განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002502764
საქმე №1/ბ-531-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
01 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ----- ც-–--–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) ი----- ტ--------ს მიმართ (პირადი №6----------), საქართველოს მოქალაქის, დაბადებულის 1----–-–------------------, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების ქ--------–---–--------------–----------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტითა და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 ივლისის განაჩენით:
ი----- ტ-------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით. დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად.
ი----- ტ-------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით. დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ერთმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა მეორე ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი----- ტ--------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით. დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ი----- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2018 წლის 12 მაისიდან.
ი----- ტ--------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა.
სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, მსჯავრდებულ ი----- ტ--------ს ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შესაბამის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
განაჩენის მიხედვით, ი----- ტ--------ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 3 მაისს, საღამოს საათებში, ქ--------–---–--------------–-----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ი----- ტ--------მ თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ძალადობა. კერძოდ, თავის მეუღლეს, ე---------ე ქ------–--ეს ხელის ზურგის არეში დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ ი----- ტ--------ს და ე---------ე ქ------–--ის არასრულწლოვანი შვილები ა---- ტ-------- და თ----------------ია.
2018 წლის 11 მაისს, დღის საათებში, ქ--------–---–--------------–-----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ი----- ტ--------მ თავისი ოჯახის წევრების მიმართ განახორციელა ძალადობა. კერძოდ, თავის არასრულწლოვან შვილს თ----------------იას ხელის ზურგისა და ფეხის არეში დარტყმებით, ასევე არასრულწლოვან შვილს ა---- ტ--------ს ხელის ზურგის არეში დარტყმით და არასრულწლოვნების _ თ-------------------ს და ა---- ტ--------ს თანდასწრებით, თავის მეუღლეს, ე---------ე ქ------–--ეს ხელის თავში დარტყმებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა პ----- ც-–--–--ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ი----- ტ--------სათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღო ჩადენილი ქმედებების ხასიათი და საზოგადოებრივი საშიშროება, ფორმა. ი----- ტ--------ს ბრალი ედებოდა არასრუწლოვანი შვილების და მეუღლის მიმართ, ასევე არასრულწოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ აგრესიული ძალადობრივი ქმედებების ჩადენაში. მიუხედავად ამისა, სასამრთლომ მას დაუნიშნა ისეთი ზომის სასჯელი, რომლითაც ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები, რადგანაც წარმოადგენს ზედმეტად მსუბუქ სასჯელს და არ არის შესაბამისობაში ჩადენილ დანაშაულთან და მსჯავრდებულის პიროვნებასთან.
მსჯავრდებულ ი----- ტ--------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ---- ც-------ემ წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვა, პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: დაზარალებულების - ე---------ე ქ------–--ის, თ----------------იას და ა---- ტ--------ს ჩვენებებით, მოწმეების - მ------ მ--–------–ის და თ------ ა-----ის ჩვენებებით, ი----- ტ--------ს დაკავების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ი----- ტ--------მ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულები, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
ბრალდების მხარემ განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვა ი----- ტ--------სთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, რასაც სააპელაციო პალატა არ მიიჩნევს მიზანშეწონილად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს საქმის გარემოებები და მსჯავრდებულის პიროვნება, ასევე ის, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: ი----- ტ--------ს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენაში, მან აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი ქმედება, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები მას არ გააჩნია, მათ შორის, არ არის ნასამართლევი და მისი წარსული არაფრითაა შებღალული. საქმეში წარმოდგენილია 2018 წლის 04 მაისის ხელწერილი, რომლის თანახმად, დაზარალებული ე---------ე ქ------–--ე შერიგებულია ი----- ტ--------სთან, მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია და თანახმაა მასზე გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები.
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ იმ გარემოებას, რომ ი----- ტ--------მ დანაშაული ჩაიდინა არასრულწლოვანი შვილების მიმართ და მათივე თანდასწრებით, სააპელაციო პალატა, რა თქმა უნდა, იზიარებს ბრალდების მხარის სულისკვეთებას, რომ არასრულწლოვნის მიმართ და მისი თანდასწრებით ოჯახური ძალადობის ჩადენა მომეტებულად გასაკიცხია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებებს, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მათ მხედველობაში ვერ მიიღებს, ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ი----- ტ--------სთვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ამდენად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 ივლისის განაჩენი ი----- ტ--------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ----- ც-–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 ივლისის განაჩენი ი----- ტ--------ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.ი----- ტ-------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.
4.ი----- ტ-------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.
5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი----- ტ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
6.მსჯავრდებულ ი----- ტ--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2018 წლის 12 მაისიდან.
7.ი----- ტ--------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.
8.პირობითი მსჯავრის დროს, მსჯავრდებულ ი----- ტ--------ს ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
9.მსჯავრდებულ ი----- ტ--------ს დაევალოს პირობითი მსჯავრის დროს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
10.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
11.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვ.დოლიძე/