განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-572-2017 წელი
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
6 ივნისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – ი-----–- შ---------ის,ადვოკატის – ე--- ნ--------ს,მსჯავრდებულის – შ----- ლ-–--ას მონაწილეობის გარეშე (გაძევებულ იქნა დარბაზი-დან), ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა შ----- ლ-–--ას ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
შ----- ლ-–--ა, დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში არ მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ს-----------------------------–-------------–ში, მსჯავრდებულია სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის განაჩენით დანაშაუ-ლისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვე-პუნქტით, 363-ე მუხლის მეორე ნაწილით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
aRwerilobiTi nawili:
შ----- ლ-–--ას გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:
– ქურდობის მცდელობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით;
– ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით.
– პირადობის მოწმობის გატაცებისათვის.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 08 აპრილს, დაახლოებით 20 საათზე, ს------------------------------–--------------–ის ცენტრში მდებარე მარკეტთან მდგარი ზ----- ვ-–----ის ავტომანქანიდან ფა-რულად დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ ორ ცალ ბლოკნოტს და სააფთიაქო ქსელ ა-----ის დაგროვების ბარას. ზ------ ვ-–--ძის კუთვნილ პირადობის მოწმობას და ერთ ცალ ხუთლარიან კუპიურას, რა დროსაც იგი დაკავებულ იქნა შემთხვევის ადგილზევე.
2017 წლის 21 ივლისს, შ----- ლ-–--ამ უკანონოდ შეაღწია ს------------------------------–-------------–ში მდებარე სს „ს--–------ს“ შენობაში, სადაც მართლსაწინააღმდეგო მისა-კუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ოთხ შეკვრა 128 ლარად ღირებულ კერამიკულ ფილებს.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ შ----- ლ-–--ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი-----–- შ-----–--მ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს შ----- ლ-–--ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ შ----- ლ-–--ა როგორც გამოძიების საწყისი ეტაპიდან, ასევე სასამართლოში კატეგორიულად უარყოფდა მისთვის წარდგენილ ბრალდებას და აცხადებდა, რომ მას არანაირი განზ-რახვა და მიზანი არ ჰქონია, რომ ფარულად დაუფლებოდა ვინმეს და ამ შემთხვევაში ზ------ ვ-–----ის კუთვნილ პირად ნივთებს: მოთეთრო და მოცისფრო ფერის ბლოკნო-ტებს, „ა-----ის“ ეგრეთწოდებული „მ--------“ ბარათს, ზ------ ვ-–----ის პირადობის მოწმობას და ხუთლარიანი კუპიურას. ის ვერაფერში ვერ გამოიყენებდა აღნიშნულ ნივ-თებს და არც შეიძლებოდა გამოეყენებინა, ვინაიდან მათ ვერც გაყიდდა, ვერც ლომ-ბარდში მიიტანდა და ვერც თავად გამოიყენებდა ვერაფერში. რაც შეეხება 5 ლარს ის იმდენად მცირე მნიშვნელობის თანხაა, რომ არც მისი ფარულად დაუფლება არ მოუ-ტანდა მას არანაირ სარგებელს. რაც შეეხება შ.პ.ს „ს--–------ს“ კუთვნილი შენობიდან ოთხი შეკვრა მეტლახის ფარულად დაუფლების ფაქტს, შ----- ლ-–--ა დარწმუნებული იყო იმაში, რომ ეს ფართი არ იყო არავის საკუთრება, იყო მიტოვებული, ამიტომ როდესაც მას სახლი დაეწვა და საცხოვრებელი აღარ დარჩა, გადაწყვიტა გამგებლის თანხმობით შესულიყო აღნიშნულ შენობაში და სწორედ ამის გამო გადაწყვიტა მან იქ აბაზანის რემონტის ჩატარება და ფართში არსებული ოთხი ცალი შეკვრა მეტლახის მიტანა შესაბამის მაღაზიაში გაცილებით იაფფასიან მეტლახში გადაცვლის მიზნით, რამეთუ მას აბაზანის გასაკეთებლად არ ეყოფოდა ოთხი ცალი შეკვრა მეტლახი და გაცილებით დიდი რაოდენობის სჭირდებოდა, რომ აბაზანა გაეკეთებინა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შ----- ლ-–--ას არ ჩაუდენია მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები და არც არანაირი განზრახვა და მიზანი არ ჰქონია საამისოდ.
საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, მსჯავრდებულ შ----- ლ-–--ას ინტერესების დამცველ ადვოკატს ე--- ნორა-კიას, რომელიც ითხოვს შ----- ლ-–--ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
– პროკურორ ი-----–- შ---------ეს, რომელიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევს კანო-ნიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
დაზარალებულმა ზ----- ვ-–----ემ ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ 2017 წლის 8 აპრილს თავის შვილთან, ზ------ ვ-–----ესთან ერთად მისი კუთვნილი ავტომანქანით მიცუბიში პაჯერი, ნომრით V------ ბრუნდებოდნენ სამტრედიიდან სახლში. სოფელ დ-----------–-- ცენტრში მაღაზიასთან გააჩერეს მანქანა და შევიდნენ მაღაზიაში. რამოდენიმე ხანში, მანქანიდან ცოტა მოშორებით დაინახა მისი შვილი, შ. ლ-–--ა და პოლიციელი თ. ლ-–--ა იდგნენ ერთად. შემდეგ მოვიდა გამომძიებელი. შ. ლ-–--ას ჩაუ-ტარეს ჩრხეკა და აღმოაჩნდა მისი კუთვნილი ორი ცალი ბლოკნოტი, მ-------- ბარათი, ასევე მისი შვილის პირადობის მოწმობა და ხუთლარიანი კუპიურა. ბლოკნოტები და ბარათი შენახული ჰქონდა ე.წ. „ბარდაჩოკში“ (ავტომანქანის უჯრა სათავსო), ხოლო ზუ-რაბ ვ-–--ძის პირადობის მოწმობა და ხუთლარიანი კუპიურა იდო სიჩქარის გადაცემათ კოლოფთან.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
დაზარალებულმა ზ------ ვ-–----ემ ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ 2017 წლის 8 აპრილს მამასთან, ზ----- ვ-–----ესთნ ერთდ სამტრედიიდან ბრუნდებოდა სახლში. გზად სოფელ დ-----------–ი ცენტრში შევიდნენ მაღაზიაში. მანქანა იდგა მაღაზია-სთან. თვითონ ცოტა ადრე გამოვიდა მაღზიიდან და დაინახა, რომ მანქანის კარი იყო ღია. მანქანაში იჯდა შ. ლ-–--ა და რაღაცას ეძებდა. იქვე დაახლოებით 20 მეტრში დაი-ნახა პოლიციელი თ. ლ-–--ა, მივიდა მასთან და უთხრა რაც ხდებოდა. თ. ლ-–--ა გაჰყვა მას, თან შეატყობინა პოლიციას. ამასობაში შ. ლ-–--ა გადმოვიდა მანქანიდან და დააპი-რა წასვლა, იგი შეაჩერა თ. ლ-–--ამ. მალე მივიდა გამომძიებელი და შ----- დააკავეს. ჩხრეკისას შარვლის სათავიდან წინა მხრიდან ამოუღეს მისი პირადობის მოწმობა, ხუთლარიანი კუპიურა. ასევე მამამისის ზ.ვ-–----ის კუთვნილი ბლოკნოტები და მ-------- ბარათი.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე თ----- ლ-–--ამ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მუშაობს სამტრედიის რაიონული სამმართველოს დ-----------–-- პოლიციის განყოფილების უფროს ინსპექ-ტორ-გამომძიებლად. შემთხვევის დღეს იყო მორიგე და იმყოფებოდა სოფელ დ-----------–---–------–-. საღამოს, შებინდებისას მასთან მივიდა ზ------ ვ-–----ე, რომელმაც უთხრა, რომ მამამისის კუთვნილ ავტომანქანაში, რომელიც მაღზიასთან ეყენა, იჯდა ვიღაც კაცი და თხოვა დახმარება. ისინი ორივენი გაემართნენ მანქანისაკენ და დაინახა, რომ მანქნაში შ. ლ-–--ა იჯდა, რომელიც მისი დანახვისას გადმოვიდა და დააპირა წასვლა. მან შეაჩერა შ. ლ-–--ა და რაციის საშუალებით გამოიძახა დახმარება. მოვიდნენ პოლიციელები, გამომძიებელმა ჩაუტარა ჩხრეკა და შარვლის სათავიდან ამოუღეს ორი ბლოკნოტი, ხუთლარიანი კუპიურა და პირადობის მოწმობა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე გ------- ც--------–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მუშაობს სამტრე-დიის რაიონული სამმართველოს დ-----------–-- პოლიციის განყოფილებაში დეტექ-ტივს თანაშემწე-გამომძიებლად. 2017 წლის 8 აპრილს იყო მორიგე გამომძიებელი. გან-ყოფილების მორიგე ო----–----ემ თ. ლ-–--ასაგან რაციით მიიღო შეტყობინება რომ შეჩერებული ყავდა შ----- ლ-–--ა და ითხოვდა დახმარებას, რაზეც დაიწყო გამოძიება. პოლიციის შენობიდა დაახლოებით 100 მეტრში მივიდა შემთხვევის ადგილზე. სადაც თ. ლ-–--ას დაკავებული ყავდა შ. ლ-–--ა. მან განუმარტა უფლებები და აცნობა რომ უნ-და ჩაეტარებინა ჩხრეკა, რაზეც შ. ლ-–--ამ უარი განაცხადა. ჩხრეკის შედეგად შ. ლ-–----ს ქამრის სათავიდან ამოუღეს ორი ცალი ბლოკნოტი, პლასტიკური ბარათი, პირადო-ბის მოწმობა და 5 ლარიანი კუპიურა. რაც დალუქა კანონით დადგენილი წესით. ჩხრე-კაში მონაწილეობას იღებდა თ.ლ-–--აც. მან ასევე დაათვალიერა ავტომანქანა, რაშიც მონაწილებდა ზ------ ვ-–----ეც, რომელმაც მიუთითა „ბარდაჩოკზე“ (ავტომანქანის უჯრა-სათავსო) და სიჩქარეთა გადამრთველზე, სადაც ელაგა მოპარული ნივთები.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
ექსპერტმა თ----- ბ--------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე ნარკოტი-კულ და ალკოჰოლურ თრობაზე შეამოწმა შ----- ლ-–--ა. მას აღმოაჩნდა ალკოჰოლის კვალი 1,52 პრომილეს ოდენობით, რაც შეესაბამება საშუალო ხარისხის ალკოჰოლურ თრობას.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
ექსპერტმა გ------ ჟ-------მა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკი-თხვისას განაცხადა, რომ მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში და აწარმოა ფოტოგადაღება.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, შ. ლ-–--ას პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ჩხრეკისას მისი ნაცრისფერი შარვლის სათავიდან ამოღებული იქნა ორი ცალი ბლოკნოტი მასში მოთავსებული ა-----ის პლასტიკური მ-------- ბარათი, ზ------ ვ-–--ძის პლასტიკური პირადობის მოწმობა და ერთი ცალი ხუთლარიანი კუპიურა.
(ს.ფ.4-7)
საქმეში არსებული, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილია ს------------------------------–-------------–ის ცენტრში მდებარე მარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარი ავტომანქანა მიცუბიში პაჯერო, სახელმ-წიფო ნომრით V------.
(ს.ფ.13-21)
საქმეში არსებული, ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების №--------- დასკვნით დადგენილია, რომ 2017 წლის 8 აპრილს, შემოწმებისას შ. ლ-–----ს დაუდგინდა საშუალო ხარისხის ალკოჰოლური თრობა.
(ს.ფ.28)
საქმეში არსებული, 2017 წლის 27 აპრილის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილა, რომ სისხლის სამართლის №------------ საქმე-ზე დაზარალებულად ცნობილი ზ----- ვ-–----ის მონაწილეობით და თანხმობით დათვალიერებული იქნა ერთ პაკეტში მოთავსებული და 3--- ბეჭდის ლუქით დალუ-ქული 2017 წლის 08 აპრილს შ----- ლ-–--ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული საშუალო ზომის მოცისფრო-მოთეთრო ფერის და პატარა ზომის ლურჯი ფერის ბლოკნოტები, რომელშიც ლურჯი, შავი და წითელი ფერის პასტებით არის ჩანაწერები სხვადასხვა პი-როვნებების სახელი და გვარების და მათი მობილური ტელეფონის ნომრების აღნიშ-ვნით, კერძოდ საშუალო ზომის ბლოკნოტში პირველ და მეორე გვერდზე წერია გ-- ნ--–-----ე, მძღოლი, მობილური ნომერი 555 60 37 66, მერაბი კვირიკაშვილი, ტრაქტორისტი მობილურის ნომერი 5-----------, ხოლო პატარა ზომის ლურჯ ბლოკ-ნოტში პირველ გვერდზე წერია, გ-- დ--------–--ე სამტრედია გაზის თანამშრომელი, მობილურის ნომერი 5-----------, ნ-------- ქ--------ა, სამტრედია გაზის თანამშრომელი, მობილურის ნომერი 5-----------, რაზეც ზ----- ვ-–----ემ განმარტა, რომ აღნიშნული ბლოკნოტები არის მისი კუთვნილი და მასში არსებული ჩანაწერები მის მიერ შესრუ-ლებული, რომელიც მისი მანქანაში არსებულ ე.წ. ბარდაჩოკიდან მოიპარა შ----- ლ-–----მ, ხოლო პირადობის მოწმობა №----------- თავისი დამცავი გამჭირვალე ჩიხოლით ზ----- ვ-–----ის განმარტებით არის მისი შვილის ზ------ ვ-–----ის კუთვნილი, რომე-ლიც ასევე მოპარული არის შ----- ლ-–--ას მიერ მისი მანქანის სალონიდან დათვალიე-რების შედეგად აღნიშნული ორი ბლოკნოტი და ზ------ ვ-–----ის პირადობის მოწმობა, ერთი ცალი 5 ლარიანი კუპიურა და ერთი ცალი მ-------- ბარათი მოთავსებული იქნა ერთ პაკეტში და დაილუქა №---- ბეჭდის ლუქით.
(ს.ფ. 96–97)
მოწმე დ----- ფ--–----- განაცხადა, რომ მუშაობს სამტრედიის რაიონული სამმარ-თველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლად. 2017 წლის 21 ივნისს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე იყო საგამოძიებო ჯგუფში და ჩაატარა ო-–--ი ხ--------ს მანქანის ჩხრეკა. ჩხრეკაში მონაწილეობდა ო. ხ-------ეც. „ბუტკა“ (ფურგონი) მოსკვი-ჩიდან ამოიღეს 4 შეკვრა კაფელი, თითო შეკვრაში იყო 10 ცალი მოყავისფრო ფერის კაფელი.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწემ თ----- ბ---–----ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მუშაობს სამტრედიის რაიონული სამმართველოს დ-----------–-- უბნის უფროს ინსპექტორ გამომძიებლად. 2017 წლის 21 ივლისს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია დ----------––- ს--–------ს შენობიდან მიაქვს მეტლახი მეზობლის მანქანით, რის თაობაზეც შეატყობინა ხელმ-ძღვანელობას. პატაკში მანქანის მეპატრონედ შეცდომით ხ--------ს ნაცვლად ჩაწერა დ--------–---. ხ--------ს ავტომანქანა არის ფურგონი მოსკვიჩი სახელმწიფო ნომრით 4-- სერია არ ახსოვს. მას საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ო-–-- ხ-------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ არის ინდმეწარმე, აქვს მაღზია და ყავს ავტომანქანა მოსკვიჩი, რომლითაც ამარაგებს თავის მაღაზიას. 2017 წლის 21 ივლისს მანქანით იყო თავისი მაღაზიის წინ. მასთან მივიდა შ----- ლ-–--ა, უთხრა, რომ აჩუქეს კაფელი და თხოვა გადაეტანა მისი მანქანით. უარი ვერ უთხრა. კაფელი იყო ძველი ფოსტის შენობაში, ოთხი შეკვრა. შ-----მ დატვირთვაში მეზობელი დ----- ნ--–-----ე მოიხმარა. როდესაც დაძრა მანქანა, დაახლოებით 5-6 მეტრის გავლის შემდეგ გააჩერეს პოლიციელებმა. მანქანა გაჩხრიკეს და ნახეს კაფელი. თვითონაც ეს-წრებოდა ჩხრეკას. შ-----ც იქ იყო და პოლიციელებს უთხრა „ამ ხალხს თავი დაანებეთ, მე მოვატყუე ისინი, არაფერი იციანო“.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე დ----- ნ--–-----ემ ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ 2017 წლის 21 ივნისს იმყოფებოდა სოფელ დ-----------–ის ცენტრში, მიდიოდა სახლში. შ----- ლ-–--ამ თხოვა მიხმარებოდა მეტლახის მანქანაში ჩატვირთვაში. მეტლახი ჩადეს ო-–--ი ხარა-ბაძის „ბუტკა“ (ფურგონი) მოსკვიჩში, რის შემდეგაც წავიდა სახლში. რამდენიმე საათში დაუკავშირდნენ პოლიციიდან.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე მ------ დ---–-–---–-ა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მუშაობს სამ--------ის რაიონულ სამმართველოში დ---------------------–ად. მას შესასრულებლად დაეწერა თ.ბ---–----ის პატაკი, შ----- ლ-–--ა ს--–------ს შენობიდან იპარავდა კაფელს. შემთხვე-ვის ადგილზე მისვლისას იქ იყო ბუტკა მოსკვიჩი, რომელიც შეაჩერეს. დ. ფ--–----- ჩაატარა ჩხრეკა და მანქანიდან ამოიღეს 4 შეკვრა მეტლახი. თვითონ შეადგინა შ. ლეჟა-ვას დაკავების ოქმი.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
დაზარალებული ორგანიზაციის წარმომადგენელმა ი----- ო-----ა პირველი ინსტან-ციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ ძველი ფოსტის შენობა, ისე როგორც მეტლახი არის ს--–------ს საკუთრება, შენობა იყო დაკეტილი ბოქლომით. მას დაურეკეს უთხრეს რომ შენობა იყო გაქურდული. დაესწრო შემთხვვის ადგილის დათვალიერებაში. ბოქლომი იქ საერთოდ არ იყო. მეტლახი კომპანიის საკუთრება იყო და მისი გასხვისება სათაო ოფისის გარეშე არ მოხდებოდა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
ექსპერტმა დ----- შ--–--------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ ჩაატარა სასაქონლო ექსპერტიზა. ექსპერტიზით დადგინ-და, რომ კაფელი იყო 6,4 კვადრატული მეტრი და მისმა ღირებულებამ შეადგინა 128 ლარი.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 21 ივ-ლისს, ს------------------------------–-------------–ში, სს „ს--–------ს“ კუთვნილი შენობის წინ, ჩატარდა ო-–--ი ხ--------ს კუთვნილი V------ სახელმწიფო ნიმრის მქონე ავტომანქანის ჩხრეკა. საბარგულიდან ამოღებულია ოთხი შეკვრა, სულ 40 ცალი მოყავისფრო ფერის სამშენებლო, მოსაპირკეთებელი მასალა მეტლახი.
(ს.ფ.7-11)
საქმეში არსებული, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ს------------------------------–--------------–ის ცენ-ტრში, სს „ს--–-------“ შენობაში, რომლის ცენტრალური შესავლელი არის ღია. შესასვ-ლელიდან მარცხენა მხარეს რკინის გისოსები და ხის კარიც ღიაა. ოთახში მიმოფან-ტულია სამშენებლო მასალების ნარჩენები. დათვალიერების მონაწილე, დაზარალე-ბულის წარმომადგენლის ი.ო-----ს განმარტებით, შენობა იყო დაკეტილი. მითითე-ბულ ოთახს კი იყენებდნენ საწყობად. ამ ოთახში ელაგა 4 შეკვრა მეტლახი, რაც დათვა-ლიერებისას ადგილზე არ არის.
(ს.ფ.17-24)
საქმეში არსებული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვ-ნული ბიუროს სასაქონლო ექსპერტიზის 2017 წლის 8 აგვისტოს №---------- დასკვნით დადგენილია, რომ ოთხი შეკვრა, სულ 40 ცალი, 6,4 კვადრატული მეტრი საერთო ფარ-თის ახალი კერამიკული ფილის ფასი ექსპერტიზის ჩატარების დროსათვის შეადგენს 128 ლარს.
(ს.ფ.112-116)
გააანალიზა რა საქმეში არსებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, სააპელაციო პალატა არ იზიარებს შ----- ლ-–--ას სააპელაციო საჩივარს შემდეგ გარემოებათა გამო:
2017 წლის 8 აპრილის ეპიზოდთან დაკავშირებით შ----- ლ-–--ა აპელირებდა, რომ მას აღნიშნული დანაშაული არ ჩაუდენია დ რომ ზ----- ვ-–----ის მანქანიდან არაფერი ამოუღია. არც არაფერში სჭირდებოდა ბლოკნოტები და მ-------- ბარათი. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ ვ-–----ეებს სახლიდან მოპარეს ოქროს ნივთები და მასზე ჰქონდათ ეჭვი.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ თავისი პოზიციის მადასტურებელი რაიმე მტკი-ცებულება არც პირველ და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენი-ლი არ ყოფილა.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით: დაზარალებულ ზ----- ვ-–----ის, ზ------ ვ-–----ის, თ----- ლ-–--ას, გ------- ც--------–---–ის ჩვენებებით, შ. ლ-–--ას პირადი ჩხრეკის ოქმით, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალი-რების ოქმით, ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების №--------- დასკვნით უტყუარად დასტურდება შ----- ლ-–--ას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 363-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა (ზ------ ვ-–----ის ეპიზოდი).
რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, ს------------------------------–-------------–ში მდებარე სს „ს--–------ს“ შენობიდან კერამიკული ფილების ფარულად დაუფლების ეპიზოდს, ამ ეპიზოდთან დაკავშირებით დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ შ----- ლ-–--ამ არ იცოდა ის მიტოვებული შენობა რომ „ს--–------ს“ საკუთრება იყო და რადგან სახლი დამწვარი ჰქონდა, გადაწყვიტა გამგებლის თანხმობით ამ ბინაში შესვლა და აბაზანის რემონტის ჩატარება.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით უდაოდ დასტურდება, რომ შენობა, საიდანაც შ----- ლ-–--ა დაეუფლა კერამიკულ ფილებს, საიდანაც შ----- ლ-–--ა დაეუფლა კერამიკულ ფილებს, არის „ს--–------ს“ საკუთრება. დაზარალებული ორგანიზაციის წარმომადგენლის ი----- ო-----ს განმარტებით, შენობა იყო ბოქლომით დაკეტილი.
მოწმე ო-–-- ხ--------ს ჩვენებით დასტურდება, რომ შ----- ლ-–--ამ მიმართა და უთხრა, რომ აჩუქეს კაფელი და სთხოვა გადაეტანა მისი მანქანით.
საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ შ----- ლ-–--ას, როგორც უბინაოს, ნება დართეს ეცხოვრა „ს--–------ს“ შენობაში, არც ის გარემოება დასტურდება, რომ „ს--–------ს“ შენობაში არსებული კერამიკული ფილები ვინმემ აჩუქა მისი ბინის კეთილმოწყობისათვის.
ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის მოტივაციას შ----- ლ-–--ას უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ შ----- ლ-–--ას ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდი-ული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 363-ე მუხლის მეორე ნაწილით, ხოლო სასჯელი დანიშული აქვს ჩადენილი დანაშაუ-ლის სიმძიმის, ხასიათის, ხარისხისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწი-ნებით და არ არსებობს გასაჩივრებულ განაჩენში რაიმე ცვლილების შეტანის საფუძ-ველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის განაჩენი შ----- ლ-–--ას მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელა-ციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
შ----- ლ-–--ას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
შ----- ლ-–--ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 363-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვე-პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვა-ლისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამი-სად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, შ----- ლ-–--ას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ შ----- ლ-–--ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან – 2017 წლის 21 ივლისიდან.
შ----- ლ-–--ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიებები გაუქმებულია.
ოთხი შეკვრა მოყავისფრო ფერის კერამიკული ფილები, რომლებიც ინახება შსს სამ-ტრედიის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს დაზარალებულ სს „ს--–------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ორი ცალი ბლოკნოტი და სააფთიაქო ქსელ „ა-----ის“ დაგროვებითი „მ-------- ბარათი“, რაც ინახება შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს დაზარალებულ ზ----- ვ-–----ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ხუთლარიანი კუპიურა და ზ------ ვ-–----ის პირადობის მოწმობა, რაც ინახება შსს სამ-ტრედიის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს დაზარალებულ ზ------ ვ-–----ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili