განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 090100119002882976
საქმე №1/ბ-336-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 მაისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ----- შ--–--------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გ------- ჩ-----–--ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), დაოჯახებულის, საშუალო-ტექნიკური განათლების მქონის, მცხოვრების ა-------–-------------------------–--------–ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 აპრილის განაჩენით:
გ------- ჩ-----–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები 1 (ერთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ გ------- ჩ-----–--ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა დაკავებისა და წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2019 წლის 28 იანვრიდან 2019 წლის 01 თებერვლამდე.
გ------- ჩ-----–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და მოიხსნა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 თებერვლის განჩინებით, ბრალდებულ გ------- ჩ-----–--ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით გირაოს გადახდის უზრუნველსაყოფად, მ------ მ--------ის (პ/ნ 0----------) სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ უძრავ ქონებაზე – ა-------–-------------------------–--------–ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ნ-----------------------------–------------------------------------–----------------------------------------------.) დადებული ყადაღა.
ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულების საკითხი, კერძოდ: შემთხვევის ადგილის ფოტოცხრილი CD დისკზე, უნდა დარჩეს საქმეში, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------- ჩ-----–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
გ------- ჩ-----–--ემ, 2019 წლის 28 იანვარს, დაახლოებით 19 საათზე, ამბროლაურის რაიონის სოფელ სადმელში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი შეკამათებისას, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ქვედა ტუჩზე მოქაჩვითა და კისრის არეში ხელის მოჭერით იძალადა მეუღლეზე, მ---- ზ--------–---–ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზ----- შ--–--------ემ, რომელმაც ითხოვა მსჯავრდებულ გ------- ჩ-----–--ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელად დანიშნული თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი იქნა პირობით მსჯავრად, ვერ იქნება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციული, რადგან მისი ქმედებით გამოწვეული ზიანის შესატყვისი სასჯელი მხოლოდ თავისუფლების აღკვეთაა, რაც პირობითად არ იქნება ჩათვლილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ----- შ--–--------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: თავად ბრალდებულ გ------- ჩ-----–--ის გამოკითხვის ოქმებით; დაზარალებულ მ---- ზ--------–---–ის და მოწმეების _ ა-----------–--ის, გ--–-------- ჩ-----–--ის და თ---–- ჩ-----–--ის გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და მასზე თანდართული ფოტოცხრილით; სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით; შემაკავებელი ორდერით და საქმის სხვა მასალებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ------- ჩ-----–--ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
მოცემულ შემთხვევაში პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს გ------- ჩ-----–--ისათვის სასჯელის გამკაცრებას, კერძოდ, პირობითი მსჯავრის გაუქმებასა და მისთვის საპატიმრო სასჯელის განსაზღვრას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო: გ------- ჩ-----–--ე მსჯავრდებულია ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, მან აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი ქმედება, სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულთან შერიგებულია, რომელსაც მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია. საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებით _ დაზარალებულ მ---- ზ--------–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ გ------- ჩ-----–--ის მიერ მის მიმართ 2019 წლის 28 იანვარს ჩადენილი ძალადობა იყო პირველი შემთხვევა, რის გამოც, მისივე განმარტებით, არ სურდა მეუღლის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება. მსჯავრდებულის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მას ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, რომელთა ერთადერთი მარჩენალი თავადაა. გ------- ჩ-----–--ე ნასამართლობის არმქონეა და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი არც სხვა გარემოება გააჩნია. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია მისთვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ----- შ--–--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს და ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 აპრილის განაჩენი გ------- ჩ-----–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ამასთან, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ------- ჩ-----–--ეს 1 (ერთი) წლის ვადით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები, თუმცა განაჩენში მითითებული არ არის რას გულისხმობს აღნიშნული და კონკრეტულად რა უფლებები შეეზღუდა მსჯავრდებულს, რის გამოც სააპელაციო პალატა აზუსტებს შემდეგს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა ნიშნავს იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების შეზღუდვას ან/და აკრძალვას. ამდენად, მსჯავრდებულ გ------- ჩ-----–--ეს 1 (ერთი) წლის ვადით უნდა შეეზღუდოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ----- შ--–--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 აპრილის განაჩენი გ------- ჩ-----–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.გ------- ჩ-----–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე, 1 (ერთი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები, კერძოდ: იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება.
4.მსჯავრდებულ გ------- ჩ-----–--ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს დაკავებისა და წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2019 წლის 28 იანვრიდან 2019 წლის 01 თებერვლამდე.
5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე, 66-ე მუხლებისა და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულ გ------- ჩ-----–--ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულ გ------- ჩ-----–--ეს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
6.ცნობად იქნას მიღებული, რომ გ------- ჩ-----–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოიხსნას ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 თებერვლის განჩინებით, ბრალდებულ გ------- ჩ-----–--ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით გირაოს გადახდის უზრუნველსაყოფად, მ------ მ--------ის (პ/ნ 0----------) სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ უძრავ ქონებაზე – ა-------–-------------------------–--------–ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ნ-----------------------------–------------------------------------–----------------------------------------------.) დადებული ყადაღა.
7.ნივთიერი მტკიცებულება _ შემთხვევის ადგილის ფოტოცხრილი CD დისკზე, დარჩეს საქმეში და შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/