განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 110100119002906246
საქმე №1/ბ-348-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05 ივნისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ------- ნ------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ა---------– ხ-----–--ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------–-, საქართველოს მოქალაქის (პირადი №2----------), დაუოჯახებელის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების თ--------–--------------------–--–---–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განაჩენით:
ა---------– ხ-----–-- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, ხოლო იმავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.
ა---------– ხ-----–--ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, ა---------– ხ-----–--ს დაეკისრა მოვალეობა პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალა პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოცხრილი „CD” დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ელსადენის ფრაგმენტი და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ნაჯახი, რომლებიც ინახება თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა---------– ხ-----–--მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 13 დეკემბერს, ღამის საათებში, თ--------–--------------------–--–---–-, ა---------– ხ-----–-- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ს----------------------------ს” საკუთრებაში არსებული ელექტრო სადენის საყრდენ ბოძებზე დამაგრებულ 33 მეტრ ელექტრო სადენს, რის შედეგადაც ს-----------------------------ს” მიადგა 3575 ლარის ქონებრივი ზიანი.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვ------- ნ------ემ, რომელმაც ითხოვა მსჯავრდებულ ა---------– ხ-----–--სთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: ა---------– ხ-----–--ს გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი ისეთი გარემოება, როგორიცაა დაზარალებულისათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის აუნაზღაურებლობა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ დაზარალებულად ცნობილ ორგანიზაციას მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი 3575 ლარის ოდენობით, რაც ა---------– ხ-----–--ს მიერ ანაზღაურებული არ არის. აქედან გამომდინარე, მის მიმართ ისეთი სასჯელის დანიშვნა, რაც დაკავშირებული არ არის რეალურ თავისუფლების აღკვეთასთან, არასამართლიანია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ------- ნ------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: დაზარალებულის წარმომადგენლის _ ვ--–---- მ--------ის გამოკითხვის ოქმით; მოწმეების _ ა-–---------- ხ------ის, მ------ გ-----------–---–ის, მ------ მ-------–--ის, ს----- ხ-----–--ს, ზ----- გ-----------–---–ის და მ------- ა----–--ის გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოცხრილით; ა---------– ხ-----–--ს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ფოტოცხრილით; ფერადი ლითონის აღრიცხვის ჟურნალის დათვალიერების ოქმით და საქმის სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ა---------– ხ-----–--მ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
მოცემულ შემთხვევაში პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს ა---------– ხ-----–--სთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, ვინაიდან, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, ა---------– ხ-----–--ს განუსაზღვრა იმ სახისა და ზომის სასჯელი, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამასთან, სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ა---------– ხ-----–--ს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, მან აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, ითანამშრომლა გამოძიებასთან და სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები მას არ გააჩნია, მათ შორის, არ არის ნასამართლევი და ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიაჩნია მისთვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლა.
რაც შეეხება პროკურორის არგუმენტს, რომ ა---------– ხ-----–--ს არ აუნაზღაურებია დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების თვალსაზრისით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად. ზიანის ანაზღაურებასთან მიმართებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 7 ივნისის №2კ-1019აპ.-09 გადაწყვეტილებით დადგენილია პრაქტიკა, რომლის თანახმადაც, ზიანის აუნაზღაურებლობა პასუხისმგებლობის დამამძიმებლად ვერ მიიჩნევა. ამდენად, ამ მიმართებით პროკურორის არგუმენტაცია მცდარია და სააპელაციო პალატა არ იზიარებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განაჩენი ა---------– ხ-----–--ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ------- ნ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განაჩენი ა---------– ხ-----–--ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.ა---------– ხ-----–-- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
4.ცნობად იქნას მიღებული, რომ ა---------– ხ-----–--ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია.
5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე, 66-ე მუხლებისა და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულ ა---------– ხ-----–--ს ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულ ა---------– ხ-----–--ს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
6.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოცხრილი „CD” დისკზე, რომელიც თან ერთვის საქმეს, შენახული იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად მისი შენახვის ვადით, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ელსადენის ფრაგმენტი და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ნაჯახი, რომლებიც ინახება თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/