განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002288352
საქმე №1/ბ-644-2018 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 მაისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
სხდომის მდივნის _ თეონა ქიმერიძის
სახელმწიფო ბრალმდებლის _ ა----–--- წ---------ს
ადვოკატის – დ----- ს--------ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულის – გ---- კ----ის მონაწილეობის გარეშე,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ გ---- კ----ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- ს--------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) გ---- კ----ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------–-, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლევის, რეგისტრირებულის ქ--------–---–--------------–--------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 სექტემბრის განაჩენით:
გ---- დ-----ის ძე კ----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 მარტის განაჩენით გ---- კ----ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ამ განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 3 (სამი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სრულად შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ---- კ----ეს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ გ---- კ----ეს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ” ქვეპუნქტის და მე-3 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ხუთი წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება _ 10 წლით.
გ---- კ----ეს აღნიშნული უფლებების შეზღუდვის მოქმედების ვადის დენა უნდა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდის მომენტიდან.
მსჯავრდებულ გ---- კ----ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2017 წლის 23 დეკემბრიდან.
გ---- კ----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა.
იმავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულების საკითხი, კერძოდ: გ---- კ----ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი”, საერთო წონით 0,01423 გრამი, რაც ინახება საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ---- კ----ემ ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში: გ---- კ----ემ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით _ 0,01423 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს”, რაც 2017 წლის 23 დეკემბერს, ქ--------–---–--------------–--------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციის მუშაკების მიერ იქნა ამოღებული გ---- კ----ის პირადი ჩხრეკის შედეგად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ---- კ----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ----- ს--------ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ საფუძვლით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები - პირადი ჩხრეკის ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, ბრალდებულისა და მოწმეთა ჩვენებები არ აკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და მათ საფუძველზე სასამართლოს მიერ გ---- კ----ის მიმართ გამამატყუნებელი განაჩენის დადგენა არის უკანონო.
სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ გ---- კ----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელმა ა----–--- წ---------მ ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ---- კ----ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- ს--------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ გ---- კ----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას გ---- კ----ის გამართლების თაობაზე, ვინაიდან, თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე უდავო მტკიცებულებების სახით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული გ---- კ----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ:
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათიდან ირკვევა, რომ 2017 წლის 23 დეკემბერს ქ------–----ს რაიონულ სამმართველოში შევიდა ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ ქ--------–---–--------------–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა გ---- დ-----ის ძე კ----ე, რომელიც იყო ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ და თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება.
პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმებით დადგენილია, რომ გ---- კ----ე დაკავებული იქნა 2017 წლის 23 დეკემბერს, ქ--------–---–--------------–----------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლების შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა ნარკოტიკული საშუალება, გ---- კ----ემ განმარტა, რომ თან ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება, რომელსაც ინახავდა ქურთუკის ჯიბეში. ამის შემდეგ მის მიერ ქურთუკის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული და წარმოდგენილი იქნა მოყვითალო ფერის ქაღალდის ორი ცალი პატარა ხვია, რომლებშიც გახსნის შემდეგ აღმოჩნდა პატარა ზომის თეთრი ფერის აბის ნატეხები, თითო პაკეტში 5-5 ცალის ოდენობით, რომლებიც დაილუქა სპეციალურ პაკეტში. ოქმი ხელმოწერილია ჩხრეკაში მონაწილე პირების - უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების ჯ------- თ---–--–---–ის, მ-------- კ----–-–---–ის, ექსპერტ გ------- ნ-–-----ის და თავად გ---- კ----ის მიერ, რომელსაც რაიმე სახის შენიშვნა ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებით არ ჰქონია.
შსს ქ------–----ს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების _ მ-------- კ----–-–---–ის და ჯ------- თ---–--–---–ის გამოკითხვის ოქმებით (უდავო მტკიცებულებები) დადგენილია, რომ 2017 წლის 23 დეკემბერს, სამმართველოში შესული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გ---- კ----ეს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა მოყვითალო ფერის ქაღალდის 2 ცალი ნაკეცი, რომლებიც გახსნილი და დათვალიერებული იქნა გ---- კ----ის მონაწილეობით. აღნიშნულ ქაღალდის ნაკეცებში მოთავსებული იყო აბის ნატეხები, თითოში 5-5 ცალის ოდენობით, რომლებიც ექსპერტის მიერ მოთავსდა სპეციალურ პაკეტში და დაილუქა ადგილზე, გ---- კ----ის თანდასწრებით. დალუქულ პაკეტზე გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები პირად ჩხრეკაში მონაწილე პირების, მათ შორის, გ---- კ----ის მიერ.
ქიმიური ექსპერტიზის №ქ---- დასკვნით დადგენილია, რომ გ---- კ----ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული თეთრი ფერის ტაბლეტის ნატეხები და ფხვნილი, საერთო წონით 0,7119 გრამი, შეიცავს 0,01423 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს.
ნარკოლოგიური ექსპერტიზის №9----- დასკვნით დადგენილია, რომ 2017 წლის 23 დეკემბერს ჩატარებული ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად გ---- კ----ეს სხვა ნარკოტიკულ საშუალებებთან ერთად დაუდგინდა სწორედ ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ გ---- კ----ის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებში ჩამოყალიბებული დასკვნები ინკრიმინირებულ ქმედებაში მისი ბრალეულობის თაობაზე სავსებით აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, მათ შორის, მოწმეების _ მ-------- კ----–-–---–ის და ჯ------- თ---–--–---–ის გამოკითხვის ოქმები, გ---- კ----ის პირადი ჩხრეკის ოქმი, ქიმიური და ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები.
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს არანაირ მოტივაციას, თუ რატომ მიიჩნევს იგი საქალაქო სასამართლოს განაჩენს უკანონოდ, მაშინ, როდესაც ყველა ზემოაღნიშნული მტკიცებულება უდავოდ ცნო საქმის არსებითი განხილვისას.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან _ პრეიუდიცია. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარის ინიციატივით, სასამართლომ შეიძლება უარყოს პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტი, თუ ეს ფაქტი ეწინააღმდეგება სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით დასტურდება, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდებულმა გ---- კ----ემ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, დაცვის მხარე დაეთანხმა ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს, უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და არ მოუთხოვია სასამართლოში მათი გამოკვლევა. ვინაიდან მხარეებმა სადავოდ არ გახადეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცეოს კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, ისინი სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა და იმავე კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, რის გამოც გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გ---- კ----ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით მსჯავრდების შესახებ კანონიერია და არ არსებობს ადვოკატ დ----- ს--------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
რაც შეეხება გ---- კ----ისთვის დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ასევე ის გარემოება, რომ დანაშაულის ჩადენის დროს გ---- კ----ე პირობით მსჯავრდებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით და შესაბამისად, სახეზე იყო დანაშაულის რეციდივი, მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.მსჯავრდებულ გ---- კ----ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- ს--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
3.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 სექტემბრის განაჩენი გ---- კ----ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
4.გ---- კ----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს გ---- კ----ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
6.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს გ---- კ----ისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ---- კ----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
7.მსჯავრდებულ გ---- კ----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2017 წლის 23 დეკემბრიდან.
8.„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ” ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულ გ---- კ----ეს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. აღნიშნული შეზღუდვის მოქმედების ვადის დენა დაიწყოს გ---- კ----ის მიერ სასჯელის მოხდის მომენტიდან.
9.ცნობად იქნას მიღებული, რომ გ---- კ----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.
10.ნივთიერი მტკიცებულება _ გ---- კ----ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი, რაც ინახება საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
11.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
12.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/