განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-568-2018 წელი
№010100118002414749
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
4 დეკემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – ზ------ კ---–--–--ის,ადვოკატის – მ---- ც-------ის,მსჯავრდებულის – რ----- გ-------ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განი-ხილა რ----- გ-------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
რ----- გ-------ე, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები დ--------–---–-------------------------–-------–------ში, მსჯავრდებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და განაჩენთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის სა-ფუძველზე 04 (ოთხი) წელი განსაზღვრული აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდე-ლად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 02 (ორი) წელი საქართველოს სისხლის სა-მართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩათვლილი აქვს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
aRwerilobiTi nawili:
რ----- გ-------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო თაღლითობისათვის, ე.ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებისათვის მოტყუ-ებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 09 მარტს, ქ. ბ------–----------–---–ის ქუჩაზე, საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 177-ე და 178-ე მუხლებით ნასამართლევი რ----- გ-------ე, მართლსა-წინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით არაერთგზის დაეუფლა დ----- კ---–---ის კუთვნილ „ჰუავეის“ ფირმის მობილურ ტელეფონს, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ზ------ კ---–--–--ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს რ----- გ-------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას, რასაც ასაბუთებს იმ მოტი-ვირებით, რომ რ----- გ-------ის მიერ ჩადენილია მძიმე კატეგორიის განზრახი დანაშაული. ასევე მხედველობაშია მისაღები მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშა-ულის ხასიათი, ხერხი და შედეგები, მსჯავრდებულის ნასამართლობები. რ----- გ-------ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის გაცილებით მსუბუქი და შეუსაბამო მის მიერ ჩადენილ დანაშაულთან, რაც ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.
საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, სახელმწიფო ბრალმდებელს, პროკურორ ზ------ კ---–--–--ეს, რომელიც ით-ხოვს რ----- გ-------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
– მსჯავრდებულ რ----- გ-------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს მ---- ც--------ეს, რომლებიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევენ კანონიერად, დასაბუთებულად, სამარ-თლიანად და ითხოვენ მის უცვლელად დატოვებას.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ რ----- გ-------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდი-ული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ რ----- გ-------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ რ----- გ-------ის მიმართ სას-ჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის როგორც დამამძიმებელი გარემოე-ბები (რომ წარსულში არაერთხელაა ნასამართლევი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით არაერთხელ ჰქონდა დანიშნული თავისუფლების აღკვეთა), ასევე პა-სუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (რომ რ----- გ-------ე აღიარებს და ინა-ნიებს ჩადენილ დანაშაულს, საგამოძიებო ორგანოში ის ნებაყოფლობით გამოცხადდა და თან წარადგინა დ----- კ---–--ის კუთვნილი ტელეფონი, ითანამშომლა გამოძიებასთან, ნე-ბაყოფლობით მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში, წინასასამართლო სხდო-მაზე სრული მოცულობით უდავოდ ცნო მტკიცებულებები), სასამართლომ ასევე გაითვა-ლისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინე-ბული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათისა და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 04 (ოთხი) წელი განუსაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 02 (ორი) წელი ჩაუთვალა პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრუ-ლად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ივნი-სის განაჩენი რ----- გ-------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივა-რი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
რ----- გ-------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართ-ლოს 2018 წლის 15 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
რ----- გ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვა-დით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 04 (ოთხი) წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდე-ლად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 02 (ორი) წელი საქართველოს სისხლის სა-მართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუ-ქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 ივლისის განაჩენით განსაზღვ-რული და 2018 წლის 09 თებერვლის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილე-ბით დანიშნული პირობითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) თვის და 26 (ოცდაექვსი) დღის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს თბილისის საქალაქო სასა-მართლოს 2014 წლის 24 ივლისის განაჩენით დანიშნული და საქართველოს სასჯელაღსრუ-ლებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 09 თებერვლის გადაწყვეტილებით დანიშნული პირობითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, რ----- გ-------ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯე-ლის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის სა-ფუძველზე 04 (ოთხი) წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 02 (ორი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამო-საცდელი ვადით.
მსჯავრდებულ რ----- გ-------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2018 წლის 29 მარტიდან.
მსჯავრდებულ რ----- გ-------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა – გაუქმებულია.
მსჯავრდებულ რ----- გ-------ეს დაევალოს თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სას-ჯელის მოხდის შემდეგ 15 დღის ვადაში გამოცხადდეს საცხოვრებელი ადგილის მიხედ-ვით პრობაციის ბიუროში და საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებ-ლივ აცნობოს ამავე ბიუროს.
ნივთიერი მტკიცებულება - „HUAWEI model:MYA-L22“ ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდით 8--------------, 2) 8--------------, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. ბათუმის პოლიციის მე-3 განყოფილებაში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღ-ჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთიერი მტკიცებულება – ამოღების დროს გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი ერთი ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართ-ლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili