განაჩენი

სისხლის სამართლის 26.12.2018
საქმის ნომერი
050100118002387407
ინსტანცია
თარიღი
26.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100118002387407

საქმე №1/ბ-781-2018 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 დეკემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ----- ჩ----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გ------- წ--------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლევის, რეგისტრირებულის თ---–--–------------------------–-----------------------------------------–----------------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით:

 

გ------- წ--------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით გ------- წ--------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა გ------- წ--------–---–ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, დანაშაულთა ერთობლიობით, დანიშნული პირობითი მსჯავრი _ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წელი და ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გ------- წ--------–---–ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას, წინა _ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან ნაწილობრივ დაემატა 2 (ორი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, გ------- წ--------–---–ს განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 2 (ორი) თვის ვადით და ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

გ------- წ--------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა.

 

გ------- წ--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2018 წლის 23 თებერვლიდან.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------- წ--------–---–მა ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

გ------- წ--------–---–ი 2017 წლის 28 დეკემბრიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ნ---- კ------------ესთან და ქალიშვილთან, ნ---- წ--------–---–თან ერთად ცხოვრობდნენ ქ--------ში. თანაცხოვრების პერიოდში ხშირი უთანხმოების გამო ნ---- კ------------ე ქალიშვილთან ერთად დაბრუნდა მშობლების სახლში, ჩ-------------------------------–-------–---ში. 2018 წლის 23 თებერვალს, დაახლოებით 08:00 საათზე, თავისი ცოლ-შვილის წასაყვანად, ჩ-------------------------------–-------–---ში, თ----- კ------------ის სახლში მისულ გ------- წ--------–---–ს, ცოლის დამ _ ნ----------–- კ------------ემ უსაყვედურა ნ---- კ------------ის მიმართ ცუდი დამოკიდებულების გამო. მისი მისამართით გამოთქმული საყვედურებით უკმაყოფილო გ------- წ--------–---–მა მოკიდა ხელი თავის მეუღლეს და ქალიშვილს და გაიყვანა საცხოვრებელი სახლის აივანზე, რათა ბათუმში წაეყვანა. ნ----------–- კ------------ემ სცადა ხელი შეეშალა გ-------სთვის, რომელმაც ნ----------–- კ------------ეს ხელი დაარტყა მარჯვენა ლოყაში. ნ----------–- კ------------ე წაიქცა და თავი დაარტყა ცემენტის იატაკს. გ------- წ--------–---–ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად ნ----------–- კ------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ნ----------–- კ------------ეს გამოესარჩლა თ----- კ------------ე, რომელმაც გ------- წ--------–---–ს მიმართა სიტყვებით _ „ქალს ხელი როგორ დაარტყი“. გაღიზიანებულმა გ------- წ--------–---–მა თავისი მეუღლის მამას, თ----- კ------------ეს მუშტი ჩაარტყა სახეში, რის შედეგად თ----- კ------------ეს მარცხენა თვალ-ბუდის არეში განუვითარდა დაზიანებები სისხლჩაქცევისა და სისხლნაჟღენთის სახით, რამაც თ----- კ------------ეს ფიზიკური ტკივილი მიაყენა.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შ----- ჩ----ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და მსჯავრდებულ გ------- წ--------–---–ისათვის დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: სასამართლომ განაჩენის გამოტანისას სწორად არ შეაფასა გ------- წ--------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, კერძოდ, ის გარემოებები, რომ მას ბრალდება წარდგენილი აქვს როგორც ძალადობის, აგრეთვე ოჯახში განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე. მის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებით დაზარალებულებმა განიცადეს მორალური და ფიზიკური ტკივილი. სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო ასევე ბრალდებულის პიროვნება და მისი წარსული ნასამართლობები, კერძოდ, ის გარემოებები, რომ მიუხედავად მისი ასაკისა, იგი წარსულში ოთხჯერ არის ნასამართლევი სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულთა ჩადენისათვის. სახელმწიფოს მხრიდან გ------- წ--------–---–ის მიმართ არაერთხელ გავრცელებული შეღავათების მიუხედავად, მან არ გააკეთა სათანადო დასკვნები წარსული ცხოვრებიდან და დროის მოკლე პერიოდში კვლავ ჩაიდინა ახალი განზრახი ძალადობრივი დანაშაული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელზე წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელიდან _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთიდან მხოლოდ ორი თვით თავისუფლების აღკვეთის მიმატება და გ------- წ--------–---–ისათვის მინიმალური სასჯელის დანიშვნა ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას _ სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

მსჯავრდებულ გ------- წ--------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ------- თ--–-----ემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს მსჯავრდებულის საუარესო ცვლილება სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების - ნ----------–- კ------------ის და თ----- კ------------ის ჩვენებებით; მოწმეების - ლ--–- კ------------ის, ნ-----–- კ------------ის და თ----- კ------------ის ჩვენებებით; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით და საქმის სხვა მასალებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ------- წ--------–---–მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულები, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

ბრალდების მხარემ განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვა გ------- წ--------–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, რასაც სააპელაციო პალატა იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

გასაჩივრებულ განაჩენში აღნიშნულია, რომ გ------- წ--------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, რასაც სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება, ვინაიდან, მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ ძალადობა არ ყოფილა მისი მხრიდან განზრახი დანაშაულის ჩადენის პირველი ფაქტი და იგი წარსულში ოთხჯერ არის ნასამართლევი ისეთი განზრახი დანაშაულებისათვის, როგორიცაა ქურდობა, ყაჩაღობა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული პირის მიერ აკრძალული საგნით სარგებლობა. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასჯელის ხანგრძლივობა უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილ დანაშაულსა და დამნაშავის მახასიათებლებს. სისხლის სამართლისთვის კი პიროვნების დახასიათების დროს, პირველ რიგში, გასათვალისწინებელია მისი კრიმინალური წარსული, არის თუ არა პირი ნასამართლევი. პალატის აზრით, ნასამართლობა და მით უმეტეს, პირობით მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში განზრახი დანაშაულის ჩადენა, წარმოადენს ისეთ სამართლებრივ მდგომარეობას, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს დამნაშავის მიმართ მსუბუქი სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას.

 

გარდა ამისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გ------- წ--------–---–მა ძალადობა ჩაიდინა ორი პირის მიმართ მათივე ოჯახის წევრების თანდასწრებით. კერძოდ, საქმის მასალების მიხედვით, მან ჯერ ფიზიკურად იძალადა ცოლის დაზე ამ უკანასკნელის დისა და მშობლების თანდასწრებით, ხოლო შემდგომ უკვე _ მეუღლის მამაზე მისი შვილებისა და მეუღლის თანდასწრებით, რაც წარმოადგენს ჩადენილი ქმედების მახასიათებელ ისეთ გარემოებას, რომელიც ზრდის მის საშიშროებას.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის არა აბსტრაქტულ იდეას, არამედ დამნაშავის რაციონალურ, მიზანშეწონილ დასჯას მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების გამო, რაც ხელს უწყობს დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა იზიარებს აპელანტის პოზიციას და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ გ------- წ--------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებებიდან და მისი პიროვნებიდან გამომდინარე, გ------- წ--------–---–ისთვის განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელზე წინა _ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ნოემბრის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთიდან მხოლოდ 2 თვით თავისუფლების აღკვეთის მიმატება ვერ იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისთვის და ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, რის გამოც გასაჩივრებულ განაჩენში ამ მიმართებით შეტანილი უნდა იქნეს მსჯავრდებულის საუარესო ცვლილება და გ------- წ--------–---–ისთვის ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს უნდა მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთიდან 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დანარჩენ ნაწილში განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ----- ჩ----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

2.ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

3.გ------- წ--------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე და დანაშაულთა ერთობლიობით გ------- წ--------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს გ------- წ--------–---–ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

6.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გ------- წ--------–---–ისთვის ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მიემატოს წინა _ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან _ 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთიდან 1 (ერთი) წელი, აგრეთვე ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------- წ--------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით და ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

7.მსჯავრდებულ გ------- წ--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2018 წლის 23 თებერვლიდან.

 

8.ცნობად იქნას მიღებული, რომ გ------- წ--------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.

 

9.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

10.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /ვ.დოლიძე/