განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-654-2018წ.
(240100118002567089)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 დეკემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე- მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
პროკურორის - ვ------- ს--------ას,ადვოკატის - დ----- გ------ს,მსჯავრდებულის - ა---------– რ-------ს მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა---------– რ-------ს მიმართ, დაბადებული 1-----–-–------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 6----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ. სენაკი, ს------------------–--------------------------------
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ა---------– რ-------მ ჩაიდინა: ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 21 ივნისს დაახლოებით 16:50 საათზე ა---------– რ-------მ მის საცხოვრებელ ბინაში, ქ.სენაკში, სა-----------------–---–-----------–------------------------–- ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ქანჩი დაარტყა გ-------– შ---------ს მარცხენა ყურის არეში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 21 ივნისს, დაახლოებით 17:00 საათზე ქალაქ სენაკში, სა-----------------–---–-----------–---------------------- წინა ეზოში, ა---------– რ-------მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გ-------– შ---------ს, მარცხენა ხელის არეში დანის დარტყმის შედეგად მიაყენა სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 აგვისტოს განაჩენით ა---------– რ------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
-საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით;
-საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელის დანიშვნის წესის შესაბამისად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ა---------– რ-------ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ა---------– რ-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 13 აგვისტოდან, მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო - 2018 წლის 21 ივნისიდან 2018 წლის 23 ივნისის ჩათვლით.
მსჯავრდებულ ა---------– რ-------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
სააპელაციო საჩივრის მოტივები:
აპელანტი - მსჯავრდებულ ა---------– რ-------ს ინტერესების დამცველი ადვოკატი დ----- გ------ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 აგვისტოს განაჩენში სასიკეთო ცვლილების შეტანას, კერძოდ: მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზ-ღვრისას გამოყენებული იქნეს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მოთხოვნა და დანიშნული სასჯელის ერთი მესამედი ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, შემდეგ მოტივებზე მითითებით: ა---------– რ------- შემთხვევის ადგილიდან არსად წასულა, ის დაახლოებით 40 წუთის შემდეგ დაკავებული იქნა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, მან დაკავებისთანავე დეტალურად განმარტა მომხდარი ფაქტის შესახებ. გამოძიების მიმდინარეობისას ა---------– რ------- ზედმიწევნით ასრულებდა გამომძიებლის და პროკურორის მითითებას სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადების შესახებ. მან სასამართლო სხდომაზე აღიარა ჩადენილი ქმედება, რაც საფუძველი გახდა იმისა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ცნობილიყო უდავო მტკიცებულებებად და არ მომხდარა მათი გამოკვლევა.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - მსჯავრდებულ ა---------– რ-------ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს დ----- გ------ს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;
სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორს ვ------- ს--------ას, რომელმაც არ დაუჭირა მხარი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ა---------– რ-------ს მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მსჯავრდებულ ა---------– რ-------ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, 2018 წლის 21 ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, 2018 წლის 21 ივნისის ამოღების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, სამედიცინო დოკუმენტაციით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ა---------– რ-------ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრებითაა სადავოდ გამხდარი.
მსჯავრდებულ ა---------– რ-------ს მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავში-რებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე კანონით განსაზღვრული ნორმები ლეგიტიმურ მიზანს, გამოსადეგობას და პროპორციულობას უნდა ემსახურებოდეს. პროპორციულობა - კონსტიტუციურობის უნივერსალური კრიტერიუმია. სასჯელის მიზნები კი თავისებური ორიენტირია სასამართლოსათვის სასჯელის დანიშვნისას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, მსჯავრდებულის პიროვნების მახასიათებლები და მას განესაზღვრა სამართლიანი სასჯელი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს დანიშნული სასჯელის შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან მსჯავრდებულის პიროვნების, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების და მოვალეობათა დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, სსკ-ის 50-ე მუხლით დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლა იქნება შეუსაბამოდ მსუბუქი, რაც ხელს ვერ შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას და სასჯელის სხვა მიზნების განხორციელებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა---------– რ-------ს ინტერესების დამცევბლი ადვოკატის დ----- გ------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ა---------– რ------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელის დანიშვნის წესის შესაბამისად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ა---------– რ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ა---------– რ-------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა - გაუქმებულია.
ა---------– რ-------ს მიმართ აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად გაუქმდეს ბრალდებულის მიმართ გამოყენებული პასპორტისა და პირადობის მოწმობის საგამოძიებო ორგანოში ჩაბარების და ბრალდებულის კვირაში ერთხელ სამუშაო საათებში გამომძიებელთან ამ უკანასკნელის მიერ განსაზღვრულ დროს გამოცხადების ვალდებულება.
მსჯავრდებულ ა---------– რ-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 13 აგვისტოდან, მასვე სასაჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო - 2018 წლის 21 ივნისიდან 2018 წლის 23 ივნისის ჩათვლით.
ნივთიერი მტკიცებულებები:
- ფეხსაცმელი ე.წ ,,ფლოსტები’’ და შორტი, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- დანა, ქვები, სისხლის ნიმუში და ნერწყვის ნიმუში, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე