განაჩენი

სისხლის სამართლის 06.06.2019
საქმის ნომერი
330100118002759566
ინსტანცია
თარიღი
06.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002759566

საქმე №1/ბ-810-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

6 ივნისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ე-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ--------------------------------ის მიმართ, დ----------–--------–-–----------------- საქართველოს მოქალაქის, პ--------------------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: მ–------------------------–--–-–------ი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია); მ-----–------------------------ის მიმართ, დ----------–--------–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქის, პ--------------------- რეგისტრირებულის: ჭ----------------------------–-------- ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–---------------------–--------------------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია), 120-ე მუხლით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 აპრილის განაჩენით:

 

მ-----–----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1 500 (ათას ხუთასი) ლარი.

 

მ-----–----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 500 (ორიათასხუთასი) ლარი.

 

მ-----–----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 4 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე, მ-----–----------ეს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულის იარაღი, ქ--------–--–--------------------–-------------------–-----------–------------------------------------------–--------------------------------–--რი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელები და მ-----–----------ეს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 500 (ორიათასხუთასი) ლარი და სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულის იარაღი - ქ--------–--–--------------------–---------------–---------–------------------------------------–-------------------------------–------

 

გ-------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1 500 (ათას ხუთასი) ლარი.

 

მ-----–----------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

_ ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

_ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია;

_ მუქარა, ესე იგი სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

გ-------------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

მ-----–----------ის და გ-------------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 2 ნოემბერს, დაახლოებით 07:50 საათიდან 08:20 საათამდე დროის შუალედში, თ---–--–----------–------------------ში მდებარე ღ---------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე გ-------------------მა ურთიერთშელაპარაკებისას, ფიზიკური დაპირისპირების დროს მ--------–---–----ეს და თ-----------------–---–ს სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. გ-------------------ის ქმედებით მ--------–---–----ემ და თ-----------------–---–მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

 

2016 წლის 2 ნოემბერს, დაახლოებით 07:50 საათიდან 08:20 საათამდე დროის შუალედში, თ---–--–----------–------------------ში მდებარე ღ---------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე მ-----–----------ემ ურთიერთშელაპარაკებისას, ფიზიკური დაპირისპირების დროს მ--------–---–----ეს სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მ-----–----------ის ქმედებით მ--------–---–----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2016 წლის 2 ნოემბერს, დაახლოებით 07:50 საათიდან 08:20 საათამდე დროის შუალედში, თ---–--–-----------–------------------–ი მდებარე ღ---------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე მ-----–----------ემ ურთიერთშელაპარაკებისას, ფიზიკური დაპირისპირების დროს თ-----------------–---–ს სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მ-----–----------ის ქმედებამ გამოიწვია თ-----------------–---–ის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

2016 წლის 2 ნოემბერს, დაახლოებით 07:50 საათიდან 08:20 საათამდე დროის შუალედში, თ---–--–----------–------------------ში მდებარე ღ---------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე მ-----–----------ემ ურთიერთშელაპარაკებისას, ფიზიკური დაპირისპირების დროს სასტარტო იარაღის დემონსტრირებითა და გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თ-----------------–---–ს, აღნიშნული ქმედების შედეგად თ-----------------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ე-------------–---–მა.

 

პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულ მ-----–----------ეს და გ-------------------ს ჩადენილი დანაშაულისათვის ნაცვლად ჯარიმისა განესაზღვროთ უფრო მკაცრი სასჯელი.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მ-----–----------ის და გ-------------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებებს. მ-----–----------ის და გ-------------------ის მიერ მოცემული დანაშაულების ჩადენის ფაქტი, გარდა მათი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულების - თ-----------------–---–ის, მ--------–---–----ის და მოწმეების - მ-----–----------------–---–---------–---–--------------------–---–--------–--------–-–---–-- გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ავტომანქანის დათვალიერების ოქმით, იარაღის დათვალიერების ოქმით, ვიდეოჩანაწერების ამოღებისა და დათვალიერების ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულებისათვის ჯარიმის ნაცვლად უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულთა მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედებათა განხორციელების სახე, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულთა პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და მ-----–----------ესთან მიმართებაში დამამძიმებელი გარემოებები და ისე განუსაზღვრა მათ, სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, - ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემობას, რომ მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით სასჯელის მიზანს არ წარმოადგენს დამნაშავის დასჯა, არამედ, სასჯელის ერთ-ერთ მიზნად მიჩნეულია სამართლიანობის აღდგენა. სამართლიანობის აღდგენა კი თავის თავში გულისხმობს დამნაშავისათვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნას. სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. მ-----–----------ემ და გ-------------------მა თავი ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარეს და გულწრფელად მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს სასჯელის დანიშვნის დროს. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მ-----–----------ემ და გ-------------------მა სადავოდ არ გახადეს ბრალდების მხარის მიერ საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყვეს საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. პალატა აღნიშნავს, რომ კონკრეტული დანაშაულებისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. აქვე, პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „ ... სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას“. მ-----–----------ის და გ-------------------ისათვის სასჯელის განსაზღვრის დროს სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემეობას რომ მათ მიერ დანაშაული ჩადენილია დაზარალებულების ვიქტიმური და პროვოკაციული ქმედების შედეგად.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება მსჯავრდებულებისათვის სასჯელის გამკაცრების სამართლებრივი საფუძველი გამხდარიყო.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ მ-----–----------ის და გ-------------------ისათვის დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მათი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულთა სიმძიმე და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას.

 

გარდა აღნიშნულისა, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 აპრილის განაჩენი მ-----–----------ის და გ-------------------ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო მათთვის დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მ-----–----------ის და გ-------------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ე-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 აპრილის განაჩენი მ-----–----------ის და გ-------------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელად.

 

მ-----–----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 500 (ათას ხუთასი) ლარი.

 

მ-----–----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 500 (ორიათასხუთასი) ლარი.

 

მ-----–----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 4 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე, მ-----–----------ეს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას დანაშაულის იარაღი, ქ--------–--–--------------------–------------------–-----------–------------------------------------------–-------------------------------–------

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელები და მ-----–----------ეს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 500 (ორიათასხუთასი) ლარი და სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას დანაშაულის იარაღი - ქ--------–--–--------------------–--------------–---------–------------------------------------–--------------------------------–------

 

გ-------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 500 (ათას ხუთასი) ლარი.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

 

ვიდეო ჩანაწერები შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ასფალტის ამონატეხების, მოწითალო ფერის ლაქების დოლბანდების და საკონტროლო ანაწმენდების; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული შავი ფერის გრძელმკლავიანი მაისურის, მოწითალო ლაქებით; მ---------------–------------ ავტომანქანის; მ---------------–------------ ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული ფეხსაცმლის ზედაპირული კვალის დაქტილოფირის, თ-----------------–---–ის სისხლის ნიმუშის საკითხი გადაწყდეს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი