განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002553846
საქმე #1/455-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 მაისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე: ლევან თევზაძე
სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლე----–----–---–--ე;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ვა---– კო----–---–ი, დაბადებული 1--- წლის 4--------------- პირადი #0---------- საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თბილისი, მისამართის გარეშე, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, მ----------- ქუჩა #1-- ამჟამად პატიმარი.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად: ვა---– კო----–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,181-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც თან ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის მოყენების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მისი უფლებები); საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117–ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული ქმედებები, რაც გამოიხატა შემდეგში:
ვა---– კო----–---–მა დედის - ლე--–- კო----–---–ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლისა და მის წინ მდებარე მიწის ნაკვეთის გამოძალვის მიზნით, 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის მაისის ჩათვლით, განახორციელა მასზე ფიზიკური ძალადობა და მუქარა. კერძოდ, 2017 წლის ნოემბერში, ქ. თბილისში, მ----------- ქუჩა #1--–-, ვა---– კო----–---–მა ყელის არეში ხელი მოუჭირა ლე--–- კო----–---–ს და შეეცადა მის დახრჩობას, ასევე ხელი ჰკრა და დააგდო ძირს, რის შედეგადაც ლე--–- კო----–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ამასთან, ბრალდებული ემუქრებოდა დაზარალებულს და ეუბნებოდა, რომ თუ კუთვნილ საცხოვრებელ სახლს და მიწის ნაკვეთს არ გადაუფორმებდა მას ვეღარავინ იპოვნიდა. ვა---– კო----–---–ის ზემოაღნიშნული ქმედებები მიმართული იყო იმ მიზნისკენ, რომ ლე--–- კო----–---–ს მისთვის გადაეფორმებინა მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი. 2018 წლის მაისში, ქ. თბილისში, ს-------–---–-- ქუჩაზე ვა---– კო----–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - ლე--–- კო----–---–ს. კერძოდ: ხელი ძლიერად მოუჭირა მკლავებზე და ფიზიკური ძალის მოქმედებით ცდილობდა მასზე ზემოქმედებას, ასევე თმები ძლიერად მოქაჩა, რის შედეგადაც ლე--–- კო----–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ვა---– კო----–---–ი ცდილობდა აღნიშნული ქმედებებით ეიძულებინა ლე--–- კო----–---–ი გადაეფორმებინა მისთვის ხსენებული უძრავი ქონება. ვა---– კო----–---–ის ქმედებებით ლე--–- კო----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, 2018 წლის 12 ივნისის ჩათვლით პერიოდში, ქ. თბილისში, მ----------- ქუჩა #1--–-, მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ ბინაში, ვა---– კო----–---–ი დედას - ლე--–- კო----–---–ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა მას პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობით. უზღუდავდა ხალხთან კომუნიკაციას, არ აძლევდა სახლიდან გასვლის უფლებას, თითქმის ყოველდღიურად ლანძღავდა და აგინებდა სხვადასხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, სისტემატურად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და სხეულის დაზიანებით, რამდენჯერმე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და აიძულებდა სხვადასხვა ქმედებებს. 2017 წლის ნოემბერში, მითითებულ მისამართზე ვა---– კო----–---–მა დედას - ლე--–- კო----–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, სთხოვდა და აიძულებდა სახლის გადაფორმებას. 2017 წლის დეკემბერში, მითითებულ მისამართზე ვა---– კო----–---–ი სახეში აფურთხებდა დედას - ლე--–- კო----–---–ს. ამასთან, აიძულა იგი სრულად გაეხადა ტანსაცმელი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა თავი იგრძნო შეურაცხყოფილად. 2018 წლის მაისში, მითითებულ მისამართზე ვა---– კო----–---–მა დედას - ლე--–- კო----–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგინა და ლანძღა შეურაცხმყოფელი სიტყვებით. 2018 წლის 12 ივნისს, მითითებულ მისამართზე ვა---– კო----–---–მა დედას - ლე--–- კო----–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, ლანძღვადა მას სხვადასხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებით და აიძულებდა სხვადასხვა უკანონო მოქმედებებს. ვა---– კო----–---–ის ქმედებით ლე--–- კო----–---–ი განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.
2018 წლის 12 ივნისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. თბილისში, ს-------–---–-- ქუჩის №8--–- ვა---– კო----–---–მა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დას - და------- იო---------ს. კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში, ხოლო ფეხი - მარცხენა ფეხის ბარძაყში, რის შედეგადაც და------- იო---------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ვა---– კო----–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებებით და------- იო---------ს მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.
სასჯელი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 თებერვლის განაჩენით ვა---– კო----–---–ი საქართველოს სსკ-ის 111,181-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ვა---– კო----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით.
ვა---– კო----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვა---– კო----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ვა---– კო----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან -2018 წლის 12 ივნისიდან.
თბილისის სასამართლომ დაადგინა:
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, 2018 წლის 12 ივნისის ჩათვლით პერიოდში, ქ. თბილისში, მ----------- ქუჩა #1--–-, მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ვა---– კო----–---–ი დედას - ლე--–- კო----–---–ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა მას პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობით. კერძოდ, ვა---– კო----–---–მა ლე--–- კო----–---–ი აიძულა სრულად გაეხადა ტანსაცმელი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა თავი იგრძნო შეურაცხყოფილად.
2018 წლის 12 ივნისს, მითითებულ მისამართზე ვა---– კო----–---–მა დედას - ლე--–- კო----–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა; კერძოდ, მიმართავდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით. ვა---– კო----–---–ის ქმედებით ლე--–- კო----–---–ი განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.
2018 წლის 12 ივნისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. თბილისში, ს-------–---–-- ქუჩის №8--–- ვა---– კო----–---–მა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დას - და------- იო---------ს. კერძოდ, სახის არეში ხელი დაარტყა, ხოლო ფეხი - მარცხენა ფეხის ბარძაყში, რის შედეგადაც და------- იო---------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ვა---– კო----–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებებით და------- იო---------ს მიადგა ფიზიკური ზიანი.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
სახელმწიფო ბრალმდებელმა (აპელანტი) მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა და ვა---– კო----–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის იმ საფუძვლით, რომ ვა---– კო----–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებს დაზარალებულ ლე--–- კო----–---–ის და და------- კო----–---–ის მიერ სასამართლოზე მიცემული ჩვენება. და------- კო----–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მას ეცოდება ძმა და სურს მისი ციხიდან გამოშვება. და------- კო----–---–ი ერთის მხრივ ეთანხმებოდა მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებას, მეორეს მხრივ არ ადასტურებდა მითითებულ ინფორმაციას. ფაქტია, რომ და------- კო----–---–ი მოქმედებდა ძამის გადარჩენის სურვილით და სასამართლოს მიაწოდა არასწორი ინფორმაცია. ვა---– კო----–---–ის პიროვნების შეფასებისას გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ დაზარალებულთან კონფლიქტი მოხდა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე, რაც არაერთხელ განმეორდა და აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს უფრო მკაცრი სასჯელი.
მსჯავრდებული ვა---– კო----–---–ი არ დაეთანხმა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 თებერვლის განაჩენს და განმარტა, რომ მისმა დამ - და------- იო---------მ, რომლის ხელმოწერაცაა ჩუქების ხელშეკრულებაზე, სასამართლოს მისცა სწორი ჩვენება და სხდომაზე არ უთქვამს, რომ ეცოდებოდა და ამის გამო უნდოდა მისი დაცვა. განაჩენით დანიშნული სასჯელი - 1 წელი და 6 თვე კი არ მიაჩნია მსუბუქ სასჯელად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა შემდეგი:
დაზარალებულ ლე--–- კო----–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ მისმა შვილებმა ვა---– კო----–---–მა და და------- იო---------მ ძალით წაიყვანეს ნოტარიუსთან და აიძულეს ვა---– კო----–---–ისთვის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, კუთვნილი საცხოვრებელი სახლის, მდებარე: ქ.თბილისი, მ----------- ქუჩა #1--–- და მის წინ არსებული მიწის ნაკვეთის გადაცემა.
მოწმე და------- იო--------ის ჩვენებით დადგინდა, რომ ვა---– კო----–---–ი მას სთხოვდა დედამისის დარწმუნებას ამ უკანასკნელის კუთვნილი ბინის და მის წინ მდებარე მიწის ნაკვეთის მისთვის გადაფორმებაში, რათა სამომავლოდ სახლი აეშენებინა, რის უფლებასაც დედა არ აძლევდა. ბრალდებული, როგორც წესი დედამისს ეხვეწებოდა, რომ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მისთვის გადაეფორმებინა, რადგან სურდა ოჯახის შექმნა და „ფეხზე დადგომა“. მოგვიანებით, ლე--–- კო----–---–მა სადავო უძრავი ქონება მისი თანდასწრებით ნებაყოფლობით, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ნოტარიუსის მეშვეობით, გადასცა ვა---– კო----–---–ს. გამოძალვას ადგილი არ ჰქონია და ლე--–- კო----–---–ის ქმედება ატარებდა ნებაყოფლობით ხასიათს.
ბრალდებულმა ვა---– კო----–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ დედამ მას უძრავი ქონება გადასცა ნებაყოფლობით, ყოველგვარი იძულების გარეშე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების თანახმად, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მიერ არ გამხდარა სადავო, დაკმაყოფილდა ლე--–- კო----–---–ის სასარჩელო მოთხოვნა, მასსა და ვა---– კო----–---–ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე. ხელშეკრულების ბათილად ცნობას საფუძვლად დაედო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა: „თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში.“
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის და შეფასების საფუძველზე პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის თაობაზე იმ მოტივით, რომ ვა---– კო----–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,181-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება დადასტურდა საქმეში წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას და მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ სამართლებრივ სტანდარტს.
განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება (სამართლებრივი შეფასება):
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მსგავსი დათქმაა ამავე კოდექსის 82-ე მუხლშიც - მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამასთან, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v.s TYRKEY განმარტა შემდეგი: ,,წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული.
საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ განაჩენი გასაჩივრებულია საქართველოს სსკ-ის 111,181-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ვა---– კო----–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდესის 181-ე მუხლით კრიმინალიზებულია გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც თან ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის მოყენების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მისი უფლებები. გამოძალვის შემადგენლობის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, გამოძალვის საგანს წარმოადგენს როგორც ქონება, ისე ქონებაზე უფლება (ხელწერილი, ხელშეკრულება ან სხვა დოკუმენტი), რომლის თანახმადაც, განსაზღვრული ქონებრივი უფლება ან ქონებით სარგებლობა დამნაშავეზე გადადის. გამოძალვის ობიექტური შემადგენლობა გამოიხატება დამნაშავის მიერ ქონების მესაკუთრის ან ქონების მფლობელის მიმართ მოთხოვნაში, გადასცეს მას ნივთი ან მასზე უფლება, ასევე ქონებით სარგებლობის უფლება.
საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის „...149-ე−1511...“ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. იმავე მუხლის შენიშვნის მიხედვით, ოჯახის წევრად ითვლება: „მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას“. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია რომ ლე--–- კო----–---–ი არის ვა---– კო----–---–ის დედა და აღნიშნული ნორმის მოთხოვნიდან გამომდინარე, ითვლება ოჯახის წევრად.
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს არგუმენტებს ვა---– კო----–---–ის უდანაშაულობის თაობაზე და მიაჩნია, რომ მის მიმართ წარდგენილი ბრალდება (საქართველოს სსკ-ის 111,181-ე მუხლის პირველი ნაწილით) არ ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ, უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას. ეჭვი გაბათილებული ვერ იქნა ვერც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა უბრალოდ მტკიცებულებათა ფორმალური ერთობლიობა, არამედ ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო, დამაჯერებელი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო მიუთითებს, იმისათვის რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება. მოცემულ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის, კონკრეტულად ჰქონდა თუ არა ბრალდებულის მხრიდან ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას ადგილი, რასაც ბუნებრივია გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების სწორი კვალიფიკაციისა და პირის დამნაშავედ ცნობისათვის.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ერთადერთი მტკიცებულება ლე--–- კო----–---–ის ჩვენება, რომელიც არათუ პირდაპირი, არამედ ირიბი მტკიცებულებითაც კი არ დასტურდება. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულება არ გამოირჩევა სიმყარით, უფრო მეტიც, მასში მოცემული ფაქტობრივი გარემოებები უარყოფილია სასამართლო სხდომაზე დაკითხული, ფაქტის შემსწრე პირის და------- იო--------ის ჩვენებით, რომელმაც კატეგორიულად უარყო ვა---– კო----–---–ის მხრიდან გამოძალვის ფაქტი და სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ ლე--–- კო----–---–ის ქმედება ატარებდა ნებაყოფლობით ხასიათს. გამოძალვის ფაქტი არ დასტურდება არც საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 სექტემბრის სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც, ბათილად იქნა ცნობილი ლე--–- კო----–---–სა და ვა---– კო----–---–ს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება. მოცემული ჩუქების ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვინაიდან, ქონების გაჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს, დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება, დაზარალებულ ლე--–- კო----–---–ის ჩვენება, რომელიც შესაბამისი მტკიცებულებებით არ არის გამყარებული და დადასტურებული; მართალია, სააპელაციო პალატას არ გააჩნია დაზარალებულის ჩვენების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარეს სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მხოლოდ ერთი პირის ჩვენება არ შეიძლება დაედოს პირის მსჯავრდებას და გამამტყუნებელ განაჩენს (იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №251აპ-16; 462აპ-1-- №404აპ-1-- №560აპ-16).
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მეხუთე მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ბრალმდებელს ეკისრება. პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული ვა---– კო----–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, ხოლო სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა ახალი მტკიცებულება, რაც გამოიწვევდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის შეცვლას. საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის ყველა ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის გათვალისწინებით, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ვა---– კო----–---–ისთვის განსაზღვრულ სასჯელს, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას სასჯელთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობაც. კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება შესაბამისი. სასამართლო ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვა---– კო----–---–ისთვის დანიშნული სასჯელით ორივე პრინციპი გათვალისწინებულია. პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელი - 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა - სამართლიანია, შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და არ არსებობს მისი დამძიმების საფუძველი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველივე მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას. სასჯელის გამაფრთხილებელი ზემოქმედება მდგომარეობს არა მძიმე სახის სასჯელის დანიშვნის სიმკაცრეში, არამედ მის გარდაუვალობაში. მოცემულ საქმეში, ინდივიდუალიზაციის პრინციპის გამოყენებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლიანად დანიშნა სასჯელი და საქმის სრულყოფილი განხილვის შედეგად უზრუნველყო პასუხისმგებლობის დაკისრების გარდაუვალობაც. ამდენად, სახელმწიფო ბრალდების პოზიცია სასჯელის დამძიმების ნაწილში უსაფუძვლოა.
რაც შეეხება სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას, სააპელაციო პალატა მოცემულ შემთხვევაში, არ არის უფლებამოსილი და სამართლებრივად მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს ვა---– კო----–---–ისთვის განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქებაზე, ვინაიდან დაცვის მხარეს განაჩენი არ გაუსაჩივრებია და სასჯელის შემსუბუქების, ან სხვა მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი არ წარმოუდგენია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ცო-----–---–---ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 თებერვლის განაჩენი ვა---– კო----–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ცო-----–---–---ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის განაჩენი ვა---– კო----–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ვა---– კო----–---–ი საქართველოს სსკ-ის 111,181-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ვა---– კო----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით.
ვა---– კო----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვა---– კო----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ვა---– კო----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან -2018 წლის 12 ივნისიდან.
ვა---– კო----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
სისხლის სამართლის საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულება - სსიპ 112-დან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ლევან თევზაძე