განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 050100118002457868
საქმე №1/ბ-517-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 სექტემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ----- ჩ----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) რ----- მ--–----ის მიმართ (პირადი №6----------), დაბადებულის 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქის, დაოჯახებულის, უმაღლესი განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ-------------–---------------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 ივნისის განაჩენით:
რ----- მ--–----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 4 მარტის ეპიზოდი) _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით.
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 11 აპრილის ეპიზოდი) _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და დანაშაულთა ერთობლიობით რ----- მ--–----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მსჯავრდებულ რ----- მ--–----ეს, სასამართლო განხილვამდე _ 2018 წლის 11 აპრილიდან 2018 წლის 17 აპრილამდე, პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა დანიშნული სასჯელის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ვადაში და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 50 (ორმოცდაათი) საათის ვადით.
რ----- მ--–----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა, ხოლო გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 3000 (სამი ათასი) ლარის ფარგლებში ყადაღადადებული ც---–- მ--–---ს (პირადი ნომერი 3----------) საკუთრებაში არსებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (მრავალწლიანი ნარგავები) მიწის ნაკვეთი, მ---------------------–-------------------------------–---------------------–----------------–--------------------–-------------------------------------------------------------------------------------–------------------, განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მსჯავრდებულ რ----- მ--–----ის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება დაევალა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი პრობაციის ეროვნული სააგენტოს გურიის პრობაციის ბიუროს.
იმავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: ორი ცალი სათვალე, რომლებიც ინახება ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ხოლო ტელეფონის დაზიანებული ყურმილი და ხელსახოცი, რომლებიც ინახება ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა განადგურდეს.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ----- მ--–----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ??????????? ??????? ????????? ???????? 117 , 118 ? ან 120 ? ?????? გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
ქ-------------–---------------------------ში მცხოვრები რ----- მ--–----ე 2017 წლიდან, განაწყენებული იმით, რომ დედა - თ----- ჩ-------–---–ი კონფლიქტურ ურთიერთობაში იმყოფებოდა მის მეუღლესთან, თ-- გ----------ესთან, სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა თ----- ჩ-------–---–ს, რითაც ეს უკანასკნელი განიცდიდა სულიერ ტანჯვას.
2018 წლის 4 მარტს რ----- მ--–----ემ საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე იძალადა დედაზე _ თ----- ჩ-------–---–ზე, კერძოდ, განაწყენებულმა იმით, რომ კვლავ შეესწრო თ-- გ----------ესა და თ----- ჩ------–---–ს შორის არსებულ კონფლიქტს, დაუწყო ამ უკანასკნელს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, რის შემდეგაც ხელებით ცემა დედა თ----- ჩ-------–---–ი, ამასთან, კონფლიქტის დროს ტელეფონი ჩაარტყა თავში. აღნიშნული ქმედებით თ----- ჩ-------–---–მა განიცადა სულიერი ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 20:30 საათზე, რ----- მ--–----ემ განაწყენებულმა იმით, რომ დედამ _ თ----- ჩ-------–---–მა სასამართლოში დაკითხვისას მისცა მისი მეუღლის, თ-- გ----------ის მამხილებელი ჩვენება, საცხოვრებელ სახლში ჯერ შეურაცხყო და დაამცირა თ----- ჩ-------–---–ი, ხოლო შემდეგ ეზოში ხელებით ცემა ეს უკანასკნელი და პირზე მოუჭირა ხელი. აღნიშნული ქმედებით თ----- ჩ-------–---–მა განიცადა სულიერი ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შ----- ჩ----ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ რ----- მ--–----ისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: სასამართლომ განაჩენის გამოტანისას სწორად არ შეაფასა ბრალდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, კერძოდ, ის გარემოებები, რომ რ----- მ--–----ეს ბრალად ედება დედის მიმართ განხორციელებული როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური ძალადობა. მის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებით დაზარა-ლებულმა თ----- ჩ-------–---–მა განიცადა მორალური და ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულის ჩვენებებით დადგენილია, რომ რ----- მ--–----ის მხრიდან სისტემატური ხასიათი ჰქონდა მის მიმართ ძალადობას. მსჯავრდებულმა 2018 წლის 11 აპრილს იმის გამო იძალადა მშობელზე, რომ მან სასამართლოში მისცა მისი მეუღლის მამხილებელი ჩვენება. აპელანტის მოსაზრებით, ყოველივე ზემოა-ღნიშნული იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ რ----- მ--–----ე არ არის კანონმორჩილი პირი და მიდრეკილია ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისაკენ. მისი პიროვნების გათვალისწინებით, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ იგი გააგრძელებს დანაშაულებრივ საქმიანობას. ასეთი პიროვნების მიმართ კი ძირითადი სასჯელის სახით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას _ სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: 2018 წლის 11 აპრილის შეტყობინებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოცხრილით, დაზარალებულ თ----- ჩ-------–---–ის და მოწმეების - ი-----–- ც---------ის, ბ---- მ--–----ის, შ--- თ----------ის, ს------ რ-----ის და თ-- გ----------ის გამოკითხვის ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ რ----- მ--–----ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვა რ----- მ--–----ისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, რასაც სააპელაციო პალატა არ მიიჩნევს მიზანშეწონილად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
მსჯავრდებულ რ----- მ--–----ისათვის ბრალად შერაცხული ქმედება სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე. შესაბამისად, სასამართლოს დისკრეციაა სასჯელის რომელ სახეს შეარჩევს და რა ზომით.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს საქმის გარემოებები და მსჯავრდებულის პიროვნება, ასევე ის, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ვინაიდან, თავისუფლების აღკვეთის საპირწონე არის შეზღუდული თავისუფლება, ის უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მაშინ და მხოლოდ იმ ხანგრძლივობით, როდესაც და რამდენადაც ეს უკიდურესად აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს რა ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ რ----- მ--–----ეს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენაში, მან აღიარა ჩადენილი ქმედება, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები მას არ გააჩნია, მათ შორის, არ არის ნასამართლევი და მისი წარსული არაფრითაა შებღალული.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენით რ----- მ--–----ისათვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ამდენად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 ივნისის განაჩენი რ----- მ--–----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ----- ჩ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 ივნისის განაჩენი რ----- მ--–----ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.რ----- მ--–----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში (ორი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 04 მარტის ეპიზოდი) _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით.
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 11 აპრილის ეპიზოდი) _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით.
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით რ----- მ--–----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით.
5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ რ----- მ--–----ეს, სასამართლო განხილვამდე - 2018 წლის 11 აპრილიდან 2018 წლის 17 აპრილამდე - პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 5 საათი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 50 (ორმოცდაათი) საათის ვადით.
6.რ----- მ--–----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 3000 (სამი ათასი) ლარის ფარგლებში ყადაღადადებული ც---–- მ--–---ს (პირადი ნომერი 3----------) საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ო----------–-------------------------------–---------------------–----------------–--------------------–-------------------------------------------------------------------------------------------------------–------------------, განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
7.მსჯავრდებულ რ----- მ--–----ისათვის ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება დაევალოს გურიის პრობაციის ბიუროს.
8.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: ორი ცალი სათვალე, რომლებიც ინახება ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ხოლო ტელეფონის დაზიანებული ყურმილი და ხელსახოცი, რომლებიც ინახება ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს.
9.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
10.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/