განაჩენი

სისხლის სამართლის 29.05.2019
საქმის ნომერი
330100118002525725
ინსტანცია
თარიღი
29.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002525725

საქმე #1ბ/450-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

29 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის, სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: ნ--------------–ის, ა----------–---–ის

მსჯავრდებულის: ჯ----–---–---ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--------------–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ჯ----–---–---ის, დაბადებულის 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), არასრული საშუალო განათლებით, განქორწინებულის, ნასამართლევის, რეგისტრირებულის: ჭ----------------------------–------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–----------------–-------------ში, მიმართ, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ----–---–---ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულება, ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა. მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 26 მაისს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ-------–--–----–--------------------- თან, ჯ----–---–---ემ ყოფილ მეუღლეს - თ-----------ს სხეულზე, ფერდის არეში მიადო დანა, მოსთხოვა, რომ ხმა არ ამოეღო და გაჰყოლოდა თავის ავტომანქანაში, რაზეც უარის მიღების შემდეგ, ორივე ხელი ძლიერად ჩასჭიდა მკლავებში და ძალის გამოყენებით ჩასვა იგი „ჰ------------ის“ მარკის (სახ.ნომრით R--------) ავტომანქანის უკანა სალონში, სადაც თავადაც ჩაჯდა, რის შემდეგაც კვლავ მიადო დანა თ-----------ს სხეულზე და ჩაკეტილ ავტომანქანაში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში აიძულებდა მას შერიგებას, წინააღმდეგ შემთხვევაში უცხადებდა, რომ ვერ გადავიდოდა ავტომანქანიდან და ემუქრებოდა თვალების დათხრით, დასახიჩრებითა და სიცოცხლის მოსპობით, რაც თ-----------მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ჯ----–---–---ე თ-----------ს ფსიქიკურად და ფიზიკურად აიძულებდა შეესრულებინა მოქმედება, რომლის შესრულებისგან თავის შეკავება მისი ნება იყო, კერძოდ, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, აიძულებდა ავტომანქანაში ჩაჯდომას, მასთან შერიგებას და ოჯახური თანაცხოვრების გაგრძელებას.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ----–---–---ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 26 მაისს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ-------–--–----–--------------------- თან, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით 2018 წლის 2 მარტს გამოცემული შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ჯ----–---–---ის მიერ, ყოფილ მეუღლესთან - თ------------თან და მის საცხოვრებელ სახლთან მიახლოების გზით, დარღვეულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით გამოცემული დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნა და ვალდებულება, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის ვადით თ-----------თან და მის საცხოვრებელ სახლთან მიახლოების აკრძალვის თაობაზე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და საქმის არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენით:

 

ჯ----–---–---ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ჯ----–---–---ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ჯ----–---–---ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 7 მარტის განაჩენით და ამავე სასამართლოს 2013 წლის 27 იანვრის განჩინებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 2 (ორი) წელი და 3 (სამი) თვე.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 7 მარტის განაჩენითა და ამავე სასამართლოს 2013 წლის 27 იანვრის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ჯ----–---–---ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

მსჯავრდებულ ჯ----–---–---ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 27 მაისიდან.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ--------------–მა.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის გამკაცრების კუთხით. სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ჯ----–---–---ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი, უსამართლო და შეუსაბამო მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათთან, იგი ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. გარდა ამისა, სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ჯ----–---–---ის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი, დანაშაულის სიმძიმე და მომეტებული საფრთხე, კერძოდ, ის გარემოება, რომ დანიშნული მსუბუქი სასჯელი შესაძლოა წამახალისებელი აღმოჩნდეს მსჯავრდებულისთვის ახალი დანაშაულის ჩასადენად.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ჯ----–---–---ის მიმართ, უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ჯ----–---–---ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეზე შეკრებილი, მხარეთა მონაწილეობით პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულის და მოწმეების - თ-----------ის, ჯ----–---------ის, მ---------------–---–ის, ნ-------------ის, ნ-----–---–---ის, თ------–----------ის, ბ-------–------ის, გ--–----------ს, გ--------------–---–ისა და ვ-----------–-----–---–ის ჩვენებების, ჯ----–---–---ის მიმართ გამოწერილი N0----- შემაკავებელი ორდერის, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის დადგენილების, ამავე სასამართლოს 2018 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილების, სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის, ექსპერტ გ---–--------------–---–ის ჩვენების, დაკავებისა პირადი ჩხრეკის ოქმის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ჯ----–---–---ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მითითებული არგუმენტების საფუძველზე, მსჯავრდებულ ჯ----–---–---ისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულ ჯ----–---–---ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ ჯ----–---–---ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტს, რომ მსჯავრდებულს ექნება რა მსუბუქი სასჯელის მიღების განცდა, მომავალშიც ჩაიდენს ანალოგიური ხასიათის დანაშაულს. სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული წარმოადგენს ჰიპოტეტიურ მოსაზრებას და ბრალდების მხარის პოზიცია დაუსაბუთებელი და აზრს მოკლებულია. მსჯავრდებულ ჯ----–---–---ის პიროვნება არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც აბსტრაქტული დანაშაულის სუბიექტი. ამდენად, სახელმწიფო ბრალმდებლის ზემოთ მითითებული აბსტრაქტული მოსაზრება მოკლებულია კანონიერ საფუძველს და ვერ იქნება გაზიარებული. სააპელაციო პალატისთვის ასევე გაუგებარია, ზოგადად, დანიშნული სასჯელი როგორ შეიძლება იყოს წამახალისებელი ახალი დანაშაულის ჩასადენად.

 

პალატა ასევე ყურადღებას გაამახვილებს აპელანტის არგუმენტზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ სახელმწიფო ბრალმდებელი სასჯელის დამამძიმებლად უთითებს ჯ----–---–---ის მიერ დანაშაულების ჩადენის ფაქტს პირობითი მსჯავრის ქვეშ. აპელანტი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი ნაწილობრივ ან მთლიანად ემატება წინა განაჩენით დანიშნულ სასჯელს. სააპელაციო პალატა პროკურორის მიერ კანონის ამგვარ განმარტებას ვერ დაეთანხმება. პალატა აღნიშნავს, რომ განაჩენთა ერთობლიობის შემთხვევაში ნაწილობრივ ან სრულად ემატება არა ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი, არამედ წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი. აღნიშნული ნორმის რეგულაცია სწორედ იმგვარად უნდა განიმარტოს, რომ პრიორიტეტულია ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი, რომელმაც სამართლებრივად, შესაძლოა, შთანთქოს კიდეც წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.

 

სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებას, რომ მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას დადგა მსჯავრდებულ ჯ----–---–---ისთვის უფრო სასიკეთო შედეგი, ვიდრე ეს იყო წინა განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრის დროს, ანუ აპელანტის აზრით, ჯ----–---–---ეს პირობითი მსჯავრის სახით დაკისრებული სასჯელი უნდა მოეხადა 2020 წლის 3 აპრილს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს - 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთას მსჯავრდებული მოიხდის 2019 წლის 27 ნოემბერს და იქნება სრულად თავისუფალი, რაც, ბუნებრივია, არსებითად უმსუბუქებს სამართლებრივ მდგომარეობას. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის აღნიშნული მოსაზრება სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და იმთავითვე მცდარია პროკურორის მსჯელობა პირობითი მსჯავრის სახით დაკისრებული სასჯელის მოხდის შესახებ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით (50-ე მუხლის მე-5 ნაწილი, 63-ე მუხლი) გათვალისწინებული, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის ინსტიტუტი თავისი სამართლებრივი არსით მდგომარეობს იმაში, რომ დანაშაულის ჩამდენი პირი გარკვეული წინაპირობების არსებობისას, სასამართლოს გადაწყვეტილებით, არ იხდის განაჩენით დანიშნულ სასჯელს და ამავე განაჩენით დადგენილი გამოსაცდელი ვადის განმავლობაში არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა. მოცემულ საქმეზე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 2018 წლის 4 იანვარს გათავისუფლებული მსჯავრდებული ჯ----–---–---ე არ იხდიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 7 მარტის განაჩენით დანიშნულ და ამავე სასამართლოს 2013 წლის 27 იანვრის განჩინებით შემცირებული სასჯელის ნაწილს - 2 (ორი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთას, რაც პირობითად ჰქონდა ჩათვლილი, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით, თუმცა, ვინაიდან გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა ახალი, განზრახი დანაშაულის სამი ეპიზოდი, მას დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში. ამდენად, გაუგებარია სახელმწიფო ბრალმდებლის მსჯელობა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით მსჯავრდებულისთვის საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნით არსებითად შემსუბუქდა მსჯავრდებულ ჯ----–---–---ის სამართლებრივი მდგომარეობა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ჯ----–---–---ისთვის დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულ ჯ----–---–---ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელი - სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ჯ----–---–---ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--------------–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და საქმის არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულ ჯ----–---–---ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ჯ----–---–---ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

ჯ----–---–---ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

ჯ----–---–---ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი თანაბარი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ჯ----–---–---ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ჯ----–---–---ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 7 მარტის განაჩენით და ამავე სასამართლოს 2013 წლის 27 იანვრის განჩინებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 2 (ორი) წელი და 3 (სამი) თვე;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 7 მარტის განაჩენითა და ამავე სასამართლოს 2013 წლის 27 იანვრის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ჯ----–---–---ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა;

 

მსჯავრდებულ ჯ----–---–---ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 27 მაისიდან;

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

ჯ----–---–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. კახეთელიძე