განაჩენი

სისხლის სამართლის 21.09.2018
საქმის ნომერი
050100117002212153
ინსტანცია
თარიღი
21.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100117002212153

საქმე №1/ბ-359-2018 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 სექტემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

სხდომის მდივნის _ თეონა ქიმერიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ ნ--- მ-------ის

მსჯავრდებულების – დ----- ი-–-------–ის და რ----- ხ--–-------ს

ადვოკატის – მ----- ფ------------

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--- მ-------ის, მსჯავრდებულების _ დ----- ი-–-------–ის, რ----- ხ--–-------ს და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ----- ფ------------ სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------):

 

1.დ----- ი-–-------–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------------------–-, საქართველოს მოქალაქის, უმაღლესი განათლების მქონის, განქორწინებულის, ნასამართლევის, მცხოვრების ო------------------------------–-----------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, 178-ე მუხლის მუხლის მეორე ნაწილის „ა“ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

 

2.რ----- ხ--–-------ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------------------–-–-, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლევის, მცხოვრების ა--–--------------------–----------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 მაისის განაჩენით:

 

დ----- ი-–-------–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

 

დ----- ი-–-------–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

დ----- ი-–-------–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით დ----- ი-–-------–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა დ----- ი-–-------–ისთვის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ----- ი-–-------–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ დ----- ი-–-------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა.

 

დ----- ი-–-------–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2017 წლის 9 ნოემბრიდან.

 

რ----- ხ--–------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა რ----- ხ--–-------სთვის სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 12 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 12 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ----- ხ--–-------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ რ----- ხ--–-------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა.

 

რ----- ხ--–-------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2017 წლის 9 ნოემბრიდან.

 

ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულების საკითხი, კერძოდ:

 

· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული 2.5 ლიტრი ტევადობის „ქარვას“ ფირმის ლუდი, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს _ მ----- უ------–--ეს.

 

· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელის სამი კვალი, დ----- ი-–-------–ისა და რ----- ხ--–-------საგან აღებული ხელის კვლებისა და ნერწყვის ნიმუშები, თხილის დაუფლების ამსახველი ვიდეოჩანაწერები ორ ცალ DVD დისკზე, სს „------–----------–---------------დან“, შ-------------დან“, ბ----- ი----–---–ისაგან და ა--------- ვ--–-–---საგან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები ოთხ ცალ DVD დისკზე, რომლებიც ინახება უ-----ს პოლიციის განყოფილებაში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ შენახული უნდა იქნას მოცემულ საქმეთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

· დ----- ი-–-------–ისაგან ამოღებული ტანსაცმელი, რომელიც ინახება უ-----ს პოლიციის განყოფილებაში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მსჯავრდებულ დ----- ი-–-------–ის ოჯახის სრულწლოვან წევრს.

 

· რ----- ხ--–-------საგან ამოღებული ტყავის ქურთუკი, რომელიც ინახება უ-----ს პოლიციის განყოფილებაში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მსჯავრდებულ რ----- ხ--–-------ს ოჯახის სრულწლოვან წევრს.

 

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ----- ი-–-------–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის და ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ხოლო რ----- ხ--–-------მ ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის.

 

განაჩენის მიხედვით დ----- ი-–-------–ის და რ----- ხ--–------ს მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:

 

დ----- ი-–-------–ი, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 დეკემბრის და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის განაჩენებით მსჯავრდებული იყო რა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის, კვლავ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული _ ქურდობა. კერძოდ, 2017 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 17:00 საათზე, დ----- ი-–-------–ი ქ-------------–-----–---–---- ქუჩაზე მდებარე ქ------- ბ-------–---–ის კუთვნილი თხილის მიმღები პუნქტიდან არაერთგზის ფარულად დაუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ 13,80 ლარის ღირებულების 13,8 კგ. თხილს, რითაც ქ------- ბ-------–---–ს მიაყენა 13,80 ლარის ქონებრივი ზიანი.

 

დ----- ი-–-------–ი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 დეკემბრის და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის განაჩენებით მსჯავრდებული იყო რა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის, ხოლო რ----- ხ--–------- სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 12 იანვრის განაჩენით მსჯავრდებული იყო რა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, კვლავ ჩაიდინეს საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული _ ძარცვა. კერძოდ, დ----- ი-–-------–ი და რ----- ხ--–------- მოქმედებდნენ რა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, 2017 წლის 31 ოქტომბერს, დაახლოებით 17:25 საათზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დ----------–---------–---–-------------ში მდებარე საჯარო სკოლის მოპირდაპირე მხარეს არსებული, მ---------------–--ის კუთვნილი სასურსათო მაღაზიიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაეუფლნენ 530 ლარს და ერთ შეკვრა „პარლამენტის“ ფირმის სიგარეტს, რითაც მ---------------–--ეს მიადგა 580 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეებმა.

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა _ ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ--- მ-------ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულებისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგი საფუძვლით: პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ შეაფასა მსჯავრდებულების პიროვნება, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, ის გარემოება, რომ დ----- ი-–-------–ისა და რ----- ხ--–-------ს კანონთან კონფლიქტში ყოფნა არ იყო პირველი შემთხვევა. კერძოდ, დ----- ი-–-------–ი წარსულში არაერთხელ იქნა გასამართლებული სხვადასხვა დანაშაულების ჩადენის ფაქტზე. იგი ბოლოს მსჯავრდებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის მოქმედების პერიოდში კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაულები. რაც შეეხება რ----- ხ--–-------ს, იგი სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 12 იანვრის განაჩენით გასამართლებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, თუმცა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში კვლავ ჩაიდინა ანალოგიური დანაშაული. ყოველივე ზემოაღნიშნული ცალსახად მიუთითებს მათ მიდრეკილებაზე კანონის მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიმართ გულგრილი დამოკიდებულებისაკენ. აპელანტის მოსაზრებით, იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულების მხრიდან სახეზეა კანონის სრული უგულებელყოფა, მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმის განსაზღვრა და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენება, მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ისინი აღიარებენ დანაშაულს, არის დაუსაბუთებელი და უსამართლო, რადგან ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

მსჯავრდებულებმა დ----- ი-–-------–მა, რ----- ხ--–-------მ და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ----- ფ-----------მ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით (რომელიც შეცდომით იყო დასათაურებული, როგორც შესაგებელი) ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულებისთვის სასჯელის შემსუბუქება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, მათთვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლის გზით, იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებულებმა თავი მთლიანად ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, პირველივე დაკითხვისას აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაული და აქტიური მონაწილეობა მიიღეს საქმის გახსნაში, დაცვის მხარეს საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდია.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე მხარეებმა ითხოვეს მათ მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აპელანტების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებული ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, მათ შორის _ დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებებით, ამოცნობის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ დ----- ი-–-------–მა და რ----- ხ--–-------მ ნამდვილად ჩაიდინეს გასაჩივრებული განაჩენით მათთვის ბრალად შერაცხული დანაშაულები, რასაც სადავოდ არც აპელანტები ხდიან.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეები განაჩენს ასაჩივრებენ მხოლოდ სასჯელის ნაწილში. პალატა არ იზიარებს აპელანტების მოსაზრებას, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა და გაითვალისწინა მსჯავრდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, რის შედეგადაც მათ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელები, რომლებიც სრულად შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს. შესაბამისად, არ არსებობს მსჯავრდებულებისთვის დანიშნული სასჯელების გამკაცრების ან შემსუბუქების საფუძველი.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულების მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალიწინებული შეღავათის გამოყენებისა და მათთვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დ----- ი-–-------–ს და რ----- ხ--–-------ს ბრალად შერაცხული დანაშაული ჩადენილი აქვთ პირობითი მსჯავრის პერიოდში, სააპელაციო პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია მათ მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენება.

 

სააპელაციო პალატა ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ დ----- ი-–-------–ისთვის და რ----- ხ--–-------სთვის სასჯელის დანიშვნისას უგულებელყო დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში სასჯელის დანიშვნის წესი, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით, კერძოდ: დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. სისხლის სამართლის კანონის ამ მოთხოვნის მიუხედავად, იმ პირობებში, როდესაც ახალი დანაშაულის ჩადენისას დ----- ი-–-------–ი და რ----- ხ--–------- ნასამართლევი იყვნენ განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და მათ ნასამართლობა გაქარწყლებული ან მოხსნილი არ ჰქონიათ, რაიონულმა სასამართლომ მსჯავრდებულებს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ზომად განუსაზღვრა ჩადენილი დანაშაულისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალური ვადა. აქვე პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, დ----- ი-–-------–ს და რ----- ხ--–-------ს, წინა ნასამართლობის გამო ბრალად აქვთ შერაცხული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ისეთი ნიშანი, როგორიცაა არაერთგზისობა, მაგრამ ამ შემთხვევაში მათზე არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი, ვინაიდან, დ----- ი-–-------–ი წარსულში, გარდა საკუთრების წინააღმდეგ დანაშაულისათვის ნასამართლობისა (რამაც განაპირობა მის მიერ ჩადენილი დანაშაულების არაერთგზის დანაშაულებად დაკვალიფიცირება), ასევე ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლით, ამასთან, ორივე მსჯავრდებულს, გარდა არაერთგზისობისა, ბრალად აქვთ შერაცხული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი სხვა ნიშანიც, კერძოდ, ქმედების ჩადენა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. აქედან გამომდინარე, მათთვის სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში უნდა ყოფილიყო მიღებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.

 

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო პალატა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, მსჯავრდებულებს ამ კუთხით დაუმძიმოს დანიშნული სასჯელი, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის სასამართლოში. მოცემულ შემთხვევაში კი სახელმწიფო ბრალმდებელს არ მიუთითებია დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნის წესზე და სააპელაციო საჩივარი არ შეუტანია იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებულებს სასჯელი არ ჰქონდათ დანიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესით. აღნიშნულ საკითხზე მას არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დაუფიქსირებია პოზიცია, პირიქით, სააპელაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა განმარტა, რომ გასაჩივრებული განაჩენით დ----- ი-–-------–ისთვის და რ----- ხ--–-------სთვის დანიშნული სასჯელები კანონიერია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნებს, მაგრამ უსამართლოა მეტისმეტად სიმსუბუქის გამო.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 მაისის განაჩენი დ----- ი-–-------–ის და რ----- ხ--–-------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--- მ-------ის, ასევე მსჯავრდებულების _ დ----- ი-–-------–ის, რ----- ხ--–-------ს და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ----- ფ----------ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 მაისის დ----- ი-–-------–ის და რ----- ხ--–-------ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.დ----- ი-–-------–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით _ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით დ----- ი-–-------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს დ----- ი-–-------–ისთვის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობითად.

 

6.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით დ----- ი-–-------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

7.მსჯავრდებულ დ----- ი-–-------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 9 ნოემბრიდან.

 

8.დ----- ი-–-------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.

 

9.რ----- ხ--–------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

10.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს რ----- ხ--–-------სთვის სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 12 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობითად.

 

11.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 12 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით რ----- ხ--–-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

12.მსჯავრდებულ რ----- ხ--–-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 9 ნოემბრიდან.

 

13.რ----- ხ--–-------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

14.ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყეს შემდეგნაირად:

 

· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული 2.5 ლიტრი ტევადობის „ქარვას“ ფირმის ლუდი, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს _ მ----- უ------–--ეს.

 

· შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელის სამი კვალი, დ----- ი-–-------–ისა და რ----- ხ--–-------საგან აღებული ხელის კვლებისა და ნერწყვის ნიმუშები, თხილის დაუფლების ამსახველი ვიდეოჩანაწერები ორ ცალ DVD დისკზე, სს „------–----------–---------------დან“, შ-------------დან“, ბ----- ი----–---–ისაგან და ა--------- ვ--–-–---საგან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები ოთხ ცალ DVD დისკზე, რომლებიც ინახება უ-----ს პოლიციის განყოფილებაში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ შენახული იქნას მოცემულ საქმეთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

· დ----- ი-–-------–ისაგან ამოღებული ტანსაცმელი, რომელიც ინახება უ-----ს პოლიციის განყოფილებაში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მსჯავრდებულ დ----- ი-–-------–ის ოჯახის სრულწლოვან წევრს.

 

· რ----- ხ--–-------საგან ამოღებული ტყავის ქურთუკი, რომელიც ინახება უ-----ს პოლიციის განყოფილებაში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მსჯავრდებულ რ----- ხ--–-------ს ოჯახის სრულწლოვან წევრს.

 

15.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

16.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/