განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 030100117002106684
საქმე №1/ბ-582-2018 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
სხდომის მდივნის _ მარინა მაკარიძის
სახელმწიფო ბრალმდებლის _ ე---–---- ბ-------
გამართლებულის _ ბ--- თ----------ს
ადვოკატის _ მ----–-- კ--------ს
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ფ-----ს რაიონული პროკურატურის პროკურორ ე---–---- ბ------- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ბ--- თ----------ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------------------–-, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 4----------), დაუოჯახებლის, ნასამართლევის, მცხოვრების ქ-------–-------------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბ--- თ----------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 25 აგვისტოს, დაახლოებით 00 საათსა და 25 წუთზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბ--- თ----------მ ქ-------–--------–-----–---------–- მდებარე ღია ბარში, ურთიერთშელაპარაკებისას, ხელის სახის არეში რამდენიმე დარტყმით სცემა არასრულწლოვან მ------ წ---–-------ს, რითაც ამ უკანასკნელს მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
ზემოაღნიშნულის გამო ბ--- თ----------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ფ-----ს საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 ივლისის განაჩენით:
ბ--- თ---------- ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ბ--- თ----------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და ფ-----ს საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 სექტემბრის განჩინებით ბრალდებულ ბ--- თ----------ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხის - 20 000 (ოცი ათასი) ლარის უზრუნველსაყოფად დაყადაღებულ, გ--- ლ-----ს (პირადი ნომერი 4----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, კერძოდ, ქ-------–------------–-------------------–----------------------------------------------------------------------------) 20 000 (ოცი ათასი) ლარის ღირებულების წილს უნდა მოეხსნას ყადაღა.
გაუქმდა ფ-----ს საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებით ბ--- თ----------ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის შესაბამისად დაწესებული ყველა ვალდებულება და ბ--- თ----------ს უნდა დაუბრუნდეს გამომძიებლისათვის ჩაბარებული პასპორტი და პირადობის მოწმობა.
გამართლებულ ბ--- თ----------ს განემარტა, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულების საკითხი, კერძოდ: ჭიქის ნამსხვრევები, რომლებიც ინახება შს ფ-----ს საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
3.სააპელაციო საჩივრის არსი:
ფ-----ს საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფ-----ს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ე---–---- ბ------მ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ბ--- თ----------ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ ბ--- თ----------ს მხრიდან არასრულწლოვან მ------ წ---–-------ის ცემის ფაქტს. საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის მუშაკებმა დაადასტურეს, რომ პირადად შეესწრნენ ამ ფაქტს. ფ-----ს ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს მიერ 2017 წლის 25 აგვისტოს გაცემული N----- ცნობის თანახმად, მ------ წ---–-------ი საავადმყოფოში მიყვანილი იქნა შემდეგი ჩივილებით: ტკივილები შუბლის მიდამოში, სადაც აღენიშნებოდა კანქვეშა ჰემატომა, პალპაციით მტკივნეულობა, მ------ წ---–-------ის გადმოცემით, აღნიშნული დაზიანება მიიღო 30 წუთის წინ კონფლიქტური სიტუაციის დროს. ანალოგიურია დადატურებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, სადაც მითითებულია, რომ დაზიანება კანქვეშა ჰემატომის სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ზემოაღნიშნული ასევე დაადასტურა ექსპერტმა შ----- თ------ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას და განმარტა, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, დაზიანების წარმოშობის ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
არასწორია სასამართლოს მსჯელობა, რომ ბ--- თ----------სა და მ------ წ---–-------ის ჩვენებები სრულ თანხვედრაშია და პოლიციელებს, შესაძლოა, რეალურად ვერ შეეფასებინათ კონფლიქტის არსი, მაშინ, როდესაც სწორედ ბ--- თ----------სა და მ------ წ---–-------ის ჩვენებებს შორის არსებობს არსებითი წინააღმდეგობა, პოლიციელებმა კი (ექვსმა პოლიციელმა) დაინახეს რამდენჯერ დაარტყა ხელი ბ--- თ----------მ მ------ წ---–-------ს, რის შედეგად იგი წაიქცა. იმას, რომ ცემის შედეგად დაზარალებული წაიქცა, ადასტურებენ არა მხოლოდ პოლიციელები, არამედ თვით ბ--- თ---------- და მ------ წ---–-------ი. პოლიციის თანამშრომლებმა ერთნაირად აღწერეს საქმის გარემოებები გამოძიების დროს და სასამართლოში, მათი ჩვენებები თანმიმდევრულია და არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, რის გამოც არ არსებობს მათ სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. ისინი ასევე დეტალურად აღწერენ მ------ წ---–-------ის მოქმედებას ცემის შემდგომ და განმარტავენ, რომ ხელის დარტყმის შემდგომ მას სახე წამოწითლებული ჰქონდა, ტიროდა, იძახდა, რომ ტკივილებს გრძნობდა და ითხოვდა საავადმყოფოში წაყვანას. სწორედ ეს მოთხოვნა გახდა მისი საავადმყოფოში გადაყვანის საფუძველი.
ის ფაქტი, რომ ცემის შედეგად მ------ წ---–-------მა ფიზიკური ტკივილი განიცადა, დასტურდება იმით, რომ აღნიშნულის შესახებ მან განაცხადა პოლიციის მუშაკებთან და საავადმყოფოში, სადაც გადაყვანილი იქნა ცემის შემდეგ მისივე მოთხოვნით. სამედიცინო დოკუმენტაციაში გაკეთებული ჩანაწერის თანახმად, მ------ წ---–-------ს შუბლზე ჰქონდა ჰემატომა, რომელიც პალპაციით მტკივნეული იყო. იგივე დასტურდება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტ შ----- თ------ის ჩვენებებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბ--- თ----------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა ე---–---- ბ------მ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებულმა ბ--- თ----------მ და მისი ინსტერესების დამცველმა ადვოკატმა მ----–-- კ--------- ითხოვეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4.გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებისა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლომ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ე---–---- ბ------- სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს ბ--- თ----------ს უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან, საქმეში არსებობს სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების დაცვით მოპოვებული უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ბ--- თ----------ს მიერ მ------ წ---–-------ის ცემის ფაქტი, კერძოდ:
მოწმის სახით დაკითხული შსს ფ-----ს საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსის, დ----- ო---–-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 25 აგვისტოს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა თანამშრომლებთან _ ბ------- კ--–-------სთან, შ--–-- ზ---------სთან, ბ----- ნ--------სთან, ჯ---- ქ----------სთან, ფოთის საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილე კ------- კ------–--თან ერთად და იმყოფებოდა ქ-------–--------–-----–----------- მდებარე სუპერმარკეტ „-------------თან“. დაახლოებით 00:30 საათზე შემოესმათ უწმაწური სიტყვების და ლანძღვა-გინების ხმა, რის გამოც ყველანი გაემართნენ მოპირდაპირე მხარეს მდებარე ღია ბარისკენ, რომელიც კარგად იყო განათებული. დაახლოებით 7-8 მეტრზე მიახლოებისას შენიშნა ბ--- თ----------, რომელიც ბარის შესასვლელთან უმოწყალოდ ცემდა მ------ წ---–-------ს და უშვერი სიტყვებით მიმართავდა მას. შემდეგ ცარიელი ლუდის კათხა ესროლა, რომელიც მას აცდა და დაიმსხვრა. ბ--- თ----------მ სამჯერ-ოთხჯერ დაარტყა ხელი მ------ წ---–-------ს, რა დროსაც იგი სკამიდან გადავარდა, ხოლო ბ--- თ---------- კიდევ მიიწევდა მის საცემად. დანაშაულის აღკვეთის მიზნით, მან და ჯ---- ქ----------მ დააკავეს ბ--- თ----------. მ------ წ---–-------ს სახე აწითლებული ჰქონდა, სახეზე ხელს იკიდებდა და გაჰკიოდა _ სახე მტკივა და არ მომეკაროთო, თან საავადმყოფოში წაყვანას ითხოვდა. იგი ისტერიკაში იყო ჩავარდნილი და ეტყობოდა, რომ ძლიერ ფიზიკურ ტკივილს განიცდიდა, რის გამოც პოლიციის თანამშრომლებმა ფ-----ს კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავად მ------ წ---–-------ს ბ--- თ----------სთვის სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
მოწმის სახით დაკითხული შსს ფ-----ს საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ჯ---- ქ---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 25 აგვისტოს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და იმყოფებოდა ქ-------–--------–-----–-----------, სუპერმარკეტ „-------------ის“ წინ, სადაც მასთან ერთად იყვნენ ფ-----ს საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილე კ------- კ------–--ი, უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი დ----- ო---–----- და უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები შ--–-- ზ---------, ბ----- ნ-------- და ბ------- კ--–-------. დაახლოებით 12:30 საათზე, მოპირდაპირე მხარეს მდებარე ლუდის ღია ბარიდან შემოესმათ ხმაური და ლანძღვა-გინების ხმა, რის გამოც გაემართნენ აღნიშნული ბარისკენ. ამ დროს დაინახა, რომ ბ--- თ----------მ მ------ წ---–-------ს ესროლა ლუდის კათხა, რომელიც ბარის წინ დაიმსხვრა, ხოლო როდესაც ტროტუარს მიუახლოვდნენ, შეხედა, რომ ბ--- თ----------მ მაგიდასთან მჯდომ არასრულწლოვან მ------ წ---–-------ს დაახლოებით ორჯერ-სამჯერ დაარტყა ხელი სახის არეში, რის შედეგადაც იგი სკამიდან გადავარდა და წაიქცა. ამასობაში ისინიც მივიდნენ და მან და დ----- ო---–-----მ დააკავეს ბ--- თ----------, რომელიც სამმართველოში გადაიყვანეს. მ------ წ---–-------ს სახე აწითლებული ჰქონდა, ტიროდა მტკივაო და ბ--- თ----------ს მიმართავდა, რომ ამას არ აპატიებდა.
მოწმის სახით დაკითხული შსს ფ-----ს საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ბ------- კ--–-------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 25 აგვისტოს, ღამის საათებში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით იმყოფებოდა ქ-------–--------–-----–-----------, სუპერმარკეტ „-------------ის“ წინ მდებარე ტერიტორიაზე, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ფ-----ს საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილე კ------- კ------–--ი, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები ბ----- ნ--------, შ--–-- ზ---------, ჯ---- ქ---------- და უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი დ----- ო---–-----. დაახლოებით 00:30 საათზე, მოპირდაპირე მხარეს მდებარე ლუდის ღია ბარიდან შემოესმათ ხმაური, ყვირილი, გინება, ჩხუბის ხმა და ყველანი იქეთ წავიდნენ. როგორც კი გზის მეორე მხარეს გადაირბინეს, შეამჩნიეს ბ--- თ---------- და მ------ წ---–-------ი. ეს უკანასკნელი, სხვა პირებთან ერთად, ბარის შესასვლელთან მდგარ პირველ მაგიდასთან იჯდა. იქვე ახლოს იყო ბ--- თ----------, რომელიც აგინებდა მ------ წ---–-------ს. მერე გაიქცა მისი მიმართულებით, მყისიერად რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში და დაახლოებით 2 მეტრიდან ლუდის კათხა ესროლა, რომელიც მას აცდა და იქვე დაიმსხვრა. ამ დროს პოლიციელებიც მივიდნენ. მ------ წ---–-------ს სახე ჰქონდა აწითლებული, კიოდა, რომ ცუდად იყო, თავი ტკიოდა და სასწრაფოს ითხოვდა, თან ბ--- თ----------ს უყვიროდა არ გაპატიებო. ამის შემდეგ დ----- ო---–-----მ და ჯ---- ქ----------მ დააკავეს ბ--- თ----------, რომელიც აგრესიული იყო და მაინც აგინებდა მ------ წ---–-------ს.
მოწმის სახით დაკითხული შსს ფ-----ს საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ბ----- ნ--------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 25 აგვისტოს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, განაწილებული იყო ქ-------–--------–-----–-----------. დაახლოებით 00:30 საათზე, ფ-----ს საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილესთან _ კ------- კ------–--თან, უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსთან _ დ----- ო---–-----სთან და უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებთან _ შ--–-- ზ---------სთან, ბ------- კ--–-------სთან და ჯ---- ქ----------სთან ერთად იმყოფებოდა ქ-------–--------–-----–-----------, სუპერმარკეტ „-------------ის“ წინ, რა დროსაც მოპირდაპირე მხარეს მდებარე ლუდის ღია ბარიდან შემოესმათ ხმაური, ყვირილი, გინება და ჩხუბის ხმა. აღნიშნულზე მოახდინეს რეაგირება და ყველანი ჩქარი ნაბიჯით წავიდნენ იმ ადგილისკენ. ამ დროს დაინახეს, რომ ლუდის ბარის შესასვლელთან, რომელიც კარგად იყო განათებული, ბ--- თ---------- პირველ მაგიდასთან მჯდომ მ------ წ---–-------ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. მანვე ლუდის კათხა ესროლა მ------ს, რომელიც მას აცდა და გატყდა. მათ მისვლამდე ბ--- თ----------მ რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში მ------ წ---–-------ს, რომელიც წაიქცა, ზურგით დაეცა და ყვიროდა დამეხმარეთო. შემთხვევის ადგილზე პირველები დ----- ო---–----- და ჯ---- ქ---------- მივიდნენ, რომლებმაც ბ--- თ---------- ადგილზევე დააკავეს და ფ-----ს საქალაქო სამმართველოში გადაიყვანეს. დაკავებული განაგრძობდა აგრესიულად ქცევას და ვიზუალურად ეტყობოდა, რომ ნასვამი იყო. მ------ წ---–-------ს სახეზე სიწითლე აღენიშნებოდა, ისიც უცენზურო სიტყვებით მიმართავდა ბ--- თ----------ს და ეუბნებოდა, რომ ცემას არ აპატიებდა. ასევე ყვიროდა, რომ საშინლად ტკიოდა და საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდა. იგი კ------- კ------–--მა და შ--–-- ზ---------მ სამსახურებრივი ავტომობილით გადაიყვანეს საავადმყოფოში.
მოწმის სახით დაკითხული შსს ფ-----ს საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, შ--–-- ზ---------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 25 აგვისტოს, ღამის საათებში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით იმყოფებოდა ქ-------–--------–-----–-----------, სუპერმარკეტ „-------------ის“ წინ. მასთან ერთად იყვნენ ფ-----ს საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილე კ------- კ------–--ი, უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი დ----- ო---–----- და უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები ბ----- ნ--------, ბ------- კ--–------- და ჯ---- ქ----------. დაახლოებით 00:30 საათზე, მოპირდაპირე მხარეს მდებარე ლუდის ღია ბარიდან შემოესმათ ხმამაღალი საუბარი, უწმაწური სიტყვები და ყველანი ჩქარი ნაბიჯით გაემართნენ აღნიშნული ბარის მიმართულებით. წინ დ----- ო---–----- და ჯ---- ქ---------- მირბოდნენ, შემდეგ კი თვითონ. აღმაშენებლის ქუჩის გადაკვეთამდე დაინახა, რომ მისმა ნაცნობმა ბ--- თ----------მ ლუდის კათხა ესროლა გოგონას, რომელიც აღმოჩნდა ასევე მისი ნაცნობი მ------ წ---–-------ი. ამ უკანასკნელს ლუდის კათხა აცდა და ბარის ტერიტორიაზე დაიმსხვრა. შემდეგ ბ--- თ----------მ აგინა მას და პოლიციელების მისვლამდე რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში. მ------ წ---–-------ი მაგიდასთან იჯდა და დარტყმის შედეგად სკამიდან გადავარდა. ბ--- თ---------- დ----- ო---–-----მ და ჯ---- ქ----------მ დააკავეს და სამმართველოში გადაიყვანეს. მ------ წ---–-------ს სახე აწითლებული ჰქონდა, სიმწრისგან ყვიროდა თავბრუ მეხვევაო და სასწრაფოს გამოძახებას ითხოვდა. იგი მან და კ------- კ------–--მა სამსახურებრივი ავტომანქანით გადაიყვანეს ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში.
მოწმის სახით დაკითხული ფ-----ს საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილის, კ------- კ------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 25 აგვისტოს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე, თანამშრომლებთან _ დ----- ო---–-----სთან, ბ----- ნ--------სთან, ბ------- კ--–-------სთან, ჯ---- ქ----------სთან და შ--–-- ზ---------სთან ერთად იმყოფებოდა ქ-------–--------–-----–----------- მდებარე სუპერმარკეტ „-------------ის“ წინ. ამ დროს მოპირდაპირე მხარეს მდებარე ლუდის ღია ბარიდან შემოესმათ ხმაური და ლანძღვა-გინების ხმა. როდესაც აღნიშნული ბარისკენ წავიდნენ, დაინახეს, რომ ბ--- თ---------- სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა არასრულწლოვან მ------ წ---–-------ს, რომელიც მაგიდასთან იჯდა. ბ--- თ----------მ ლუდის კათხა ესროლა ამ უკანასკნელს, მაგრამ ვერ მოარტყა. შემდეგ მივიდა და რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, რის შედეგადაც მ------ წ---–-------ი წაიქცა. ბ--- თ---------- დ----- ო---–-----მ და ჯ---- ქ----------მ დააკავეს და სამმართველოში გადაიყვანეს. მ------ წ---–-------ს სახე გაწითლებული ჰქონდა და ტკიოდა. იგი პანიკაში იყო და სასწრაფოს გამოძახებას ითხოვდა, რის გამოც მან და შ--–-- ზ---------მ საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც ექიმმა გასინჯა.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ბ--- თ----------, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების _ დ----- ო---–-----ს და ჯ---- ქ---------ის მიერ დაკავებული იქნა 2017 წლის 25 აგვისტოს, 00:30 საათზე, ქ-------–--------–-----–---------–- მდებარე ღია ბარში. ოქმში აღნიშნულია, რომ ბ--- თ---------- დაკავების ადგილზე გამოხატავდა აგრესიას და ისევ იწევდა მ------ წ---–-------ის საცემად.
ალკოტესტით შემოწმების ქვითრის თანახმად, 2017 წლის 25 აგვისტოს, 1:13 საათზე, ბ--- თ----------ს დაუდგინდა ალკოჰოლური სიმთვრალე.
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (ფორმა N100-ით) დადგენილია, რომ მ------ წ---–-------ი 2017 წლის 25 აგვისტოს, 01:30 საათზე, პოლიციის თანამშრომლების მიერ იქნა მიყვანილი ქ.ფ-----ს ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში. ამავე ცნობაში მითითებულია, რომ პაციენტის გადმოცემით, მან ტრავმა მიიღო 30 წუთის წინ, კონფლიქტური სიტუაციის დროს. იგი უჩიოდა ტკივილებს შუბლის მიდამოში, სადაც აღენიშნებოდა მცირე ზომის კანქვეშა ჰემატომა, პალპაციით მტკივნეულობა.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემების თანახმად, მ------ წ---–-------ს დაესვა დიაგნოზი: რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა. მას აღენიშნებოდა კანქვეშა ჰემატომა შუბლის მიდამოში, რომელიც განვითარებული იყო რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ----- თ------ემ დაადასტურა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
დაზარალებულ მ------ წ---–-------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2017 წლის 25 აგვისტოს, დაახლოებით 00:25 საათზე, ქ-------–--------–-----–-----------, მარკეტის გვერდით მდებარე ღია ბარში, ურთიერთშელაპარაკების დროს, ბ--- თ----------მ დაუწყო უცენზურო სიტყვებით გინება, რა დროსაც ესროლა ცარიელი ლუდის კათხა, რომელიც აცდა და იქვე ბარის შესასვლელთან დაიმსხვრა. შემდეგ მიირბინა მასთან და რამდენჯერმე მთელი ძალით დაარტყა მუშტი სახის არეში, რა დროსაც განიცადა ძლიერი ტკივილი და დარტყმის შედეგად დაეცა ბეტონის იატაკზე. მან დაიწყო ტირილი, რადგან საშინლად ტკიოდა თავი და სახის მიდამო. უცებ მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც შეესწრნენ მისი ცემის ფაქტს და დააკავეს ბ--- თ----------, რომელიც დაკავების შემდეგაც იწევდა მისკენ და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა მ------ წ---–-------მა არ დაადასტურა გამოძიებაში მიცემული ჩვენების სისწორე ბ--- თ----------ს მიერ მისი ცემის ნაწილში, თუმცა არ უარყო შემთხვევის დღეს მათ შორის მომხდარი კონფლიქტის ფაქტი და აჩვენა, რომ ბ--- თ---------- გაიცნო სოციალურ ქსელ „Facebook“-ის მეშვეობით. მათ ხშირი კონტაქტი არ ჰქონიათ და ახლოს არ იცნობდნენ ერთმანეთს. 2017 წლის 25 აგვისტოს მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა ქ-------–--------–-----–----------- მდებარე ლუდის ღია ბარში, სადაც ასევე იმყოფებოდა ბ--- თ----------, რომელიც მისი მაგიდის გვერდით იჯდა. მასთან ერთად მყოფი გოგონა ველოსიპედით სასეირნოდ გავიდა და თვითონაც გაჰყვა. გასვლის დროს ბ--- თ----------მ რაღაც იუმორით უთხრა და მანაც ხუმრობით უპასუხა, რაც ბ---ს ეწყინა, ვინაიდან, ნასვამი იყო. თვითონაც 1 კათხა ლუდი ჰქონდა დალეული და როდესაც შემობრუნდა, მათ შორის კონფლიქტი მოხდა. ბ--- თ----------მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას, რაზეც შეურაცხყოფითვე უპასუხა. ამის შემდეგ ერთმანეთს შეაგინეს, რაზეც ბ--- თ---------- განრისხდა და ახლო მანძილიდან ესროლა ლუდის კათხა, რომელიც აცდა, ძირს დაენარცხა და გატყდა. ამის გამო თვითონაც აიღო 2 კათხა და ბ--- თ----------ს ესროლა, რომელთაგან მას ერთი მოხვდა მკლავზე, მაგრამ რაიმე დაზიანება არ მიუღია. კიდევ ერთი ლუდის კათხის სროლას აპირებდა, რა დროსაც ბ--- თ---------- მისკენ გამოექანა და კათხის აცილების მიზნით, ხელი აკრა ყბის ქვედა მხარეს, რის გამოც სკამს წამოჰკრა ფეხი და დაეცა, თუმცა რაიმე დაზიანება არ მიუღია და არც თავი დაურტყამს, ამავე დროს არანაირი ტკივილი არ განუცდია, უბრალოდ თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა, თან ლუდი ჰქონდა დალეული, ნასვამი იყო და ოდნავ თავბრუ დაეხვა. ამ დროს პოლიციის თანამშრომლებიც მივიდნენ, რომლებმაც წამოაყენეს. ძალიან შეურაცხყოფილად გრძნობდა თავს და გაიძახოდა, რომ ამას არ შეარჩენდა, ქუჩაშიც გავარდა და ეძებდა ბ--- თ----------ს, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ის პოლიციის თანამშრომლებს დაუკავებიათ. შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა სამმართველოში წაიყვანეს, სადაც აუხსნეს, რომ ღამის 10 საათის შემდეგ არასრულწლოვნის დაკითხვა არ შეიძლებოდა და მეორე დღეს უნდა გამოცხადებულიყო ჩვენების მისაცემად, რაზეც უპასუხა, რომ ბ--- თ----------ს მიმართ არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა და არ უნდოდა მის წინააღმდეგ საჩივრის დაწერა. სამმართველოდან პოლიციის თანამშრომლებმა საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც ექიმმა გასინჯა. მეორე დილით ღამენათევი, შეურაცხყოფილი და სტრესში მყოფი გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში, სადაც უთხრეს, რომ ახსნა-განმარტებითი ბარათი უნდა დაეწერა, ეს არ იყო ჩვენება და უბრალოდ უნდა აღეწერა, რაც მოხდა. მან უკარნახა რაც მოხდა, მაგრამ ამ დროს იმყოფებოდა აფექტის მდგომარეობაში, ძალიან გაღიზიანებული იყო ბ--- თ----------ზე და რეალურად სწორად ვერ აღიქვამდა სიტუაციას, ისიც კი არ ახსოვდა ბ--- თ----------ს ესროლა თუ არა ლუდის კათხა. მეორე დღეს დაფიქრდა და გაახსენდა, რომ თვითონაც ესროლა ლუდის კათხა ბ--- თ----------ს. იმ დღეს ღამენათევი და ძალიან გადაღლილი იყო, რამაც გავლენა იქონია იმაზე, რომ გამოძიებას ზუსტი და რეალური ინფორმაცია ვერ მიაწოდა. დაზარალებულმა მ------ წ---–-------მა ასევე განმარტა, რომ მას ბ--- თ----------სთვის თავისი ასაკი არ უთქვამს, ხოლო „Facebook“-ზე დაბადების თარიღი არასწორად ჰქონდა მითითებული. აქედან გამომდინარე, თვლის, რომ ბ--- თ----------სთვის მისი ასაკის და არასრულწლოვნების შესახებ ცნობილი არ იყო, თან ვიზუალურადაც არ ჰგავს არასრულწლოვანს. მისივე განმარტებით, ამ ფაქტამდე მას მეგობართან მოუვიდა კონფლიქტი, რა დროსაც მიიღო დაზიანებები სახის არეში.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაზარალებულ მ------ წ---–-------ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება არ არის გულწრფელი და გაზიარებული არ უნდა იქნეს, ვინაიდან, იგი არსებითად ეწინააღმდეგება სასამართლოში საქმის განხილვისას გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და პალატის შეფასებით, მიზნად ისახავს ბ--- თ----------სთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის არიდებას. დაზარალებულმა სრულიად არადამაჯერებელი არგუმენტების მოშველიებით შეცვალა გამოძიების დროს მიცემული ჩვენება და უარყო ბ--- თ----------ს მიერ მისი ცემის ფაქტი, რასაც რაიმე სარწმუნო ახსნა ვერ მისცა.
პალატა ვერ გაიზიარებს დაზარალებულ მ------ წ---–-------ის ჩვენებას იმის შესახებ, რომ ბ--- თ----------მ ლუდის კათხის აცილების მიზნით აკრა ხელი ყბის ქვედა მხარეს, რის შედეგადაც არანაირი ტკივილი არ განუცდია და რომ მას ამ ფაქტამდე მოუვიდა მეგობართან კონფლიქტი, რა დროსაც მიიღო დაზიანებები სახის არეში, რადგან აღნიშნულის საპირისპიროდ, საქმეში წარმოდგენილია ფაქტის თვითმხილველი 6 პოლიციის თანამშრომლის ჩვენება, რომლებითაც უტყურად დასტურდება, რომ ბ--- თ----------მ მ------ წ---–-------ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, რის გამოც იგი ტიროდა და საავადმყოფოში წაყვანას ითხოვდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით დადგენილია, რომ მ------ წ---–-------ი პოლიციის თანამშრომლების მიერ შემთხვევიდან რამდენიმე წუთში იქნა მიყვანილი საავადმყოფოში, სადაც მან განაცხადა, რომ დაზიანება მიიღო 30 წუთის წინ, კონფლიქტური სიტუაციისას. ამ დროს იგი უჩიოდა ტკივილებს შუბლის მიდამოში, სადაც აღენიშნებოდა მცირე ზომის კანქვეშა ჰემატომა, რომელიც პალპაციით მტკივნეული იყო. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მ------ წ---–-------ს შუბლის მიდამოში აღენიშნებოდა კანქვეშა ჰემატომა, რომელიც განვითარებული იყო რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად.
სააპელაციო პალატას მიიაჩნია, რომ არ არსებობს საფუძველი ზემოთ მითითებული მტკიცებულებების უტყუარობასა და სანდოობაში ეჭვის შესატანად, ვინაიდან, ისინი ურთიერთთანხვედრასა და ლოგიკურ ურთიერთკავშირში იმყოფებიან, რის გამოც გაზიარებული ვერ იქნება დაცვის მხარის მიერ შესაგებელსა და სააპელაციო პალატის სხდომაზე გამოთქმული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოწმის სახით დაკითხული პოლიციის თანამშრომლები საქმის შედეგით დაინტერესებული პირები არიან და მათი ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავი და არასანდოა. მოცემულ პოზიციასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოწმის ჩვენების სანდოობის შემოწმებისას განმსაზღვრელი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს იმას, თუ რამდენად სრულად წარმოგვიდგენს მოწმე ფაქტობრივ გარემოებებს, როგორია მისი უნარი _ სწორად აღიქვას და დაიმახსოვროს შემთხვევის მთავარი, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რომელთა შემსწრეც ის გახდა და ხომ არ არსებობს რაიმე საფუძველი მის ამგვარ უნარში გონივრული ეჭვის შესატანად. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარია პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებზე, რომელთა მიერ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სწორად აღქმისა და დამახსოვრების უნარი არანაირ ეჭვს არ იწვევს. შესაბამისად, გაზიარებული ვერ იქნება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოწმე პოლიციელებს, შესაძლოა, რეალურად ვერ შეეფასებინათ მხარეებს შორის კონფლიქტის არსი, ბრალდებულის მოქმედება და მისი მოტივები. გარდა ამისა, საქმეში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც თუნდაც ვარაუდის დონეზე მიუთითებდა, რომ ბრალდების მოწმე პოლიციის თანამშრომლები არიან დაინტერესებული პირები ბ--- თ----------ს წინააღმდეგ, რომ მათ გააჩნიათ რაიმე მიზეზი და საბაბი იმისათვის, რომ სასამართლოსთვის მიეცათ განზრახ ცრუ ჩვენებები და ბ--- თ----------სთვის დაებრალებინათ ისეთი ქმედების ჩადენა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. აღნიშნული იმაზე მიუთითებს, რომ არავითარი რეალური საფუძველი არ არსებობს დასკვნისათვის, რომ ამ შემთხვევაში მოწმე პოლიციელები არიან დაინტერესებული პირები და მათი ჩვენებები არ უნდა იქნეს მიღებული სარწმუნო მტკიცებულებებად. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ პოლიციელთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, სარწმუნო და როგორც ერთმანეთთან, ისე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან სრულად თანხვდენილი. მათში არ შეინიშნება არანაირი წინააღმდეგობა საქმის გარემოებებთან მიმართებით. ამასთან, პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები გამყარებულია მ------ წ---–-------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობითა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით. ამრიგად, სააპელაციო პალატის დასკვნით, არ არსებობს აღნიშნული ჩვენებების სისწორესა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის არავითარი საფუძველი.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დასჯად ქმედებას წარმოადგენს ძალადობა _ ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ძალადობა, ისევე როგორც ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულები, მატერიალური შემადგენლობისაა. ქმედება ძალადობად (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით) რომ დაკვალიფიცირდეს, აუცილებელია მას შედეგად მოჰყვეს დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ 2017 წლის 25 აგვისტოს, დაახლოებით 00 საათსა და 25 წუთზე, ქ-------–--------–-----–---------–- მდებარე ღია ბარში ურთიერთშელაპარაკებისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბ--- თ----------მ მ------ წ---–-------ის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, სახის არეში ხელის რამდენჯერმე დარტყმით სცემა იგი. ის ფაქტი, რომ დაზარალებულმა მ------ წ---–-------მა ბ--- თ----------ს მიერ ცემის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი, იმით დასტურდება, რომ ცემის შემდეგ იგი ტიროდა, იძახდა, რომ სახის არე ტკიოდა და საავადმყოფოში წაყვანას ითხოვდა. იგივე დასტურდება მ------ წ---–-------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით, რომლის თანახმად, პაციენტი უჩიოდა ტკივილებს შუბლის მიდამოში, სადაც აღენიშნებოდა პალპაციით მტკივნეული კანქვეშა ჰემატომა. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ სახეში ხელის რამდენჯერმე დარტყმა, რასაც შედეგად მოჰყვება რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა და შუბლის არეში კანქვეშა ჰემატომა, ნებისმიერი ადამიანისათვის, მით უფრო, 17 წლის არასრულწლოვნისთვის, ტკივილის გამომწვევია.
ამასთან, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორ ე---–---- ბ------- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ბ--- თ----------ს ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებისა და მისი ამ კვალიფიკაციით დამნაშავედ ცნობის თაობაზე, ვინაიდან, საქმეში არ მოიპოვება სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა დასკვნისათვის, რომ ბ--- თ----------სთვის ცნობილი იყო მ------ წ---–-------ის ასაკი. დაზარალებულის ჩვენების მიხედვით, მას ბ--- თ----------სთვის თავისი ასაკი არ უთქვამს. საქმის მასალებში არ მოიპოვება სხვა მტკიცებულება და არც რაიმე დადგენილი ისეთი გარემოება, რომელიც მიუთითებდა იმაზე, რომ ქმედების ჩადენისას ბ--- თ----------სთვის დანამდვილებით იყო ცნობილი ან მას შეიძლება სცოდნოდა დაზარალებულის ასაკი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სააპელაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბ--- თ----------ს მიერ ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული _ ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. შესაბამისად, ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ე---–---- ბ------- სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ ბ--- თ----------ს მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს და იგი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ბ--- თ----------სთვის სასჯელის დანიშვნისას სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს და იმავე კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულ მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას. პალატა ითვალისწინებს რა იმ გარემოებებს, რომ ბ--- თ---------- წინათ ნასამართლევია განზრახი ძალადობრივი ხასიათის დანაშაულისათვის (ფ-----ს საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 ივლისის განაჩენით იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა 04 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 06 თვე მოიხადა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 03 წელი და 06 თვე ჩაეთვალა პირობითად იმავე გამოსაცდელი ვადით) და პირობითი მსჯავრის დროს კვლავ ჩაიდინა ძალადობრივი დანაშაული, მიიჩნევს, რომ მას სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, რადგან ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს მის გამოსწორებას და სასჯელის მიზნების განხორციელებას.
სასჯელის ზომის განსაზღვრისას სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს დანაშაულის რეციდივის ფაქტს და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ამიტომ, ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია ითვალისწინებს ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ბ--- თ----------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით. ამასთან, ბ--- თ----------მ ბოლო დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის დროს, რის გამოც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი უნდა გაუქმდეს და მას საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს განაჩენთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესით, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ე---–---- ბ------- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2.გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 ივლისის გამამართლებელი განაჩენი ბ--- თ----------ს მიმართ.
3.ბ--- თ----------ს ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდეს ამავე მუხლის პირველ ნაწილზე.
4.ბ--- თ---------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ბ--- თ----------სთვის ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.
6.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს წინა _ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 03 (სამი) წლითა და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთიდან 01 (ერთი) წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ--- თ----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
7.მსჯავრდებულ ბ--- თ----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 25 აგვისტოდან 2017 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით.
8.ბ--- თ----------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოიხსნას ფ-----ს საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 სექტემბრის განჩინებით, ბ--- თ----------სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხის - 20 000 (ოცი ათასი) ლარის უზრუნველსაყოფად, გ--- ლ-----ს (პირადი ნომერი 4----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - ქ-------–------------–-------------------–----------------------------------------------------------------------------) 20 000 (ოცი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა.
9.ბ--- თ----------სთვის ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის საფუძველზე დაწესებული ვალდებულებები გაუქმებულია, შესაბამისად, გამომძიებლისათვის ჩაბარებული პასპორტი და პირადობის მოწმობა დაუბრუნდეს ბ--- თ----------ს.
10.ნივთიერი მტკიცებულება - ჭიქის ნამსხვრევები, რომლებიც ინახება შსს ფოთის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს.
11.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
12.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /ვ.დოლიძე/