განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100115001055767
საქმე #1/ბ-193-19 გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 ივნისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ლევან თევზაძე
სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მა----- გო-------–---ი;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ფი----- მა------ე;
მსჯავრდებული - მა----- გი----–---–ი, დაბადებული 1--- წლის 4--------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------- საშუალო განათლებით, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ---------–-----------------–--–------------------.
ქმედების კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘, ,,გ‘‘ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, არაერთგზის - ხუთი ეპიზოდი).
სასჯელი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენით მა----- გი----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (ხუთი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 20 აპრილის ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 30 აპრილის ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 5 მაისის ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 14 მაისის ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 19 მაისის ეპიზოდი) - ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და მა----- გი----–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა მა----- გი----–---–ის მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 19 მარტის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 19 დღის ვადით და მა----- გი----–---–ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 19 დღის ვადით და ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.
მა----- გი----–---–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 22 მაისიდან 2015 წლის 9 ივნისის ჩათვლით - 19 დღე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
სახელმწიფო ბრალმდებელმა (აპელანტი) მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მა----- გი----–---–ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ განაჩენი სასჯელის ნაწილში უკანონო და დაუსაბუთებელია. სისხლის სამართლის საქმის განხილვა გრძელდებოდა სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში და ამ პერიოდში დაცვის მხარეს არც კი უცდია ზიანის ანაზღაურება, არც დაზარალებულებისთვის და არც იმ პირებისთვის ვისზეც გაასხვისეს ავტომანქანები. მა----- გი----–---–ი ნასამართლევი იყო, დანაშაულის ჩადენის დროს პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა და ახალი დანაშაულის ჩადენისათვის ბევრად მსუბუქი სასჯელი შეეფარდა, ვიდრე პირველად ჩადენილი დანაშაულის დროს, რაც წინააღმდეგობაში მოდის სასჯელის მიზნებთან. სამი წლის განმავლობაში მა----- გი----–---–ს არ განუცხადებია, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
მსჯავრდებულმა მა----- გი----–---–მა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. დასკვნით სიტყვაში აღიარა ჩადენილი დანაშაული და მოითხოვა ნაკლებად მკაცრი სასჯელის შეფარდება. დანაშაულის ჩადენიდან გასულია სამ წელზე მეტი და ამ პერიოდში სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში გამოვლენილი არ ყოფილა, კმაყოფაზე ყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, მესამე შვილზეა ორსულად, მისი მეუღლე ამ დანაშაულისათვის სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში.
სასამართლომ დაადგინა:
2015 წლის 21 აპრილს, თაღლითობისთვის ნასამართლევმა ვა------ ბა------–---–მა და მისმა მეუღლემ, ქურდობისთვის ნასამართლევმა მა----- გი----–---–მა დააფუძნეს შპს ,,ს----------–----–----------‘‘ (ს/კ 4--------), რომლის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი იყო მა----- გი----–---–ი. ისინი, ინტერნეტსაიტ MyAuto.ge-ზე განთავსებული განცხადებების საფუძველზე, ეძებდნენ გასაყიდ ავტომანქანებს, სასურველი ავტომანქანის ნახვის შემთხვევაში, უკავშირდებოდნენ მესაკუთრეებს და ეცნობოდნენ, როგორც სახელმწიფო შესყიდვების წარმომადგენლები, რომლებიც თანამშრომლობდნენ ფინანსთა სამინისტროსთან და აწარმოებდნენ ავტომანქანების შესყიდვას სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისთვის. კლიენტებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა ვა------ ბა------–---–ი, ხოლო მა----- გი----–---–ი ავტომანქანების მესაკუთრეებთან აფორმებდა ხელშეკრულებებს, რომლის თანახმად, თითქოსდა, 15 სამუშაო დღის ვადაში იღებდა ვალდებულებას ავტომანქანის ღირებულების თანხის ჩასარიცხად, ხოლო თუ თანხის ჩარიცხვა ვერ მოხერხდებოდა, შპს იღებდა ვალდებულებას, ვადის გასვლიდან 2 დღეში დაებრუნებინა საკუთრების უფლება ნასყიდობის საგანზე. ხელშეკრულების პირობების თანახმად, შპს ,,ს----------–----–----------‘‘ ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე მანქანებს აფორმებდა შპს ,,ს----------–----–----------‘‘ სახელზე. მანქანების გადაფორმებისთანავე, შპს ,,ს----------–----–----------ს‘‘ სახელით, მათ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებულ ავტომანქანებს ალომბარდებდნენ და ასხვისებდნენ.
2015 წლის 30 აპრილს ვა------ ბა------–---–მა და მა----- გი----–---–მა, გამყიდველის ნდობის გამოყენებითა და მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს ზუ------------ის სახელზე რეგისტრირებული, ,,MERCEDES-BENZ-ის‘‘ მარკის ავტომანქანა, სახ. #S-------- (ახალი ნომრით C------), ღირებული 11 000 აშშ დოლარად, რაც მინდობილობის საფუძველზე გადაიფორმეს გუ-–-----------–-----ან. 2015 წლის 1 მაისს მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ავტომანქანა დაალომბარდეს შპს ,,ა-----–-‘‘.
2015 წლის 5 მაისს ვა------ ბა------–---–ი და მა----- გი----–---–ი, გამყიდველის ნდობის გამოყენებითა და მოტყუებით, ზემოაღნიშნული სქემით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ამ----- ბა---–---–ის სახელზე რეგისტრირებულ, ,,MERCEDES-BENZ-ის‘‘ მარკის ავტომანქანას, სახ. #B-------- (ახალი ნომრით O------), ღირებულს 14 000 აშშ დოლარად, რაც მინდობილობის საფუძველზე გადაიფორმეს ვა------ გა-------ან. 2015 წლის 6 მაისს მათ აღნიშნული ავტომანქანა დაალომბარდეს შპს ,,ა-----–-‘‘.
2015 წლის 14 მაისს ვა------ ბა------–---–ი და მა----- გი----–---–ი, გამყიდველის ნდობის გამოყენებითა და მოტყუებით, ზემოაღნიშნული თაღლითური სქემით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ან-----------------ის კუთვნილ, ,,TOYOTA CAMRY 2--‘‘ მარკის ავტომანქანას, ღირებულს 22 500 აშშ დოლარად. აღნიშნული ავტომანქანა 2015 წლის 15 მაისს გაასხვისეს რო----- დო-–----ზე.
2015 წლის 19 მაისს ვა------ ბა------–---–ი და მა----- გი----–---–ი, გამყიდველის ნდობის გამოყენებითა და მოტყუებით, ზემოაღნიშნული სქემით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ვა---– ჩხ------ის კუთვნილ, ,,MERCEDES-BENZ S------‘‘ მარკის ავტომანქანას, ღირებულს 28 400 აშშ დოლარად. აღნიშნული ავტომანქანა იმავე დღეს გაასხვისეს შპს ,,ე-–-------------------‘.
ვა------ ბა------–---–ი და მა----- გი----–---–ი, გამყიდველის ნდობის გამოყენებითა და მოტყუებით, ზემოაღნიშნული სქემის ანალოგიურად, 2015 წლის 20 აპრილს, ვა------ ღა----ს სახელით დარეგისტრირებული, შპს ,,ს----------–----–----------ს‘‘ გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ლა–-------–-----ას კუთვნილ, ,,MERCEDES-BENZ M-----‘‘ მარკის ავტომანქანას, ღირებულს 56 000 აშშ დოლარად, რაც იმავე დღეს დაალომბარდეს შპს ,,ა-----–-‘‘.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ მა----- გი----–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მა----- გი----–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
განაჩენით დანიშნული სასჯელის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ მა----- გო-------–---ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სააპელაციო პალატა სასჯელის განსაზღვრის დროს ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას და განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.
ბრალდების მხარის პოზიციას მსჯავრდებულისთვის განსაზღვრული სასჯელის დამძიმების თაობაზე პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის განსაზღვრის დროს გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი მოთხოვნები და საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნების მხედველობაში მიღებით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას - ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციასა და სამართლიანობის აღდგენას. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულების პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მათთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველივე მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას. მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულ მა----- გი----–---–ის მიმართ სასჯელის განსაზღვრის დროს, პალატა ითვალისწინებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ: აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრი დაედო არაძალადობრივი ხასიათის დანაშაულის ჩადენაში. მართალია, მა----- გი----–---–ი წარსულში ნასამართლევია და დანაშაულის ჩადენის დროს პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა, მაგრამ მის მიერ წარსულში ჩადენილი ქმედებაც (ქურდობა) არ არის ძალადობრივი ხასიათის. სასჯელის დანიშვნისას ასევე, გასათვალისწინებელია მსჯავრდებულის ოჯახური მდგომარეობა, ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, არის ორსულად, რასაც ადასტურებს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შპს ავერსის კლინიკის ექიმის მიერ გაცემული ცნობა, მის მეუღლეს - ვა------ ბა------–---–ს განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა და სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისთვის განსაზღვრული არასაპატიმრო სასჯელი - ჯარიმა შეესაბამება, როგორც პასუხისმგებლობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაცის პრინციპს, ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
რაც შეეხება აპელანტის მითითებას, რომ მსჯავრდებულს ზიანი არ აუნაზღაურებია, აღნიშნული არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად და წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საკითხს. პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განმარტებებზე, რომ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურება პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა და ამ წამახალისებელი ნორმის შეუსაბამო ქმედება პასუხისმგებლობის დამამძიმებლად ვერ მიიჩნევა (იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივნისის N1019აპ-09 და N611აპ-10 განჩინებები). პალატა სრულად იზიარებს საკასაციო პალატის მოცემულ განმარტებას და მიიჩნია, რომ ზიანის აუნაზღაურებლობა არ შეიძლება ჩაითვალოს მა----- გი----–---–ისთვის შეფარდებული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ მა----- გო-------–---ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენი მა----- გი----–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ მა----- გო-------–---ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენი მა----- გი----–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
მა----- გი----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით, და მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘, ,,გ‘‘ ქვეპუნქტებით (ხუთი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘ და ,,გ‘‘ ქვეპუნქტებით (2015 წლის 20 აპრილის ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘ და ,,გ‘‘ ქვეპუნქტებით (2015 წლის 30 აპრილის ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘ და ,,გ‘‘ ქვეპუნქტებით (2015 წლის 5 მაისის ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘ და ,,გ‘‘ ქვეპუნქტებით (2015 წლის 14 მაისის ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘ და ,,გ‘‘ ქვეპუნქტებით (2015 წლის 19 მაისის ეპიზოდი) - ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და მა----- გი----–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს მა----- გი----–---–ის მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 19 მარტის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 19 (ცხრამეტი) დღის ვადით და მა----- გი----–---–ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 19 (ცხრამეტი) დღის ვადით და ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.
ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მა----- გი----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო -2015 წლის 22 მაისიდან 2015 წლის 9 ივნისის ჩათვლით - 19 (ცხრამეტი) დღე.
მა----- გი----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და ყადაღა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 ივლისის #12/1287 განჩინებით გირაოს უზრუნველსაყოფად გირაოს თანხის ნაცვლად შეტანილ უძრავ ქონებას - ვა-–-----------ის საკუთრებაში არსებულ, ქ,გ----–-- ც------–-----------–--– #4--–- მდებარე (საკადასტრო კოდით 6------------------) ქონების ეკვივალენტურ ნაწილს.
ნივთიერი მტკიცებულებები - მა----- გი----–---–ისა და ვა------ ბა------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონები დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირს; მა----- გი----–---–ისგან, ვა------ ბა------–---–ისგან, შო---------–-–---–---ან და ირ-------------ან ამოღებული ფულადი თანხები გადაეცეს შპს ,,ე-–----------------‘‘; ავტომანქანები: MERCEDES BENZ ML-350, სახ. #N------, დაუბრუნდეს დაზარალებულ ლა–-----–-----ას; MERCEDES BENZ E---- სახ.#C------, დაუბრუნდეს დაზარალებულ გუ-–----- მუ--–---ს; MERCEDES BENZ E--- სახ.#O------, დაუბრუნდეს დაზარალებულ ვა------ გა-----ს; TOYOTA CAMRY 2--, სახ.#WW061WW, დაუბრუნდეს დაზარალებულ ან-----------------ს; MERCEDES-BENZ S550 სახ.#-------- დაუბრუნდეს დაზარალებულ ვა---– ჩხ------ეს; ვა------ ბა------–---–ის სასტუმრო ოთახის ჩხრეკისას ამოღებული შპს ,,ს----------–----–----------ს‘‘ ბეჭედი და CD დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ლევან თევზაძე