განაჩენი

სისხლის სამართლის 06.06.2019
საქმის ნომერი
080100119002609630
ინსტანცია
თარიღი
06.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-285-2019 წელი

№080100119002609630

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

24 მაისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე გ-- გ-----ს ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

გ-- გ-----, დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, არასრული საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართ-ლობის მქონე, მცხოვრები ქ. ქ-------–------–----------------------ში, ქუთაისის საქალა-ქო სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის განაჩენით გამართლებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალ-დებაში და მსჯავრდებულია დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და განაჩენთა ერ-თობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

aRwerilobiTi nawili:

გ-- გ-----ს ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ბრალი დაედო:

– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გა-მოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარისათვის, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის ივლისის თვის დასაწყისში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, ქ-------–----------------–-------------ში არსებულ საცხოვრებელ სახლში, გ-- გ-----მ, არარეგისტრი-რებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - მ-----–- შ---------ს, ეჭვიანობის ნიადაგზე, მია-ყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც მ------–- შ---------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2018 წლის 19 ივლისს დაახლოებით 16:00 საათზე, ქ-------–----------------–-------------ში არსებულ საცხოვრებელ სახლში, გ-- გ-----მ, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, მ-----–- შ---------ს, ეჭვიანობის ნიადაგზე, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხელი მოკიდა კისრის არეში, მეორე ხელით მოუღერა დანა და დაემუქრა მოკვლით, რის შედეგადაც მ-----–- შ---------ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის განაჩენით გ-- გ----- ცნობი-ლი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ-- გ-----ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი-----–- შენ-გელ--მ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს გ-- გ-----ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ სასამართლოში დაკითხული მოწმეები, გ-- გ-----ს მეუღლის, მ-----–- შ---------ს დედა – ლ------ შ---------- და მისი და – ლ-- შ--------- პირდაპირ დაინტერესებულები იყვნენ მოცემული საქმის შედეგით. მათ განაცხადეს, თითქოს ისინი იყვნენ გ-- გ-----ს მხიდან მისი მეუღლის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტის უშულო შემსწრეები, რაც არ შეე-საბამება რეალობას. სინამდვილეში მსჯავრდებული აღაშფოთა იმ ფაქტმა, რომ ლ-- და ლ------ შ--------ები გეგმავდნენ ლ-- შ---------ს ბავშვის გაყიდვას, რის თაობაზეც ესაუბრებოდნენ უცხო პირებს და ბუნებრივია ამ ფაქტის გამო გ-- გ-----მ მათ მიმართ გამოხატა უდიდესი უკმაყოფილება. აქედან გამომდინარე სასამართლოს არ უნდა გაეთ-ვალისწინებინა ლ-- და ლ------ შ--------ების ჩვენებები, რადგან მათ ამოძრავებდათ პირადი ინტერესი.

სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბრალმდებელს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარე-მოებათა გამო:

მოწმე ს-----–--- ა---–---მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მუშაობს ქ. ქ------------------–---–--------------ში მონიტორინგის განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე, სადაც ჰყავს თანამშრომელი მ-----–- შ---------. 2018 წლის 19 ივლისს, როდესაც მ-----–- შ--------- სამსახურში მივიდა. თანამშრომლებმა დაურეკეს მას და უთხრეს, რომ მ------–- ცუდად იყო. სამსახურთან ახლოს ცხოვრობს და მაშინვე მივიდა. იქ მისულს დახვდა ცუდად მყოფი მ-----–- შ---------, აღნიშნულის გამო გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. მ-----–- შ---------მ მას უთხრა, რომ კამათი მოუვიდა მეუღლესთან, რომელიც დაემუქ-რა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ლ-- შ---------მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ დაზარალებული მ-----–- შ---------- არის მისი და, ხოლო გ-- გ----- – სიძე. 2018 წლის 19 ივლისს იყო სახლში, სადაც გ--მ მის დას მ-----–- შ---------ს დანა მოუღერა უმიზეზოდ, მისი დაჭრა უნდოდა, დანა სახეზე დაადო. მოწმემ დაადასტურა გამოძიებისას მიცემული ჩვენება, სადაც აღნიშნა, რომ 2018 წლის 19 ივლისს დღის მეორე ნახევარში გ--მ ისევ დაუწყო ლანძღვა-გინება მ-----–-ს. მოულოდნელად გ--მ სამზარეულოს მაგიდიდან აიღო დანა, მივიდა მის დას-თან ახლოს, ერთი ხელი მოკიდა კისერში, მეორე ხელით კი კისერში მიუშვირა დანა, დაემუქრა მოკვლით, იძახდა მოგკლავო და აგინებდა დედის მისამართით. მან გ--ს დაუყვირა, რომ არ დაერტყა დანა მ-----–-სათვის და წავიდა მისი მიმართულებით, გ--მ დანა დააგდო ძირს. თავად დანა აიღო და დადო მაგიდაზე, რის შემდეგ მისი და წავიდა სამსახურში. ივლისის თვის დასაწყისში ზუსტი თარიღი არ ახსოვს, თავად, მ-----–-, დედა და გ-- იყვნენ სახლში. გ--მ მ-----–-ს დაუწყო ჩხუბი ეჭვიანობის გამო, მ-----–-ს ყვირილზე შევიდა ოთახში, სადაც მისი და ტიროდა და უთხრა, რომ გ--მ სახეში ძლიე-რად დაარტყა ხელი.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ლ------ შ---------მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ დაზარალებული მ-----–- შ--------- არის მისი შვილი, ხოლო გ-- გ----- სიძე, თუმცა ის არ მოსწონს. უფროსმა ქა-ლიშვილმა ლ-- შ---------მ მოუყვა იმის შესახებ, რომ გ-- გ-----მ მ-----–- შ---------ს დანა მოუღერა, თავად ფაქტი არ დაუნახავს, რადგან გარეთ იყო გასული და შვილი-შვილს ეთამაშებოდა. მოწმემ განმარტა, რომ გ-- გ----- არის ეჭვიანი და მ-----–-ს ხში-რად სცემდა. თავად შეესწრო ცემის ფაქტს 2018 წლის ზაფხულში, როდესაც გ-- გ----- მ-----–- შ---------ს ბეჭებში სცემდა, მან გაშველება სცადა, რის გამოც გ--მ ის სასიკვდ-ილოდ გაიმეტა, დანა მოუღერა, რის შემდეგ ლ------ შ---------მ დასახმარებლად მეზობ-ლებს მიმართა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე გ------- გ--------ის ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმარ-თველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში. მისი განმარტებით 2018 წლის 19 ივლისს განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმად ქალაქ ქუ-----–-----------–-------------ში მ-----–- შ---------ს მიმართ ძალადობდა მისი მეუღლე გ-- გ----- და ასევე დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის ხელყოფით. აღნიშნული შეტყობინების მი-ღების შემდგომ დაიწყო გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების თანამშრომლების მიერ გ-- გ----- დაკავებულ იქნა ადგილზე. მის მიერ ჩატარდა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები: და-კითხა დაზარალებული მ-----–- შ---------, დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი ქ. ქ--------–-----------–---------–-------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, დათვალიე-რებას ესწრებოდა მ-----–- შ---------ც, რომელმაც გამომძიებლებს მიუთითა, რომ შენო-ბის პირველ სართულზე მდებარე მეორე ოთახის მაგიდაზე იყო დანა, რომლითაც მისი მეუღლე გ-- გ----- დაემუქრა, რის შედეგად მ-----–- შ---------ს გაუჩნდა მუქარის გან-ხორციელების შიში, ამის შემდგომ ამოღებულ იქნა თეთრი ფერის პლასტმასის სახელუ-რიანი დანა, ვერცხლისფერი ბასრი მჭრელი პირით, აღნიშნული დანა შესაბამისი წესით დაილუქა ექსპერტების მიერ და გაკეთდა ხელმოწერები. ასევე მოხდა შემთხვევის ადგი-ლის დასურათება.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმეებმა, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბ-ნის ინპექტორ-გამომძიებლებმა გ--- ხ----–--ემ და გ------- ტ------ემ, ექსპერტმა ა---- გ-------მ დაადასტურეს გ-- გ-----ს ბრალდების სს საქმეზე მათ მიერ და მათი მონაწი-ლეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

დაზარალებულმა მ-----–- შ---------მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველის ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისთვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ახლო ნათე-სავად ითვლება მეუღლე.

მსჯავრდებულმა გ-- გ-----მ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია. მოწმეებმა ლ-- შ---------მ და ლ------ შ----------მ არასწორი ჩვენება მისცეს სასამართლოს, ვინაიდან მათ აქვთ ინტერესი, რომ გ-- გ----- იყოს პატიმრობაში, ინტერესის საფუძველია ის გარემოება, რომ გ-- გ----- მათ მიმართ ფლობს ინფორმაციას, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს ამ პირებს.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არესბული, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით ირკვევა, რომ 2018 წლის 19 ივლისს, ქალაქ ქ-------–---------------–-------------ში მ-----–- შ---------ს მისმა მეუღლემ გ-- გ-----მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა დანით.

საქმეში არსებული, დანაშაულის შესახებ შეტყობინების თანახმად 2018 წლის 19 ივლისს 18:31 საათზე ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში 112-ის მეშვეობით შევიდა შეტყობინება, რომ ს-----–--- ა---–---მ გამოიძახა სამედიცინო დახმარება, ვინაიდან დაზარალებულ მ-----–- შ---------ს ქმარმა სცემა.

საქმეში არსებული, დანაშაულის შესახებ შეტყობინების თანახმად 2018 წლის 19 ივლისს 19:22 საათზე ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებას, ქ-------–-------–-–---–ის ქუჩაზე ბენზოგასამართ სადგურ „ვ-----–თან“ მ-----–- შ----------მ ეკიპაჟს აცნობა, რომ დღეს, სახლში, ხ-------–-------------ში მეუღლე გ-- გ----- ეჭვიანობის ნიადაგზე გამოეკიდა დანით, აშინებს და ეჩხუბება.

საქმეში არსებული, ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად ქუთაისის საქალაქო სამ-მართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის გ--- ხ----–--ის მიერ 2018 წლის 19 ივლისს 21:05 საათზე ქ. ქ-------–---------------–-------------ში განთავსებულ გ-- გ-----ს ფაქტობრივი საცხოვრებელი სახლის წინმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 1----–-–----------ს დაბადე-ბული გ-- გ-----.

საქმეში არსებული, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ქ-------–-----------–---------–-------------ში, სადაც გზის სავა-ლი ნაწილის უკიდურეს მარჯვენა მხარეს. მ-----–- შ---------მ დათვალიერების მიმდი-ნარეობისას განმარტა, რომ სახლის პირველ სართულზე არსებულ ოთახში მიმდინარე წლის 19 ივლისს მისი მეუღლე გ-- გ----- სამზარეულოს დანის მეშვეობით დაემუქრა მოკვლით და აღნიშნული დანა დევს პირველ სართულზე ოთახში არსებულ მაგიდაზე. მეორე ოთახში დგას მაგიდა, რომელზეც დევს თეთრი ფერის პლასტმასის სახელურიანი დანა ვერცხლისფერი ბასრი პირით, რომელზეც მ-----–- შ---------მ განმარტა, რომ სწო-რედ აღნიშნული დანის მუქარით დაემუქრა მისი მეუღლე მოკვლით მიმდინარე წლის 19 ივლისს. დათვალიერების მიმდინარეობისას ამოღებულ იქნა მ-----–- შ---------ს მიერ მითითებული დანა.

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული იქნა ნივთიერი მტკიცებულება - დანა, რომელიც ამოღებული იქნა მ-----–- შ---------ს მითითებით.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის მოტივაციას გ-- გ-----ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

– მოწმე ლ-- შ---------ს განმარტებით, 2018 წლის 19 ივლისს სახლში ყოფნისას გ--მ მის დას მ-----–- შ---------ს უმიზეზოდ მოუღერა დანა, მისი დაჭრა უნდოდა, დანა სახეზე დაადო. იმავე დღის მეორე ნახევარში გ--მ ისევ დაუწყო ლანძღვა-გინება მ-----–-ს, მოულოდნელად სამზარეულოს მაგიდიდან აიღო დანა, მივიდა მის დასთან ახლოს, ერ-თი ხელი მოკიდა კისერში, მეორე ხელით კი კისერში მიუშვირა დანა, დაემუქრა მოკვ-ლით, იძახდა მოგკლავო და აგინებდა დედის მისამართით.

– მოწმე ს-----–--- ა---–---მ განმარტა, რომ მ-----–- შ---------მ მას უთხრა, რომ მისი მეუღლე დაემუქრა, რის გამოც სამსახურში გახდა ცუდად და გამოიძახეს სასწრაფო და-ხმარება.

– მოწმე გ------- გ--------ემ აჩვენა, რომ მან გამოკითხა მ-----–- შ---------, რომელმაც მას განუმარტა, რომ მისი მეუღლე გ-- გ----- დაემუქრა, რაც აღიქვა რეალურად და შეეშინ-და.

- საქმეში წარმოდგენილ-- მ-----–- შ---------ს მითითებით ამოღებული დანა, რომლი-თაც გ-- გ----- მას დაემუქრამ ოკვლით.

ამდენად, უდავოდაა დადასტურებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გ-- გ----- და-ნის გამოყენებით მოკვლით დაემუქრა მეუღლეს.

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა სახეზე გვაქვს მაშინ, როცა პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალა-დობრივი ქმედების ჩადენით და მუქარის ადრესატს უჩნდება მუქარის განხორციელე-ბის საფუძვლიანი შიში, რადგან ელოდება ძალადობრივ ქმედებას სხვა პირის მხრიდან.

გ-- გ----- რომ დანის გამოყენებით, მოკვლით დაემუქრა მეუღლეს, ზემოთ მოყვანილი მტკიცებულებებით პალატას დადგენილად მიაჩნია. რაც შეეხება იმ გარემოებას, გაუჩნ-და თუ არა მ-----–- შ---------ს საფუძვლიანი შიში მუქარის განხორციელებისას, ამ გარემოების დასადგენად პალატა ითვალისწინებს, რომ გ-- გ-----მ სიცოცხლის მოსპო-ბის მუქარა განახორციელა დანის გამოყენებით, ამასან სამსახურში მისული მ-----–- შ--------- ცუდად გახდა და სასწრაფოს გამოძახებაც კი დასჭირდა. აღნიშნული გარემო-ებები კი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მ-----–- შ---------მ რეალურად აღიქვა გ-- გ-----ს მიერ განხორციელებული მუქარა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინს-ტანციის სასამართლოს მსჯავრდებულ გ-- გ-----ს ქმედებისათვის მიცემული აქვს სწო-რი იურიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო სასჯელი დანიშნული აქვს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის, ხარისხისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით და არ არსებობს გასაჩივრებულ განაჩენში მსჯავრდებულისათვის სასიკეთო რაიმე ცვლი-ლების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის განაჩენი გ-- გ-----ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩი-ვარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

გ-- გ-----ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართ-ლოს 2019 წლის 25 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

გ-- გ----- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

გ-- გ----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდეს და აღსრულდეს გ-- გ-----ს მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა, ქუთაისის საქალა-ქო სასამართლოს 2015 წლის 12 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 01 (ერთი) წლითა და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბო-ლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ-- გ-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვ-როს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

გ-- გ-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.

გ-- გ-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან – 2018 წლის 19 ივლისიდან.

ნივთმტკიცება – შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დანა, რაც ინა-ხება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, განად-გურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ნივთმტკიცება – ორი ცალი CD-R დისკი, რომელზეც ჩაწერილია შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, რაც ერთვის საქმეს, შენახული იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili