაკუთრებული მოვალეობები საზოგადოების წინაშე ე.წ.,,ფიდუციური მოვალეობები“, რომელთა დარღვევით დირექტორი საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებს პირდაპირ და უშუალოდ.

გარდა ზემოთქმულისა, კონკრეტულ შემთხვევაში აპელანტი მიიჩნევს, რომ რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი, სადაც საუბარია იმაზე, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორები საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად,თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმას .შესაბამისად გამჭოლ პასუხისმგებლობაზე დაყრდნობით მოსარჩელე მხარეს მხოლოდ მოცემულ ნორმაზე და სამართლის თეორიაში დამკვიდრებულ პრინციპზე დაყრდნობით აქვს შესაძლებლობა აღიდგინოს დაკარგული უფლება და შეძლოს მის მიმართ მიყენებული ზიანის ანაზღაურება. აპელანტი მიიჩნევს, რომ შპს ,,ე-------------–-------ი“-ს დამფუძნებელი პარტნიორის და დირექტორის განზრახ ბრალეული ქმედებები მისი მარწმუნებელი კომპანიის, როგორც საზოგადოების კრედიტორის მიმართ,სახეზეა შესაბამისად სახეზეა მათი პირადი პასუხისმგებლობის სამართლებრივი საფუძვლებიც სახეზეა ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის და 9-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად.

რაც შეეხება შეგებებული სარჩელის ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილებას, ვერავითარ სამართლებრივ კრიტიკას ვერ უძლებს. 2017 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით შპს ,,ს-–-----------------------–--“-ის პარტნიორები არიან ს-------–---------–----ი 65% და ს--------------ი 35%, ხოლო დასახელებული 35% წილის გამოსყიდვის უფლება ჰქონდა გ------------–----ეს, მაგრამ 2016 წლის 15 აპრილის გირავნობის ხელშეკრულებით გ------------–----ეს ნაკისრი ვალდებულების შესრულების არც მცდელობა ჰქონია და არც 2017 წლის 17 ოქტომბრამდე შეუსრულებია, და ამას საერთოდ არც აპირებდა, გ------------–----ეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება 2016 წლის 15 აპრილის გირავნობის ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების არამარტო განხორციელებაზე, არამედ რაიმე სახის მცდელობაზეც კი. ამდენად 2017 წლის 17 ოქტომბრის შპს ,,ს-–-----------------------–--“-ის პარტნიორთა კრება მოწვეული იყო საქართველოს კანონის ,,მეწარმეთა შესახებ“ და შპს ,,ს-–-----------------------–--“-ის წესდების ნორმათა სრული დაცვით, შესაბამისად შპს ,,ს-–-----------------------–--“-ის №6 პარტნიორთა კრების ოქმი კანონიერია და არ არსებობს კრების ოქმის გადაწყვეტილიბის გაბათილების საფუძვლები.

 

42. შპს ,,ე-------------–-------ისა’’ და გ-----------–----ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

აპელანტთა განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტი იმის შესახებ,რომ, თითქოს შპს ,,ს-–---------------------–--მა" შპს ,,ე-------------–-------ს" ასესხა 524000 აშშ დოლარი, წლიური 20%-ის დარიცხვის პირობით და მივლინებისათვის გადაუხადა 15000 აშშ დოლარი;, ამის მტკიცებულებად სასამართლო ასახელებს საბანკო ამონაწერს რაც ვერ გამოდგება სადაო ფაქტობრივი გარემოების მამტკიცებელ მტკიცებულებად, იმ მარტივი მიზეზის გამი, რომ საქმეში წარმოდგენილ საბანკო ამონაწერში არსად არ არსებობს ჩანაწერი, რომელიც მიუთითებდეს, რომ სესხი იყო სარგებლიანი.

 

2. საბანკო ამონაწერში "ოპერაციის შინაარსი" შპს "ს-–-----------------------–--"-ის მიერ შპს "ე-------------–-------ი"-ს საბანკო ანგარიშზე 2015 წლის 1- სექტემბრიდან 2016 წლის 21 იანვრის ჩათვლით სულ განხორციელებულია 7 (შვიდი) გადარიცხვის ოპერაცია და არცერთ გადარიცხვის ოპერაციის შინაარსში არსად მინიშნებული არ არის, რომ სესხი იყო წლიური 20%-ი სარგებლით.

3. საბანკო გადარიცხვის გრაფაში "ოპერაციის შინაარსი" მითითებულია სესხის გაცემა თანახმად ხელშეკრულებისა, და ხელშეკრულების რიცხვები მითითებულია ერთ შემთხვევაში 08.09.2015 წელი, ერთ შემთხვევაში 06.1-.2015 წელი, ხოლო 5 (ხუთ) შემთხვევაში 14.1-.2015 წელი. ამ ჩანაწერების მიხედვით მივდივართ ლოგიკურ დასკვნამდე, რომ საბანკო ამონაწერში "ოპერაციის შინაარსი" გრაფაში მინიშნებული ჩანაწერი "სესხის გაცემა თანახმად ხელშეკრულებისა" რიცხვებისა და წლეების მინიშნებით არის ფიქტიური, ვინაიდან ამ ჩამოთვლილი ხელშეკრულებების არცერთი ეგზემპლიარი საქმეში არ მოიპოვება, არც საბანკო სისტემაშია, ვინაიდან მსგავსი ხელშეკრულებები საბანკო სექტორში არაა წარდგენილი და ვერც იქნებოდა, ვინაიდან მხარეებს შორის ამ რიცხვებში ხელშეკრულებების გაფორმება არ განხორციელებულა, და საქმეში მსგავსი მტკიცებულება არ არსებობს.

4. საბანკო ამონაწერის თანახმად შპს "ს-–-----------------------–--ი"-ს მიერ 1-.09.2015 წლიდან 21.01. 2016 წლის შუალედში შპს "ე-------------–-------ი"-ზე სულ განხორციელებულია 7 (შვიდი) გადარიცხვის ოპერაცია, საიდანაც საბანკო გადარიცხვის გრაფაში "ოპერაციის შინაარსი" არსად არაა მითითებული 15.000 აშშ დოლარი მივლინების თანხების გადარიცხვის საფუძვლით.

აპელანტი მიიჩნევს, რომ არ არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა დასადასტურებლად,, ხოლო იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით რაც საქმეშია წარმოდგენილი სადაო ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად ცნობა--კანონსაწინააღმდეგოა.

 

აპელანტი ასევე არასწორად მიიჩნევს და არ ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას სადაც სასამართლო ადგენს", რომ "გარდა საბანკო ამონაწერისა, სესხის გაცემის ფაქტი დასტურდება სხვა მტკიცებულებითაც და ამის დასტურად უთითებს 2015 წლის 18 გვისტოს შპს "ს-–-----------------------–--ი"-ს პარტნიორთა კრების N5 კრების ოქმს. მართალია შპს "ს-–-----------------------–--"-ის დამფუძნებლებმა, დამფუძვნებელთა საერთო კრების 2018 წლის 18 აგვისტოს ოქმი N5-ით, ნება დართეს საზოგადოების დირექტორს, ბატონ ლ----------------ეს შპს "ე-------------–-------ი"-ზე 500000 აშშ დოლარის სესხის გაცემის თაობაზე, მაგრამ ამ საოქმო გადაწყვეტილებით გაცემული ნებართვით დადგენილია, რომ გასაცემი სესხი სარგებლიანი არ ყოფილა, რის გამოც სასამართლოს მითითება ამ მტკიცებულების საბანკო ამონაწერთან ერთიანობით იმის დასადასტურებლად, რომ გაცემული სესხი იყო წლიური 20%-ის სარგებლით, ყოვლად უკანონო და არასამართლიანია.

 

2. ამ ხელშეკრულების დადების შემდეგ, ე.ი. 2015 წლის 15 ოქტომბრის შემდეგ შპს „ს-–-----------------------–--“-ს ნაკისრი ვალდებულებები შესრულებული არა აქვს და შპს „ე-------------–-------ი“-ს ანგარიშზე ჩამორიცხული აქვს მხოლოდ 165.500 აშშ დოლარი და შესავსები რჩებათ სასეხო კაპიტალი 333.500 აშშ დოლარით, ამასთან სახეზეა მათ მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანი თანმდევ შედეგებთან ერთად.

ყოველივე ზემოაღნიშნული კი ნათელყოფდა იმას, რომ მოსარჩელე შპს "ს-–-----------------------–--"-ის სასარჩელო მოთხოვნა იყო სრულიად უკანონო, დაუსაბუთებელი და მისი დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები საქმეში არ არსებობდა, სწორი სამართლებრივი შეფასების შემთხვევაში სასამართლოს მის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვა.

აპელანტი არ ეთანხმება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 ივნისს გადაწყვეტილების 3.2.22. პუნქტით დადგენილ სადაო ფაქტობრივ გარემოებას, სადაც სასამართლო ადგენს, რომ "სესხის არსებობა მხარეებმა დაადასტურეს 2016 წლის 12 აგვისტოს ფინანსური დახმარების შესახებ ხელშეკრულებითაც. აპელანტის მითითებით 2016 წლის 12 აგვისტოს ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ ხელშეკრულება, სრულიად უკანონოა და იგი სასამართლოს სარჩელის საფუძვლის ერთ-ერთ მტკიცებულებად არ უნდა ჩაეთვალა , რადგან

ა) არ არსებობს ხელშეკრულების ქართული ვარიანტი, იგი ნოტარიულად დამოწმებული არ არის და არც საჯარო რეესტრში არაა რეგისტრირებული.

ბ) მასზე ხელისმომწერი პირი - შპს „ე-------------–-------ი“-ს დირექტორი, ბატონი ლ----------------ე არ ფლობს რუსულ ენას.

გ) შპს „ე-------------–-------ი“-ს დირექტორი, ბატონი ლ----------------ე არ იყო უფლებამოსილი პირი სესხის ხელშეკრულების დადებისა და მის ხელმოწერაზე, ვინაიდან მისთვის შპს „ე-------------–-------ი“-ს დამფუძნებლებს ამის უფლებამოსილება არ მიუნიჭებიათ.

 

სასამართლომ სწორად არ შეაფასა 2016 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულების პირველი პუნქტის ფორმულირება, რომელშიც მოხსენიებულია 2015 წლის 18 აგვისტოს პარტნიორთა კრების N5 ოქმი, რომელიც ფაქტიურად არ არსებობს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მის რეგისტრაციაზე საჯარო რეესტრმა უარი განაცხადა;

ზ) სასამართლო არ ასაბუთებს და არ განმარტავს 2015 წლის 18 აგვისტოს პარტნიორთა კრების N5 ოქმის მტკიცებულებად ცნობის კრიტერიუმებს და ვერც განმარტავდა, ვინაიდან მასში საერთოდ არაა ნახსენები სესხის საპროცენტო სარგებელზე.

თ) საქმეში არ არსებობს არცერთი სახის ირიბი მტკიცებულებაც კი, რომელიც ირიბად მაინც მიანიშნებდა მივლინების ხარჯის 15.000 აშშ დოლარის გაცემას, მაგრამ სასამართლო ყოვლად დაუსაბუთებლად, მხოლოდ მოსარჩელის ზეპირსიტყვიერი განმარტებით, სრულიად უკანონოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად თვლის, მივლინების ხარჯის 15.000 აშშ დოლარის გადაცემას, რაც უკანონო და არასამართლიანია.

აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომლითაც სასამართლომ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება შპს კაპიტალინვესტისათვის

"ს-–-----------------------–--"-ის, მიერ თანხების გადაცემასთან დაკავშირებით

აპელანტი მიიჩნევს, რომ შპს „ს-–-----------------------–--“–ს ამჟამადაც, 2018 წლის 15 ნოემბრის მდგომარეობითაც სრულად არა აქვს სიმბოლური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებული, ჩამორიცხული აქვს მხოლოდ 371.000 აშშ დოლარი, ე.ი. 129.000 აშშ დოლარით ნაკლები და გაღვიძებული მადით ითხოვს 643.800 აშშ დოლარის დაკისრებას ბიზნესპარტნიორზე- რაც სრულიად უსაფუძვლოა.

 

აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს მიერ დადგენილ სადაო ფაქტობრივ გარემოებას, და განმარტავს, რომ შპს "ს-–-----------------------–--მა" შპს "ე-------------–-------ს" მართლაც ჩაურიცხა 524 000 აშშ დოლარი, მაგრამ 149 000 აშშ დოლარი ს--------------მა და ს-------–---------–----მა გაიტანეს უკან. აპელანტი მიუთითებს, რომ ეს ფაქტი სასამართლომ მხარის ზეპირი განმარტების საფუძველზე დაადგინა, მაგრამ რატომღაც არ გაითვალისწინა მათი მხარის ზეპირი განმარტება იგივე ფაქტთან დაკავშირებით.მეტიც საქმეში წარმოდგენილი იყო წერილობითი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ, ჩარიცხული თანხების უკან გატანის ფაქტს, რასაც სასამართლომ არ მისცა სწორი შეფასება, არ მოიხსენია სასამართლოს შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში და განმარტა, რომ თითქოსდა მსგავსი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვებოდა და მხარის მოსაზრება მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს ემყარებოდა, რაც უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები კი(მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტები) ნათლად და უტყუარად ადასტურებს შპს "ე-------------–-------ი"-ს სალაროდან შპს "ს-–-----------------------–--ის" დირექტორის ს-------–---------–----ის მიერ 148 500 აშშ დოლარის გატანის ფაქტს, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ საერთოდ არ მიიღო მხედველობაში, მიუხედავად მათი სასამართლო სხდომაზე გამოკვლევისა და ამ ნაწილში მიიღო აშკარად უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რაც გაუქმებული უნდა იქნეს სააპელაციო სასამართლოს მიერ.

აპელანტი აღიარებს, რომ უკრაინული მხარის მიერ შპს "ს-–-----------------------–--ში" შეტანილი საწესდებო კაპიტალიდან, რომელიც უნდა მოხმარებოდა პროდუქციის (ნატურალური ჯემების, წვენების და ხილის პიურეების) დამზადებას, შპს "ე-------------–-------ის" საბანკო ანგარიშზე სიმბოლური ხელშეკრულების საფუძველზე სულ ჩამორიცხული იქნა 519 720 აშშ დოლარი, საიდანაც შპს "ს-–-----------------------–--ის' დირექტორის ს-------–---------–----ის მიერ მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების გაფორმების გზით შპს "ე-------------–-------იდან" გატანილი იქნა (90 000 +18 500+40 000) =148.500 აშშ დოლარი, რომლიდანაც პროდუქციის დასამზადებლად დარჩა მხოლოდ 371 000 აშშ დოლარი, რომელმაც ვერ უზრუნველყო პარტნიორებს შორის წინასწარ დაგეგმილი ამოცანების შესრულება, რაც გაწერილი იყო 2015 წლის 18 მაისის ბიზნესგეგმით, ამასთან არ იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულებები ერთობლივი ბიზნესსაქმიანობის წარმოების შესახებ, რაც ნაკისრი ქონდა შპს "ს-–-----------------------–--ის" დამფუძნებელ უკრაინელ პარტნიორებს.

 

აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას

იმ ნაწილში, თითქოსდა არ მტკიცდება ს-------–---------–----ისა და ს--------------ის მიერ შპს "ე-------------–-------ისათვის" ზიანის მიყენების ფაქტი,საქმეში წარმოდგენილია, მხარეებს შორის 2015 წლის 18 მაისს შედგენილი, ხოლო შემდეგ კორექტირებული და მოწონებული ურთიერთსასარგებლო ერთობლივი ბიზნესსაქმიანობის გეგმა,რომელიც არ შესრულდა, სწორედ მოწინააღმდეგის ბრალით, რამაც აპელანტს დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა

კერძოდ:

1. 2015 – 2016 წლებში ს-------–---------–----მა და ს--------------მა შპს „ს-–-----------------------–--ი“–ს საწესდებო კაპიტალში ნაცვლად 500.000 აშშ დოლარისა ფაქტიურად შეიტანეს ნაღდი ფული 371.000 აშშ დოლარი, ხოლო ფიქტიურად დააფიქსირეს 524 000 აშშ დოლარი.

2. 2015 წლის 1 აგვისტოდან დღემდე, ს-------–---------–----ს და ს--------------ს შპს „ს-–-----------------------–--ი“–ს საწესდებო კაპიტალში შეტანილი აქვთ მხოლოდ 371.000 აშშ დოლარი და დღესაც ჩამოსარიცხი აქვთ 129.000 აშშ დოლარი, რომ შეივსოს საწესდებო კაპიტალი 500.000 აშშ დოლარით. სახეზეა შპს "ს-–-----------------------–--ის" მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა, მათ ამჟამადაც არა აქვთ დასრულებული ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და აღებული ვალდებულებების სრულფასოვან შესრულებას აკლია 129.000 აშშ დოლარი.

3. უკრაინულმა მხარემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და შპს ე-------------–-------იდან გატანილი 148.000 აშშ დოლარი ამჟამადაც არაა დაბრუნებული.

4. არ დაფარა შეთანხმებული საბანკო დავალიანება ბ------–ში, რომელიც N1 პრიორიტეტი იყო.

5. არ შეასრულა აღებული ვალდებულება დამზადებული 539.000 ერთეული ჯემის გასასაღებლად, რომლის რეალიზაციიდან მიღებულ დივიდენდს მხარეები თანაბრად ინაწილებდნენ.

 

ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით უკრაინულმა მხარემ ქართულ მხარეს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, რაც შეადგენს:

 

მიუღებელი შემოსავლით გამოწვეული ზიანი

- 2015 წლის აგვისტოდან 31 დეკემბრის ჩათვლით 715 333 ლარი, იმ პერიოდისათვის არსებული გაცვლითი ლარის კურსის მიხედვით 298 055 აშშ. დოლარი.

- 2016 წელს 1 779 390 ლარი. ამ პერიოდში არსებული ლარის გაცვლითი კურსის მიხედვით 741 412 აშშ დოლარი;

- ხოლო 2017 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 27 დეკემბრამდე ზარალმა შეადგინა 1 943 950 ლარი, ამ პერიოდში არსებული ლარის გაცვლითი კურსის მიხედვით 719 981 აშშ. დოლარი.

ვინაიდან პარტნიორები წილს თანაბრად ინაწილებდნენ სულ 3 წლის განმავლობაში მიუღებელი მოგებით ქართული მხარისათვის მიყენებულმა ზიანმა ჯამში შეადგინა 2 219 336 ლარი ანუ 879 724 აშშ დოლარი.

 

უკრაინული მხარის მიერ ვალდებულების არშესრულებით და განხორციელებული უკანონო ქმედებების შედეგად გამოწვეული ზიანი

კერძოდ:

1. ს--------------ის და შპს „ს-–-----------------------–--ი“–ს მიზეზით 2015 წლის აგვისტოში ქართულ მხარემ ვეღარ მოახერხა 2015 წლის 18 მაისის ბიზნეს გეგმის პირველი პუნქტით და 2015 წლის 25 ივლისით დათარიღებული ოქმით გაწერილი შპს „ბ------–ი“–ს სესხის 114.000 აშშ დოლარის დაფარვა, რამაც 2016 წლის აპრილის თვეში შეადგინა 148.952 აშშ დოლარი. ე.ი. ქართულმა მხარემ უკრაინული მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო იზარალა 34.952 აშშ დოლარი.

2. ასევე, ქართულმა მხარემ უკრაინული მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით, და მიზანმიმართული არასწორი საფინანსო პოლიტიკით თუ სხვა ქმედებებით დაკარგა შპს „ს-–-----------------------–--ი“–ს საწესდებო კაპიტალში შეტანილი თავისი წილი 1.006.905 აშშ დოლარად ღირებული ქონება, რითაც ქართულ მხარეს 1 006 905 აშშ დოლარი პირდაპირი ზიანი მიადგა.

3. გ-----------–----ემ, უკრაინული მხარის ვალდებულებების არ შესრულებით დაკარგა იპოთეკით დატვირთული მიწა ბ------ში (ს/კ 0-----------). ზიანმა ამ შემთხვევაში 266 340 აშშ. დოლარი შეადგინა. (იხ. აუდიტის დასკვნა).

4. 2017 წლის 8 დეკემბერს ს--------------ის და ს-------–---------–----ის მიერ მუშა მდგომარეობაში მყოფი საწარმოო საამქროს თვითნებურად დაკავებით, საწარმოო პროცესების შეჩერებით, შპს „ე-------------–-------ის“ მიერ წარმოებული და საექსპორტოდ გამზადებული პროდუქციის ს--------------ის მიერ საწარმოო საამქროში დღემდე ჩაკეტვით და საექსპორტო პროცესების ს--------------ის მიერ თვითნებურად შეჩერებით, რასაც მოჰყვა შპს „ე-------------–-------ის“ მიერ საექსპორტო ვალდებულებების ვერ შესრულება, საექსპორტო ხელშეკრულებების ჩაშლა,ა) დაიკარგა დადებული საექსპორტო ხელშეკრულებისათვის გადახდილი საკომისიო თანხა 127 000 ლარი, ამ პერიოდში არსებული გაცვლითი კურსით 50 000 აშშ დოლარი;

ბ) შპს „ე-------------–-------ის“ მიერ გაფორმებული ხელშეკრულების ს--------------ის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაშლით და ვერ შემდგარი ექსპორტით 2017 წლის 8 დეკემბრიდან 2020 წლის 8 დეკემბრამდე ქართული მხარე ვეღარ მიიღებს მოსალოდნელ მიუღებელ მოგებას ექსპორტში გატანით მოსალოდნელ მოგებას 1 296 000 აშშ დოლარს. ზიანმა ზემო ოთხ შემთხვევაში შეადგინა 2 654 197 აშშ დოლარი.

სულ ჯამურად, ქართული მხარის, როგორც დანაკარგებით, მიუღებელი შემოსავლებით და სხვადასხვა ფინანსური ოპერაციებით მიღებულმა ზიანმა შეადგინა 8 976 159 ლარი, ხოლო აშშ დოლარებში 3 533 921აშშ დოლარი.

 

43.სააპელაციო სასამართლომ მოუსმინა მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს, შეამოწმა და მისცა შეფასება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ შპს ,,ს-–-----------------------–--ის" სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. შპს ,,ე------------–-------ის" სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამარტლოს 2018 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება შპს ,,ე-------------–-------ის" შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში (გადაწყვეტილების მე-5-6 პუნქტი). შპს ,,ე-------------–-------ის" შეგებებული სარჩელი შპს ,,---------------------–--ის" დამფუძნებელ პარტნიორთა 2017 წლის 17 ოქტობრის 6 კრების ბათილად ცნობის მოთხოვნით, ასევე ქ. ბ------ში ლ------------ის ქ. 1---ში მდებარე უძრავი ქონების 1732 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის (ს.კ. ...) ა--------------------–--ის საკუთრებად აღრიცხვის ნაწილში-არ დაკმაყოფილდეს. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

 

44.ამგვარ გადაწყვეტილებამდე პალატა შემდეგ გარემოებათა გამო მივიდა;

 

45.სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

46.სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ამ გადაწყვეტილების 8-36 პუნქტებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით ადგენს შემდგომ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

47.შპს ,,კაპიტალინვესტი’’ სამეწარმეო რეესტრში 2011 წელს დარეგისტრირდა. მას გააჩნდა ხილის გადამამუშავებელი ქარხანა, სადაც უნდა ეწარმოებინა ხილის ჯემებისა და პიურეების წარმოება ; ფინანსური მდგომარეობის გამო საწარმომ ზემოაღნიშნული საქმიანობის განხორციელება ვერ შეძლო

შპს ,,კაპიტალინვესტის" პარტნიორები იყვნენ გ-----------–----ე-90%წილის მესაკუთრე და ა-----–-----------1-% წილის მესაკუთრე შპს ,,ე-------------–-------ის" დირექტორი იყო ლ----------------ე, თუმცა ფაქტობრივად საწარმოს მართავდა ლ------------ე

ნატურალური ჯემების, წვენების ხილის პიურეების წარმოების მიზნით ლ------------ე დაუკავშირდა უკრაინის მოქალაქეს ს-------–---------–----ს და ზემოაღნიშნული ბიზნესის ერთად განხორციელება შესთავაზა,რასაც ჩერნიშჩუკი დაეთანხმა.

საქმეშია სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი(ტ1 ს.ფ.65-66), რომლითაც დგინდება, რომ 2015 წლის 30 ივლისს დარეგისტრირდა შპს ,,ს-–-----------------------–--ი““, რომლის პარტნიორები იყვნენ ს-------–---------–----ი-წილის 65%-ის მესაკუთრე და გ-----------–----ე-35% წილის მესაკუთრე.

საწარმოს დირექტორად დაინიშნა ლ----------------ე, რომელიც ამავდროულად ,,ე-------------–-------ის" დირექტორიც იყო

ლ------------ე ამ საწარმოს პარტნიორად არ დარეგისტრირებულა.

საქმეში, ტ1, ს.ფ.73-ზე განთავსებულია შპს ს-–-----------------------–--ის დამფუძნებელთა საერთო კრების N2 ოქმი 2015 წლის 18 აგვისტოთი დათარიღებული, რომლითაც დადგინდა შპს ,,---------------------–--ის საწესდებო კაპიტალის გაზრდა შემდეგნაირად : გ------------ის-ძე ბ---–----ე შპს ,,ს-–-----------------------–--ის" საწესდებო კაპიტალში შეიტანს ქ. ბ------ში, ლ------------ის ქ.ნ1---ში მდებარე მიწის ნაკვეთს და მასზე არსებული 532,49 კვ მეტრი შენობის პირველ სართულს; ასევე ქარხანა მანქანა დანადგარებს, რომლებიც აღწერილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ 2014 წლის 27 დეკემბერს გაცემულ ტექნიკური მახასიათებლების პასპორტში, კერძოდ ნაყინის, მურაბების, ჯემების, კონფიტიურების, წვენების და სხვა ნახევრად თხევადი პროდუქტების მწარმოებელ დანადგარებს, რომელთა საერთო ღირებულება 401-00 აშშ დოლარს შეადგენს ხოლო ს-------–---------–----ი შპს ,,ს-–-----------------------–--ის" საწესდებო კაპიტალში ჩარიცხვის გზით ჩადებს თანხას 500000 ათას აშშ დოლარს, რაც ოქმზე ხელმოწერის დღისათვის შეადგენს 1140000 ლარს

დამფუძნებელ პარტნიორთა წილები საწესდებო კაპიტალში განისაზღვრა შემდეგნაირად გ-----------–----ე-35%; ს-------–---------–----ი 65%

კრების ოქმითვე დადგინდა, რომ ოქმით დადგენილი წილების 6 თვიან ვადაში არ შეტანის შემთხვევაში ქონება დაუბრუნდება კანონიერ მეპატრონეს; ლ------------ეს მიენიჭა უფლებამოსილება გიორგი ბ---–----ის სახელით უზრუნველყოს საწესდებო კაპიტალში წილის ჩადება წინამდებარე ოქმის შესაბამისად.(ტ1,ს.ფ.74-73

ტ1ს.ფ.80-85-ზე განთავსებული საჯარო რეესტრის ამონაწერთა თანახმად ქ,ბ------ში, ლ------------ის ქ.N1---ში მდებარე არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1732კ.მ და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობები 532.49 კ.მ გ-----------–----ემ შეიტანა შპს ,,ს-–-----------------------–--ის" საწესდებო კაპიტალში, რის შემდგომაც დასახელებული ქონება შპს-ს საკუთრებად აღირიცხა.

 

ტ1,ს.ფ.88-1-8-ზე წარმოდგენილია შპს ,,ს-–-----------------------–--ის" საბანკო ამონაწერი საქართველოს ბანკიდან, რომელიც მოიცავს შპს ,,ს-–-----------------------–--ის’’ ანგარიშებზე თანხების მოძრაობას 2015 წლის 31 ივლისიდან 2016 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით, წარმოდგენილი მტკიცებულებიდან დგინდება, რომ: შპს ს-–-----------------------–--მა 2015 წლის 1- ოქტომბრიდან ,,ე-------------–-------ზე’’ გასცა სესხი ჯამში 524000 დოლარის ოდენობით(7 ჯერადი გაცემით) სესხის გაცემა დასრულდა 2015 წლის 21 დეკემბერს. ასევე ჩაურიცხა სამივლინებო თანხები 15000 დოლარის ოდენობით.

ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ჩარიცხული 524000 დოლარი ნამდვილად იყო შპს ,,ე-------------–-------ზე’’ გაცემული სესხი და მას არ ქონდა რაიმე სხვა დანიშნულება დასტურდება ზემომითითებული საბანკო ამონაწერით, სადაც თანხის გაცემის დანიშნულებაში, (მიზნობრიობაში) ერთმნიშვნელოვნად მითითებულია, რომ ეს არის სესხი, გაცემული მხარეთა შორის არსებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე .

სწორად მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლომ , რომ გარდა მითითებული საბანკო ამონაწერისა სესხის გაცემა ,,ე-------------–-------ზე" სხვა მტკიცებულებებითაც დასტურდება, ასე მაგ: ტ.1.ს.ფ.87-ზე წარმოდგენილია 2015 წლის 18 აგვისტოს პარტნიორთა კრების ოქმი,სადაც პარტნიორებმა 65%-იანი წილის მფლობელმა ს-------–---------–----მა და 35%-ი წილის მფლობელმა გ------------ის-ზე ბ---–----ემ დაადგინეს, რომ ბიზნესსაქმიანობის გაუმჯობესების მიზნით ს-–-----------------------–--ის დირექტორს ლ----------------ეს დაერთოს ნება გასცეს სესხი შპს ,,ე-------------–-------ზე" 500000 დოლარის ოდენობით.

 

48.მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არსებობას ადასტურებს ასევე ტ1,ს.ფ.332-ზე-ზე წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულება, რომლითაც დგინდება, რომ გამსესხებელს შპს ,,ს-–-----------------------–--სა", (წარმოდგენილს დირექტორის ლ----------------ის სახით) და მსესხებელს შპს ,,ე-------------–-------’’ს შორის (წარმოდგენილს ლ------------ის სახით( რომელიც მოქმედებდა მინდობილობის საფუძველზე)იხ ტ 1 ს ფ.79.

2015 წლის 15 ოქტომბერს დაიდო სესხის ხელშეკრულება,, რომლის თანახმადაც დგინდება, რომ გამსესხებელი, ქონებრივი უზრუნველყოფის გარანტიების გარეშე 3 წლის ვადით, მსესხებელს აძლევს 500000 აშშ დოლარს, წლიური 20 % სარგებლით, ხოლო მსესხებელი იღებს ვალდებულებას 3 წლის ვადის ამოწურვის შემდეგ გამსესხებელს ერთდროულად დაუბრუნოს მიღებული სესხი და სესხის სრული საპროცენტო სარგებელი 20%-ის ოდენობით. ტომი 1. ს.ფ. 79

სესხის დანიშნულებაში მიეთითა, რომ იგი გაიცემოდა მოზნობრივად,ბიზნეს საქმიანობისათვის,ხილის გადამამუშავებელი ქარხნის ამუშავებისათვის დანადგარების, ნედლეულის და სხვა საჭირო საქონლის შესყიდვისათვის.

ხელშეკრულების თანახმად გამსესხებელი იღებდა ვალდებულებას,შეთანხმებული სესხის ოდენობა 500000 დოლარი შპს ,, ე-------------–-------ის" ანგარიშზე შეეტანა ხელშეკრულებაზე მხარეთა მიერ ხელმოწერიდან 1- დღის ვადაში, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების გზით

ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ხელშეკრულების ყველა პუნქტსა და პირობას მხარეები ეთანხმებიან და ყველა პუნქტი და პირობა სწორადაა გაგებული მათ მიერ.

მართალია სესხის ხელშეკრულების თანახმად თანხის გაცემა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან 1- დღის შემდეგ, ე.ი. 25 ოქტომბერს, რეალურად კი სესხის თანხების გაცემა შპს ,,ს-–-----------------------–--მა" დაიწყო 1- ოქტომბერს(ე. ი. ხელშეკრულების შედგენამდე, მაგრამ პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოცემულობა ვერ შეცვლის იმ რეალობას, რომ შპს ,,ს-–-----------------------–--ის" მიერ შპს ,,ე-------------–-------ის’’ მიმართ ნამდვილად არის გაცემული სესხი, რადგან, ჯერ ერთი , რომ სესხის გაცემა დასტურდება არა მხოლოდ მითითებული ხელშეკრულებით, არამედ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელთაგან უმთავრესი მაინც არის საქმეში წარმოდგენილი საბანკო გადარიცხვები, რომლის თაობაზეც შეფასება უკვე იქნა გაკეთებული გადაწყვეტილებაში, გარდა ამისა ხელშეკრულების 4.4. პუნქტით მხარეებმა სრულიად ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს, რომ, ხელშეკრულება დამფუძნებელთა ინტერესების გათვალისწინებით შედგა, მისი ყველა პუნქტი და პირობა სწორად არის გაგებული მხარეთა მიერ და ეთანხმებიან მას.

პალატა ყურადღებას კიდევ ერთ მტკიცებულებას მიაქცევს, , ე.წ. ფინანსური დახმარების შესახებ ხელშეკრულებას,, რომელიც 2016 წლის 12 აგვისტოთი თარიღდება, და რომლის თანახმადაც მხარეები სესხის ვადის გაგრძელებაზე შეთანხმდენენ, და სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათ შორის სასესხო ურთიერთობის არსებობა, რომლის თანახმადაც შპს ,,ს-–---------------------–--მა" მისცა, ხოლო ,,ე-------------–-------მა’’ მიიღო საგადასახადო დავალებითა და 15 ოქტომბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი თანხა 524000 დოლარის ოდენობით. ამავე ხელშეკრულებაშია მითითება იმის თაობაზე, რომ ზემოთ მითითებული თანხების გარდა,შპს ,,ს-–---------------------–--მა’’ გასცა დამატებით ფინანსური დახმარების სახით 15000 აშშ დოლარი მივლინების ხარჯებისათვის შპს ,,ე-------------–-------ის’’ ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქციის რუსეთში გაყიდვის მიზნით(იხ ტ.1.ს.ფ.132)

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან პალატა უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნევს შპს ,,ს-–-----------------------–--ის" მიერ შპს ,,ე-------------–-------ისათვის’’ სესხის სახით 524000 აშშ დოლარის(20% სარგებლით) მიცემის ასევე სამივლინებო ხარჯების 15000 დოლარის მიცემის ფაქტს.

ე-------------–-------ის წარმომადგენლები არ უარყოფენ და განმარტავენ, რომ მართალია შპს ,,ს-–-----------------------–--მა შპს ,,ე-------------–-------ს ‘’ ჩაურიცხა 524000 აშშ დოლარი მაგრამ 149000 დოლარი ს--------------მა და ს-------–---------–----მა გაიტანეს უკან, პალატა არ იზიარებს ,,ე-------------–-------ის’’ წარმომადგენლის აღნიშნულ განმარტებას და ამ ნაწილშიც იგი სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც მიიჩნია, რომ მხარის მიერ წარმოდგენილი ზეპირი მტკიცებულებები, ძირითადად მოწმის განმარტებები სრულიად არასაკმარისი მტკიცებულება იყო მითითებული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად.

 

49. პალატა კიდევ ერთხელ მიაქცევს ყურადღებას იმ გარემოებებს, რომ შპს ,,ე-------------–-------ის" წარმომადგენლის პოზიცია არის შემდეგი: შპს ,,ს-–-----------------------–--მა’’ შპს ,,ე-------------–-------ს“ მართალია ჩაურიცხა თანხა 524000 აშშ დოლარის ოდენობით, მაგრამ 149000 დოლარი უკანვე გაიტანა, ამასთან ჩარიცხული თანხის დანიშნულება იყო არა სესხი, არამედ,, შპს ,,ე-------------–-------ში" ს--------------ისა და ს-------–---------–----ის კუთვნილი შენატანი.

პალატა რასაკვირველია ვერ გაიზიარებს აღნიშნული მოსაზრების მართებულობას ჯერ ერთი იმის გამო, რომ თანხის გადარიცხვის თაობაზე საბანკო გადარიცხვებში(და არა მხოლოდ) სრულიად ერთმნიშვნელოვნად მითითებულია გადარიცხული თანხის დანიშნულება, და მეორეც, და ასევე უმთავრესი- ს-------–---------–----ი და ს--------------ი არ წარმოადგენდნენ შპს ,,ე-------------–-------ის" პარტნიორებს, არც თანხის გადარიცხვის დროისათვის და არც არასოდეს , რაც სრულიად გამორიცხავს იმის ალბათობას და შესაძლებლობას, რომ ისინი აღნიშნულ თანხას საწარმოში, როგორც პარტნიორის შენატანს ისე ახორციელებდნენ.

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ შპს ,,ს-–-----------------------–--მა“ შპს ,,ე-------------–-------ისათვის“ ნასესხები თანხა უკანვე გაიტანა, პალატა განმარტავს შემდეგს: საქმეში (ს.ფ. 225,226 ტ.2) მართლაც არის წარმოდგენილი სალაროს გასავლის ორდერები, რომლის თანახმადაც შპს ,,ე-------------–-------მა“ დააბრუნა შპს ,,---------------------–--ისაგან“ ნასესხები თანხა, მაგრამ პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მითითებული დოკუმენტები სალაროს გასავლის ორდერები დათარიღებულია 2016 წლის 3 აგვისტოთი, ხოლო ბოლო შემაჯამებელი ხელშეკრულება, შეთანხმება, მხარეთა შორის რომელიც ზუსტად ასახავს მათ შორის სასესხო ურთიერთობაში არსებულ ბალანსს, მხარეთა მიერ შედგენილი და ხელმოწერილია 2016 წლის 12 აგვისტოს, სადაც სრულიად ერთმნიშვნელოვნად არის დაფიქსირებული იმის თაობაზე, რომ ,,ე-------------–-------ის“ დავალიანება ამ დროისათვის ს-–-----------------------–--ის მიმართ შეადგენს 524 000 აშშ დოლარს, წლიური 20%. 2016 წლის 31 დეკემბრამდე, ასევე 15 00 დოლარს (იხ. ტომი 1, ს.ფ. 132).

 

50.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად ,,სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და ოდენობის ნივთი".

 

51.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად.

 

52.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიხედვით ,,სესხისათვის მხარეთა შეთახმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი".

 

53.დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულება იყო სასყიდლიანი 20%.

 

54.მხარეთა შეთანხმებიდან გამომდინარე პროცენტის სახით 1-4 800 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრება შეესაბამება მხარეთა შეთანხებას, კანონს და იგი სრულიად მართებულად იქნა დაკმაყოფილებული 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

 

55.დადგენილია, რომ ს-------–---------–----ი იყო შპს ,,ს-–-----------------------–--ის" პარტნიორი და შენატანს საპარტნიორო წილისა იგი სწორედ ამ საწარმოში ახორციელებდა.

 

56.ს.ფ.296-ზე ტ.2. წარმოდგენილია 2015 წლის 21 დეკემბრის ოქმი, საიდანაც დგინდება, რომ2015 წლის 12 დეკემბრის მდგომარეობით ს--------------ის მხრიდან საწესდები კაპიტალის შევსება შპს ,,ს-–-----------------------–--ში’’დასრულებულია 1-0 %-ით, და საწესდებო კაპიტალში ჩადებული თანხა წარმოადგენს 519720 აშშ დოლარს.

 

57.სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთების მართებულობას ს-------–---------–----ისა და ს--------------ის მიერ შპს ,,ე-------------–-------ისათვის" ზიანის მიყენების ფაქტის შეფასებასთან დაკავშირებით, ამ მიმართებით სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ არანაირი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი შეგებებული სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ გააჩნია, რის გამოც იგი სწორად იქნა უარყოფილი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

 

58.ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა რომ საფუძვლიანად იქნეს მიჩნეული, ამისათვის უნდა არსებობდეს მოპასუხეთა ვალდებულების დამადასტურებელი მტკიცებულება.

ზიანის გამომწვევ ერთ-ერთ ფაქტად აპელანტი ასახელებს იმ გარემოებას, რომ ს--------------მა და ს-------–---------–----მა შპს ,,ე-------------–-------ში" შეთანხმებული თანხა 500 000 დოლარი არ შეიტანეს, და ნაცვლად ამისა შეიტანეს 375 000 დოლარი (რომელსაც იგი პარტნიორის მიერ განხორციელებულ შენატანად მიიჩნევს?!), რის გამოც საწარმომ ვერ შეიძინა ნედლეული, ვერ დაამზადა და მზა პროდუქცია, ვერ გაასაღა, რომ პროდუქცია უნდა გატანილიყო უცხოეთში, ვერ მისცა ხელფასები თანამშრომლებს, ვერ მიაწოდა 16 კომპანიას მზა ჯემები რეალიზაციისათვის და ა.შ.

 

59.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად ,,ვალდებულების გარეშე მოთხოვნა არ არსებობს". საქმის მასალებით სრულად დაუდასტურებულია, შპს ,,ე-------------–-------ის" წინაშე ს-------–---------–----ისა და ს--------------ის რაიმე სახის ვალდებულებების არსებობის შესახებ.

ერთადერთი მტკიცებულება რაზედაც ამ შემთხვევაში აპელანტი აყრდნობს თავის მოთხოვნას არის ე.წ. ბიზნეს გეგმა.

 

პალატის მოსაზრებით პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულიად სწორი და მართებული შეფასება მისცა აღნიშნულ დოკუმენტს, მიიჩნია რა იგი არა რამე სახის ვალდებულების დამადასტურბელ მტკიცებულებად, ან პარტნიორთა შეთანხმებად, არამედ ერთგვარ წინადადებად ბიზნესის განვითარების შესახებ.

 

60.სააპელაციო სასამართლო ასევე ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომლითაც სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია სესხის თანხის დაკისრება შპს ს-–-----------------------–--ის პარტნიორისა და დირექტორისათვის ლ----------------ისა და გ-----------–----ისათვის,მართლაც დადგენილია რომ გ-----------–----ე შპს ე-------------–-------ის დამფუძნებელი პარტნიორია, ხოლო ლ----------------ე-დირექტორი, მოსარჩელე, პარტნიორისა და დირექტორის მიმართ მოთხოვნას მათ ფიდუციურ ვალდებულებებს(დირექტორის მიმართ) და გამჭოლ პასუხისმგებლობას(პარტნიორის მიმართ) უკავშირებს საწარმოს ვალების გამო.

პალატა განმარტავს, რომ სათანადო ფაქტებისა და გარემოებების არსებობის დადასტურების შემთხვევაში, მოთხოვნას მართლაც გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში მოთხოვნის საფუძვლიანობა სრულიად დაუდასტურებელია.

 

61.მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის თანახმად შპს-ს პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე საზოგადოების მთელი ქონებით შემოიფარგლება, ეს იმას ნიშნავს, რომ შპს-ს ვალებზე ისევ საზოგადოებაა პასუხისმგებელი და არა დირექტორი ან დამფუძნებელი პარტნიორი, თუმცა ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-3-ე მუხლის მე-6-ე პუნქტი ადგენს შპს-ს პარტნიორის პირად პასუხისმგებლობასაც შპს-ს კრედიტორთა წინაშე თუ პარტნიორი ბოროტად გამოიყენებს პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმას. კანონის მე-9-ე პუნქტის მე-6-ე პუნქტი ასევე ითვალისწინებს დირექტორის პასუხისმგებლობასაც, თუ იგი არაჯეროვნად ასრულებს თავის ფიდუციურ მოვალეობებს, რომელიც რა თქმა უნდა უპირველესად იმას გულისხმობს, რომ დირექტორი საწარმოს საქმეებს კეთილსინდისიერად უნდა გაუძღვეს, უნდა ზრუნავდეს, ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი საღად მოაზროვნე პირი იგი იმ რწმენით უნდა მოქმედებდეს, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელი და სასიკეთოა საზოგადოებისათვის.(ზრუნვის მოვალეობა)

 

62.განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ დირექტორის ან პარტნიორის მხრიდან მათ შეთანხმებას ქონდა ადგილი, ან ინდივიდუალურ მოქმედებას, რომელიც მიმართული იქნებოდა საწარმოსა და მისი კრედიტორების ინტერესის დასაზიანებლად და დირექტორის ან პარტნიორის საკეთილდღეოდ და მათი პირადი კეთილდღეობის მისაღწევად ან მიმართული იყო საწარმოს გადასახასდებისაგან თავის აცილებისკენ და თავიანთი პირადი ვალდებულებებისაგან გათავისუფლებისაკენ ან პირადი სარგებლისაკენ, მეტიც, უნდა ითქვას, რომ ამ მიმართებით აპელანტს არათუ მტკიცება, მითითება და სათანადო განმარტებაც კი არ განუხორციელებია.

 

63. გამომდინარე აღნიშნულიდან პალატა მიიჩნევს ,რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილშიც სწორია და არ არსებობს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

რაც შეეხება შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას რომლითაც სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი 2017 წლის 17 ოქტომბრის პარტნიორთა კრების ოქმი- პალატა აღნიშნულ ნაწილში არ ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობას და თავის მხრივ განმარტავს შემდეგს:

საქმეში ტ.3.ს.ფ.84 წარმოდგენილია 2016 წლის 15 აპრილით დათარიღებული ე.წ.გამოსყიდვის უფლებით გირავნობის ხელშეკრულება, დადებული ს--------------სა და გ-----------–----ეს შორის, ხელშეკრულების თანახმად მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე; გ-----------–----ე შპს ,,ს-–-----------------------–--ის’’პარტნიორთა კრების 2016 წლის 15 აპრილის N4 კრების ოქმის შესაბამისად პირველ მხარეს(ე.ი.ს--------------ს)გადასცემს საკუთარ წილს 35%-ს შპს ,,ს-–-----------------------–--ში’’ გამოსყიდვის უფლებით. ს--------------ი იღებს ვალდებულებას გ-----------–----ის წინაშე, რომ ს--------------ი დაფარავს მიკრო საფინანსო ორგანიზაცია შპს ,,ბ------–ის" მიმართ არსებულ იპოთეკურ სესხს 150000 აშშ დოლარს, რათა გაათავისუფლოს იპოთეკით დატვირთული ქონებები , რომლებიც ეკუთვნით გ-----------–----ეს და შპს ,,ს-–-----------------------–--ს" ს--------------ი თანხის გადახდას აწარმოებს თავისი პირადი ანგარიშიდან 150000 დოლარს მიკრო საფინანსო ორგანიზაცია შპს ,,ბ------–ის" ანგარიშზე ჩარიცხავს იმ მიზნით, რომ იპოთეკა მოიხსნას მიწის ნაკვეთზე და მასზე დამაგრებულ ქონებაზე., რომელიც მდებარეობს ბ------ში, ლ------------ის 1---ში და რომელიც ეკუთვნით გ-----------–----ეს და ს-–-----------------------–--ს. ამ ხელშეკრულების მეორე მხარე ე.ი. გ-----------–----ე კისრულობს ვალდებულებას რომ პირველ მხარეს გონივრულ ვადაში დაუბრუნებს თავის 150000 დოლარს გ-----------–----ის მიერ 150000 დოლარის დაბრუნების შემდეგ ს--------------ი წილის დათმობის გზით თანხის დაბრუნებიდან ერთი თვის ვადაში გ-----------–----ეს უბრუნებს ადრინდელ თავის წილს 35%-ს შპს ,,ს-–---------------------–---ს" საწესდებო კაპიტალში იგივე სახითა და უფლებით.

 

64.ს.ფ.1-0-ზე წარმოდგენილია 2017 წლის 17 ოქტომბრის შპს ,,ს-–---------------------–---ს’’ პარტნიორთა კრების ოქმი,. კრებას ესწრებოდნენ 35 % წილის მფლობელი ს--------------ი და 65% წილის მფლობელი ს-------–---------–----ი. დღის წესრიგში იდაგა საკითხი შპს ,,ს-–-----------------------–--ის დამფუძნებლის ს--------------ის საზოგადოებიდან გასვლის შესახებ მისი სურვილის გამო. პარტნიორებმა განიხილეს აღნიშნული საკითხი, საწარმოს ფინანსური მდგომარეობა და და გადაწყვიტეს, რომ ვერ ხედავენ პერსპექტივას ერთობლივი საქმიანობის თანამშრომლობის შესახებ, როგორც პარტნიორები ამ კომპანიის განვითარების საქმეში, რის გამოც პარტნიორთა კრებამ დაადგინა:

ს--------------ი გამოყვანილ იქნას სლს,,---------------------–--ის დამფუძნებლობიდან, მის წილ კაპიტალთან ერთად, რომელიც მას შპს,,ს-–-----------------------–--ში შეტანილი ქონდა, როგორც საკუთარი კაპიტალი, რომელიც მდებარეობს ბ------ში, ლ------------ის ქ. N----ში, კერძოდ მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობები და საწარმოო ხაზი,შპს ,,ს-–-----------------------–--ის 1-0% წილის მესაკუთრედ და მფლობელად წარმოდგენილ იქნეს ს-------–---------–----ი’’.

 

65.,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად საწარმოს რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს საწარმოს ყველა პარტნიორის მიერ ხელმოწერილი და სათანადო წესით დამოწმებული სარეგისტრაციო განაცხადი, რომელიც იმავდროულად არის პარტნიორთა შეთანხების ნაწილი და რომელშიც უნდა მიეთითოს....

ზ) შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში-პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებები.

 

66.ამავე კანონის 51-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე ,,მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში ასევე რეგისტრირდება წილზე უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებები, გარდა იმ ვალდებულებებისა, რომელიც ექვემდებარება საჯარო რეესტრში რეგისტრაციას“.

 

67.უდავოდაა დადასტურებული, რომ გარიგება რომელიც შედგა ს--------------სა და გ-----------–----ეს შორის იყო წილის გამოსყიდვის უფლების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც გ-----------–----ე პარტნიორთა კრების შესაბამისად იღებდა ვალდებულებებს სერგო ჩიუკოვისათვის გადაეცა საკუთარი წილი 35% შპს ,,სლს არინარ პროდაქშენში“-გამოსყიდვის უფლებით.

 

68.ზემოაღნიშნულ ნორმატა განმარტებით უდავოა, რომ ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების, მათ შორის წილზე უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების-სავალდებულო რეგისტრაციას ითვალისწინებს ,,მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში“ (51-ე მუხლის მე-5 პუნქტი).

 

69.უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მხარეთა შორის შემდგარი გარიგება წილზე უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით -მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში-არ დარეგისტრირებულა (ს.ფ. )

 

70.რაც ნიშნავს იმას, რომ წილზე გამოსყიდვის უფლება სერგო ჩიუკოვს არ წარმოშობია.

 

71.რაც შეეხება იმ საკითხს უნდა მოწვეულიყო თუ არა 2017 წლის 17 ოქტომბერს პარტნიორთა კრებაზე ს--------------ი, რომელიც იმ დროისათვის არ იყო შპს-ს პარტნიორი-პასუხი ამ კითხვაზე შეიძლება იყოს ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი. გამომდინარე იქედან რომ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად 91- მუხლი პარტნიორთა საერთო კრებაზე ხდება მხოლოდ პარტნიორების მოწვევა.

 

72.პალატის მოსაზრებით, შეგებებული სარჩელი (და შესაბამისად სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომლითაც დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი) ასევე უსაფუძვლოა იმ ნაწილში, რომლითაც შეგებებული სარჩელის ავტორი ითხოვს 2017 წლის 17 ოქტომბრის კრების ოქმის ბათილობიდან გამომდინარე საჯარო რეესტრის მონაცემებში ცვლილების შეტანას, და ქ. ბ------ში, ლ------------ის ქ. 1--ში მდებარე უძრავი ქონების შპს ,,ს-–-----------------------–--ის" საკუთრებად აღრიცხვას.

 

73.პალატა მიუთითებს, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი 2017 წლის 17 ოქტომბრის კრების ოქმის ბათილობისა (რაზედაც გადაწყვეტილებაში ზემოთ უკვე იყო მსჯელობა). აქედან გამომდინარე, არ არსებობს არანაირი სამართლებრივი საფუძველი სადაო უძრავი ქონების (მდ. ქ. ბ------ი, ლ------------ის ქ. 1-) შპს ,,ს-–-----------------------–--ის" საკუთრებაში აღრიცხვისა.

 

საპროცესო ხარჯები:

74. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან შპს ,,ე-------------–-------მა“ დავა წააგო, მას უნდა დაეკისროს შპს ,,ს-–-----------------------–--ის" სასარგებლოდ 4258 ლარი და 10 თეთრი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

75. გამომდინარე ყოველივე ზემოაღნიშნულიდან პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, ე, 249-ე, 53-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს ,,ს-–-----------------------–--ის" სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. შპს ,,ე------------–-------ის" სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

3. გაუქმდეს ბ------ის საქალაქო სასამარტლოს 2018 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება შპს ,,ე-------------–-------ის" შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში (გადაწყვეტილების მე-5-6 პუნქტი).

4. შპს ,,ე-------------–-------ის" შეგებებული სარჩელი შპს ,,---------------------–--ის" დამფუძნებელ პარტნიორთა 2017 წლის 17 ოქტობრის 6 კრების ბათილად ცნობის მოთხოვნით, ასევე ქ. ბ------ში ლ------------ის ქ. 1---ში მდებარე უძრავი ქონების 1732 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის (ს.კ. №0-----------. №0-----------. და ამ ნაკვეთზე დამაგრებული 532,49 კვ.მ შენობა-ნაგებობა საკადასტრო კოდით №0---------------. №0---------------. №0-----------.01.508. და №0------------------.) ა--------------------–--ის საკუთრებად აღრიცხვის ნაწილში-არ დაკმაყოფილდეს.

5. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

6. დაეკისროს შპს ,,ე-------------–-------ს" შპს ,,ს-–-----------------------–--ის" სასარგებლოდ 4258 ლარი და 10 თეთრი.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

8.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: თამარ სვანიძე

 

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

 

ირმა პერანიძე