განაჩენი

სისხლის სამართლის 10.06.2019
საქმის ნომერი
330100119002863540
ინსტანცია
თარიღი
10.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100119002863540, №1/ბ-710-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

31 მაისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე

სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ქე------ გუ---–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - შო--- გ------ შა------ე, დაბადებული 198--–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბ--–-------------------------------.

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილი (ადევნება, ე.ი. არასასურველი კომუნიკაციის დამყარება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას).

 

სასჯელი:

 

ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით, დამატებითი სასჯელი - 2 წლის ვადით იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლების აკრძალვა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

 

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ქე------ გუ---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო: დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი, დაუსაბუთებელი და არ შეესაბამება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს და საშიშროებას (ვრცლად იხილეთ სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).

 

დაცვის მხარის მოთხოვნა - სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ვინაიდან განაჩენი არის სამართლიანი, მსჯავრდებულს აღარ აქვს და არც მომავალში ექნება რაიმე სახის კომუნიკაცია დაზარალებულთან, არის ნასამართლობის არმქონე, ითანამშრომლა გამოძიებასთან, აღიარა ჩადენილი დანაშაული, რასაც გულწრფელად ნანობს (იხ. სააპელაციო საჩივრის შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ დაადგინა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის განაჩენით, შო--- შა------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა ადევნება, ე.ი. არასასურველი კომუნიკაციის დამყარება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2015 წლის ზაფხულიდან 2018 წლის ოქტომბრამდე დროის პერიოდში, შო--- შა------ე თა-----------–--ის მიმართ ახორციელებდა ადევნებას და არ აძლევდა მას ნორმალური ცხოვრების საშუალებას. კერძოდ, შო--- შა------ე თა-----------–--ესთან სისტემატურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას სოციალური ქსელის საშუალებით და უგზავნიდა გაურკვეველი, ხშირ შემთხვევაში მუქარის შემცველი შინაარსის შეტყობინებებს. ყოველივე აღნიშნულის შემდეგ თა-----------–--ეს გაუჩნდა მის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიანი შიში და განიცადა ფსიქიკური ტანჯვა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის განაჩენით, შო--- შა------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის საფუძველზე, 2 (ორი) წლის ვადით აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შო--- შა------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად.

 

ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებები (თა-----------–--ის, და--------------–-ას, ხა-----------–--ის, ზუ-------------ის, სო------------–-–---–ის, თა-----–--------ის, ბა--------------ას, თე-------–---–ის, ბე----------–---–ის, შო--- შა------ის, გი--–-------ის გამოკითხვის ოქმები, წარდგენილი დოკუმენტაცია, დათვალიერების ოქმები და სხვ.) ადასტურებენ მსჯავრდებულ შო--- შა------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

სასჯელის დასაბუთება:

პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორ ქე------ გუ---–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უცვლელად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველ ნაწილი, რომლის სანქციის ფარგლებშიც დაენიშნა სასჯელი შო--- შა------ეს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლოს დასაბუთებული აქვს ყველა ის ნიშანი, რომლის გათვალისწინებითაც მიიღო გადაწყვეტილება დამატებით სასჯელთან ერთად ჯარიმის განსაზღვრის თაობაზე. მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდავოდ მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არ წარმოდგენილა რაიმე დამატებითი არგუმენტი, რაც დაადასტურებდა, რომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებიდან სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვამდე შო--- შა------ეს ჰქონდა კომუნიკაცია დაზარალებულთან. რასაკვირველია, აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს გადამწყვეტ ფაქტორს ნაკლებად მკაცრი სასჯელის დანიშვნის დროს, თუმცა, მსჯავრდებულის წარსულ ცხოვრებასთან, გამოძიებასთან თანამშრომლობასთან, აღიარებასთან ერთობლიობაში პალატას უქმნის სასჯელის სამართლიანად მიჩნევის საფუძველს. პალატა აღნიშნავს, რომ კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში სასჯელის მინიმუმთან მიახლოებული სასჯელის დანიშვნა არ გულისხმობს მის უსამართლობას, ისევე, როგორც სასჯელის მაქსიმუმის დანიშვნა ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ შო--- შა------ეს არ დანიშვნია ჯარიმის მინიმალური ოდენობა და პალატა იმედოვნებს, რომ დამატებით სასჯელთან ერთად დანიშნული სასჯელი იქნება შემაკავებელი ხასიათის და დამაფიქრებელი მსჯავრდებულისთვის - უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის განაჩენი შო--- შა------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის ქე------ გუ---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის განაჩენი.

 

შო--- შა------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის საფუძველზე, 2 (ორი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ შო--- შა------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს შესაბამის ანგარიშზე შემტან პირს სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე