განაჩენი

სისხლის სამართლის 10.06.2019
საქმის ნომერი
190100115001192380
ინსტანცია
თარიღი
10.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN190100115001192380

საქმე №1/ბ 1127-18

g ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

7 ივნისი, 2019 წელი ქ.თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა

მარიამ ნანეიშვილის და სოფიკო კაპანაძის მდივნობით,პროკურორების:და-----------–---–-ს და ქე--------------ს

ადვოკატის: თა------------–---ს

მსჯავრდებულის: მუ–------------ს

თარჯიმნების: ას--------–---------------------------------ს

მონაწილეობით,მსჯავრდებულ მუ–------------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მუ–------------ს მიმართ, დაბადებული 1-----–-–-----------–---- პირადი N------------ ნასამართლობის მქონე, ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: გ-----------------------------–-----------–----–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და მე-3 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტებით.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 სექტემბრის განაჩენით, მუ–------------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით.

მსჯავრდებულ მუ–------------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან -2018 წლის 14 აგვისტოდან.

მუ–-----------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში: გ---------------------–ი სასამართლოს 2007 წლის 8 აგვისტოს განაჩენით მუ–------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”გ” და ”ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14(თოთხმეტი)წლის ვადით.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებით, მუ–-----------ს გაუნახევრდა გ---------------------–ი სასამართლოს 2007 წლის 8 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის ”გ” და ”ე” ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 14(თოთხმეტი)წელი თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 7(შვიდი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

მუ–------------ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2014 წლის 14 აპრილს.

2015 წლის 3 ნოემბერს ქ.გ---------–ი მუ–------------, მა------------------ნ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა, სა-----------–----ს კუთვნილ 3 სულ და იე--------------ს კუთვნილ ერთ სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, რითაც იე--------------ს მიადგა 2 000 ლარის, ხოლო სა-----------–----ს 5 000 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მუ–-----------მა, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

2019 წლის 7 ივნისს, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ქე--------------მ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, მსჯავრდებულ მუ–------------ს მიერ ბრალის აღიარებისა და სასჯელზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების და მის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. კერძოდ, პროკურორმა დაზუსტებული მოთხოვნით იშუამდგომლა, რომ მუ–------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა,საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3(სამი)წელი განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 1(ერთი)წელი და 6(ექვსი)თვე თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი)წელი და 6(ექვსი)თვე.

მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე განესაზღვროს ჯარიმა - 5 000(ხუთი ათასი)ლარის ოდენობით.

საპროცესო შეთანხმების დაზუსტებულ პირობებს მხარი დაუჭირეს მსჯავრდებულმა მუ–-----------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თა------------–----.

სააპელაციო პალატამ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მოუსმინა მხარეებს, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება მხარეთა შორის დადებულია ნებაყოფლობით, ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან სხვა რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, რომ მსჯავრდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება, ის სრულად აცნობიერებს და აღიარებს იმ დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომელსაც ის ეთანხმება. მსჯავრდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების და სასჯელზე შეთანხმების შესახებ. ის აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნას ინფორმაცია, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, სრულად ცნობს თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აღიარებს დანაშაულს, შეთანხმების ყველა პირობა ასახულია წერილობით საპროცესო შეთანხმებაში. ამასთან, მსჯავრდებულს განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.

საქმის მასალების შესწავლის შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ მუ–------------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია როგორც პირველი, ისე სააპელაციო სასამართლოში გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: სა-----------–----ს, მ----–----------------------------------------–------------–---–-----–--------------------------–----–-------–-----------–---–---------–-------------------------–------ ჩვენებებით, ამოცნობის, დათვალიერების და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 209-212-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც, საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ პროკურორს და მსჯავრდებულ მუ–-----------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს და ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 209-213-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. პროკურორ ქე--------------სა და მსჯავრდებულ მუ–-----------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდეს;

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება;

3. მუ–------------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი) წელი და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა; საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 1(ერთი)წელი და 6(ექვსი)თვეჩაეთვალოს პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი)წელი და 6(ექვსი)თვე.

მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე განესაზღვროს ჯარიმა - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

4.მუ–-----------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან -2018 წლის 14 აგვისტოდან.

5.პირობითი მსჯავრის მოხდის განმავლობაში მსჯავრდებულ მუ–------------ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

6. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ მუ–------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა- გაუქმებულია;

7.ნივთიერი მტკიცებულებები:

-მა----------------ს ტელეფონი, დაუბრუნდეს მას ან მა----------------ს ოჯახის სრულწლოვან წევრს (ინახება შსს გ---------------------– სამმართველოში ), ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქმეზე ამოღებული 4 სული რქოსანი პირუტყვი, დაუბრუნდათ დაზარალებულებს.

8.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

9. პალატის განაჩენის გასაჩივრება მხარეებს შეუძლიათ საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი