განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002484235
საქმე №1/ბ-756-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 დეკემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ------ კ---–--–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) კ--- კ----ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 6----------), ნასამართლევის, დაუოჯახებლის, საშუალო განათლების მქონის, რეგისტრირებულის ქ--------–-----–-------–-------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 სექტემბრის განაჩენით:
კ--- კ----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორას ორმოცდაათი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა კ--- კ----ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 07 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა _ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) თვისა და 02 (ორი) დღის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ--- კ----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) თვისა და 02 (ორი) დღის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორას ორმოცდაათი) საათის ვადით.
კ--- კ----ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2018 წლის 04 მაისიდან 2018 წლის 06 სექტემბრის ჩათვლით და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრული სასჯელი 4 (ოთხი) თვისა და 02 (ორი) დღის ვადით, ჩაეთვალა მოხდილად.
კ--- კ----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ--- კ----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 04 მაისს, საღამოს საათებში, ქ--------–-----–-------–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, კ--- კ----ემ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დედას _ მ---- კ----ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ზურგის არეში დაარტყა ფეხი და საწოლიდან გადმოაგდო, რა დროსაც მ---- კ----ემ დაიზიანა იდაყვი და მუხლი და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზ------ კ---–--–--ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ კ--- კ----ე წარსულში ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, მაგრამ მისთვის წინა განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა ვერ გამოიღო შედეგი და მისი მხრიდან კვლავ განმეორდა ახალი განზრახი დანაშაულის ჩადენა. აქედან გამომდინარე, აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, რადგან წარმოადგენს ზედმეტად მსუბუქ სასჯელს და არ არის ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეაფასა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების _ ო----- ბ-------ის, ზ----- მ------–--ის, კ------------------ის და მ------ მ---------–ის ჩვენებებით, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, შეტყობინებით, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება კ--- კ----ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 სექტემბრის განაჩენი ბრალდების მხარემ გაასაჩივრა მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვა კ--- კ----ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, რასაც სააპელაციო პალატა არ იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
მსჯავრდებულ კ--- კ----ისათვის ბრალად შერაცხული ქმედება სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე. შესაბამისად, სასამართლოს დისკრეციაა სასჯელის რომელ სახეს შეარჩევს და რა ზომით. ამასთან, პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს მსჯავრდებულის პიროვნება და საქმის გარემოებები, ასევე ის, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს რომ კ--- კ----ეს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში. მართალია, იგი წარსულში ნასამართლევია და ბოლო დანაშაულის ჩადენის დროს იყო პირობით მსჯავრდებული, მაგრამ მის მიერ წარსულში ჩადენილი ქმედება (ძარცვა) მიეკუთვნება საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა კატეგორიას. შესაბამისად, სასჯელის სახის შერჩევისას გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მსჯავრდებული მიდრეკილი არ არის ერთი და იმავე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისაკენ, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებდა სასჯელის ერთ-ერთი მიზნის მიღწევის _ ახალი დანაშაულის თავიდან აცილების შესაძლებლობას.
პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კ--- კ----ეს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) თვისა და 02 (ორი) დღის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორას ორმოცდაათი) საათის ვადით. მას პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. გათავისუფლების შემდეგ კ--- კ----ის მხრიდან რაიმე ანტისაზოგადოებრივი საქმიანობის ან/და დანაშაულებრივი ქცევის შესახებ ინფორმაცია სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი, რის გამოც, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, არასაპატიმრო სასჯელის შეცვლა საპატიმრო სასჯელით და კ--- კ----ის კვლავ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსება ხელს შეუშლის მისი რესოციალიზაციის პროცესს, რაც ასევე სასჯელის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენით კ--- კ----ისათვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას.
ამდენად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 სექტემბრის განაჩენი კ--- კ----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ------ კ---–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ------ კ---–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 სექტემბრის განაჩენი კ--- კ----ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.კ--- კ----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორას ორმოცდაათი) საათის ვადით.
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს კ--- კ----ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 07 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.
5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს წინა _ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) თვისა და 02 (ორი) დღის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ--- კ----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) თვისა და 02 (ორი) დღის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორას ორმოცდაათი) საათის ვადით.
6.კ--- კ----ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2018 წლის 04 მაისიდან 2018 წლის 06 სექტემბრის ჩათვლით და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად.
7.ცნობად იქნას მიღებული, რომ კ--- კ----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებისთანავე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /ვ.დოლიძე/