განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-535-2018 წელი
№010100118002341060
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
10 ოქტომბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – პ----- ც-–--–--ის,ადვოკატის – დ----- კ----–--ის,თარჯიმნის – ტ------- ა---–---ის,მსჯავრდებულის – ა-–---------- ო---–------ს მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდო-მაზე, განიხილა ა-–---------- ო---–------ს ბრალდების №------------ სისხლის სამარ-თლის საქმე.
ა-–---------- ო---–------, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პი---დი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლო-ბის მქონე, მცხოვრები ო----------–-----------–-------------ში, მსჯავრდებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 ივლისის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვა-ლისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწი-ლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 19-177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვე-პუნქტით და განაჩენთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
aRwerilobiTi nawili:
ა-–---------- ო---–------ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:
– ქურდობის მცდელობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც შეეძლო მნიშ-ვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის;
– ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის მართლ-საწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენი-ლი საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 25 იანვარს, ღამის საათებში, ქ.ქ------–---–----–----–----------------ში მდება-რე ი-----–- რ-------ის სახლის პირველ სართულზე მდებარე საცავში უკანონო შეღწევით ა-–---------- ო---–------ ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არა-ერთგზის დაეუფლა ი-----–- რ-------ის კუთვნილ სკუტერ „HONDA DIO“-ს, რითაც და-ზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2018 წლის 22 იანვარს, დღის საათებში, ქ. ქ------–---–--------–-----–------------------- ში მდებარე ი--- ფ-----ის კუთვნილ სასტუმრო „ი------ს“ ტერიტორიაზე უკანონო შეღწე-ვით, ა-–---------- ო---–------ ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით არაერთგზის ცდილობდა დაუფლებოდა 21 ცალ მოსაპირკეთებელი გრანიტის ფილებს ღირებულს 226 ლარად და 80 თეთრად, რითაც დაზარალებულს შესაძლოა მიდგომოდა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პროკურორმა პ----- ც-–--–--ემ, მსჯავრდებულმა ა-–---------- ო---–------მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ----- კ----–--ემ.
აპელანტი, პროკურორი პ----- ც-–--–--ე თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ა-–----------- ო---–------ს მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ ა-–---------- ო---–------მ დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა, მის მიმართ დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძი-მეს, საშიშროებას და მსჯავრდებულის პიროვნებას და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.
აპელანტი, მსჯავრდებული ა-–---------- ო---–------ თავისი სააპელაციო საჩივრით ით-ხოვს მის მიმართ შეფარდებული სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლას, რასაც ასაბუ-თებს იმ მოტივირებით, რომ ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, ცხოვრობენ ნაქი-რავებ ბინაში, რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველთა სიაში.
აპელანტი, მსჯავრდებულ ა-–---------- ო---–------ს ინტერესების დამცველი ადვოკატი დ----- კ----–--ე თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ა-–---------- ო---–------ს მი-მართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ურთიერთთავსებადი უტყუარი, აშკა-რა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რათა ა-–---------- ო---–------ს მიმართ გამოტანილი ყოფილიყო გამამტყუნებელი განაჩენი.
საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ პ----- ც-–--–--ეს, რომ ითხოვს ა-–---------- ო---–------ს მი-მართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას.
– აპელანტს, ა-–---------- ო---–------ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს დ----- კ----–--ეს, რომელმაც დააზუსტა თავისი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ითხოვენ ა-–---------- ო---–------ს მიმართ სასჯელის შემსუბუქებას საქართველოს სისხლის სა-მართლის კოდექსის 50-ე მუხლის გამოყენებით.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივა-რი და დაცვის მხარის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯავრდებულ ა-–---------- ო---–------ს ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალი-ფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 19-177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ა-–---------- ო---–------ს მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირ-ველი ინსტანციის სასამართლომ ა-–---------- ო---–------ს მიმართ სასჯელის დანი-შვნისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ მან აღიარა და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, ასევე გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწი-ნააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათისა და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით განაჩენთა ერ-თობლიობით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანა-შაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასა-ჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარე-სო ცვლილების შეტანის საფუძველი.
სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოტი-ვაციას ა-–---------- ო---–------სთვის სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლის თაობაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენე-ბით შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად - ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩე-ნით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯა-ვრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს, (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა-–---------- ო---–------ს სასჯელი დანიშნული აქვს მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ხასიათის, ხარისხის გათვალისწინებით და მი-ზანშეწონილად არ მიიჩნევს მისთვის სასჯელის დანიშვნას საქართველოს სისხლის სა-მართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 ივლისის განაჩენი ა-–---------- ო---–------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სა-აპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ა-–---------- ო---–------ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ა-–---------- ო---–------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 19-177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვე-პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვე-პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად ერთმა ძირი-თადმა სასჯელმა შთანთქოს მეორე ძირითადი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიო-ბით, ა-–---------- ო---–------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლე-ბის აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის განაჩენით დანიშ-ნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა, ოზურგეთის რაიონული სასა-მართლოს 2013 წლის 14 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ა-–---------- ო---–------ს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ა-–---------- ო---–------ს სასჯელის ვადის მოხდის ათვლა დაეწყოს და-კავების დღიდან - 2018 წლის 25 იანვრიდან.
„ჰონდას“ ფირმის მოპედი, 21 ცალი გრანიტის ფილა, ავტომანქანა ვაზ 2107 სახN---------- დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
დაცვის მხარის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამარ-თლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპე-ლაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili