განაჩენი

სისხლის სამართლის 05.06.2019
საქმის ნომერი
330100118002412616
ინსტანცია
თარიღი
05.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002412616

საქმე #1ბ/1320-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

5 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

სოფიკო კაპანაძის, მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ნ------------–---–ის

ადვოკატების: ჯ-------------ის, პ--------------–--ის

მსჯავრდებულის: შ----------–--ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ შ----------–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ჯ-------------ისა და პ--------------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), შ----------–--ის, დაბადებულის 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), დასაოჯახებელის, ნასამართლევის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–--------------------------ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით, 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ----------–--ემ ჩაიდინა:

 

- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

- ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა.

 

- ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ.

 

შ----------–--ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 17 დეკემბრიდან თ------------–--ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა შ----------–--ესთან. მეუღლეები ცხოვრობდნენ ქ-------–--–--------------------------ში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. თანაცხოვრებიდან ორი თვის შემდეგ საცხოვრებლად გადავიდნენ თ------------–--ის ბინაში, სადაც ასევე ცხოვრობდნენ თ------------–--ის ძმა კ-----------------–--ე და დედა მ---------------–--ე. 2017 წლის 4-------–ს შ----------–--ემ და თ------------–--ემ ოფიციალურად დაარეგისტრირეს ქორწინება.

 

2017 წლის ნოემბრიდან, სხვადასხვა მიზეზით, შ----------–--ე თ------------–--ეზე სისტემატურად ძალადობდა, აყენებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, რაც დაზარალებულის ტკივილსა და ტანჯვას იწვევდა. 2017 წლის ნოემბერში, თ------------–--ემ შეიტყო მისი მეუღლის სხვა ქალთან სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ და დაიწყო ეჭვიანობა. მეუღლის ეჭვიანობა აღიზიანებდა შ----------–--ეს, რის გამოც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა.

 

2017 წლის ნოემბრის ბოლოს, შ----------–--ე და თ------------–--ე იმყოფებოდნენ ამ უკანასკნელის საცხოვრებელ ბინაში. ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, შ----------–--ემ მეუღლეს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, აგინებდა მას, იმავდროულად, სახეში ხელი დაარტყა, რა დროსაც დაზარალებული გადმოვარდა სკამიდან, ძირს დაცემულს კი შ----------–--ე წიხლებს ურტყამდა და მისი მისამართით განაგრძობდა გინებას და დამცირებას. დარტყმების, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დამცირების გამო დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა.

 

2018 წლის 1---------------–ს, თ------------–--ის საცხოვრებელ ბინაში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი შ-----------–--ე შეურაცხყოფდა სიდედრს მ---------------–--ეს, რის გამოც თ------------–--ე ტანჯვას განიცდიდა და სთხოვდა მეუღლეს, შეეწყვიტა დედის შეურაცხყოფა. გაბრაზებულმა შ----------–--ემ თმაში ხელი ჩაავლო მეუღლეს, შეათრია დედის ოთახში, საწოლზე დააგდო და მუშტებს ურტყამდა, აღნიშნულის გამო დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკვილი.

 

2018 წლის მარტის დასაწყისში, თ------------–--ის საცხოვრებელ ბინაში, ეჭვიანობის ნიადაგზე კონფლიქტის დროს, შ----------–--ემ მეუღლეს სახეში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკვილი. იმავდროულად, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგინებდა მას. ძალადობის გამო, დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა.

 

2018 წლის 29 მარტს, თ------------–--ე შეხვდა შ----------–--ის მეგობარ ქალს, რომელსაც სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა შ----------–--ესთან. აღნიშნულმა ფაქტმა გააღიზიანა შ----------–--ე და ტელეფონში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაზარალებულ თ------------–--ეს. მოგვიანებით კი, მეუღლის სახლში დაბრუნებულმა, მუშტი დაარტყა მკერდში თ------------–--ის ძმას, კ-----------------–--ეს, რის შედეგადაც დაზარალებულმა კ-----------------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. იმავდროულად, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თ------------–--ეს. კერძოდ, ხელი ხელზე დააჭირა, დააგდო საწოლზე, ურტყამდა ხელებს მხრის არეში და აგინებდა. ძალადობის გამო, დაზარალებული თ------------–--ე განიცდიდა ფიზიკურ ტკივილსა და ტანჯვას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 სექტემბრის განაჩენით:

 

შ-----------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

შ----------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

შ----------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 2 (ორი) წლის ვადით სრულად შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და შ----------–--ეს, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 2 (ორი) წლის ვადით - სრულად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და შ----------–--ეს, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით და ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 მარტის განჩინებით შ----------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 29 მარტიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ შ----------–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ჯ-------------ემ და პ--------------–--ემ, რომლებმაც სააპელაციო საჩივრით და სააპელაციო პალატის სხდომაზე მოითხოვეს შ----------–--ის მიმართ გამოტანილი, პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ შ----------–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატების ჯ-------------ისა და პ--------------–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ შ----------–--ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ შ----------–--ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეზე შეკრებილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულების და მოწმეების - თ------------–--ის, მ---------------–--ის, კ-----------------–--ის, ი-------------–---–ის და ნ--------–----–---–ის ჩვენებებით და საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით - სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ შ----------–--ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ, მსჯავრდებულის ადვოკატების პოზიციას, რომ შ----------–--ეს ბრალად შერაცხული დანაშაულები არ ჩაუდენია და საქმეში არ არსებობს მისი ბრალეულობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები. პალატა პირველ რიგში ყურადღებას მიაპყრობს დაზარალებულ თ------------–--ის სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვის დროს მიცემულ ჩვენებას, რომელმაც განმარტა, რომ 2016 წლის დეკემბრიდან შ----------–--ესთან დაიწყო თანაცხოვრება და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, ხოლო 2017 წლის 4-------–ს ოფიციალურად იქორწინეს. 2017 წლის ნოემბრამდე მათ შორის იყო ნორმალური ურთიერთობა. თანაცხოვრების დაწყებიდან დაახლოებით ორი თვის შემდეგ ისინი საცხოვრებლად გადავიდნენ მის (თ------------–--ის) ბინაში, რომელიც მდებარეობდა ქ-------–--–-------------–--------------------------------------------------------ში. აღნიშნულ მისამართზე ასევე ცხოვრობდა მისი (თ------------–--ის) დედა მ---------------–--ე და ძმა - კ-----------------–--ე. თანაცხოვრებიდან გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, შ----------–--ეს სხვა ქალთან ჩამოუყალიბდა სასიყვარულო ურთიერთობა, რაც გახდა თ------------–--ის ეჭვიანობის მიზეზი. ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეები ხშირად კამათობდნენ. კამათის დროს შ----------–--ე მას (დაზარალებულს) აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღავდა უწმაწური სიტყვებით და აგინებდა. 2017 წლის ნოემბრის ბოლოს, ეჭვიანობის ნიადაგზე მათ შორის კვლავ წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც შ----------–--ემ მას (დაზარალებულს) თავდაპირველად სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ ხელი დაარტყა სახეში. დარტყმის სიძლიერის გამო ის (დაზარალებული) გადავარდა სკამიდან, ხოლო შ----------–--ემ დაუწყო ფეხებით ცემა, რის გამოც განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს და სთხოვდა მას (შ----------–--ეს) შეეწყვიტა მისი ცემა. ძალადობა და სიტყვიერი შეურაცხყოფა ესმოდა სახლში, მეორე ოთახში მწოლიარე ავადმყოფ დედას - მ---------------–--ეს, მისივე (დაზარალებულის) განმარტებით, ეს ფაქტი მას (თ------------–--ეს) აღუძრავდა სირცხვილის გრძნობას, რაც მასში იწვევდა მორალურ ტანჯვას. 2018 წლის 1---------------–ს, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა შ----------–--ემ დაზარალებულის და მისი ძმის კ-----------------–--ის თანდასწრებით, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მათ დედას. მის (თ------------–--ის) თხოვნას - შეეწყვიტა დედის შეურაცხყოფა, მეუღლის მხრიდან მოჰყვა ფიზიკური ძალადობა. კერძოდ, შ----------–--ემ თმაში მოჰკიდა ხელი და ძალის გამოყენებით შეიყვანა დედის საძინებელ ოთახში, სადაც დააგდო საწოლზე და სცემა მუშტებით, რის შედეგადაც განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს. ფიზიკური ძალადობის ფაქტს თან ახლდა სიტყვიერი შეურაცხყოფა. 2018 წლის მარტის დასაწყისში, მათ (თ------------–--ესა და შ----------–--ეს) შორის კვლავ მოხდა კონფლიქტი ეჭვიანობის ნიადაგზე, რა დროსაც შ----------–--ემ აგინა დედის მისამართით და ხელი გაარტყა სახეში, რის შედეგადაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა. 2018 წლის 29 მარტს, შ----------–--ის მობილურ ტელეფონში, რომელსაც დროებით ფლობდა კ-----------------–--ე, წაიკითხა შ-----ს მიერ სხვა ქალისათვის გაგზავნილი სასიყვარულო შინაარსის მოკლეტექსტური შეტყობინებები, რის შემდეგაც შეხვდა ამ ქალს. აღნიშნულის გამო - რატომ აჩვენა კ-----------------–--ემ თ--ს მობილური ტელეფონი - შ----------–--ე გაბრაზდა და კ-----------------–--ეს მუშტი დაარტყა მკერდში, რის შემდეგაც მას (თ------------–--ეს) ხელი მოუჭირა ხელზე, რაც ძალიან ეტკინა და დაიწყო ყვირილი, შ----------–--ემ იგი (დაზარალებული) დააგდო საწოლზე, სახეში და მხარში ხელი დაარტყა, თან აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. კ-----------------–--ე ცდილობდა შ-----ს შეკავებას და ხმაურზე მეზობელიც შემოვიდა, რომელიც ობლიძეს დაემუქრა პატრულის გამოძახებით. ამის შემდეგ შ----------–--ემ ბინა დატოვა.

 

დაზარალებულ თ------------–--ის ჩვენებაში მითითებული ზემოხსენებული ფაქტები და გარემოებები, რომლებიც შეეხება მსჯავრდებულ შ----------–--ის მხრიდან დაზარალებულების მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ და დანაშაულებრივ ქმედებებს, ასევე დადგენილი და დადასტურებულია როგორც სხვა დაზარალებულის - კ-----------------–--ის, ასევე მოწმეების ჩვენებებით. დაზარალებულმა კ-----------------–--ემ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა შ----------–--ის მიერ თ------------–--ის მიმართ სისტემატური ცემისა და შეურაცხყოფის ფაქტები. კ-----------------–--ის დაკითხვის მიმდინარეობისას, გამოქვეყნდა გამოძიების ეტაპზე მისი გამოკითხვის ოქმი, რომლის მიხედვით, დედასთან მ---------------–--ესა და დასთან თ------------–--ესთან ერთად ცხოვრობს ქ-------–--–-------------–--------------------------------------------ში. დაახლოებით ხუთი წლის წინ თ------------–--ემ გაიცნო შ----------–--ე, რომელსაც 2016 წლის 17-----------ს გაჰყვა ცოლად. დაახლოებით ორი თვის შემდეგ მეუღლეები საცხოვრებლად გადავიდნენ კ-----------------–--ის სახლში. 2017 წლის 4 აპრილს თ--მ და შ-----მ დაარეგისტრირეს ქორწინება. თავიდან ისინი მშვიდად ცხოვრობდნენ, კონფლიქტი არ ჰქონიათ 2017 წლის ნოემბრის თვემდე. 2017 წლის ნოემბერში გადაწყვიტეს, რომ ოჯახის კუთვნილი ბინა დაეგირავებინათ კერძო იპოთეკართან. ამ მიზნით სახლში მიიყვანეს შუამავალი ქალი, რომელთანაც შ----------–--ემ გააბა სასიყვარულო ურთიერთობა. რაც თ------------–--ემ მალევე გაიგო და იმ დროიდან დაიძაბა მეუღლეებს შორის ურთიერთობა. თ--ს მხრიდან ეჭვიანობის გამო შ----------–--ე ბრაზდებოდა და მეუღლეს გამუდმებით აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, აგინებდა და ლანძღავდა. თ-- ამის გამო აგდებდა სახლიდან შ-----ს, ის კი მეორე დღეს ისევ ბრუნდებოდა. შ----------–--ემ დაიწყო თ------------–--ის მიმართ სისტემატური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. მოწმემ დისგან თ------------–--ისგან და დედის მ---------------–--ისგან იცის, რომ 2017 წლის ნოემბრის ბოლო რიცხვებში, შ----------–--ის მხრიდან თ------------–--ის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. 2018 წლის თებერვლის შუა რიცხვებში, კ-----------------–--ე შ-----სთან ერთად სახლში სვამდა, რა დროსაც ბრალდებული დათვრა და დაიწყო მ---------------–--ის ლანძღვა. ისინი (კ------- და თ------------–--ეები) ანერვიულდნენ და განიცდიდნენ მორალურ ტანჯვას. თ-- შეევედრა შ-----ს, რომ გაჩუმებულიყო, რაზეც შ----- გაბრაზდა, მოკიდა თმაში ხელი, შეათრია დედის ოთახში, თან უყვიროდა და აგინებდა. დააგდო თ-- დედის საწოლზე და გამეტებით დაუწყო მუშტებით ცემა. მოწმე შეეცადა შ-----ს გაკავებას, მაგრამ ის მასზე ბევრად ძლიერია, ბოლოს შ----- უბრალოდ დაიღალა და მან (მოწმემ) მოახერხა მისი გამოყვანა. როგორც დისგან გადმოცემით იცის, 2018 წლის მარტის პირველ ნახევარშიც ჰქონდა ადგილი შ----------–--ის მხრიდან მის (თ------------–--ის) მიმართ ძალადობის ფაქტს. კერძოდ, ჩხუბის დროს შ----------–--ემ ხელი გაარტყა სახეში და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2018 წლის 29 მარტს, იგი (დაზარალებული) შეხვდა შ----------–--ეს და ამ უკანასკნელის თხოვნით, დაალომბარდა თავისი მობილური ტელეფონი, დროებით კი შ-----ს გამოართვა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი. სახლში მისვლის შემდეგ თ--მ შ-----ს მობილურ ტელეფონში წაიკითხა ობლიძის მიერ სხვა ქალისათვის გაგზავნილი სასიყვარულო შინაარსის მოკლეტექსტური შეტყობინებები. თ--მ დაურეკა და გაესაუბრა ამ ქალს, რაც შ-----მ გაიგო, გაბრაზდა, მოვარდა სახლში, ყველას აგინა და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო პირადად მას (კ-----------------–--ეს) იმის გამო, რომ თ--ს აჩვენა მობილური ტელეფონი, ხელი ჩაარტყა მკერდის არეში, რაც ძალიან ეტკინა. ამის შემდეგ შ----------–--ემ ხელი ხელზე მოუჭირა თ------------–--ეს და ისე ატკინა, რომ თ--მ ყვირილი დაიწყო და შეეხვეწა შ-----ს - არ დაერტყა ხელი, თუმცა შ-----მ თ-- დააგდო საწოლზე და სახეში და მხარში ურტყამდა ხელს. იგი (კ-----------------–--ე) ჩადგა მათ შუაში, ამასობაში მეზობელიც შემოვიდა და შ-----ს დაემუქრა პოლიციის გამოძახებით, რის შემდეგაც შ----------–--ე წავიდა სახლიდან. კ-----------------–--ემ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გამოძიებაში მიცემული ინფორმაცია.

 

მოწმის სახით დაკითხული, დაზარალებულის დედის - მ---------------–--ის ჩვენების თანახმად, მისი შვილი თ------------–--ე ქორწინებაში იმყოფებოდა შ----------–--ესთან. მეუღლეები ცხოვრობდნენ მ---------------–--ის სახლში, ამ უკანასკნელის ვაჟთან კ-----------------–--ესთან ერთად. საწყის ეტაპზე ცოლ-ქმარს ჰქონდათ კარგი ურთიერთობა. მოგვიანებით, შ----------–--ემ სასიყვარულო ურთიერთობა გააბა სხვა ქალთან, რაც გახდა თ------------–--ის ეჭვიანობის მიზეზი. დაზარალებულის მხრიდან ეჭვიანობის ნიადაგზე წყვილს ხშირად ჰქონდათ კონფლიქტი. კონფლიქტის დროს, შ----------–--ე თ------------–--ეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე ფიზიკურადაც ძალადობდა მასზე. მოწმემ დაადასტურა, რომ თავადაც არაერთხელ შეესწრო მის სახლში, თუ როგორ სცემდა შ----------–--ე მეუღლეს თ------------–--ეს და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა. შ----------–--ე მასაც (მ---------------–--ეს) აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა, რასაც თ------------–--ე ძალიან განიცდიდა. მ---------------–--ის დაკითხვის მიმდინარეობისას გამოქვეყნდა ამ უკანასკნელის 2018 წლის 30 მარტის გამოკითხვის ოქმი, სადაც მითითებულია - „...2017 წლის ნოემბრის ბოლოს, ღამის საათებში, ჩვენს საცხოვრებელ სახლში ვიმყოფებოდით მე, ჩემი შვილი თ-- და შ----------–--ე. თ-- და შ----- იმყოფებოდნენ თავის ოთახში, რა დროსაც გავიგე შ-----ს ყვირილის ხმა, აგინებდა და ლანძღავდა ჩემს შვილს. ასევე ცემის ხმაც მესმოდა, აშკარად სხეულის შიშველ ნაწილზე დარტყმის ხმები გამოდიოდა, თან აგინებდა თ--ს. თ-- კი ევედრებოდა, სთხოვდა, რომ დაენებებინა თავი, მაგრამ შ----- მაინც აგრძელებდა ჩემი შვილის ცემას და სიტყვიერი შეურაცხყოფების მიყენებას.“ „....2018 წლის თებერვლის თვეში ჩვენთან სახლში სვამდნენ ჩემი ვაჟიშვილი კ-----------------–--ე და შ----------–--ე. შ----- დათვრა და დამიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფების მოყენება, მეუბნებოდა რომ საწოლში ვიყავი ჩავარდნილი და სუნი ამდიოდა. ჩემი ქალიშვილი ცდილობდა გაეჩუმებინა, მაგრამ შ----- აგრძელებდა ლანძღვა-გინებას, ჩემს ქალიშვილს მოჰკიდა თმებში ხელი, შეათრია ოთახში, სადაც სცემდა და აგინებდა.“ „....2018 წლის მარტის დასაწყისში თ------------–--ეს შ----------–--ესთან ისევ მოუვიდა შელაპარაკება, რა დროსაც შ-----მ ხელი გაარტყა სახეში თ--ს და თან აგინებდა.“

 

ზემოხსენებულ მტკიცებულებებთან სრულ შესაბამისობაშია პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული სხვა მოწმეთა ჩვენებები და გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებები. უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა შ----------–--ის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს შ----------–--ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დადგენილი კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე დაკითხვისას, მსჯავრდებულმა შ----------–--ემ უარყო ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა და განმარტა, რომ დაზარალებული თ------------–--ე გაიცნო მეგობრისგან. თავდაპირველად ისინი ცხოვრობდნენ როგორც შეყვარებულები, შემდეგ საცხოვრებლად ევროპაში წავიდნენ, თუმცა თ--მ სთხოვა საქართველოში დაბრუნება, რადგან დედა ჰყავდა ავად და თან ბინა უნდა გაეყიდა. თ--ს დედას, - მ---------------–--ეს ჰქონდა ფიზიკურ და ფსიქიკური პრობლემები. მანვე განმარტა, რომ თ--ს დედის სახლში მისი (შ----------–--ის) ცხოვრება თ--ს ინიციატივა იყო. თ-- ამბობდა, რომ სანამ სახლი არ გაიყიდებოდა, დედას ვერ დატოვებდა. მ---------------–--ე სულ დღეში ასჯერ მაინც ჩხუბობდა და აზრს ხშირად იცვლიდა. თავდაპირველად ის (შ----------–--ე), თ-- და მ---------------–--ე ცხოვრობდნენ. შემდეგ თ-- დაელაპარაკა მის (შ----------–--ის) ძმას და ისიც მათთან გადავიდა საცხოვრებლად. თ--ს ძმა მათთან ერთად არ ცხოვრობდა, იგი მუშაობდა დარაჯად და იქვე ცხოვრობდა. შემდეგ მისი (შ----------–--ის) დეიდაშვილიც გადავიდა მათთან საცხოვრებლად. შ----------–--ის განმარტებით, სამკურნალოდ ტუბ დისპანსერში აპირებდა დაწოლას, მაგრამ თ--ს არ უნოდოდა, რადგან თ-- სულ ეჭვიანობდა და ეუბნებოდა - არ გიყვარვარ, მღალატობ, იმიტომ წვები, დაშორება გინდაო. საავადმყოფოში რომ არ დაწოლილიყო, თ--მ მისი ძმა და დეიდაშვილი დედამისის სახლში გადაიყვანა საცხოვრებლად. უშუალოდ მას და მ-----ს შორის კონფლიქტი არ მომხდარა, მაგრამ, როდესაც სახლიდან გადიოდა, მ----- ,,ჩორტაობდა“ და თ--ს ეუბნებოდა - არ უყვარახრო. თ--ს ძმა სახლში დღეში ერთხელ, ერთი საათით მიდიოდა დედამისის სანახავად. თუ ის არ მივიდოდა, ვერავინ აწყნარებდა მ-----ს. მისივე განმარტებით, თ--სთვის სიტყვიერი და ფიზიკურ შეურაცხყოფა არც 2017 წლის ნოემბრის ბოლოს და არც არასოდეს მიუყენებია, თუმცა კამათი სულ ჰქონდა თ--სთან. ერთხელ მათთან ახალგაზრდა გოგო ავიდა ბინის საყიდლად, იმ გოგომ ბინის ყიდვაზე უარი თქვა და წავიდა. მან (შ----------–--ემ) თ--ს უთხრა, რომ მშრალ ხიდზე გავიდოდა და ვინმეს ნახავდა, გაიყოლა დეიდაშვილიც, - ბ----------------–ი. ვარანცოვზე იყო, როდესაც თ--მ მიწერა - მოღალატე ხარო. ამავე დროს მისმა (შ----- ობოლაძის) ძმამ დაურეკა და სთხოვა სახლში მისულიყო, რადგან თ--მ სახლი დაანგრია ერთ ამბავშიაო. მაშინვე მოტრიალდა და წავიდა სახლში, სადაც დახვდა მ-----, კ---, თ----- და თ--. თ-- ოთხაში იყო და ვერავინ შედიოდა. ჭურჭელი დამტვრეული იყო და ლოგინი გადმოყრილი. რადგან თ-- სულ ეჭვიანობდა, თ--ს უთხრა, რომ წავიდოდა სახლიდან. თ--მ უთხრა - წადიო და დაიწყო ტანსაცმლის ჩალაგება, შემდეგ თ--მ ტირილი დაიწყო და დარჩენა სთხოვა, თ-- შეეცოდა და დარჩა. თ--ს საშინელ დღეში აგდებდა დედამისი. თ-- იმდენად ეჭვიანი იყო, რომ ბინა როგორც კი გაიყიდებოდა, უნდა დაშორებოდა. სახლში მისვლა აღარ უნდოდა, რადგან თ-- იმდენად ეჭვიანი იყო, მის ტანსაცმელს სუნავდა და ,,ფეისბუქს“ ამოწმებდა. 2018 წლის 15 თებერვლის ეპიზოდთან დაკავშირებით შ----------–--ემ აღნიშნა, რომ დეიდაშვილთან ერთად წავიდა თურქეთში, სადაც დაახლოებით ერთი კვირა გაჩერდა. საქართველოში დაბრუნებული ბათუმში ბავშობის მეგობრის სახლში დარჩა, რაზეც თ-- გაღიზიანდა და ტელეფონი გაუთიშა. თ--ს მთელი დღე ტელეფონი გათიშული ჰქონდა, საღამოს დაურეკა და უთხრა, რომ გურიაში იყო მამიდასთან, გადაწყვიტა თ--სთან გურიაში ჩასვლა, სადაც დაახლოებით ათი დღე დარჩნენ, შემდეგ კი თბილისში დაბრუნდნენ. ძმასთან ერთად წავიდა მეგობრებთან, სახლში რომ მივიდნენ თ-- ნასვამი დახვდა, ჩხუბობდა და ეკითხებოდა, ვისთან იყო. თვითონ ოთახში შევიდა, სადაც შეუვარდა თ--, დაუწყო წივილ-კივილი და უთხრა სახლიდან წასულიყო. იმ დღით ძმასთან ერთად წამოვიდა თ--ს სახლიდან და ბიძაშვილთან წავიდა თემქაზე. შემდეგ თ--მ მისწერა ცუდად ვარ, თავს მოვიკლავო. შემდეგ თ--ს დაქალმა დაურეკა თ--ს ვენები უნდა გადაეჭრა, ცუდად არის სასწრაფო იყო მისულიო. შემდეგ ისევ მივიდა და დარჩა თ--სთან. მანვე განმარტა, რომ 2018 წლის მარტის დასაწყისში, არანიარი ფიზიკური შეუარცახყოფა არ მიუყენებია თ--სთვის. თ--მ ჩხუბი დაიწყო - გოგოსთან იყავიო. თ--ს ჰკითხა, რატომ ჩხუბობდა, თ--მ მოსთხოვა სახლიდან წასვლა. მაგ დროს შეკამათდნენ და სახლიდან წამოვიდა. შემდეგ თ-- წერდა და შერიგებას სთხოვდა, ცუდად ვიქცეოდი და აღარ მოვიქცევიო. თ--ს დაქალი ეუბნებოდა, ხომ არ გინდა მოკვდესო. თ-- დედამისს (შ----------–--ის დედას) და მის ძმასაც წერდა. როდესაც თ-- მიხვდა, რომ აღარ შეურიგდებოდა, მუქარა დაიწყო და ეუბნეობდა, უპატრონო ხომ არ გგონივარ, მე თუ დამშორდები - ან დაჭერილი უნდა იყო ან მკვდარიო. მსჯავრდებულმა 29 მარტის ეპიზოდთან დაკავშირებით განმარტა, რომ ერთ დღეს ფული ჭირდებოდა, თ--ს ძმას კ---ს სთხოვა ტელეფონის დალომბარდება, თავისი ტელეფონი კ---ს გადასცა და უთხრა, რომ ტელეფონს ლომბარდიდან საღამოს გამოუტანდა. კ---ს სთხოვა, რომ თ--სთვის მისი ტელეფონი არ ეჩვენებინა. მოგვიანებით, მეგობარმა დაურეკა და უთხრა, რომ თ-- ურეკავდა და ლანძღავდა, მეორე მეგობარმა დაურეკა და უთხრა, რომ თ--მ მისი ცოლი გალანძღა. თ--ს დაურეკა და ჰკითხა - კ--- მასთან იყო თუ არა, თ--მ უთხრა, რომ კ--- მასთან ერთად სახლში იყო. ის (შ----------–--ე) ძმასთან ერთად წავიდა თ--სთან სახლში, რათა თ--ს ძმა, - კ--- წამოეყვანა და მისთვის ტელეფონი გამოეტანა ლომბარდიდან. მისი (შ----------–--ის) ძმა დაბლა დარჩა, თავად კი ავიდა თ--სთან სახლში, სადაც თ-- დახვდა და ჰკითხა, რა უნდოდა, რატომ იქცეოდა ასე. ასევე, კ---ს ჰკითხა, რატომ ანახა თ--ს ტელეფონი. თ--მ დაიწყო წივილ-კივილი, ყვიროდა ხელი არ დამარტყაო. ამ დროს შევიდნენ მეზობლები, რომლებსაც კარი თვითონ გაუღო. მან თ--ს უთხრა რომ მისი სახელი დაევიწყებინა, რაზეც მეზობელმა უთხრა - „რას ქვია დაივიწყოს, ქმარი ხარო“. ეს ყველაფერი 29 მარტს ორ-სამ საათზე მოხდა, ყველაფერი დაახლობით ათ წუთში მოხდა. სხვა არაფერი არ ყოფილა. საღამოს დაიჭირეს. როგორც თვითონ ფიქრობს, რადგან თ--ს არ შეურიგდა, თ--მ ამიტომ გააკეთა ყველაფერი. მისივე განმარტებით, კონფლიქტი არის კამათი ეჭვიანობის ნიადაგზე.

 

წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში აპელანტები აღნიშნავენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ეფუძნება ურთიერთსაწინააღმდეგო, არათანმიმდევრულ მტკიცებულებებს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს. ჩვენებებს შორის არის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობა. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დაასაბუთა, თუ რა საფუძვლით არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია. სააპელაციო პალატა აპელანტების აღნიშნულ მოსაზრებას არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ, ზოგადად, ოჯახური ძალადობა ლატენტურ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება, აღნიშნული დანაშაული ხშირ შემთხვევაში გარეშე პირთათვის შეუმჩნეველი ხდება, ვინაიდან ოჯახის წევრები გარკვეულ საკითხებს სხვა პირთა თანდასწრებით არ განიხილავენ. კონკრეტულ შემთხვევაშიც, შ----------–--ეს მომხდარი ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით უშუალოდ ამხელენ დაზარალებულები და შემთხვევათა თვითმხილველი მოწმე, დაზარალებულების დედა მ---------------–--ე. მათ უპირისპირდება მსჯავრდებული შ----------–--ე, რომელიც განმარტავს, რომ მისი მხრიდან არასოდეს არავის მიმართ ძალადობას არ ჰქონია ადგილი. სააპელაციო პალატა შეფასებას აძლევს რა დაზარალებულ თ------------–--ისა და კ-----------------–--ის ჩვენებებს, მიიჩნევს, რომ მათი ჩვენებები გარდა იმისა, რომ შეესაბამება ერთმანეთს, სრულ თანხვედრაშია მოწმეების - მ---------------–--ის, ნ--------–----–---–ისა და ი-------------–---–ის (ბ--------–-----ის მეზობლები, რომლებმაც დაადასტურეს 2018 წლის 29 მარტს შ----------–--ის მხრიდან თ-- და კ-----------------–--ეების მიმართ განხორციელებული ძალადობა) ჩვენებებთან და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. სააპელაციო პალატის შეფასებით, დაზარალებულების - თ------------–--ისა და კ-----------------–--ის ჩვენებები აკმაყოფილებს უტყუარობის და დამაჯერებლობის მაღალ სტანდარტს, მათი ჩვენებები თანმიმდევრულია და არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ან/და ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას. გარდა ამისა, პალატა მიიჩნევს, რომ დაზარალებული კ-----------------–--ე და მოწმე მ---------------–--ე არიან მიუკერძოებელი პირები. აღნიშნული დასკვნის გაკეთების საშუალებას პალატას აძლევს თავად მსჯავრდებულ შ----------–--ის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მას მ---------------–--ესთან კონფლიქტი არ ჰქონია. რაც შეეხება დაზარალებულ კ-----------------–--ესთან მსჯავრდებულის დამოკიდებულებას, როგორც მსჯავრდებულმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ იგი მათი სახლიდან წამოვიდა, კ---სთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მსჯავრდებული რომ დაზარალებულ კ-----------------–--ესთან კარგ დამოკიდებულებაში იყო, ადასტურებს ის გარემოებაც, რომ, როგორც მსჯავრდებულმა აღნიშნა, კ---ს მობილური ტელეფონი სთხოვა დასალომბარდებლად, რაზეც უარი ამ უკანასკნელს არ უთქვამს. აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული მსჯავრდებულის განმარტება იმის შესახებ, რომ, რადგან თ------------–--ეს არ შეურიგდა, თ--მ ამის გამო გააკეთა ყველაფერი, - ამხილა იგი დანაშაულთა ჩადენაში.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნული კვალიფიკაციით ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე, სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. ზოგადად ქალთა მიმართ ძალადობა (რასაც კონკრეტულ შემთხევაში ჰქონდა ადგილი, კ-----------------–--ის მიმართ განხორციელებული ძალადობის მხედველობაში მიუღებლად) კი გლობალური პრობლემაა, რაც ეწინააღმდეგება კანონის მიერ ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებებს, ზღუდავს ქალთა ჩართულობას სოციალურ ცხოვრებაში და წარმოქმნის გენდერზე დაფუძნებულ შეზღუდვებს. მართალია, შ----------–--ის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, თუმცა სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ შ----------–--ისათვის რეციდივის წესით, დანაშაულთა ერთობლიობით და შემდგომ განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმე, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ შ----------–--ისათვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. გარდა აღნიშნულისა, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ შ----------–--ის მიმართ, არის დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ შ----------–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ჯ-------------ისა და პ--------------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი შ----------–--ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ შ----------–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ჯ-------------ისა და პ--------------–--ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ შ----------–--ის მიმართ, როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში დარჩეს უცვლელი;

 

შ----------–--ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

 

შ-----------–--ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

შ-----------–--ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ურო მკაცრმა და თანაბარმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და შ----------–--ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 2 (ორი) წლის ვადით, სრულად დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი და შ----------–--ეს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 29 მარტიდან და ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ შ----------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. კახეთელიძე