განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN 330100119002833294
საქმე N1ბ/796-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 ივნისი, 2019წ ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა
ქ. თბილისის გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის პროკურორის თი-----------------–--ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლე------–-----------------–--ს მიმართ, დაბადებული 1-----–-–----------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------- საშუალო განათლებით, განქორწინებული,ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ზ--------–----------–-–--–-----------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------–--------------------–------------------ საერთო საცხოვრებელში; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 აპრილის განაჩენით, ლე----------–-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
საქართველოს სსკ-ის 111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯარიმა 1000(ათასი)ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯარიმა 1000(ათასი)ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლე----------–-ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1(ერთი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1(ერთი)წელი.
ლე----------–-ას მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
მანვე ჩაიდინა, სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 24 დეკემბერს, დაახლოებით 19:30 საათზე, თბილისში, გ-–----------- მ/რაიონში, საერთო საცხოვრებლის ეზოში, ლე----------–-ამ ყოფილ მეუღლეს - ხა---------------ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, გადაუგრიხა ხელები და შეანჯღრია, რა დროსაც მიაყენა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 24 დეკემბერს, დაახლოებით 19:30 საათზე, თბილისში, გ-–----------- მ/რაიონში, საერთო საცხოვრებლის ეზოში, ლე----------–-ამ ყოფილ მეუღლეს წაართვა და დააზიანა მისი კუთვნილი ,,სამსუნგ j3’’-ის მოდელის მობილური ტელეფონი, რის შედეგადაც დაზარალებულ ხა---------------ს მიადგა 200 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2018 წლის 24 დეკემბერს, დაახლოებით 19:30 საათზე, თბილისში გ-–----------- მ/რაიონში, საერთო საცხოვრებლის ეზოში, ლე----------–-ა ყოფილ მეუღლეს - ხა---------------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის პროკურორმა თი-----------------–--მ, რომელმაც მოითხოვა, განაჩენში ცვლილების შეტანა კერძოდ, მსჯავრდებულისთვის სასჯელის დამძიმება.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ლე----------–-ას მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად დასტურდება მოწმეების: ხა---------------ს, გი----------–-----------–--------–-------------–--------–------------------–---–------------------------–---–-----------–--------------------------------------------–-----–---------------------------–-----------------–---–-----–--–-----------------------------ს გამოკითხვის ოქმებით; ბრალდებულ ლე----------–-ას მიერ სხდომაზე გაკეთებული განმარტებით ბრალის აღიარების შესახებ; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით; ამოღებული ნივთით; სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ლე----------–-ამ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, სადაოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ არის, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, ამასთან, დაზარალებულს მიყენებული ზიანი სრულად აუნაზღაურა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, ლე----------–-ას განუსაზღვრა ადეკვატური სასჯელის სახე და ზომა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორცილებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 აპრილის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის პროკურორის თი-----------------–--ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. ლე----------–-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ-ის 111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯარიმა 1000(ათასი)ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯარიმა 1000(ათასი)ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლე----------–-ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1(ერთი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი)წელი.
4.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ლე----------–-ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმებულია;
5.მსჯავრდებულ ლე----------–-ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 25 დეკემბრიდან - 2019 წლის 8 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო.
6.საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ლე----------–-ას დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
7.საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
-ხა---------------ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოცხრილი, გადატანილი ელექტრონულ დისკზე ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
8. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანიდან და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
9. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი