განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100118002534027
საქმე №1/ბ-176-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ივნისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ვერა დოლიძე (თავმჯდომარე)
მარინა სირაძე, მარინე იმერლიშვილი
სხდომის მდივნის _ თეონა ქიმერიძის
სახელმწიფო ბრალმდებლის _ გ------- ხ----ის
მსჯავრდებულის _ ი------- დ------ის
ადვოკატის _ ვ--–---- კ-------–---ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ი------- დ------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ი------- დ------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), უმაღლესი განათლების მქონის, დაუოჯახებლის, ნასამართლევის, რეგისტრირებულის ქ---------–-------–---------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების ქ---------–-----–------------------------------ში, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ” ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ”, „გ” და „დ” ქვეპუნქტებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენით:
ი------- დ------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ” ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ”, „გ” და „დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ” ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სამეწარმეო ორგანიზაციებში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა მატერიალურად პასუხისმგებლობითი თანამდებობის დაკავების უფლება.
_სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ”, „გ” და „დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით და 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვა სამეწარმეო ორგანიზაციებში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა მატერიალურად პასუხისმგებლობითი თანამდებობის დაკავების უფლება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ი------- დ------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სამეწარმეო ორგანიზაციებში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა მატერიალურად პასუხისმგებლობითი თანამდებობის დაკავების უფლება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილების შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 03 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით და თანამდებობის დაკავების და საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 1 წლისა და 6 თვის ვადით და საბოლოოდ, ბრალდებულ ი------- დ------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სამეწარმეო ორგანიზაციებში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა მატერიალურად პასუხისმგებლობითი თანამდებობის დაკავების უფლება.
ი------- დ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა.
მსჯავრდებულ ი------- დ------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2018 წლის 06 ივნისიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე-66-ე მუხლების საფუძველზე, პენიტენციური დაწესებულებიდან განთავისუფლების შემდეგ ი------- დ------ის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება და დახმარება დაევალა პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ი------- დ------ეს დაევალა პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: შპს „-----------------------–----–ის” სათავო ოფისიდან ამოღებული (თბილისი, წ-------–------------------) ქუთაისის ფილიალიდან გადაგზავნილი ზედდებულები (2017 წლის სექტემბრიდან ნოემბრის ჩათვლით) და შპს „-----------------------–----– ჯ--------ს” ცენტრალური ტერმინალიდან ამოღებული (თ---–--------–----------) ქუთაისის ფილიალის კუთვნილი სისტემური ბლოკი (ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოში) უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო ქუთაისის ფილიალიდან გამოთხოვილი ელექტრონული ოპერაციების ისტორიის ამსახველი დისკი, რომელიც თან ერთვის საქმეს, უნდა დარჩეს მასში და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი------- დ------ემ ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით და სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, ჩადენილი არაერთგზის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის თებერვლის ჩათვლით დროის მონაკვეთში, ქ---------–---------------------------ში მდებარე შპს „-----------------------–----– ჯ--------ს” ფილიალში, ამავე ფილიალის ოპერატორმა ი------- დ------ემ, რომელსაც შრომითი ხელშეკრულებით დავალებული ჰქონდა კლიენტთა მომსახურეობის თანხების მიღება, აღრიცხვა და სათაო ოფისში გადაგზავნა, მომხმარებლებისათვის ტვირთის ჩაბარების შემდეგ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ეტაპობრივად მიითვისა შპს „-----------------------–----– ჯ--------ს” კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხა 20275,5 ლარი.
2018 წლის მარტში, ქ---------–------------------------------ში მდებარე შპს „-----------------------–----– ჯ--------ს” ფილიალში, ამავე ფილიალის ოპერატორმა _ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ” და „დ” ქვეპუნქტებით ნასამართლევმა ი------- დ------ემ, რომელსაც შრომითი ხელშეკრულებით დავალებული ჰქონდა კლიენტთა მომსახურეობის თანხების მიღება, აღრიცხვა და სათაო ოფისში გადაგზავნა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მიითვისა შპს „-----------------------–----– ჯ--------ს” კუთვნილი 4891,9 ლარი, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი------- დ------ემ, რომელმაც ითხოვა დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მან აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, რისი გათვალისწინებითაც სასამართლოს შეეძლო მისთვის უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა.
სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ი------- დ------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ--–---- კ-------–---მა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელმა _ გ------- ხ----ემ ითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ი------- დ------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად ბრალდებულ ი------- დ------ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების _ ა------ მ-----–---–ის, დ----------–---ის, ნ---------------–---–ის, მ-----–---------, დ---------------, დ-----------------, მ----------------, ბ-----–----------- და დ---------------–---- გამოკითხვის ოქმებით, ელექტრონული ზედდებულების ამსახველი დისკის დათვალიერების ოქმით, ი------- დ------ის შრომითი ხელშეკრულებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ი------- დ------ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულები, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებული ი------- დ------ე განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას, რასაც სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა რა ი------- დ------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ ის, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, ასევე მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ ნასამართლობის მქონე ბრალდებულმა კვლავ ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაული, არ აუნაზღაურებია დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი და ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ი------- დ------ეს სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლომ ი------- დ------ის მიმართ გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი და მას დანიშნული სასჯელის ნაწილი ჩაუთვალა პირობით მსჯავრად. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს, მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების საფუძველი.
ამდენად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენი ი------- დ------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.მსჯავრდებულ ი------- დ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენი ი------- დ------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.ი------- დ------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ” ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ”, „გ” და „დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ” ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დანარჩენი _ ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო ორგანიზაციებში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა მატერიალურად საპასუხისმგებლო თანამდებობის დაკავების უფლება.
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ”, „გ” და „დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით; მასვე, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო ორგანიზაციებში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა მატერიალურად საპასუხისმგებლო თანამდებობის დაკავების უფლება.
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ი------- დ------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო ორგანიზაციებში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა მატერიალურად საპასუხისმგებლო თანამდებობის დაკავების უფლება.
5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 03 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით და თანამდებობის დაკავების და საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 1 წლისა და 6 თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი------- დ------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო ორგანიზაციებში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა მატერიალურად საპასუხისმგებლო თანამდებობის დაკავების უფლება.
6.მსჯავრდებულ ი------- დ------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2018 წლის 06 ივნისიდან.
7.ცნობად იქნას მიღებული, რომ ი------- დ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმებულია.
8.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე, 66-ე მუხლებისა და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულ ი------- დ------ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულ ი------- დ------ეს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
9.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: შპს „-----------------------–----–ის” სათავო ოფისიდან ამოღებული (თბილისი, წ-------–-------------------) ქუთაისის ფილიალიდან გადაგზავნილი ზედდებულები (2017 წლის სექტემბრიდან ნოემბრის ჩათვლით) და შპს „-----------------------–----– ჯ--------ს” ცენტრალური ტერმინალიდან ამოღებული (თ---–--------–----------) ქუთაისის ფილიალის კუთვნილი სისტემური ბლოკი (ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოში) დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო ქუთაისის ფილიალიდან გამოთხოვილი ელექტრონული ოპერაციების ისტორიის ამსახველი დისკი, რომელიც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში და შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
10.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
11.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე /ვ.დოლიძე/
მოსამართლეები: /მ.სირაძე/
/მ.იმერლიშვილი/