განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.03.2019
საქმის ნომერი
330210018002635443
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
11.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002635443

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/8274-18 11 მარტი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ნათია გუჯაბიძე

 

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი – ს----------–---------------–----------------------------------------------------------

 

მოწინააღმდეგე მხარე – ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------

 

დავის საგანი – საექსპერტო მომსახურების ღირებულების დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

სასარჩელო მოთხოვნა

 

1. სა---------–--------------–--------------------------------------------------------------------ს, ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს სასარგებლოდ, 3300 ლარის გადახდის დაკისრება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს-----–----------------–--------–-----------------–-----------------------------–----------- სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, ს----------–--------------–--------------------------------------------------------------- დაეკისრა 3300 ლარის გადახდა.

 

3. სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-16, 317-ე, 361-ე, 352-ე, 405-ე, 629-ე, 639-ე და 641-ე მუხლების საფუძველზე.

 

4. გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოპასუხე მხარემ და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

5.1. ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს მ------------------------------------–-----–-------------------–----------------------–-–-----------------------------–---------------–-- იმ დანაწესიდან გამომდინარე, რომლის თანახმადაც, ამ დადგენლებით დამტკიცებული ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს მომსახურების ტარიფები არ ვრცელდება ს----------–--------------–--------------------------------------------------------------- ც--------–----------------, აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმის შესახებ, რომ ქ-----------------------–---------- მოპასუხის მიმართ, მათ შორის უფლებამონაცვლეობის შემთხვევაშიც, მომსახურებას ახორციელებს საზღაურის გარეშე.

 

გაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

8. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება

 

9. სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი და შესაბამისად, სააპელაციო პალატა უდავოდ დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

9.1. 2----–-–--------------------–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს და ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–------------------ შორის გაფორმდა ე-–----------- ხელშეკრულება საექსპერტო მომსახურების შესახებ, რომლითაც მიმწოდებელი კისრულობდა ვალდებულებას გაეწია საექსპერტო მომსახურება, ხოლო შემსყიდველს უნდა მიეღო შესრულებული სამუშაო და გადაეხადა შესაბამისი საფასური.

 

9.2. ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მიმწოდებელი საექსპერტო კვლევას/გამოკვლევას იწყებს შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისთვის საჭირო მასალის/ობიექტის წარმოდგენის დღიდან. დასკვნა/აქტი დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ გაიცემა 30 სამუშაო დღის ვადაში; ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს ღირებულება საორიენტაციოდ განისაზღვრება 700 000 ლარით, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მოცულობის შესაბამისად.

 

9.3. 2----–-–------------ ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–------------------ წერილით მიმართა ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს ქ----–----–--------------–---------–ი მდებარე შენობაზე საინჟინრო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით.

 

9.4. დადგენილია, რომ 2----–-–------------------ მომზადდა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ა-----–-–------------------ მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ჩაბარდა შემსყიდველის უფლებამოსილ წარმომადგენელს. საექსპერტო მომსახურების საფასურმა შეადგინა 2600 ლარი.

 

9.5. 2----–-–---------------- ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–------------------ წერილით მიმართა ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–------------- რათა ჩატარდეს ქ----------–---------------------–- მდებარე შენობაზე ჰიდრო გეოლოგიური კვლევა. ასევე განისაზღვროს სარდაფისა და ცენტრალური სანიაღვრე ქსელის ნიშნულები, შემდგომში სადრენაჟე ქსელის პროექტირების საკითხის გადასაწყვეტად.

9.6. დადგენილია, რომ 2----–-–----------სს მომზადდა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ა-----–-–------------ მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ჩაბარდა შემსყიდველის უფლებამოსილ წარმომადგენელს. საექსპერტო მომსახურების საფასურმა შეადგინა 700 ლარი.

 

9.7. საქმეში წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურებიდან ირკვევა, რომ გაწეული საექსპერტო მომსახურების ღირებულება ჯამში შეადგენს 3300 ლარს, რომელიც მოპასუხის მიერ შეუსრულებელია.

 

10. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა, შემდეგ გარემოებათა გამო:

10.1. პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში მოპასუხე ვალდებულების შეუსრულებლობის ორ არგუმენტს ასახელებდა: პირველი ის, რომ ექსპერტიზის დასკვნებში სრულყოფილად არ იყო პასუხი გაცემული დამკვეთის მიერ დასმულ კითხვებზე და ამდენად, იგი შესრულებული იყო არაჯეროვნად და მეორე - მოპასუხე კანონის საფუძველზე იყო გათავისუფლებული მომსახურების საფასურისაგან. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოპასუხე სადავოდ აღარ ხდის შესრულების ჯეროვანებას. იგი მიუთითებს მხოლოდ საექსპერტო მომსახურების საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების კანონისმიერი (საქართველოს მ-----------------–-–------------------ დადგენილება) საფუძვლის არსებობაზე. შესაბამისად, სააპელაციო პალატა უპასუხებს იმ საკითხს, არსებობს თუ არა მოპასუხის ვალდებულებისაგან გათავისუფლების კანონისმიერი საფუძველი.

 

10.2. „ს------------------–---------------–------------–----------------–--------–-----------------–----------------------------–-------------------------------------------------–-----–------- ს----------–----------------------–-–----------------------------–---------------–- განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომლებზეც არ ვრცელდება ს----------–----------------------------–---------------ის დამტკიცებული მომსახურების ტარიფები. მითითებულ მუხლში სხვა სუბიექტებთან ერთად ჩამონათვალში დასახელებულია საქართველოს რ---------–------------------------------------------------------------ ც--------–----------------

 

10.2. პალატა აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმა იმპერატიულად ადგენს სუბიექტთა წრეს, რ----–-----–------------–ო ექ-----------------------–----------ს მომსახურების ტარიფები არ ვრცელდება. ხსენებული ნორმის ჩამონათვალი დახურულია, რაც მისი განვრცობის შესაძლებლობას არ იძლევა. სადავო ნორმის თანახმად, მომსახურების საფასურის გადახდა არ ვრცელდება მხოლოდ ს----------–---------------–-------------------------------------------------------------–--------–---------------- მიერ დანიშნულ საექსპერტო დასკვნებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ რ---------–------------------------------------------------------------ ყველა სხვა პირის ინტერესებში დანიშნული საექსპერტო მომსახურება ატარებს სასყიდლიან ხასიათს და დამკვეთს ევალება სრულად გადაიხადოს მომსახურების საფასური.

 

10.3. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში საექსპერტო მომსახურება გაეწია არა საქართველოს რ---------–------------------------------------------------------------ ც--------–---------------- არამედ ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–------------------, რომელიც არ განეკუთვნება საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნული დადგენილებით განსაზღვრულ იმ სუბიექტთა წრეს, რ----–-----–------------–ო ექ-----------------------–----------ს მომსახურების ტარიფები არ ვრცელდება.

 

10.4. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ დღეის მდგომარეობით ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–------------------ უფლებამონაცვლეს ს----------–---------------–------------------------------------------------------------–----------------ალატა აღნიშნავს, რომ მატერიალური სამართლის ნორმების მიხედვით, სამართლებრივ ურთიერთობაში დასაშვებია უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა, რა დროსაც ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ იღებს თავის თავზე წინამორბედის უფლებებს ან მოვალეობებს. განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა კანონისმიერი უფლებამონაცვლეობა, რაც გულისხმობს იმას, რომ მოპასუხეზე სრულად გადავიდა წინამორბედის უფლებები და მოვალეობები. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ვალდებულების წარმოშობის მონემტისათვის შემსყიდველი არ ყოფილა გათავისუფლებული საექსპერტო მომსახურების ღირებულების საფასურის გადახდისაგან, აპელანტის მხრიდან მომსახურების საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების კანონისმიერ საფუძველზე მითითება საფუძველს მოკლებულია.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

 

საპროცესო ხარჯები

 

12. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ს----------–---------------–----------------------------------------------------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან;

 

4. განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

მოსამართლე ნათია გუჯაბიძე