განაჩენი

სისხლის სამართლის 07.06.2019
საქმის ნომერი
820100119002817140
ინსტანცია
თარიღი
07.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-278-2019 წელი

№820100119002817140

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

29 მაისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

სახელმწიფო ბრალმდებლის – რ----- ბ---–----ის,ადვოკატის – მ------–- ზ----ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა ე-–------- პ--------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ე-–------- პ--------ე, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №6----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ხ--–----------------------------–--------–--–--------------–-----------ში, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის განაჩენით ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და მსჯავრდებულია დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვე-პუნქტით და დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე დამა-ტებითი სასჯელის სახით – 02 (ორი) წლის ვადით აკრძალული აქვს იარაღის შეძენის, შენახვის, დამზადების, ტარების და გამოყენების უფლება.

aRwerilobiTi nawili:

ე-–------- პ--------ეს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედო:

– ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზი-კური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათ-ვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მი-მართ;

– ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზი-კური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათ-ვალისწინებული შედეგი, ორი ან მეტი პირის მიმართ;

– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის ან ჯან-მრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2 ეპიზოდი).

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის დასაწყისიდან 2018 წლის 12 დეკემბრამდე ჩათვლით პერიოდში, ხ--–----------------–----–----------------–--------–---------------–-----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ე-–------- პ--------ე საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონ-ფლიქტის დროს, არასრულწლოვანი შვილის ე-–---- პ--------ის თანდასწრებით, სისტე-მატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა თავის ოჯახის წევრს მეუღლეს გ------–- პ---------ეს, რაც იწვევდა დაზარალებულთა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

2018 წლის 12 დეკემბერს დაახლოებით 22:00 საათზე, ხ--–----------------–----–----------------–--------–---------------–-----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ე-–------- პ--------ემ, შვილს ე-–---- პ--------ეს, რომელიც მას მოუწოდებდა შეეწყვიტა დედის – გ------–- პ--------ისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, ხელი დაარტყა მარჯვენა მხრის არეში, რა დროსაც გ------–- პ--------ე ჩადგა მათ შორის და შეეცადა მეუღლეს, ე-–------- პ--------ეს შეეწყვიტა შვილის მიმართ ძალადობა, რის შემდეგაც ე-–------- პ---------ემ მთელი აგრესია გადაიტანა მეუღლის მიმართ და ხელებისა და ფეხების დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ე-–---- პ--------ის და გ------–- პ--------ის ფიზი-კური ტკივილი გამოიწვია.

2018 წლის 12 დეკემბერს დაახლოებით 22:20 საათზე, ხ--–----------------–----–----------------–--------–---------------–-----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ე-–------- პ--------ემ ბენზინი გადაასხა სხეულზე და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მისივე ოჯა-ხის წევრს მეუღლეს გ------–- პ--------ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2018 წლის 12 დეკემბერს, დაახლოებით 22:20 საათზე, ხ--–----------------–----–----------------–--------–---------------–-----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ე-–------- პ--------ემ ბენზინი გადაასხა სხეულზე და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მისივე ოჯა-ხის წევრს შვილს ე-–---- პ--------ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის გან-ხორციელების საფუძვლიანი შიში.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის განაჩენით ე-–------- პ---------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პროკურორმა რ----- ბ---–----ემ და მსჯავრდებულ ე-–------- პ--------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ------–- ზ----ემ.

აპელანტი, პროკურორი რ----- ბ---–----ე თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ე-–-------- პ--------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზ-ღვრას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ მართალია ფსიქოლოგიური ექსპერ-ტიზის დასკვნით დადგენილია, რომ დაზარალებული გ------–- პ--------ე ე-–------- პ--------ის ქმედებებისგან გამომდინარე არ განიცდიდა სისტემატიურ შეურაცხყოფას, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, რომელიც გამოიწვევდა მის ტანჯვას, თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ გამოკვლევაზე მისული დაზარალებული გ------–- პ--------ე მსჯავრდებულის ახლო ნათესავების მხრიდან განიცდიდა ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას. ამასთან, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, თავად ე-–------- პ--------ეც ადასტურებდა და უდაოდ მიიჩნევდა მის მიერ მეუღლის მიმართ განხორციელებული სისტემატიური შეურაცხყოფის ფაქტს. აღნიშნული ასევე დასტურდება შეტყობინებით, შემაკავებელი ორდერის ოქმებით, შემაკავებელი ორდერებით და საქმეში არსებული სხვა ინფორმაციითა და მასალებით. ე-–------- პ--------ის მიმართ დანიშნული სასჯელი არ შე-ესაბამება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ქმედების განხორ-ციელების ხერხს და მსჯავრდებულის პიროვნაბას. მსჯავრდებული არის აგრესიული პი-როვნება, ალკოჰოლურ სასამელზე დამოკიდებული, რომელსაც ხშირად უჭირს საკუთარი თავისა და ემოციების კონტროლი, შესაბამისად ეს გარემოება შეიცავს იმის რისკს, რომ მან განაგრძოს დანაშაული საკუთარი ოჯახის წევრების მიმართ. დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

აპელანტი, მსჯავრდებულ ე-–------- პ--------ის ინტერესების დამცველი ადვოკატი მ------–- ზ----ე თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ე-–------- პ--------ის მიმართ შეფარდებული სასჯელის შეცვლას პირობითი მსჯავრით. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მო-ტივირებით, რომ ე-–------- პ--------ემ გამოძიების დაწყებისთანავე ითანამშრომლა გა-მოძიებასთან, ხოლო დაკავებისას არ გაქცეულა და არ მიმალვია გამოძიებას და ხელი შეუწყო გამოძიებას ყველა საგამოძიებო მოქმედებაში. სასამართლომ არ გაითვალისწინა ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დაზარალებულების ხელწერილი, სადაც აღნიშნულია, რომ არცერთ დაზარალებულს მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და ისინი შერიგებულები არიან. სასამართლო სამედიცინო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის მიხედ-ვით არცერთ დაზარალებულს არანაირი ფსიქოლოგიური ტაენჯვა ან რაიმე სახის ტკივი-ლი არ განუცდია და არც რაიმე ფიზიკური დაზიარება არ მიუღიათ, რაც იმაზე მიუთი-თებს, რომ არ ყოფილა ისეთი კონფლიქტი მსჯავრდებულსა და დაზარალებულებს შორის, როგორც წარდგენილ ბრალდებაშია ასახული. ე-–------- პ--------ე წარსულში არ არის ნასამართლევი და კანონთან არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია, იგი არის ოჯახის ერთად-ერთი მარჩენალი.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, მსჯავრდებულ ე-–------- პ--------ის ინტერესების დამცველ ადვოკატს მზექა-ლა ზ----ეს, რომელიც ითხოვს ე-–------- პ--------ის მიმართ შეფარდებული სასჯელის შეცვლას პირობითი მსჯავრით.

– აპელანტს, სახელმწიფო ბრალმდებელს, პროკურორ რ----- ბ---–----ეს, რომელიც მხარს უჭერს თავის სააპელაციო საჩივარს და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა

დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხვნას ე-–------- პ---------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. ბრალდების ამ ეპი-ზოდში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია მხარეთა შეთანხმების საფუძველზე პრეიუდიციად მიჩნეული, 2019 წლის 22 თებერვლის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №--------- და №--------- დასკვნები, აგეთვე დაზარალებულ გ------–- პ--------ის გამო-კითხვის ოქმი.

საქმეში არსებული, დაზარალებულ გ------–- პ--------ის გამოკითხვის ოქმით (მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად მხარეთა შეთანხმების საფუძველზე) ირკვევა, რომ მისი მეუღლე ე-–------- პ--------ე მას აყენებდა სისტემატიურად ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხ-ყოფას, რის გამოც განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას, თუმცა აღნიშნული ეწინააღმდეგება ექს-პერტიზის დასკვნებს, რომელთა მიხედვითაც ე-–---- პ--------ე და გ------–- პ--------ე ე-–------- პ--------ის ქმედებებისაგან გამომდინარე არ განიცდიდნენ სისტემატიურ შეუ-რაცხყოფას, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, შანტაჟს ან დამცირებას, რომელიც გამოიწვევ-და მათ ტანჯვას.

სხვა მტკიცებულება ბრალდების მხარის მიერ წარმოდენილი არ ყოფილა ე-–------- პ---------ის ბრალს მადასტურებლად ბრალდების ამ ეპიზოდში.

მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება ვერ იქნება მიჩნეული უტყუარ და საკმარის მტკი-ცებულებად, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა შესაძლებელი იქნება ე-–------- პ---------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების მითითებული ეპიზოდის დადასტურება რადგან გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძ-ნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებუ-ლებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეუ-ლობას.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭიროა უტყუარი მტკიცებულებები.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამ-ტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ე-–------- პ--------ის უდა-ნაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართ-ლების სესახებ უნდა დარჩეს უცვლელი.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ე-–------- პ--------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, რომელსაც ბრალდების მხარე მიიჩნევს მსუბუქად, ხოლო დაცვის მხარე - მეტისმეტად მკაცრად, საა-პელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშ-ვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათ-ვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამ-ნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღ-დგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, აგრეთვე გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დაზარალებულები შეურიგდნენ მსჯავრდებულს და აპატიეს მათ მიმართ განხორციელებული ძალადობა და ე-–------- პ--------ეს დაუნიშნა სასჯელი მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის, ხარისხისა და მსჯავრდე-ბულის პიროვნების გათვალისწინებით და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით და-ნიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ან სასიკეთო ცვლილების შეტანის საფუძველი.

ამდენად, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის განაჩენი ე-–-------- პ--------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ე-–------- პ--------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ხელვაჩაურის რაიო-ნული სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

ე-–------- პ--------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

ე-–------- პ--------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვე-პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატე-ბითი სასჯელის სახით – 02 (ორი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის შეძენის, შენახვის, დამზადების, ტარებისა და გამოყენების უფლება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათ-ვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათ-ვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი ძირითადი სასჯელები, ხოლო დამატებითი სასჯელის შეჯამებით საბოლოოდ დანაშაულ-თა ერთობლიობით, ე-–------- პ--------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზ-ღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე დამა-ტებითი სასჯელის სახით – 02 (ორი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის შეძენის, შენახვის, დამზადების, ტარებისა და გამოყენების უფლება.

მსჯავრდებულ ე-–------- პ--------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმ-რობა გაუქმებულია.

ე-–------- პ--------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2018 წლის 13 დეკემბრიდან.

ნივთმტკიცება – ტანსაცმელი, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვე-ტილების მიღების შემდეგ.

ნივთმტკიცება – ერთი ცალი დისკი, დაერთოს საქმეს სს საქმის შენახვის ვადით.

ნივთმტკიცება – ანაწმენდები, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მი-ღების შემდეგ.

„ИЖ-27“ მოდელის №------ სანადირო თოფი განაჩენით დადგენილი აკრძალვის პერი-ოდში შენახული იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili