განაჩენი

სისხლის სამართლის 09.11.2018
საქმის ნომერი
820100118002408677
ინსტანცია
თარიღი
09.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 820100118002408677

საქმე №1/ბ-647-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

09 ნოემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) რ---- კ---–--–--ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 6----------), დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ-----------------------–-------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 სექტემბრის განაჩენით:

 

რ---- კ---–--–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

რ---- კ---–--–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2017 წლის 02 ივლისის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით.

 

რ---- კ---–--–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2017 წლის 02 ივლისიდან 2018 წლის 19 მარტამდე ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.

 

რ---- კ---–--–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2018 წლის 19 მარტის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი (საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა) და საბოლოოდ რ---- კ---–--–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, რ---- კ---–--–--ეს 2018 წლის 27 მარტიდან 2018 წლის 29 მარტის ჩათვლით, დაკავების და პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

გაუქმდა რ---- კ---–--–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო და გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა _ 2000 (ორი ათასი) ლარი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს, რ----– კ---–--–--ეს (პ/ნ 6----------).

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ---- კ---–--–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 02 ივლისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ-----------–---–----------------–-------------–- მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, რ---- კ---–--–--ე დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს _ მეუღლეს თ----- კ---–--–--ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

რ---- კ---–--–--ემ, 2017 წლის 02 ივლისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ-----------–---–----------------–-------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, ფიზიკური ძალის გამოყენებით, რაც გამოიხატა მის მიერ თავის არეში ხელის დარტყმაში, ფიზიკური ტკივილი მიაყენა მეუღლეს, თ----- კ---–--–--ეს.

 

რ---- კ---–--–--ე, 2017 წლის 02 ივლისიდან 2018 წლის 19 მარტამდე ჩათვლით პერიოდში, ქ-----------–----–----------------–-------------ში არსებულ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი უთანხმოებებისას სისტემატურად შეურაცხყოფდა თავისი ოჯახის წევრს, მეუღლეს თ----- კ---–--–--ეს, რაც იწვევდა დაზარალებულის დამცირებას და ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

 

რ---- კ---–--–--ემ, 2018 წლის 19 მარტს, დაახლოებით 08:00 საათზე, ქ-----------–---–----------------–-------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, ფიზიკური ძალის გამოყენებით, რაც გამოიხატა მის მიერ თავის არეში ხელის დარტყმაში, ფიზიკური ტკივილი მიაყენა მეუღლეს, თ----- კ---–--–--ეს.

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რ----- ბ---–----ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ რ---- კ---–--–--ისათვის დანაშაულთა ერთობლიობით, მუხლის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ვადის განსაზღვრა, იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არის უსამართლო, ზედმეტად მსუბუქი და არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ თ----- კ---–--–--ის, მოწმეების - რ----–-- ც--------ის, ჯ------– ა--–--ის, ნ---- ქ----–--ის, ლ--- ც--------ის ჩვენებებით, დაკავების ოქმით, შემაკავებელი ორდერით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ რ---- კ---–--–--ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

ბრალდების მხარემ განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვა რ---- კ---–--–--ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ვადის დანიშვნა, რასაც სააპელაციო პალატა არ მიიჩნევს მიზანშეწონილად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს საქმის გარემოებები და მსჯავრდებულის პიროვნება, ასევე ის, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: რ---- კ---–--–--ემ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, იგი ხასიათდება დადებითად, დაზარალებულთან შერიგებულია და ისინი აგრძელებენ ერთად ცხოვრებას. საქმეში წარმოდგენილია 2018 წლის 29 მარტის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმადაც, დაზარალებულ თ----- კ---–--–--ეს არანაირი პრეტენზია არ აქვს რ---- კ---–--–--ესთან და თანახმა არის, მის მიმართ გავრცლდეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები. რ---- კ---–--–--ეს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენაში, იგი ნასამართლობის არმქონეა და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება არ გააჩნია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენით რ---- კ---–--–--ისათვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას.

 

ამდენად, სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 სექტემბრის განაჩენი რ---- კ---–--–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 სექტემბრის განაჩენი რ---- კ---–--–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.რ---- კ---–--–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 02 ივლისის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 02 ივლისიდან 2018 წლის 19 მარტამდე ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 19 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 02 ივლისის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით.

 

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 02 ივლისიდან 2018 წლის 19 მარტამდე ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.

 

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 19 მარტის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ---- კ---–--–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ რ---- კ---–--–--ეს, 2018 წლის 27 მარტიდან 2018 წლის 29 მარტის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

6.რ---- კ---–--–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, გირაოს შემტანს - რ----– კ---–--–--ეს (პ/ნ 6----------) განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის მიერ გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /ვ.დოლიძე/