განაჩენი

სისხლის სამართლის 05.11.2018
საქმის ნომერი
010100118002246470
ინსტანცია
თარიღი
05.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002246470

საქმე №1/ბ-530-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

05 ნოემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

სხდომის მდივანის – ეკატერინე ქორიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ ლ---- მ---------ის

ადვოკატის – მ--–---- ა----–--ის

მსჯავრდებულის _ უ--------------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ---- მ---------ის და მსჯავრდებულ უ--------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ--–---- ა----–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) უ--------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–--------------------------–-, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 6----------), ცოლშვილიანის, საშუალო განათლების მქონის, მცხოვრების ქ--------–--------–---–------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, უ--------------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 8 ნოემბერს, უ--------------ემ უკანონოდ შეაღწია ქ--------–---------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა რ----- ღ-----ის „ბოშის“ ფირმის პერფერატორს, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2017 წლის 20 ნოემბერს, უ--------------ემ უკანონოდ შეაღწია ქ--------–-----–----–----–--------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მ------ ქ-------ის კუთვნილ „LG”-ის ფირმის მობილურ ტელეფონს და „SAMSUNG”-ის ფირმის პლანშეტურ ტელეფონს, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ზემოაღნიშნულის გამო უ--------------ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის განაჩენით:

 

უ--------------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (რ----- ღ-----ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

უ--------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (რ----- ღ-----ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

უ--------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (მ------ ქ-------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, უ--------------ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ უ-- ჯ---------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან _ 2018 წლის 21 ივნისიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 01 დეკემბრიდან 2017 წლის 08 დეკემბრამდე.

 

უ--------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა მოიხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 დეკემბრის განჩინებით, გირაოს უზრუნველსაყოფად ქ--------–-, ნ----–---–---------------------–---------------------------------------------------------------------------------------------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 7000 (შვიდი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა.

 

ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: მობილური ტელეფონი და პლანშეტი, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

3.სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა.

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ---- მ---------ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: უ--------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (მ------ ქ-------ის და რ----- ღ-----ის ეპიზოდები) და მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, კანონით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უ--------------ის გამართლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (რ----- ღ-----ის ეპიზოდი) არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადგენილი და დადასტურებული, რომ უ--------------ემ უკანონოდ შეაღწია ქ--------–---------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა რ----- ღ-----ის „ბოშის“ ფირმის პერფერატორს, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. მიუხედავად ამისა, სასამართლომ ამ ეპიზოდში მაინც შეცვალა კვალიფიკაცია ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. რაც შეეხება სასჯელს, სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღო ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, სრულად არ გაითვალისწინა პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ისე დამამაძიმებელი გარემოებები და მსჯავრდებულს დაუნიშნა ზედმეტად მსუბუქი სასჯელი. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ უ--------------ე წარსულშიც იყო გასამართლებული ქურდობისათვის, ასევე აღკვეთის ღონისძიების მოქმედების დროს კვლავ ჩაიდინა ქურდობა, რაზეც ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა.

 

მსჯავრდებულ უ--------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ--–---- ა----–--ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა უ--------------ის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (მ------ ქ-------ის ეპიზოდში) და რ----- ღ-----ის ეპიზოდში მისთვის უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა, ვინაიდან, მან აღიარა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

აპელანტის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარეს დანაშაულის ორივე ეპიზოდთან მიმართებაში წარმოდგენილი ჰქონდა იდენტური მტკიცებულებები, სასამართლო დაეთანხმა მათ პოზიციას, რომ პირველ ეპიზოდში უ--------------ეს არ ჩაუდენია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუმცა მეორე ეპიზოდში, ანალოგიური მტკიცებულებების საფუძველზე იგი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. სასამართლოს კონკრეტულად არ მიუთითებია იმ მტკიცებულებებზე, რომელთა ერთობლიობაც მ------ ქ-------ის ეპიზოდში ადასტურებდა უ--------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. საქმეში არ არსებობს არაცერთი პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ მსჯავრდებული შესული იყო მ------ ქ-------ის თუ სხვა პირის ბინაში და იქედან მოიპარა დაზარალებულის კუთვნილი ნივთები.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა ითხოვეს თავიანთი სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4.გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეისწავლა საქმის მასალები, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ უ--------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ--–---- ა----–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ---- მ---------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დაზარალებულმა რ---–---- ღ-----ემ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის დროს აჩვენა, რომ იგი ასრულებდა სარემონტო სამუშაოებს ქ--------–---------------–-, მის მეზობლად მცხოვრები თ----- ი-------- საცხოვრებელ სახლში. თავად თ----- ი------ე რემონტის გამო სხვა მისამართზე იყო საცხოვრებლად გადასული. 2017 წლის 7 ნოემბერს, სამუშაოების დასრულების შემდგომ, ინსტრუმენტები ისევ სახლში დატოვა, კარები დაკეტა და გასაღები კარის გვერდზე შეინახა. 2017 წლის 8 ნოემბერს, დილით, მათი ეზოს საერთო შესასვლელთან შეხვდა მისთვის უცნობი მამაკაცი, რომელსაც ხელში ნარინჯისფერი პოლიეთილენის პარკი ეჭირა. აღნიშნულ პარკში კარგად ჩანდა „ბოშის“ ფირმის პერფერატორი, რომელიც თ----- ი------ემ მისცა, როდესაც სარემონტო სამუშაოებს იწყებდა, იმ პირობით, რომ მის საფასურს შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან გამოუკლებდა. იფიქრა, რომ ეს პიროვნება თ-----ს ნათესავი იყო და მან ათხოვა პერფერატორი, რის გამოც არაფერი უთქვამს მისთვის. ამის შემდეგ მივიდა თ-----ს საცხოვრებელ სახლთან, რა დროსაც დაინახა, რომ კარებზე მორგებული იყო გასაღები და კარი ღიად იყო დატოვებული. მაშინვე მობილური ტელეფონით დაუკავშირდა თ----- ი------ეს, რომელმაც მის შეკითხვაზე უპასუხა, რომ მას არავინ გაუშვია და პერფერატორი არავისთვის უთხოვებია.

 

მოწმე თ------ ი------ემ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის დროს აჩვენა, რომ მისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინა, სადაც რ----- ღ-----ე ასრულებდა სარემონტო სამუშაოებს, იყო დაკეტილ მდგომარეობაში, თუმცა ბინის გასაღებს რ-----ი იქვე კარის სიახლოვეს კიდებდა, ვინაიდან, ბინაში მისი ნივთები არ იყო და მხოლოდ რ-----ის ინსტრუმენტები ინახებოდა. გარდა რ----- ღ-----ისა, არავის ჰქონდა მის ბინაში შესვლის უფლება და არც არავინ იცოდა, თუ სად იყო გასაღები. მას აღნიშნულის შესახებ არავისთვის უთქვამს და არც არავისთვის მიუცია ბინაში შესვლის უფლება.

 

პირის ამოცნობის ოქმით დასტურება, რომ რ----- ღ-----ემ ამოიცნო უ--------------ე და განმარტა, რომ ის იყო პიროვნება, რომელიც 2017 წლის 08 ნოემბერს, დილით, დაახლოებით 8 საათსა და 15 წუთზე, შეხვდა ქ--------–-------------------- საცხოვრებელი სახლის შესასვლელ ბილიკთან, რა დროსაც ხელში ეჭირა ნარინჯისფერი პოლიეთილენის პარკი და მასში ედო მისი კუთვნილი პერფერატორი, რომელიც დარწმუნებით შეუძლია თქვას, რომ მან მოიპარა ე-----------------ში მდებარე, №8 საცხოვრებელი სახლიდან.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 11 ნოემბერს მოწმე თ------ ი--------ა და უ--------------ის მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლის დაწყებამდე უ--------------ეს წაეკითხა მის მიერ მოწმის სახით გამოკითხვის დროს მიცემული ჩვენება, რომელიც მის მიერ სრულად იქნა დადასტურებული. აღნიშნულის შემდეგ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირები, უ--------------ის მითითებით გაემართნენ ქ--------–---------------------–- მდებარე თ------ ი-------- საცხოვრებელი სახლის მიმართულებით. აღნიშნულ მისამართზე მისვლის შემდეგ უ--------------ემ მიუთითა ე-----------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლების ეზოში შესასვლელ ბილიკზე. მისი განმარტებით, სწორედ აღნიშნული ბილიკის გავლით შევიდა ეზოში. ამის შემდგომ მან მიუთითა №8 საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარისკენ და კარის გვერდით, მარცხენა მხარეს, კარიდან რამდენიმე სანტიმეტრით მოცილებულ გასაღებზე. უ--------------ის განმარტებით, სწორედ აქედან აიღო გასაღები, მოარგო კარის გულას, გააღო და შევიდა საცხოვრებელ სახლში. მანვე მისაღები ოთახის იატაკზე მიუთითა იმ ადგილზე, სადაც, მისი განმარტებით, იდო „ბოშის“ ფირმის პერფერატორი, რომელიც ჩადო იქვე იატაკზე მოთავსებულ ნარინჯისფერ პოლიეთილენის პარკში და გამოვიდა სახლიდან ისე, რომ კარები არ დაუკეტავს.

 

დაზარალებულ მ------ ქ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ქ--------–-----–----–---–--------------ში. 2017 წლის 20 ნოემბერს სახლიდან გავიდა პირად საქმეზე და კარები გასაღებით დაკეტა. უკან დაახლოებით ერთ საათში დაბრუნდა და როდესაც ეზოში შევიდა, სახლის კიბეზე ასვლის დროს დაინახა აივანზე მდგარი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც მის შეკითხვაზე _ რა უნდოდა, უპასუხა, რომ ვიღაც ლიას ეძებდა. მან უთხრა, რომ იქ ასეთი პიროვნება არ ცხოვრობდა, რის შემდეგაც აღნიშნულმა მამაკაცმა კიბეებზე ჩასვლა დაიწყო. თვითონაც ჩაჰყვა ეზოში და ქუჩამდე გააცილა. შემდეგ ავიდა სახლში და გასაღებით გააღო კარები, რა დროსაც საძინებელი ოთახები არეული დახვდა. აღმოჩნდა, რომ სახლიდან მოპარული იყო მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი და „SAMSUNG”-ის ფირმის პლანშეტური ტელეფონი, რომლებიც მისაღებ ოთახში მაგიდაზე ედო. ქურდი ბინაში შესული იყო აივანზე არსებული ფანჯრიდან, ვინაიდან, ფანჯარასთან განთავსებულ დივანზე ფეხსაცმლის კვალი აღიშნებოდა.

 

პირის ამოცნობის ოქმით დასტურება, რომ მ------ ქ-------ემ ამოიცნო უ--------------ე და განმარტა, რომ მის მიერ ამოცნობილი პირი იყო სწორედ ის ახალგაზრდა, რომელიც 2017 წლის 20 ნოემბერს, დღისით, ქ--------–------–----–----–--------------–- მდებარე მის საცხოვრებელ სახლში ნახა მეორე სართულზე არსებულ აივანზე და მან თვითონ ჩააცილა ეზოში.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 22 ნოემბერს უ--------------ის მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც მასში მონაწილე პირები უ--------------ის მითითებით გადავიდნენ ქ--------–-, ვ-–----–----–---------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლთან, შევიდნენ აღნიშნული სახლის ეზოში და კიბეებით ავიდნენ მეორე სართულის აივანზე. უ--------------ემ მიუთითა იქვე არსებული ფანჯარა, საიდანაც 2017 წლის 20 ნოემბერს შევიდა ამავე სახლის მისაღებ ოთახში. მანვე მიუთითა მისაღებ ოთახში მდგარ ხის მაგიდაზე, სადაც ელაგა „LG“-ის მოდელის მუქი ფერის ტელეფონი და თეთრი ფერის პლანშეტი, რომლებიც აიღო და ჩაიდო ჯიბეში, ასევე მიუთითა ფანჯარა, საიდანაც გადაძვრა აივანზე. უ--------------ემ აჩვენა ადგილი აივანზე, სადაც შეხვდა სახლის მეპატრონე ქალბატონი და მიუთითა გზისკენ, გზიდან კი გასასვლელისაკენ, საიდანაც წავიდა და წაიღო ტელეფონები. ამის შემდეგ ვ-–----–----–-ს ქუჩიდან წავიდნენ ბ-----------ის ქუჩისაკენ, საიდანაც უ--------------ის მითითებით გადავიდნენ მ--–---–---–ის ქუჩაზე და მივიდნენ ქ--------–-, ნ----–---–ის და მ--–---–---–ის ქუჩების კვეთის მიმდებარედ განთავსებულ ჯიხურთან. მასზე მიდგმული სპეციალური მაცივრის ქვეშ არსებული სივრციდან უ--------------ის მითითებით გამოღებული იქნა თეთრი და შავი ფერებით გაწყობილი პოლიეთილენის პარკი, საიდანაც ამოღებული იქნა ერთი ცალი მუქი ფერის „LG“-ის მოდელის მობილური ტელეფონი და „SAMSUNG”-ის მოდელის თეთრი ფერის პლანშეტი, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეადგენს 330 ლარს.

 

თავად ბრალდებულმა უ--------------ემ აღიარა 2017 წლის 8 ნოემბერს, ქ--------–---------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლიდან „ბოშის“ ფირმის პერფერატორის და 2017 წლის 20 ნოემბერს, ქ--------–-----–----–----–--------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან „LG”-ის ფირმის მობილური ტელეფონის და „SAMSUNG”-ის ფირმის პლანშეტური ტელეფონის ქურდობის ფაქტები.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს უ--------------ის მიერ ქ--------–---------------------–- და ქ--------–-----–----–----–--------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლებში უკანონოდ შეღწევისა და აღნიშნული სახლებიდან დაზარალებულების _ რ----- ღ-----ის და მ------ ქ-------ის კუთვნილი ნივთების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლების ფაქტს, რითაც დაზარალებულებს მიადგათ მნიშვნელოვანი ზიანი.

 

სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ საქმეში არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა, რომ უ--------------ემ ჩაიდინა დაზარალებულ რ----- ღ-----ის ნივთის ქურდობა ბინაში შეღწევით. აღნიშნული მსჯელობის საპირისპიროდ საქმეში წარმოდგენილია მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, მათ შორის _ დაზარალებულ რ---–---- ღ-----ის და მოწმე თ------ ი-------- ჩვენებები, ამოცნობისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, რომლებითაც უტყუარად არის დადგენილი და დადასტურებული ქმედების მაკვალიფიცირებელი გარემოება _ ბინაში უკანონო შეღწევა. კერძოდ:

 

ქ--------–---------------------–- მდებარე საცხოვრებელი სახლის მეპატრონის, საქმეზე მოწმის სახით დაკითხული თ------ ი-------- ჩვენებით დადგენილია, რომ გარდა რ----- ღ-----ისა, რომელიც მის სახლში სარემონტო სამუშაოებს ატარებდა, არავის ჰქონდა აღნიშნულ ბინაში შესვლის უფლება და არც არავინ იცოდა სად ინახებოდა გასაღები. მას აღნიშნულის შესახებ არავისთვის უთქვამს და არც არავისთვის დაურთავს ბინაში შესვლის ნება.

 

დაზარალებულმა რ---–---- ღ-----ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 7 ნოემბერს, სამუშაოების დასრულების შემდგომ, სამუშაო ინსტრუმენტები თ------ ი-------- კუთვნილ საცხოვრებელ სახლში დატოვა, სახლის კარები დაკეტა და გასაღები კარის გვერდზე შეინახა. 2017 წლის 8 ნოემბერს, დილით, ეზოს შესასვლელთან დაინახა მისთვის უცნობი მამაკაცი, რომელსაც ხელში პოლიეთილენის პარკი ეჭირა, საიდანაც მოჩანდა მისი კუთვნილი „ბოშის“ ფირმის პერფერატორი. ამის შემდეგ მივიდა თ------ ი-------- საცხოვრებელ სახლთან, რა დროსაც ნახა, რომ კარებზე მორგებული იყო გასაღები და კარი ღიად იყო დატოვებული.

 

რ---–---- ღ-----ემ ამოიცნო უ--------------ე და განაცხადა, რომ ის იყო პიროვნება, რომელიც 2017 წლის 8 ნოემბერს შეხვდა ქ--------–---------------------–- მდებარე საცხოვრებელი სახლის შესასვლელ ბილიკთან, რა დროსაც ხელში ეჭირა პოლიეთილენის პარკი და მასში ედო მისი კუთვნილი პერფერატორი.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ უ--------------ემ დეტალურად აღწერა, თუ როგორ შევიდა ქ--------–---------------------–- მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, საიდან აიღო გასაღები, როგორ მოარგო კარის გულას და შევიდა სახლში. მანვე მიუთითა ადგილი სახლში, საიდანაც მოიპარა „ბოშის“ ფირმის პერფერატორი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ უ--------------ემ უკანონოდ შეაღწია ქ--------–---------------------–- მდებარე სახლში, საიდანაც ფარულად დაეუფლა რ----- ღ-----ის კუთვნილ „ბოშის“ ფირმის პერფერატორს. შესაბამისად, სახელმწიფო ბრალდებლის მოთხოვნა დანაშაულის ამ ეპიზოდში უ--------------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ საქმეში არ მოიპოვება პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდებოდა, რომ უ--------------ემ შეაღწია მ------ ქ-------ის ბინაში და იქედან მოიპარა დაზარალებულის კუთვნილი ნივთები. საქმის მასალების თანახმად, დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რის გამოც მათ მიენიჭათ პრეიუდიციული ძალა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ. მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას უ--------------ემ უარყო ქურდობის ბინაში შეღწევით ჩადენის ფაქტი, მაგრამ დაზარალებულ მ------ ქ-------ის ჩვენებით, ამოცნობის და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით უდავოდ დასტურდება ის გარემოება, რომ მან უკანონოდ შეაღწია ქ--------–-----–----–----–--------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მ------ ქ-------ის კუთვნილ „LG”-ის ფირმის მობილურ ტელეფონს და „SAMSUNG”-ის ფირმის პლანშეტურ ტელეფონს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ წინასასამართლო სხდომაზე, როდესაც ბრალდებულ უ--------------ეს დეტალურად განემარტა წარდგენილი ბრალდების არსი, მას ის ფაქტი, რომ ბრალად შერაცხული დანაშაულები ჩაიდინა ბინაში უკანონო შეღწევით, სადავოდ არ გაუხდია და დაცვის მხარეს არ მოუთხოვია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევა, ხოლო რაიმე ახალი მტკიცებულება, რაც დაცვის მხარის პოზიციას დაადასტურებდა, მათ სასამართლოში არ წარმოუდგენიათ.

 

ამდენად, მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ--–---- ა----–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (მ------ ქ-------ის ეპიზოდში) უ--------------ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს რა იმ გარემოებებს, რომ უ--------------ემ აღიარა ნ------- ღ-----ისა და მ------ ქ-------ის კუთვნილი ნივთების ქურდობის ფაქტი და ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხოლო მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება საქმის მასალებში არ მოიპოვება, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უ--------------ისთვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათსა და სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა, რის გამოც არ არსებობს მისი გამკაცრების საფუძველი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ---- მ---------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება იმ მიმართებით, რომ უ--------------ე დაზარალებულ რ----- ღ-----ის ეპიზოდში ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და აღნიშნულ ეპიზოდში სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ნაწილის სანქციის ფარგლებში, ხოლო მსჯავრდებულ უ--------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ--–---- ა----–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სხვა ნაწილში განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ უ--------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ--–---- ა----–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ---- მ---------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

3.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

4.უ--------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში (რ----- ღ-----ის და მ------ ქ-------ის ეპიზოდები) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (რ----- ღ-----ის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (მ------ ქ-------ის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით უ--------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

6.მსჯავრდებულ უ--------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოტანის დღიდან - 2018 წლის 21 ივნისიდან; მასვე, სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნისა დრო – 2017 წლის 01 დეკემბრიდან 2017 წლის 08 დეკემბრამდე.

 

7.ცნობად იქნეს მიღებული, რომ უ--------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოიხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 დეკემბრის განჩინებით, გირაოს უზრუნველსაყოფად ქ--------–-, ნ----–---–---------------------–---------------------------------------------------------------------------------------------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 7000 (შვიდი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა.

 

8.ნივთიერი მტკიცებულებები _ მობილური ტელეფონი და პლანშეტი, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

9.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

10.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /ვ.დოლიძე/