განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002471422
საქმე №1ბ/969-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
3 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით
თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
მაია თეთრაული
ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: დ---------------ის
მსჯავრდებულის: მ-----– მ-------–-–---–ის
ადვოკატის: მ--------–--ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე თბილსისი ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის დ---------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №004100418009) მ-----– მ-------–-–---–ის მიმართ. მ-----– რ-------–--ის ძე მ-------–-–---–ი დაბადებულია 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, (პირადი #0-----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცოვრები: ქ. თ---–----------–------–----–---–-----------------------ში
წარდგენილი ბრალდება: საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტი;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილი;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ-----– მ-------–-–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
2018 წლის 10 აპრილს, დაახლოებით 16:30 საათზე ქ. თ---–--–-----------------–----–--------------------ის მიმდებარედ ავტონაქანის გაჩერების გამო მეზობლებს - გ--- მ--–---–---–ს და რ-------–-- მ-------–-–---–ს მოუვიდათ ურთიერთშელაპარაკება, რაც გადაიზარდა სიტყვიერ შეუარცხყოფაში. ხმაურზე სახლიდან გამოვიდა გ--- მ--–---–---–ის შვილი - გ---- მ--–---–---–ი, რომელიც ასევე ჩაერთო კამათში. აღნიშნულით განაწყენებულმა რ-------–-- მ-------–-–---–ის შვილმა - მ-----– მ-------–-–---–მა, რომელიც იქვე იმყოფებოდა, განიზრახა, შური ეძია და მოეკლა მამა-შვილი - გ--- და გ---- მ--–---–---–ები. ამ მიზნით, თანნაქონი დანით განზრახ მოკვლის მიზნით, შურისძიების მოტივით გ---- მ--–---–---–ს დანა დაარტყა მუცლის არეში, შემდგომ კი ასევე შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, იმავე დანით მარცხენა ფერდში ჭრილობა მიაყენა გ--- მ--–---–---–ს, რის შემდეგაც ადგილზე შეკრებილმა მეზობლებმა შეძლეს მათი გაშველება და აღარ მისცეს მ-----– მ-------–-–---–ს საშულება, დაზარალებულებისთვის კიდევ მიეყენებინა ჭრილობები. კონფლიქტის დასრულებისთანავე მ-----– მ-------–-–---–ი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო მძიმედ დაჭრილი გ---- და გ--- მ--–---–---–ები დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად გადაურჩნენ სიკვდილს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის განაჩენით:
მ-----– მ-------–-–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის მე-19, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
მ-----– მ-------–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
მ-----– მ-------–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მ-----– მ-------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;
მ-----– მ-------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 30 ივნისიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ---------------ემ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა - მსჯავდებულ მ-----– მ-------–-–---–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნტით დაკვალიფიცირება და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავდებულ მ-----– მ-------–-–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი------------ამ და მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას პროკურორმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს. შესავალ და დასკვნით სიტყვებში მოითხოვა მ-----– მ-------–-–---–ის საქართველოს სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დამნაშავედ ცნობა და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა, რომ მ-----– მ-------–-–---–მა ჩაიდინა დამამძიმებელ გარემოებაში - ორი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა. ბრალდების მხარე ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულებისთვის ჭრილობების მიყენების არეზე და მსჯავრდებულის სურვილზე, უკვე ჩადენილი ქმედების შემდეგ კვლავ მიეყენებინა მათთვის დაზიანებები, რაშიც იქ მყოფმა პირებმა შეუშალეს ხელი.
მსჯავრდებულმა მ-----– მ-------–-–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ--------–--ემ მხარი არ დაუჭირეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის განაჩენის უცვლელად დატოვება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ მ-----– მ-------–-–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მტკიცებულებები - დაიკითხნენ დაზარალებულები გ---- და გ--- მ--–---–---–ები, ფაქტის შემსწრე მოწმეები: ა---------------------ი, რ-------–-- მ-------–-–---–ი, ზ--------------–ი, გ------ი გ------ე, ი--------------ე და ი-----------ე. ასევე დაკითხული იქნენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები კ------------–---–ი, გ---- ს------–---–ი და კ--------–--------ა, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე გამომძიებლები გ---------–---–ი, ნ-------------–---–ი და ი-------–-ა, ექიმები თ----------------ა და ა---------–-----–--ა. გამოკვლეული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ჩხრეკის და ამოღების ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, დაქტილოსკოპიური, სამედიცინო და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, მოწმის სახით დაიკითხნენ ექსპერტები, ბრალდებულის სახით დაკითხული იქნა მ-----– მ-------–-–---–ი. აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად პალატა დადასტურებულად მიიჩნევს მ-----– მ-------–-–---–ის მიერ იმ ქმედების ჩადენას, რაც გათვალისწინებულის საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოსაზრებას, რომ თითქოს დაზრალებულების გ---- და გ--- მ--–---–---–ების ჩვენებებით დასტურდებოდეს მ-----– მ-------–-–---–ს მიერ თავდაპირველად წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ვინაიდან დაზარალებულ გ--- მ--–---–---–ის მოწმის სახით პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 10 აპრილს, საცხოვრებელი სახლის ეზოში მანქანის შესვლისას შეექმნა პრობლემა მეზობელ რ-------–-- მ-------–-–---–ის მიერ კარებში გაჩერებული მანქანის გამო. გამოიყენა ხმოვანი სიგნალი რ-------–-- მ-------–-–---–მა კი დაუწყო ყვირილი, ხოლო ყვირილის ხმაზე გამოვიდნენ მეზობლები გ------ი გ------ე და ზ----------------–ი, რომლებმაც ეზოში ასევე ყვირილის ხმაზე გამოსულ მის შვილს გ---- მ--–---–---–ს დაარტყეს. იქვე იმყოფებოდა მ-----– მ-------–-–---–ი, რომელმაც მუცლის არეში დანა ჩაარტყა მის შვილს. მისახმარებლად მათკენ წასულს კი მასაც ჩაარტყა დანა, თუმცა, ვერ იგრძნო მანამ, სანამ წამოსული სისხლი არ დაინახა. ამის შემდეგ მ-----– მ-------–-–---–ი გავიდა გვერდზე და იქვე დადგა.
პალატა ყურადღებას გაამახვილებს პროკურორის არგუმენტზე იმის შესახებ, რომ თითქოს გ--- მ--–---–---–მა ჩვენებაში დაადასტურა მასზე მ-----– მ-------–-–---–ის მიერ მორიგი თავდასხმის მეზობლების მიერ აღკვეთის ფაქტი. დაკითხვის 10:49 საათზე მოწმე უთითებს: ,,დარტყმის მომენტი არ დამინახავს, იქით იდგა, გვერდზე“. პროკურორის მიმანიშნებელ კითხვაზე პასუხობს: ,,ალბათ იწევდა, რა ჰქონდა თავში, რა ვიცი.“ 10:49 საათზე კვლავ იმეორებს: ,,გვერდზე იდგა, დაარტყა, იქით გავიდა და მაშინ დავინახე დანა.“ შემდეგ კი კვლავ პროკურორის მიმანიშნებელ კითხვაზე 11:02 საათზე პასუხობს: ,, დამჭრიდა ალბათ.“ 11:03 საათზე ისევ უთითებს: ,,არ მახსოვს, ჩემკენ გამოიწია, თუ არა.“ 11:04 საათზე ადვოკატის კითხვაზე პასუხობს: ,,ამ დროს მ-------–-–---–ი აღარ იწევდაო“.
დაზარალებულ გ---- მ--–---–---–ის მოწმის სახით პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენების მიხედვით, მამის - გ--- მ--–---–---–ის და რ-------–-- მ-------–-–---–ის კამათის ხმაზე გავიდა გარეთ. გასვლისას გაიგონა, თუ როგორ აყენებდა გ------ი გ------ე მამამისს სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო შემდეგ მასაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამ დროს ზ----------------–ი გადავიდა ავტომანქანიდან და მათ შორის დაუწყო ჩხუბი. ჩხუბის დაწყებისას მ-----–ი არ დაუნახავს. როცა დაინახა, მარჯვენა ხელში ეჭირა დანა, რომელიც ჯერ მას დაარტყა მუცლის არეში, ხოლო შემდეგ - გ--- მ--–---–---–ს გულმკერდის არეში. დარტყმის შემდეგ თავისი ფეხით მივიდა სახლის კართან და მეზობლებმა შეიყვანეს შიგნით. რაც შეეხება მ-----– მ-------–-–---–ის მიერ მასზე განმეორებითი თავდასხმის მცდელობას, მოწმემ სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა აღნიშნული გარემოება და მიუთითა, რომ მ-----– მ-------–-–---–მა ჯერ ის დაჭრა, მერე მამამისი, შემდეგ კი ისევ მისკენ წავიდა (დაკითხვის 10:25 საათი). თუმცა იმავე დაკითხვის 10:36 საათზე მიუთითა, რომ მ-----– მ-------–-–---–ი მას არ მისდევდა დანის დასარტყმელად.
დაზარალებულების ჩვენებებით ვერ იქნება უტყუარად დადასტურებულად მიჩნეული, როომ მ-----– მ-------–-–---–ი მათკენ კვლავ იწევდა დაჭრის შემდეგ. აღნიშნულის საფუძველს სასამართლოს აძლევს მათში ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებზე მითითება, ასევე გ--- მ--–---–---–ის არაერთმნიშვნელოვანი, ორჭოფული პასუხები და ის, რომ მათი მითითება მ-----– მ-------–-–---–ისაგან განმეორებითი თავდასხმის მცდელობაზე არ დასტურდება საქმეზე დაკითხული სხვა მოწმეთა ჩვენებებით. რაც შეეხება ხ---- მ--–---–---–ს, იგი არაპირდაპირი მოწმეა და ჩვენებაში მიუთითა ოჯახის წევთა ნაამბობი. დაზარალებულთა პოზიციების ურთიერგამომრიცხავ ხასიათს ხაზს უსვამს ისიც, რომ სხდომაზე დაკითხვისას გამორიცხეს მ-----– მ-------–-–---–თან შერიგება, თუმცა მანამდე საპირისპირო დააფიქსირეს ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებაში.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ დაზარალებულთა ჩვენებები ორი პირის მკვლელობის განზრახვის არსებობის დასადასტურებლად არასაკმარისია მათი არათანამიმდევრულობისა და დაზარალებულთა საქმისადმი სუბიექტური განწყობის გამო - მსჯავრდებულის მიმართ წყენის კვლავ არსებობა მათ დაადასტურეს სასამართლოს სხდომაზეც.
საქართველოს უზენაესი სასამართლო 2018 წლის 20 ივლისის საქმე №123აპ-18-ში აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დაშვებული. კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პირის მსჯავრდებას. ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მათ შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს საეჭვოდ მიიჩნევს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზ------------ე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ მითითებულია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შესაძლო შეცდომის დაშვების თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ გაამართლებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული.
ამდენად, არასაკმარისი და არადამაჯერებელი მტკიცებულებებით, უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილ სტანდარტებს, რადგან შეიცავს უდანაშაულო პირის მსჯავრდების რისკს.
მოწმის სახით დაკითხულმა რ-------–-- მ-------–-–---–მა განმარტა, რომ გ--- მ--–---–---–ის სიგნალისა და მათი შელაპარაკების ხმაზე მათთან მივიდნენ გ---ს შვილი - გ---- მ--–---–---–ი და მეზობლები - ზ--------------–ი და გ------ი გ------ე. გ---- მ--–---–---–სა და გ------ი გ------ეს მოუვიდათ შელაპარაკება, რა დროსაც გ---- მ--–---–---–მა გ------ი გ------ეს ჯერ ფეხი ამოარტყა უხერხულ ადგილას, ხოლო შემდეგ ხელი დაარტყა. აღნიშნულის შემდეგ მან დაიჭირა გ---- მ--–---–---–ი, სახით იყურებოდა კედლისკენ, რის გამოც არ დაუნახავს გ---- და გ--- მ--–---–---–ების დაჭრის მომენტი. თავისი შვილი მხოლოდ ჩხუბის დასრულების შემდეგ დაინახა. მას ა---------------------ი მიჰყავდა სახლში. ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმის სახით დაკითხულმა ა---------------------მაც. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ გ---- მ--–---–---–ი იყო ძალიან აგრესიული და ჩხუბიც მან დაიწყო.
მოწმის სახით დაკითხული ზ----------------–ის ჩვენებით დასტურდება, რომ შემთხვევის დღეს გ---- მ--–---–---–მა გ------ი გ------ეს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო შემდეგ რამდენჯერმე დაარტყა, რის გამოც გ------ი ძირს დაეცა. რ-------–-- მ-------–-–---–მა დაიჭირა გ---- მ--–---–---–ი და სთხოვდა, დაწყნარებულიყო. ამ დროს დაინახა, თუ როგორ მირბოდა გ--- მ--–---–---–ი გ------ი გ------ისკენ და გ------ისთვის მასაც რომ არ დაერტყა, ხელის კვრით გასწია უკან. როდესაც სიტუაცია დაწყნარდა და მოჩხუბრებს შეხედა, დაინახა, რომ გ---- მ--–---–---–ს ჰქონდა წითელი ფერის ლაქები და სისხლი მოსდიოდა. ის თავისი ფეხით შევიდა ჭიშკარში. მას მეზობლები აცილებდნენ. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ მ-----– მ-------–-–---–ი დანის დასარტყმელად დაზარალებულებისკენ არ იწევდა. მას და გ------ი გ------ეს მ-----– მ-------–-–---–ი არ შეუჩერებიათ. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა გ------ი გ------ემ და დამატებით განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც გ---- მ--–---–---–მა უხერხულ ადგილას ამოარტყა ფეხი, ჩაიკეცა და ჩხუბში მონაწილეობა აღარ მიუღია. შესაბამისად, არავინ გაუშველებია და არც ვინმეს გადაფარებია დასაცავად.
ბრალდებულის სახით დაკითხულმა მ-----– მ-------–-–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა მოწმეთა ჩვენებები. განმარტა, რომ გ--- მ--–---–---–ის და მამამაისის - რ-------–-- მ-------–-–---–ის ჩხუბის ხმაზე გავიდა ეზოში, სადაც შეესწრო გ--- მ--–---–---–სა და გ------ი გ------ეს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას. გ---- მ--–---–---–ს დანა მოუქნია იმიტომ, რომ შეეჩერებინა, რათა არ მიხმარებოდა თავის მამას - გ--- მ--–---–---–ს, რომელიც ისედაც აგრესიული იყო. მ-----– მ-------–-–---–ის ჩვენების მიხედვით მას დაზარალებულების მოკვლის განზრახვა არ ჰქონია. ასეთი განზრახვა რომ ჰქონოდა, მას განახორციელებდა კიდეც, ვინაიდან დაზარალებულებს არავინ იცავდა და არც მას აკავებდა ვინმე.
.
ამდენად, ბრალდების მხარის არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მ-----– მ-------–-–---–ს გადაეფარნენ და ამით ხელი შეუშალეს, კვლავ განეხორცილებინა დაზარალებულებისთვის დანის დარტყმა, საფუძველს მოკლებულია და არ გამომდინარეობს უშუალოდ ფაქტის შემსწრე პირების ჩვენებებიდან. ბრალდების მხარის ეს პოზიცია და არგუმენტაცია გაბათილდა თავად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით. ფაქტის უშუალო შემსწრე (პირდაპირმა) მოწმეეებმა ზ----------------–მა და გ------ი გ------ემ კატეგორიულად უარყვეს გაშველებაში მონაწილეობისა და დაზარალებულთა დაცვის ფაქტი. პირიქით, გ------ი გ------ემ განაცხადა, რომ დაზარალებულის მიერ მისთვის უხერხულ ადგილას ფეხის ამორტყმის შემდეგ დაეცა და ამის გამო კონფლიქტში მონაწილეობა აღარ მიუღია.
პალატა აქვე საჭიროს თვლის მიუთითოს, რომ შემთხვევის ადგილზე მყოფი მეზობლების, მათ შორის რ-------–-- მ-------–-–---–ის მხრიდან ბუნებრივ რეაქციად უნდა შეფასდეს დაზარალებულებზე გადაფარება ან დაზარალებულებსა და თავდამსხმელს შორის ჩადგომა, როგორც ამას დაზარალებულები უთითებენ. დაზარალებულთა ჩვენებების ამ ნაწილის გაზიარების შემთხვევაშიც კი ეს გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ მეზობლებმა დაინახეს თუ არა უკვე განხორციელებული თავდასხმის ფაქტი, ინსტიქტურქად მიიღეს ზომები მისი განმეორებისათვის ხელის შესაშლელად. თუმცა მათი ეს რეაქცია ერთმნიშვნელოვნად არ ადასტურებს ასეთი თავდასხმის განმეორების საფრთხის არსებობას.
მოწმის სახით დაკითხულმა ი--------------ემ და ი-----------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ანალოგიური ჩვენება მისცეს და დაადასტურეს, რომ ყვირილის ხმაზე გარეთ გასულებმა დაინახეს კედელზე მიყრდნობილი გ---- მ--–---–---–ი, რომელსაც მუცლის არეში ჰქონდა ჭრილობა მიყენებული, რის გამოც გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. მოგვიანებით კი სახლში შევიდა გ--- მ--–---–---–ი, რომელმაც თქვა, რომ დაჭრილი იყო.
მოწმის სახით დაკითხული იქნენ ექიმები თ----------------ა და ა---------–-----–--ა. თ----------------ას ჩვენებით დასტურდება, რომ გ---- მ--–---–---–ს აღენიშნებოდა ნაჩხვლეტი შემავალი ჭრილობა მუცლის შიდა კედელზე. მუცლის ღრუს გაკვეთის შემდეგ აღმოჩნდა, რომ დაზიანებული იყო კუჭი, ღვიძლი, პანკრიასი და ბადე. პაციენტს გაუკერა ჭრილობა, ჩაუტარდა კლინიკოლაბორატორიული და ინსტრუმენტალური კვლევები. მოწმე ა---------–-----–--ას ჩვენებით დადგინდა, რომ გ--- მ--–---–---–ი შეყვანილი იქნა კლინიკაში ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობით გულმკერდისა და მუცლის საზღვარზე, მარცხნივ. ჭრილობას ჩაუტარდა რევიზია, რა დროსაც აღმოჩნდა დიდი რაოდენობით სისხლი კანქვეშა და ცხიმოვან-კუნთოვან შრეში. ჩატარდა ჭრილობის ამორეცხვა და გაკერვა. ჭრილობა არ იყო მუცლის ან გულმკერდის ღრუში შემავალი.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2018 წლის 10 აპრილის ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერებულ იქნა ქ. თ---–--–-----------------–----–--------------------ის მიმდებარე ტერიტორია, ასევე ქ. თ---–--–----------–---–-------------ში მდებარე ხ---- მ--–---–---–ის საცხოვრებელი სახლი და ეზო, რა დროსაც გ---- მ--–---–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში შესასვლელი კარის წინ ასფალტის ზედაპირიდან ამოღებული იქნა სუნის კვალის ნიმუში და მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები. სახლის მისაღებ ოთახში, დივანის წინ იატაკის ზედაპირიდან ამოღებული იქნა მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქის ანაწმენდი საკონტროლო ანაწმენდთან ერთად. „N---------“-ს ფირმის ავტომობილის უკანა მარჯვენა კარის მინის გარე ზედაპირიდან ამოღებული იქნა ხელის კვალის ნიმუშები ოთხ ცალ დაქტილოფირზე. აღნიშნული გარემოება დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა: ჯ----------–-–---–მა და ზ---------------–---–მა.
2018 წლის 11 აპრილის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების გამომძიებელ ი-------–--ას მიერ ამოღებული იქნა რ-------–-- მ-------–-–---–ის მიერ წარდგენილი კუთვნილი ტანსაცმელი მასზე არსებული სისხლისმაგვარი ლაქებით, კერძოდ: „adidasis“-ის ფირმის ნაცრისფერი ნაჭრის სპორტული შარვალი, რომელსაც რამდენიმე ადგილას აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები და ნაცრისფერი მოკლესახელოებიანი მაისური, წინა მხარეს წარწერით შავ ფერში „BATTLE“, რომელსაც რამდენიმე ადგილას ასევე აღენიშნება სისხლის მაგვარი მოწითალო ფერის ლაქები.
2018 წლის 11 აპრილის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ შპს „ნ--- ჰ---------–ის“ საავადმყოფოს შენობაში ექთნის თანაშემწის - ო--------–----–---–ისგან ამოღებული იქნა გ---- მ--–---–---–ის ტანსაცმელი, კერძოდ: შავი ფერის ჯინსის შარვალი მოყავისფრო ტყავის ქამართან ერთად, მოლურჯო ფერის სვიტერი, რომელიც წინა მხრიდან მთლიან სიგრძეზე არის გაჭრილი და აღენიშნება დაახლოებით 3 სმ. სიგრძის ნაჩხვლეტი. მაისურაზე ასევე აღინიშნება მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები; შავი და ყვითელი ფერებით გაწყობილი ტრუსი, ერთი წყვილი წინდა და ერთი წყვილი შავი ფერის ფეხსაცმელი წარწერით „PRADA“.
2018 წლის 11 აპრილის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ შპს „ნ--- ჰ---------–ის“ საავადმყოფოს ექთნის თანაშემწის - ო--------–----–---–ისგან ამოღებული იქნა გ--- მ--–---–---–ის ტანსაცმელი, კერძოდ: მოთეთრო ფერის მაისური წარწერით „ASWZ“ რომელსაც მარცხენა გვერდზე აღენიშნება დაზიანების კვალი და მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები. მუქი ფერის სვიტერი წინ ელვა შესაკრავით, რომელსაც მარჯვენა გვერდზე აღენიშნება დაზიანების კვალი და მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები, მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი, რომლებზეც აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები და ერთი წყვილი წინდა.
სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 08 მაისის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ შპს ,,ნ----ჰ---------–ის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N3----ისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ჩანაწერების თანახმად, მოქ. გ---- მ--–---–---–ს 2018 წლის 10 აპრილს დაუდგინდა დიაგნოზი: მუცლის წინა კედლის ნაკვეთი შემავალი ჭრილობა კუჭის, პანკრეასის და ღვიძლის დაზიანებით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და დაზიანება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნულის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა კ--------------–-----–---–მა.
სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 08 მაისის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ შპს ,,ნ----ჰ---------–ის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N3----ისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ჩანაწერების თანახმად, მოქ. გ--- მ--–---–---–ს 2018 წლის 10 აპრილს დაუდგინდა დიაგნოზი: გულმკერდის ნაჩხვლეტ- ნაკვეთი სისხლმდენი ჭრილობა, რბილი ქსოვილების ჰემატომა. დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნულის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა კ--------------–-----–---–მა.
ბიოლოგიური, (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის 2018 წლის 23 ივლისის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ პაკეტში, წარწერით: „...N1,2,3 - ასფალტის ამონატეხები მოწითალო ფერის ლაქებით, ობ. N4 - მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი დოლბანდზე, საკონტროლო ანაწმენდთან და დოლბანდის სუფთა ნიმუშთან ერთად...“, მოთავსებულ ასფალტისმაგვარ ფრაგმენტებსა და ანაწმენდზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N1-4) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ---- მ--–---–---–ს (ობ. N21; კონვერტი, წარწერით: „გ---- მ--–---–---–ის სისხლის ნიმუში“); პაკეტში, წარწერით: „...რ-------–-- მ-------–-–---–ის ტანსაცმელი...“, მოთავსებულ მონაცრისფრო, მოკლესახელოებიან მაისურსა ობ. N55,6) და მონაცრისფრო, სპორტული ტიპის შარვალზე (ობ. N7,73,8) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N5,55,7,7,8-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ---- მ--–---–---–ს (ობ. N21). ობ. N6-ის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის გ---- მ--–---–---–ს (ობ. N21), ხოლო მინორულ წილში გ--- მ--–---–---–ის (ობ. N20) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება; პაკეტში, წარწერით: „...გ---- მ--–---–---–ის ტანსაცმელი...“, მოთავსებულ მოლურჯო-მონაცრისფრო, მთლიანობა დარღვეულ სვიტერზე (ობ. N9,10), მუქი მოლურჯო-მოშავო ფერის ჯინსის შარვალსა (ობ. N11,12) და ტყავისმაგვარი მასალის მარცხენა ფეხსაცმელზე (ობ. N13) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N9,11-13-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ---- მ--–---–---–ს (ობ. N21). ობ. N10-ის (სვიტერის მარჯვენა სახელოს მანჟეტის შიდა ზედაპირზე არსებული ლაქის) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება გ---- მ--–---–---–ისა (ობ. N21) და გ--- მ--–---–---–ის (ობ. N20) გენეტიკური პროფილებისაგან. მანჟეტის შიდა, მოწითალო-მოყავისფრო ლაქისაგან თავისუფალ ზედაპირზე არსებული ბიომასალის (ობ. N103) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ---- მ--–---–---–ს (ობ. N21). ამავე პაკეტში მოთავსებულ ქვედა საცვალზე, წყვილ წინდასა და მარჯვენა ფეხსაცმელზე სისხლზე საეჭვო ლაქები არ აღინიშნება; პაკეტში, წარწერით: „...გ--- მ--–---–---–ის ტანსაცმელი.“, მოთავსებულ მოთეთრო ფერის მოკლესახელოებიან მაისურზე (ობ. N14, 15), მოლურჯო ფერის სვიტერზე (ობ. N16,17), მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალსა (ობ. N18) და მოლურჯო ფერის სპორტულ მარცხენა ფეხსაცმელზე (ობ. N19) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ--- მ--–---–---–ს (ობ. N20). აღნიშნულის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქ-----------------–-–---–მა.
პალატა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებამდე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სსკ-ის მე-19,109-ე მუხლით მსჯავდებულის მიმართ წარდგენილ ბრალდებაზე და აღნიშნავს, რომ აღნიშნული მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, მკვლელობის ამ მუხლით კვალიფიკაცია შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირი დანაშაულებრივ ქმედებას ახორციელებს განზრახი მოქმედებით, რა დროსაც დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურს ეს შედეგი (დაზარალებულის სიკვდილი), ანდა ითვალისწინებს ასეთი შედეგის დადგომის გარდუვალობას (პირდაპირი განზრახვის დროს), ან არ სურს ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებს ან გულგრილად ეკიდება მის დადგომას (არაპირდაპირი განზრახვის დროს). აღნიშნული დანაშული შესაძლებელია, ჩადენილი იქნას როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით. თუმცა მნიშვნელოვანია, განზრახ მკვლელობა გაიმიჯნოს მასთან ახლოს მყოფი სხვა დანაშაულებისგან, როგორიცაა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება. პირის დანაშაულებრივი ქმედების სწორი კვალიფიკაციისათვის აუცილებელია, დადგინდეს მისი დამოკიდებულება კონრეტული შედეგის მიმართ ან მოსალოდნელი შედეგის მიმართ, რაც უნდა შეფასდეს დანაშაულის ყველა გარემოებათა ერთობლიობაში, მათ შორის ყურადღება უნდა გამახვილდეს დანაშაულის ჩადენის ხერხზე და საშუალებაზე, ჯანმრთელობის დაზიანებათა რაოდენობაზე, ხასიათსა და მის ლოკაციაზე. ასევე, დანაშაულის ჩადენამდე და მისი ჩადენის შემდეგ დაზარალებულსა და დამნაშავის ქცევაზე და მათ ურთიერთობაზე.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩენში ჩამოყალიბებულ მსჯელობას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში უტყუარად ვერ დგინდება, რომ მ-----– მ-------–-–---–ს ჰქონდა დაზარალებულების მოკვლის განზრახვა. ასეთი განზრახვის არსებობის შემთხვევაში მას ობიექტურად შეეძლო, განეხორციელებინა დანით არაერთი დარტყმა, დაზარალებულებისთვის მიეყენებინა მრავლობითი დაზიანებები (მათ შორის სიცოცხლისათვის სახიფათო ან მსუბუქი ხარისხის), რაც დაადასტურებდა მის აშკარა მისწრაფებასა და სურვილს, მოკვლის განზრახვა მოეყვანა სისრულეში. საწინააღმდეგოდ სახეზე გვაქვს დაზარალებულთათვის მიყენებული თითო ჭრილობა, რომლებიც დანის არაერთხელ დარტყმის შესაძლებლობის არსებობის პირობებში უტყუარად არ მიუთითებენ მ-----– მ-------–-–---–ის განზრახვაზე, მოეკლა დაზარალებულები. მ-----– მ-------–-–---–ს ჰქონდა რეალური შესაძლებლობა, სისრულეში მოეყვანა მკვლელობის განზრახვა ასეთის არსებობის შემთხვევაში და არაერთხელ დაერტყა დანა დაზარალებულებისთვის, რაც მას არ განუხორციელებია. ბრალდების მხარე ორი პირის მკვლელობის განზრახვის არსებობის დასადასტურებლად ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ იმ დეტალზე, დაზარალებულთა დაჭრის შემდეგ იწევდა თუ არა კვლავ მათკენ მ-----– მ-------–-–---–ი. მოცემულ შემთხვევაში მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ის გარემოება, რომ შემთხვევის ადგილზე მყოფ პირთაგან დაზარალებულთა დაჭრამდე არავის შეუმჩნევია მ-----– მ-------–-–---–ის ხელში დანა. მათ ეს მხოლოდ ქმედების ჩადენის შემდეგ დაინახეს. არც განმეორებითი დარტყმების განხორციელება აღუკვეთავს ვინმეს. მ-----– მ-------–-–---–მა ყველასაგან მოულოდნელად დაჭრა გ---- მ--–---–---–ი და ისე, რომ არ გამოუყენებია მისთვის სხვა დაზიანებათა მიყენების შესაძლებლობა, გადაინაცვლა გ--- მ--–---–---–ისკენ, რომელსაც ასევე ერთი დაზიანება მიაყენა და გვერდზე გადგა. ამდენად, დაუსაბუთებელია ბრალდების მხარის პოზიცია, თითქოს მ-----– მ-------–-–---–ს არ მიეცა მკვლელობის განზრახვის სისრულეში მოყვანის შესძლებლობა
პალატა ასევე მიუთითებს, რომ თუკი პირისათვის სხეულის დაზიანების მიყენების მომენტში არ არის კონკრეტიზირებული დამნაშავის განზრახვა, ქმედება დაკვალიფიცირდება დამდგარი შედეგის შესაბამისად.
პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, განმარტოს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმისწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ამასთან, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება სასამართლო სხდომაზე, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშუალოდ და ზეპირად გამოკვლეული ერთმანეთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა კი სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით, რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზედაც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა ის მტკიცებულება, რომელიც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მ-----– მ-------–-–---–თან მიმართებაში პროკურატურამ დაამტკიცა მათი სარწმუნოობა გონივრულ ეჭვს მიღმა, თუმცა არა ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციით, არამედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდნენ მ-----– მ-------–-–---–ის მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენას დამამძიემებელ გარემოებაში - ორი პირის მიმართ.
საქართველოს კონსტიტუციის 31 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. იგივე არის განცხადებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქმეზე წარმოდგენილი და გამოკვლეული ბრალდების მხარის მტკიცებულებებით პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ-----– მ-------–-–---–მა ჩაიდინა გ---- მ--–---–---–ის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის და გ--- მ--–---–---–ის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
პალატა განმარტავს, რომ პირის მიერ ჩადენილი ქმედების მკვლელობის მცდელობად დაკვალიფიცირებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის ჩამდენი პირის განზრახვას, მის ქცევას - მიზანმიმართულ ქმედებას დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ და იმ ხელის შემშლელ გარემოებებს, რომელთა გამოც განზრახვა ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი. ასევე, ქმედების შეფასებისას გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, თუ რა პირობებში მოხდა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, ბრალდებული არის თუ არა მარტო ქმედების ჩადენისას, შემთხვევის ადგილზე არის თუ არა სხვა პირი, ვინც შესაძლოა, ბრალდებულს დახმარება აღმოუჩინოს ან ხელი შეუშალოს და მიყენებული ჭრილობების რაოდენობა. მოცემულ შემთხვევაში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მ-----– მ-------–-–---–ს განზრახ მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია. ასეთის არსებობის შემთხვევაში მას ხელს არაფერი უშლიდა. მისი ქმედება არ იყო მიმართული დაზარალებულთა სიცოცხლის მოსპობისაკენ - დანის ერთხელ დარტყმის (კონფლიქტის განმუხტვის) შემდეგ გადგა გვერდზე და მიუხედავად იმისა, რომ განმეორებითი დარტყმების განხორციელების საშუალება ჰქონდა, მას ეს არ გაუკეთებია. ამასთან, ორივე დაზარალებული იდგა ფეხზე და ვარაუდი, რომ მას მკვლელობის განზრახვა ბოლომდე მიყვანილად ჩაეთვალა, გამორიცხულია. ყურადღება უნდა მიექცეს ასევე იმ გარემოებას, რომ დაზარალებულმა გ---- მ--–---–---–მა პირველმა დატოვა შემთხვევის ადგილი და სახლისკენ წავიდა. ადგილზე დარჩა მ-----– მ-------–-–---–ი, რომელსაც არ უცდია გამოდევნება.
საქართველოში ადამიანის ჯანმრთელობა დაცულია კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით. მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის სამართლებრივი დაცვა, რომელსაც ემსახურება სამართლის სხვადასხვა დარგის სპეციალური ნორმები. ჯანმრთელობის დაზიანებად უნდა ჩაითვალოს ადამიანის სხეულის, მისი ორგანოსა თუ ქსოვილის ანატომიური მთლიანობის ან ფიზიოლოგიური ფუნქციის დარღვევა, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა გარე ფაქტორების ზემოქმედებით. ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული შეიძლება, განიმარტოს, როგორც სხვისი სხეულის, ცალკეული ორგანოსა თუ ქსოვილის ანატომიური მთლიანობის ან ფიზიოლოგიური ფუნქციის დარღვევა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით (განზრახ ან გაუფრთხილებლობით). ჯანმრთელობის დაზიანების სიმძიმის მიხედვით აღნიშნული დანაშაულები იყოფა სამ ჯგუფად: ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე და მსუბუქი დაზიანება. დაზიანების სიმძიმის განსაზღვრისათვის საჭიროა სპეციალური სამედიცინო ცოდნა. ამიტომ დაზიანების სიმძიმეს სასამართლო დამოუკიდებლად ვერ განსაზღვრავს. ამ კატეგორიის საქმეებზე აუცილებელია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნა. ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული მატერიალურია. მის დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია შესაბამის ნორმაში გათვალისწინებული შედეგის დადგომა ან კონკრეტული საფრთხის (მაგალითად 117-ე მუხლის 1 ნ. — რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის) შექმნა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უნდა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი პირის მიერ ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს ან კონკრეტულ საფრთხეს შორის. ჯანმრთელობის დაზიანების ხერხი და საშუალება შეიძლება სხვადასხვა იყოს. კერძოდ, დამნაშავემ სხვისი ჯანმრთელობის დასაზიანებლად შესაძლებელია, გამოიყენოს მექანიკური საშუალება - დანა.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ქმედებაში, მძიმე შედეგში, მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როცა პირის ქმედება წარმოადგენდა 117-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ერთ-ერთ აუცილებელ (და არა ერთადერთ) აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ დადგებოდა. მოქმედი კანონით ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება ჩაითვლება მძიმედ, როცა სახეზეა სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის. სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებად ითვლება ჯანმრთელობის ისეთი დაზიანება, რომელიც ზიანის მიყენების მომენტისათვის საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს და ამდენად, შეიძლება, გამოიწვიოს სიკვდილი.
გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე პალატას დადასტურებულად მიიჩნია, რომ მ-----– მ-------–-–---–მა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების განზრახვით დაზარალებულ გ---- მ--–---–---–ს მუცლის არეში დაარტყა დანა, რითიც დაზარალებულს მიაყენა სხეულის მძიმე დაზიანება (დაზიანების სიმძიმე დადგენილი იქნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით) და მ-----– მ-------–-–---–ის ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - გ---- მ--–---–---–ის სხეულის მძიმე დაზიანებასთან.
საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა დაწესებული ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ იგი გამოიხატება როგორც მოქმედებაში ისე უმოქმედობაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ქმედებამ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა. სუბიექტური მხრივ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მოტივსა და მიზანს არა აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. იგი მხედველობაში მიიღება მხოლოდ სასჯელის დანიშვნისას და ამასთანავე აქვს მტკიცებითი მნიშვნელობა. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია დაზარალებულ გ--- მ--–---–---–ისათვის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების მიყენების ფაქტი (დაზიანების სიმძიმე დადგენილი იქნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით) და მ-----– მ-------–-–---–ის ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - გ--- მ--–---–---–ის სხეულის მსუბუქ დაზიანებასთან.
პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებზე, რა დროსაც სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).).
მოცემულ შემთხვევაში პალატამ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და მ-----– მ-------–-–---–ის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რომელთა დისპოზიციები დასჯად ქმედებებად მიიჩნევს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ე.ი. სხეულის დაზიანებას, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
რაც შეეხება მსჯავრდებულ მ-----– მ-------–-–---–ისთვის დანიშნულ სასჯელს, პალატას მიაჩნია, რომ იგი შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილ დანაშაულთა ხასიათს და სიმძიმეს. იგი უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, კრიმინალის შემცირებას. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ მ-----– მ-------–-–---–ისათვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ მ-----– მ-------–-–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მსჯავრდებულ მ-----– მ-------–-–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის დ---------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ მ-----– მ-------–-–---–ის დარჩეს უცვლელი;
მ-----– მ-------–-–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე და სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
მ-----– მ-------–-–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით;
მ-----– მ-------–-–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მ-----– მ-------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით;
ცნობად იქნას მიღებული, რომ მ-----– მ-------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია;
მ-----– მ-------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 30 ივნისიდან;
ნივთმტკიცება:
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის და ხელის კვალის ნიმუშები 02 პაკეტად, რომლებიც ინახება ისანი-სამგორის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში, 3 ცალი ასფალტის ამონატეხი მოწითალო ფერის ლაქებით, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქის ანაწმენდი საკონტროლო ანაწმენდთან ერთად, გ---- მ--–---–---–ის და გ--- მ--–---–---–ის სისხლის ნიმუშები განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
შპს „ნ--- ჰ---------–იდან“ ამოღებული გ---- მ--–---–---–ის და გ--- მ--–---–---–ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს;
რ-------–-- მ-------–-–---–ისაგან ამოღებული კუთვნილი ტანსაცმელი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ.ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ვ. ლომიძე
მოსამართლეები: ნ. ბარბაქაძე
მ. თეთრაული